How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire?

ბევრმა მკითხა და ცალ-ცალკე ახსნა-განმარტებების გაცემაზე იოლი ერთი პოსტის დაწერაა.

გაითვალისწინე, რომ ამაზონის ტაბლეტის გასაქართულებლად მისი დარუთვა და სისტემური ფაილების შეცვლა დაგჭირდება, რასაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ახორციელებ. სისტემის არასწორად მიდიფიცირების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბრედვა.

და, სამუშაოს დაწყებისა არ იყოს, დარუთვისთვის სასურველია კარგად იცოდე ინგლისური და კომპიუტერი. 🙂

რა დაგჭირდება:

USB/Mini USB კაბელი, მუშა Wi-Fi და კომპიუტერი. 🙂

1. კაბელი იყიდება “ამაზონზე” და ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშიც ექნებათ.

2. დარუთვის ინსტრუქცია ნახე აი აქ (6.3.1-სთვის). და ნახე ვიდეო (მაგრამ ვიდეოში მითითებული ლინკი არ გამოიყენო. პროგრამის ეგ ვერსია არ რუთავს. გამოიყენე ინსტრუქციის ლინკი რაც ზემოთ მივუთითე).

ასევე, გადახედე:

ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება

რა უნდა გააკეთო:

ქართული ვები:

იმისთვის, რომ ქართული ვებ-რესურსების ნახვა შეძლო, დარუთვა სჭირო არაა, უბრალოდ, ხსნი “ქინდლის” ბრაუზერში აი ამ გვერდს ან ამ გვერდს ქაჩავ და აინსტალირებ Оpera-ს ან Firefox-ს. უშვებ, გადიხარ რომელიმე ქართულ გვერდზე და – ვუალა. ყველაფერი ჩანს.

ქართული წიგნები:

იმისთვის, რომ Kindle Fire-ის პროგრამულმა რიდერმა ქართული AZW/MOBI წიგნები წაიკითხოს, საჭიროა უნიკოდ ფონტის დამატება. ამისთვის ჯერ სისტემა უნდა დარუთო.

ჯერ მიყვები დარუთვის ინსტრუქციას, ზემოთ რომ დავდე ლინკი.

შემდეგ აინსტალირებ Root Explorer-ს, ვთქვათ, აი აქედან

შემდეგ იღებ Sylfaen.ttf-ს (კომპიუტერში გექნება), არქმევ მას georgia.ttf-ს, გადაგაქვს Kindle Fire-ში USB/Mini USB კაბელით, მონიშნავ Root Explorer-ში, ბრძანება – Copy გადადიხარ ფოლდერში /system/fonts ბრძანება Paste (თუ გითხრა რომ ფოლდერი Read only-ა, Mount R/W-ზე დაკლიკე და Mount R/O-თი შეიცვლება – რაც სისტემური ცვლილების უფლებას მოგანიჭებს). Kindle Fire-ის ფონტი georgia შეიცვლება georgia (sylfaen) ფონტით.

ამის შემდეგ, როდესაც ქართულ წიგნს გახსნი, არიჩევ georgia ფონტს და კუბიკების ნაცვლად ქართულ ასოებს დაინახავ.

ქართული კლავიატურა:

ქათულად რომ წერო, დაგჭირდება ალტერნატიული კლავიატურა ქართული ენის მხარდაჭერით  (Multiling Keyboard, Smart Keyboard Pro…).

აინსტალირებ MultiLing Keyboard ვთქვათ, აი აქედან.

შემდეგ “ქინდლში” ხსნი Root Explorer-ში ფოლდერს /data/app და ფაილ com.klye.plugin.en-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/com.klye.ime.latin/lib/ და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.

დააპოპაპებ Input method-ს და კლავიატურის არჩევანში ნახავ, რომ ახალი ვარიანტი გამოჩნდა: Multiling keyboard. გააქტიურებ. კლავიატურაზე დიდხანს აჭერ 123-ს, სანამ არ გამოვა მენიუ და ირჩევ ოფციებს (მარჯვენა ბოლო ღილაკი). ოფციების მენიუში ირჩევ Languages და მონიშნავ ქართულს.

ამის შემდეგ, თუ კლავიატურაზე დააჭერ სფეისბარს ასარჩევ ენებში გამოვა English და ქართული.

ან

აინსტალირებ Smart Keyboard Pro ვთქვათ, აი აქედან.

შემდეგ Root Explorer-ში ხსნი ფოლდერს /data/app და ფაილ net.cdeguet.smartkeyboard.pro-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/net.cdeguet.smartkeyboardpro/lib და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.

ან

აინსტალირებ Perfect Keyboard Pro-ს ვთქვათ, აი აქედან.

შემდეგ Root Explorer-ში ხსნი ფოლდერს /data/app და ფაილ inputmethod.latin.perfectkeyboard-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/inputmethod.latin.perfectkeyboard/lib და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.

