ბევრმა მკითხა და ცალ-ცალკე ახსნა-განმარტებების გაცემაზე იოლი ერთი პოსტის დაწერაა.
გაითვალისწინე, რომ ამაზონის ტაბლეტის გასაქართულებლად მისი დარუთვა და სისტემური ფაილების შეცვლა დაგჭირდება, რასაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ახორციელებ. სისტემის არასწორად მიდიფიცირების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბრედვა.
და, სამუშაოს დაწყებისა არ იყოს, დარუთვისთვის სასურველია კარგად იცოდე ინგლისური და კომპიუტერი. 🙂
რა დაგჭირდება:
USB/Mini USB კაბელი, მუშა Wi-Fi და კომპიუტერი. 🙂
1. კაბელი იყიდება “ამაზონზე” და ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშიც ექნებათ.
2. დარუთვის ინსტრუქცია ნახე აი აქ (6.3.1-სთვის). და ნახე ვიდეო (მაგრამ ვიდეოში მითითებული ლინკი არ გამოიყენო. პროგრამის ეგ ვერსია არ რუთავს. გამოიყენე ინსტრუქციის ლინკი რაც ზემოთ მივუთითე).
ასევე, გადახედე:
ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება
რა უნდა გააკეთო:
ქართული ვები:
იმისთვის, რომ ქართული ვებ-რესურსების ნახვა შეძლო, დარუთვა სჭირო არაა, უბრალოდ, ხსნი “ქინდლის” ბრაუზერში აი ამ გვერდს ან ამ გვერდს ქაჩავ და აინსტალირებ Оpera-ს ან Firefox-ს. უშვებ, გადიხარ რომელიმე ქართულ გვერდზე და – ვუალა. ყველაფერი ჩანს.
ქართული წიგნები:
იმისთვის, რომ Kindle Fire-ის პროგრამულმა რიდერმა ქართული AZW/MOBI წიგნები წაიკითხოს, საჭიროა უნიკოდ ფონტის დამატება. ამისთვის ჯერ სისტემა უნდა დარუთო.
ჯერ მიყვები დარუთვის ინსტრუქციას, ზემოთ რომ დავდე ლინკი.
შემდეგ აინსტალირებ Root Explorer-ს, ვთქვათ, აი აქედან
შემდეგ იღებ Sylfaen.ttf-ს (კომპიუტერში გექნება), არქმევ მას georgia.ttf-ს, გადაგაქვს Kindle Fire-ში USB/Mini USB კაბელით, მონიშნავ Root Explorer-ში, ბრძანება – Copy გადადიხარ ფოლდერში /system/fonts ბრძანება Paste (თუ გითხრა რომ ფოლდერი Read only-ა, Mount R/W-ზე დაკლიკე და Mount R/O-თი შეიცვლება – რაც სისტემური ცვლილების უფლებას მოგანიჭებს). Kindle Fire-ის ფონტი georgia შეიცვლება georgia (sylfaen) ფონტით.
ამის შემდეგ, როდესაც ქართულ წიგნს გახსნი, არიჩევ georgia ფონტს და კუბიკების ნაცვლად ქართულ ასოებს დაინახავ.
ქართული კლავიატურა:
ქათულად რომ წერო, დაგჭირდება ალტერნატიული კლავიატურა ქართული ენის მხარდაჭერით (Multiling Keyboard, Smart Keyboard Pro…).
აინსტალირებ MultiLing Keyboard ვთქვათ, აი აქედან.
შემდეგ “ქინდლში” ხსნი Root Explorer-ში ფოლდერს /data