ახლა უკვე გაქვს ქართული კლავიატურა და, შეგიძლია, ტექსტი აკრიფო, მაგრამ, თუ ფაერფოქსს ან ოპერას არ ჩავთვლით, სხვა ბრაუზერებში ან Word-ში ან ი-მეილ კლიენტში ქართულის მაგივრად ისევ კუბიკებია. ეს რომ გამოვასწოროთ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.

სისტემური ფონტის გამოცვლა:

UPDATED! იოლი გზა. აინსტალირებ და უშვებ Georgian Font Installer-ს. წესით და კანონით, Kindle Fire-ის სისტემური ფონტი უნდა შეიცვალოს სრულფასოვანი იუიქოდ ფონტით და ქართულ დოკუმენტებსაც გახსნი და ქართულ ვებსაც. თუ ამ მეთოდმა, რატომღაც, არ გაჭრა, რჩება ძველი გზა:

კომპიუტერში ქაჩავ Dejavu ფონტებს აი აქედან, DejaVuSans.ttf-ს არქმევ DroidSans.ttf-ს და გადაგვაქვს ქინდლში. შემდეგ Root Explorer-ით ნახულობ /system/fonts/DroidSans.ttf და ეს ფონტი გადაგაქვს იქედან სადმე სხვაგან (Download ფოლდერში, მაგალითად, ან რამე სარეზერვო ფოლდერს ქმნი ან, სულაც – კომპიუტერში), მის ნაცვლად კი აგდებ DejaVuSans.ttf-ს, რომელსაც უკვე დაარქვი DroidSans.ttf. აკლიკებ ზედ დიდხანს და პოპაპ-მენიუში Permissions–ში მონიშნავ Read-Write-Read-Read, რის შემდეგაც ფონტის ქვემოთ გაჩნდება აღნიშნვა r-w-r-r (ყველა სხვა ფონტიც ასეთივე უფლებებითაა) – ეს თუ არ გააკათე, შეიძლება, სისტემა გაიჭედოს, ასე რომ – ყურადღებით!

გადატვირთე.

გადატვირთვის შემდეგ ქინდლ-ტაბლეტი სრულად გაქართულებულია. მხოლოდ გაბოლდებული ქართული ასოები გამოჩნდება კუბიკებად, მაგრამ ამისთვის უკვე  DroidSans-Bold.ttf უნდა გამოცვალო, რასაც არ გირჩევ, იმიტომ რომ, დიდი შანსია, სისტემა საერთოდ აღარ ჩაიტვირთოს. (ყოველ შემთხვევაში 6.2.1 ვერსიაში ასე იყო… მერე აღარ მიცდია).  🙂

ROM-ის ყოველი განახლება რუთს სპობს და “ქინდლი” ახლიდანაა დასარუთი. ავტომატური განახლების დაბლოკვისთვის რაიმე ფაერვოლის გამოყენება შეიძლება (AVAST, Droid Wall), რომლითაც ინტერნეტთან კავშირს დაუკეტავ ამაზონის ADCP სერვერს. არის მეორე გზაც (მე არ დამიტესტია) – etc/security ფოლდერში ფაილ otacerts.zip-ს სახელი გადაარქვა otacerts.zip.bak-ად.
Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog.საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა

How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

I Love My Kindle and Yours Too Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

107 thoughts on “How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire?”

    1. გაისად ექნება 🙂
      Fire-ს ჯერ-ჯერობით არ ყიდიან ოფიციალურად აშშ-ს ბაზარს გარეთ და ამიტომ.
      მეტიც რაღაც international-ოფციები არის სისტემაში და შეგნებულადაა დამალული… მაგის გახსნაც შეიძლება რუთის შემდეგ. ახლა ამას აქ არ დავწერ – დაიბნევა ხალხი. 🙂
      რაც დავწერე – ეყოფათ საჩალიჩოდ. 🙂

      Kindle რიდერები მშენივრად კითხულობენ ქართულს ბრაუზერშიც და ისეც და ასეც.

      Like

      1. ქართულს ჩემი არ კითხულობს, რისკზეც ვერ მივდივარ რომ “გავაქართულო” და რაიმეს ხომ ვერ მასწავლით?

        Like

    1. დროიდ-ფონტს თუ არ შეცლი სხვა ფონტები შეგიძლია ცვალო.
      მაგრამ ასე ი-მეილები კუბიკებად მოგივა.
      სისტემური დროიდები უნდა გამოცვალო რომ მეილები ნახო ნორმალურად და ვორდ-ექსელ ფაილები.

      დარუთვის გარეშე არასისტემურ ფონტებსაც არ გაცვლევინებს თან.

      Like

  1. დიდი მადლობა პოსტისთვის, ლორდ.
    აქვე ერთი კითხვა: გაქართულების ეს ინსტრუქცია ქინდლ თაჩისთვისაც გამომადგება?

    Like

    1. ტაბუ, ქინდლ-რიდერები გაქართულებულია, რას ერჩი? 🙂
      ვირტუალური კლავიატურა თუ გინდა ქართული თეორიულად შეიძლება თუ ვინმემ გააკეთა. რუსებმა დაამატეს რუსული.
      ოღონდ უნდა დაიჰაკოს – მაგას თავისი მეთოდები აქვს.

      Like

      1. მე გუშინ მივიღე ჩემი ქინდლ თაჩი და ჯერ ახლა ვერკვევი :პ
        ქართული კლავიატურა მართლა არაფერში მჭირდება და ქართული უნიკოდი კი შეირგო დედის რძესავით 🙂
        მაინც მადლობა დაუზარლად პასუხისათვის!

        Like

  2. გამარჯობა,

    Firefox-ის დაყენებით ქართული ფონტების წაკითხვის პრობლემა არ გადაწყდა. ისევ ოთხკუთხედებად ჩანს ყველა ქართული სიტყვა.

    + MultiLing Keyboard-ის ინსტალაციის შემდეგ /data/app ში ეს ფაილი არ მაქვს – com.klye.plugin.en-1.apk. არის სხვა ფაილი – com.klye.ime.latin-1.apk

    P.S, Kindle Fire v6.2.1 მაქვს რუთით.

    Like

    1. რომელი ვერსია გაქვს ფოქსის? უცნაურია ჩემთან 6.2-ზე ნაღდად კითხულობდა ქართულს სანამ გავაქართულებდი მანამდეც კი.
      ისევე როგორც Opera- ოღონდ მობაილი. Opera mini-ც ვცადე და მაგას კონფიგურირება დაჭირდა, ისე ვერ წაიღო.
      ნუ ეს გაქართულებამდე.

      ჰო მართალია. 🙂
      plugin – სფელჩექერია და ime თავად ქიბორდი.

      Like

  3. ფოქსი 7.0.1 არის. შენი ლინკიდან გადმოვიწერე.

    ანუ com.klye.ime.latin-1.apk ამ ფაილს ვაკოპირებ system/app-ში?

    Like

    1. ჰო. მულტილინგის ფერადი იკონკა აქვს, ასე რომ არ შეგეშლება.
      ენის არჩევის ნება რომ დაგრთოს ამიტომ უნდა გადაიტანო. თორემ ქინდლის ქიბორდი გამოჩნდება მარტო.რომ გადაიტან მერე უკვე მენიუში გაგიჩითავს ორივე კლავიატურას.

      ჰო ეგ ფოქსი მქონდა და მუშაობდა, ისევე როგორც ოპერა.
      ახლა უკვე ახალი ვერსიაა ფაერფოქსის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს… ალბათ ROM-ის პონტია. 6.2.1 განახლების.

      Like

  4. გასაგებია. დიდი მადლობა გავაკეთებ ეხლა ყველაფერს.. რას შეეხება ქართულად წაკითხვას საიტებზე Dolphin Browser HD-ი უნდა ვცადო.

    Like

    1. მაგან ვერ წაიღო ჩემთან.
      თუმცა, თუ გააქართულებ და სილფანეს ჩაწერ – მერე უკვე ყველა ბრაუზერი წაიკითხავს, მათ შორის Silk-იც, ასე რომ პრობლემა თავისთავად მოხსნილი გექნება. 🙂

      Like

    1. ოპერა თავის ფონტებს მიმართავს. სისტემური რომც გამოცვალო Mini მაინც არ აჩვენებს ქართულს, სამაგიეროდ თუ დააკონფიგე, ოველგვარი ფონტის გამოცვლის გარეშეც აღიქვამს.
      ადრესბარში აკრეფ opera:config და Use bitmap fonts for complex scripts ნებას დართავ (No გამოცვლი Yes-ზე) და ეგაა სულ.

      Like

  5. ვოლფეიფერების გამოცვლა შეიძლება თუ იცი?
    ქსელში კი ვნახე რაღაც მეთოდები,მაგრამ შენ თუ გამოგიცდია?

    Like

    1. არა.
      არც IMUI და C7 გამომიცვლია ინტერფეისი. რაც აქვს – სავსებით მაკმაყოფილებს.
      რიდერზე კი შევცვალე სქრინსეივერები მაგრამ KF – არა.
      თან როგორც წავიკითხე ძაან ბევრს დაებრიდა მაგ ექსპერიმენტების გამო და არ მიღირს. 🙂

      Like

      1. ჰო, სანამ რამეს გამოცვლიდე – ყურადღება მიაქციე, რომ ბევრს ამაზონისეული ROM გამოცვლილი აქვს – სხვა ჩატვირთეს ნუ ალტერნატიულებიდან დაწყებული და ტრადიციული ანდროიდით დამთავრებული – ჰოდა მანდ სხვანაირადაა. ამიტომ, მეთოდიკის გამოყენებამდე, ყურადღება მიაქციე რცევის ავტორი რომელ ROM-ზეა. 🙂

        Like

  6. ერთი კიტხვა მაქვსს……

    skype როგორ დავაყენო ხომარიცით??? მე ჯერ არ დამირუთავს და როგორც ვიკითხე შენთვითონ თუ ცდი შეიძლება სულ გააფუჭოო:((((
    არადა ვერაპერში ვერ ვიყენებ ანდროიდის ფუნქციებს მიბლოკავს:(
    და ვერც ვიდეო ზარს ვხმარობ facebook-ze….

    იმედი მაქვს თქვენი დახმარების:)

    Like

    1. მგონი, ძაან ძნელად დასაბრიდი დივაისია. 🙂 ჩემი გამოცდილებით.

      სკაიპის ჩაწერას კი აზრი არ აქვს – არსებული მიკროფონები ჯერ-ჯერობით ვერ მოარგეს სკაიპს. ჩამწერ პროგრამებთან მუშაობს, მაგრამ სკაიპი ვერ აღიქვამს. 😦

      ისე apknew.com არის ეგეთი საიტი. მანდ არის სკაიპი, რომელიც დგება ფაიერზე. მაგრამ მარტო ჩატის ფუნქციით თუ გამოიყენებ 🙂

      Like

  7. გაიხარეე:))

    ერთიც მიპასუხე და დაგანენებ თავს:)))

    opera რომ გადმოვწერო ქინდლში რომელი საიტიდან ჯობია??? შინი მითითებულით ვერ ვიწერ:((

    Like

    1. ოპერა უფასოა და მაგის პრობლემა არ უნდა იყოს – ოპერას საიტზე თუ გახვალ KF-ით იქ უნდა იყოს გადმოსაქაჩი ლინკი.
      მე ანდროიდ მარქეთიდან გადმოვქაჩე, მაგრამ ეგ დარუთვის გარეშე არ გამოვა.

      Like

  8. keyboard-s vayeneb, ai isets archevanis ufleba rom gaqvs, xoda ai es etapi davasrule

    “შემდეგ “ქინდლში” ხსნი Root Explorer-ში ფოლდერს /data/app და ფაილ com.klye.plugin.en-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/com.klye.ime.latin/lib/ და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.”

    axla ver mivxvdi dapopup eba da maimunobebi ra aris da damexmare ra 🙂

    Like

    1. ფანჯარაში სადაც ტექსტს კრეფ – მაგალითად, ადრესბარში ბრაუზერის ან ვორდის დოკუმენტში და ა.შ. ცოტა დიდხანს აჭერ და პოპაპ მენიუ ამოვა სადაც შეგეძლება უკვე აირჩიო კლავიატურა – ქინდლ ქიბორდია ბაი დეფოლთ და შენ გამოცვლი რომელიც დააინსტალირე იმაზე – მულტილინგია თუ რომელიც გაქ.
      სხვა შემთხვევაში მოკლე კლიკის დროს ავტომატურად კინდლ ქიბორდი გამოვა თუ არ გამოცვალე.

      Like

    1. თუ დარუთულია უნდა გადავიდეს.
      აპლიკაციებზე კიდევ წინა კომენტარში რაც გიპასუხე 🙂 ამერიკული ბარათი უნდა მიუთითო როგორც გადახდის საშუალება.

      Like

  9. მივუთითე ამერიკული პლასტიკური ბარათი და ჩვეულებრივარ ვიწერდი ყველაფერს და ერთ კვირაში ამაზონმა გამომაგდო ვერც კომპიუტერიდან ვერ შევდიოდი ჩემი ანგარიშით და ვერც Kindle-დან.. რომელი აპლიკაციებიც მქონდა გადმოწერილი იმითაც ვეღარ ვისარგებლე…
    შემდეგ გამოვიწერე Gift card-ი და გავააქტიურე…არც მაგან უშველა.
    შეგიძლია ლინკი რომ დადო ამერიკული პლასტიკური ბარათების..
    ან თუ შესაძლებელია paypal ანგარიშით რომ დარეგისტრირდე?
    შენ როგორ იწერ ამერიკული ბარათი გაქვს შეყვანილი?
    დამეხმარეთ რამენაირად :))) მიშველეთ :)))

    Like

    1. ფეიფალზე არ ვიცი და მე პირველივე დისქავერი მაქვს მითითებული და მუშაობს და რავი აბა.
      http://www.paypalobjects.com/en_US/vhelp/paypalmanager_help/credit_card_numbers.htm
      რაღაც ბარათები არ მუშაობს, მერე ისევ მუშაობს… მაგათ რას გაუგებ 🙂 სულ მაგაზეა წუწუნი სხვადასხვა ფორუმებზე.

      ასე რომ, მიყევი სიას და რომელიმე აუცილებლად იმუშავებს 🙂

      Like

    1. კი შეიძლება გიფთქარდითაც, მაგრამ 99% ამაზონს წიგნებზე ვორლდვაიდ ლიცენზია აქვს და ნებისმიერი ბარათით იყიდი წვალება არ უნდა.
      პროგრამებზე ქოფირაით შეზღუდვა აქვს და მაგიტომ უნდა ვირეშმაკობა. 🙂

      Like

  10. შეგიძლიათ დამეხმაროთ?

    სისტემური ფონტის გამოცვლის შემდეგ გადავტვირთე და გაიჭედა საერთოდ აღარ იტვირთება, რა გავაკეთო? ((

    Like

  11. გამარჯობა, იქით კვირაში ჩამომივა Kindle Fire და უვკე დავიწყე ზრუნვა მისი გაქართულებისთვის. ვინაიდან მსგავსი მანიპულაციების ჩატარება არ მეხერხება, შესაბამისად თავს ვერ ვენდობი სულ რომ არ გავაფუჭო და ვეძებ ვინმეს ვინც დამეხმარება (ანაზღაურებით), ან იქნებ მიმასწავლოთ სადმე თუ აკეთებენ დარუთვას (თუ რაც ქვია :D). მოკლედ გამომეხმაურეთ, გელოდებით 551 444 033

    Like

      1. არავინაა მსურველი 😦 იქნებ შენ დამეხმარო ჰა კეთილო ადამიანო 😛

        Like

      2. ამხელა ინსტრუქცია დავწერე და მეტი რა ვქნა 😉

        არაფერი მოუვა. ყოველ შემთხვევაში ბევრმა დარუთა ბურიტო-რუთით და არაფერი მოსვლია და რაღა შენ ხელში დაიბრიდება? 🙂

        Like

  12. რატო შეცვალე ძველი ინსტრუქცია? 😦 ეხლა ვეღარ ვრუთავ. Run-ს რომ ვრთავ Offline-ს მიწერს და როგორ დავაყენო Online-ზე? :))

    Like

    1. ახალი ROM-ია და რუთიც ახალია. ის 6.2 იყო და ახლა ქინდლები უკვე 6.3 დააფდეითდა. შესაბამისად განახლდა დამრუთავის ვერსიაც.

      Like

  13. ყველაფერს ზუსტად ვაკეთებ როგორც ვიდეოშია და შემდეგ root explorer -ი არ ცვლის r/w r/o -დ 😦 და რა უნდა ვქნა?

    Like

    1. არ არის დარუთული. თუ არ დაირუთა მარტო რუთექსპლორერი ვერაფერს იზამს.
      არ ვიცი რა მიზეზია, მაგრამ ვერ დაირუთა შენი ქინდლი, ასე ჩანს.
      (КFU ის ვერსია, რომელზეც პოსტში მაქვს ლინკი რუთავს და ვიდეოზე რაცაა ის ვერსია არ რუთავს. ვიდეო უბრალოდ დავამატე თვალსაჩინოებისთვის – თხოვნა იყო).

      პოსტში ბოლოს I Love My Kindle and Yours Too ლინკი როა ეგ არის ფეისბუქის ჯგუფზე. იქ სხვასაც ქონდა ეგ პრობლემა ზუსტად რომ ვერ დარუთა. თუმცა მეც და ბევრმაც დავრუთეთ მაგ მეთოდით… ახლა ასე შორიდან მეტო რა გითხრა 🙂

      Like

    1. ჩემს პოსტში რომელიცაა – ის არის სწორი ინსტრუქციაა. თან ორი მეთოდია დარუთვის. თუ მაგ ინსტრუქციით დარუთე უნდა დარუთულიყო, რაღაც სხვა მიზეზია. http://liliputing.com/2012/03/root-kindle-fire-6-3-install-google-play-store-with-kindle-fire-utility.html

      Like

      1. აუ სისტემა სულ წამეშალა ჩემმა მეგობარმა დამირუთა და მერე 😦 wipe ამას დააწვა შეეშალა და სულ მთლად წაწამიშალა სისტემა და რომ ირთვება ეწერება მხოლოდ Kindle Fire 😦 და აღარ ირთვება..და იქნებ მიშველოთ რამე 😦 ან ვინმე სპეციალისტის ნომერი რომ მომცეთ,ან რამე ვიდეო 😦

        Like

      2. მაგაზე მექვს პოსტი როგორ აღვადგინოთ დაბრედილი ქინდლი. შეიძლება გიშველოს.
        ისე კი ალტა ყიდის ქინდლს და იდეაში ვიღაც უნდა ყავდეთ მაგის მცოდნეც.

        Like

  14. es gasagebia yvelaferi, gaketebuli mqonda magram axla vinmem unda gadamarchinot.. :X
    megobris kindles vrootavdi da ragac etapze ragac cudad wavida.. xoda axla roca chavrtav marto logo ichiteba isic uanimacio gachedili logo da araferi xdeba.. verafrit gamvoacocxle da xom ver damexmarebit ? warmodgena ar maq rogor vushvelo .. An rom davareseto rogorme an ravici..

    Like

  15. chemi iyo darootuli(sxvam gamkieta) imas vada amoewura tu ragac egeti,kide scades,magram ushedegod,ufro metic,chartva uchirs,rom vrtav magdebs TWRP-Iis gevrdze,mere vtishav,mere isev vrtav da tu xasiatze ikna mishveb sistemashi,ra jandaba vuyo ar vici (chainiki var amitom imedia azrs gamouitant naceridan:D)

    Like

    1. დარუთვის ვადა არა აქვს, სანამ არ განაახლებ რომს და მაგ დროს ტვრპ წაიშლებოდა. ტვრპ სისტემის აღდგენის ფუნქცია აქვს. მე არ მაქვს ტვრპ მაგრამ რესთორის ოფცია უნდა იყოს რომ შეხვალ… სცადო კი შეიძლება.დააბრუნებს რაც დაინსტალირებისას დააბექაფა იმას… მაგრამ არ ვიცი რა რომი გაქვს, ამაზონისეული თუ გამოცვლილი.

      Like

  16. ორი კვირაა რაც კინდლი ჩამომივიდა დავრუთე როგორც გიწერია კლავიატურა დავაყენე და ფონტები გუშინ კიდე არაფერი მიქნია თავისით გაითიშა გადაიტვირთა თუ რა იყო და რომ ჩაირთო ისევ კლავიატურის ერორებს აგდებს და ვერაფერი ვუშველე ქართულსაც არ კითხულობს. გამოვრთე ჩავრთე და იგივეა. მენიუს ასოებიცაა არეული. გამაგიჟა მეორე დღეა ამას ვეჩალიჩები იქნება მიშველო რამე თორემ აღარ ვიცი რა ვქნა 😦

    Like

    1. დააფგრეიდდა რომი (საოპერაციო სისტემა) სხვა არაფერი. ყველაფერი რიგზეა რუთი იშლება ამ დროს.
      ჯერ დეფოლთ კლავიატურა გამოცვალე – დააკლიკე ზემოთ ადრესბარში დიდხანს გამოვა პოპაპ მენიუ კლავიატურის ასარჩევი და აირჩიე იქ ქინდლის კლავიატურა.
      შემდეგ მიუერთე ქინდლი კომპს, დივაის მენეჯერი გახსენი და ქინდლის დრაივერის ანინსტალი გააკეთე. გამორთე ქინდლი კომპიდან, KFUდან დააინსტალირე დრაივერი, გაუშვი კფუ, მიუერთე ქინდლი კომპს ხელახლა და კფუ აირჩიე რუთი.
      დარუთავს. მერე ხელახლა გააქართულებ კლავიატურით და ფონტების გამოცვლით.

      Like

      1. დაირუთა!!!!! და ნორმალურად ჩაირთო ისევ!!
        იმენა სიკვდილს გადამარჩინე რა. გოგო რო ვიყო მოგცემდი სხვა რა გითხრა!
        დიდი მადლობა და გაიხარე!!!!!!!!

        Like

    1. არადა ეგ დრაივერია.
      მართალი გითხრა არ ვიცი რატომ არ აინსტალირებს. თუ სადმე გეკითხება ანქნოუნ/ანსაინ დრაივერები დავაინსტალიროო იეს დაკლიკე… არ ვიცი ნაღდად რა პრობლემაა. მე ვინ7 დავაინსტალირე და ახლა ვინ8 მაქვს და იქაც მშვენივრად დადგა.

      Like

  17. გამარჯობათ 🙂 CM7 მეყენა ქინდლში და შემდეგ დაყენება ვცადე 6.2 ვერსიის და Kindle Fire Utility-ში TWRP-ს ინსტალაცია რომ მინდა ამას მიწერს და ვერ აინსტალიერებს ვერაფერს და ეკრანზე სულ Kindle fire აწერია მუდმივად იქნებ მითხრათ რა ვქნა? როგორ მოვიქცე? http://s019.radikal.ru/i608/1205/d5/e594f44571fe.jpg

    Like

    1. მართალი გითხრა ალტერნატიული რომების გამოცდილება არ მაქვს და უკან ამაზონისაზე დაბრუნება რამდენად იოლად ხდება არც ეგ ვიცი.

      https://stylishblog.net/2012/04/01/unbrick-kindle-fire/
      ეს პოსტი წარწერაზე გაყინული ქინდლის გაცოცხლებაზეა, მაგრამ არ ვიცი შენს შემთხვევაშიც თუ გაჭრის. როგორც ვატყობ ეგ სისტემური ფოლდერი წაშლილია და მაგას უკვე ამაზონის რომის ADB-თი ჩატვირთვა უშველის ალბათ.
      დაახლოებით ასე http://www.addictivetips.com/mobile/gain-root-adb-access-with-insecure-boot-image-for-kindle-fire/

      და არის კიდევ ანბრიქ უთილითი
      http://www.androidauthority.com/how-to-unbrick-your-amazon-kindle-fire-46412/

      Like

      1. ადრე CM7 მეყენეა ხოლმე რომ მომბეზრდა ისევ ჩვეულებრივი პირვანდელი სისტემა დავაყენე ჩვეულებრივად,შემდეგ ისევ CM7 დაყენება მინდოდა მაგრამ “ვუალა” ამას მიწერს როცა TWRP-ს დაინსტალირება რომ მინდა.

        როდესაც თავიდან ვაერთებ ქინდლეს კომპიუტერს და Kindle Fire Utility ვრთავ ამას წერს,

        Like

      2. ნუ ფასთბუთში რომ ვერ გადაყავს ეგ გასაგებია… მაგრამ რა და რატომ ეგ არ ვიცი. ციანი არ მქონია არასდროს და აბა რა გითხრა.

        დრაივერის პრობლემა რომ იყოს offline დაწერდა – გამოდის რომ ხედავს ქინდლს. მაგრამ წინაზე წერდი სტოკზე რომ გადავდიოდი – წარწერაზე გამეჭედაო და დაგიყენებია სისტემა როგორც ვხედავ.

        მოკლედ სადაც КFU არ შველის იქ АDB უნდა იჩალიჩო. ხელით უნდა გაუწერო ბრძანებები cmd-ში

        Like

    1. სურათზე КFU ისევ 🙂 მე კი გეუბბნები Android Debug Bridge-ზე… http://developer.android.com/guide/developing/tools/adb.html მაგრამ მანდ სპეციალისტი გინდა, რომელიც არ ვარ.
      ან ჰელფში უნდა მოქექო ბრძანებები. ანდ xda-ზე ნახო მსგავსი პრობლემა თუ ვინმეს ქონდა და გაგარკვევენ.
      მეც ეგენი დამეხმარნენ სულ პირველად რომ გამეჭედა სისტემა ჩამომივიდა თუ არა იმავე დღეს. 🙂 არც КFU იყო მაშინ და არც არაფერი.

      ან ფექთორი კაბელი გინდა, რომელიც ფასთბუთში გადაიყვანს.

      Like

    1. კი. წიგნების კომპიუტერიდან ჩაწერაც შეგიძლია და ჩამოქაჩვაც.
      ინგლისური ალფაბეტი არსად ქრება. ქართული ემატება უბრალოდ. მაგ კლავიატურას უამრავი ალფაბეტი მოყვება და ნებისმიერი შეგიძლია გააქტიურო და წერო. თუნდაც ჩინურად. 🙂

      Like

    1. გუგლმარქეთი მქონდა და ავტომატურად დააფგრეიდდა. მაგრამ დარუთული უნდა იყოს.
      ადრე ეგრე იყო და ახლა მგონი უფრო იოლადაცაა. ყოველ შემთხვევაში ინსტალირედება და მუშაობს.

      Like

  18. gamarjoba, aplikaciebs romelsac chirdeba internettan dakavshireba ar mixsnis, patara panjaras agdebs sadac ceria : INTERNAL SERVICE FAILURE THERE WAS AN INTERNAL ERROR, tu gqonia eseti shemtxveva iqneb damemxaro, ucxour forumebze vnaxe magram ar gamodis araperi, cinascar madloba

    Like

    1. თუ ინტერნეტ-პროვაიდერის პრობლემა არაა, მაშინ წარმოდგენა არ მაქვს… სულ პირველ ROM-ს ქონდა თითქოს რაღაც არასტაბილურობა ინტერნეტთან, მაგრამ აფდეითის შემდეგ გაასწორეს. მე კიდევ სულ არ შემქმნია პრობლემა თავიდანვე კარგად მუშაობდა.
      ერტადერთი, ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ სიგნალია სუსტი და კარგავს და ვითომ აქვს ინტერნეტ-კავშირი გიჩვენებს. ამ დროს უბრალოდ ვაი-ფაი გამორთვა-ჩართვა შველის ხოლმე.

      Like

    1. კი შესაძლებელია. თუ დაგუგლავ წესით ამოგიყრის როგორ უნდა დააინსტალირო მეთოდიკას.

      მე კაი ხნის წინ გავაკეთე რომის პირველ ვერსიაზე და მას მერე ბევრი შეიცვალა, მათ შორის ისიც, რომ ახლა Google Play გახდა.

      Like

    1. ზევით ლინკი ტყუილა მოგეცი? 🙂 იქ ვიდეოფორმატებზეც მიწერია.
      მობოფლეერი გინდა ან რამე ანალოგიური. ბევრია როგორც ვიცი. სთრიმინგსაც აჩვენებს გადმოქაჩვის გარეშეც გომფლეერის პონტში.

      Like

    1. რა გითხრა აბა… იმედია, შტეკერი არაა დაზიანებული. შეიძლება იტენება და უბრალოდ ინდიკატორი არ რეაგირებს.
      მაგრამ ზოგადად კომპიუტერიდნ დატენვა არაა რეკომენდირებულიო ასე ამბობენ. დენიდან დატენე ჯობია.
      მიკრო-უსბ კომპიუტერთან მისაერთებლად მარტო. თუ რამეს ჩაწერა გინდა ან რამე ეგეთი. დასატენად – შტეფსელიო ასე გვირჩევენ სპეცები. 🙂

      Like

  19. დარუთვა მინდოდა და მერე მივხვდი, რომ სხვა ქინდლი მაქვს :/

    შენ უფრო გეცოდინება აი ეს მოდელი ქართულდება? http://www.amazon.com/gp/product/B00CU0NSCU/ref=fs_jw და როგორ უნდა ვქნა?
    მადლობა წინასწარ!

    Like

    1. ყველა ირუთება და ყველა ქართულდება. მაგრამ მე არ მაქვს HD დარუთვის გამოცდილება ამიტომ აი ამას გადახედე.
      http://forum.xda-developers.com/general/rooting-roms

      მოძებნი შესაბამის თემას შენი ქინდლისთვის და იქნება დარუთვის ინსტრუქციები და რჩევები. თუ რამე დაგჭირდა, მანდვე იკითხე და დაგეხმარებიან. გულისხმიერი ხალხია. გამოცდილი მაქვს. 🙂

      Like

  20. ქართული წიგნების წაკითხვა და ქართული კლავიატურა 2013 ფეიფერვაითს არ აქვს? ეგეც უნდა დავრუთო?
    და თუ უნდა დავრუთო, რომელი საიტით ვიხელმძღვანელო>
    მადლობა წინასწარ ^_^

    Like

    1. ეს მხოლოდ ძველ ფაიაზეა. ახალ ფაიებს აქვთ ქართული.

      ქინდლრიდერს კი ქართული ფონტი აქვს კაი ხანია. მე3 თაობიდან დაწყებული. ფეიფერუაითის ჩათვლით. უნიქოდ შრიფტები აქვს, ნებისმიერ ენას რომ აღიქვამს.

      Like

  21. მაქვს პირველი kindle fire ქართული კლავიატურით. ვისგანაც ვიყიდე უკვე იყო ზედ კლავიატურა.
    მაგრამ გუშინ ჩავღტე და კლავიატურა დაიკარგა მარტო ინგლისურია ვცადე როგორც გიწერია დამატება მაგრამ არ გამომდის. Root Explorer-ში Mount R/O-ზე არ გადადის არც აინსტალირებს /system/app ფოლდერში და მერე რაღაც ფანჯარა გამოდის ეკრანზე Android process has stopped unexpectedly
    რა მიზეზი შეიძლება იყოს ან რამეს ხომ ვერ მირჩევ რა გავაკეთო?
    მადლობა

    Like

    1. მიზეზი ისაა, რომ ამაზონმა განაახლა KF საოპერაციო. შენი ტაბლეტიც დააფგრეიდდა, როგორც ჩანს (ავტომატურად ხდება ეგ) და ხელახლა უნდა დაამატო ქართული, მაგრამ მაგას რუთი სჭირდება.

      სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერაფერს იზამ – რუთი ახალი საოპერაციოთვის ჯერ არ არსებობს და ძველი მეთოდებით არ ირუთება.
      ასე რომ, უნდა დაელოდო. სხვა ვერაფერს იზამ 🙂 იმედია, დარუტავენ ამასაც.

      მეც მაქვს ეგ ტაბლეტი და თუ რამე იქნება, ამ პოსტსაც დავააფდეითებ.

      Like

    1. დარუთვას თუ გულისხმობ, http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2192818

      მე არ მიცდია. ამბობენ მუშაობსო. 🙂
      ჩემთვის აღარაა ეს თემა მაინცადამაინც აქტუალური. HDX რაც გამოვიდა (ახალი ტაბლეტი) იმაზე გადავედი.

      Like

      1. :)))
        მაშინ ამასაც გირჩევ – ბევრი ყიდის ამ ფაიას იაფად. ჰოდა არ იყიდო. იმიტომ კიარა, რომ ცუდი იყო თავის დროზე, უბრალოდ მოძველდა მორალურად. თან ახალი ფაია 35 დოლარი ღირს ამაზონზე ახალთახალი. 1 დეკემბრამდე შავი პარასკევის და კიბერ ორშაბათის სეილის დღეებია.

        ფბ მესეჯში მოგწერე ლინკი და ნახე თუ გინდა 🙂

        Like

      2. კი,ახალ მოდელს ვყიდულობ, კაკრაზ ფასდაკლებაზე. ამას არ დავაკვირდი რა მოდელი იყო, მეძინებოდა ძალიან :დ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: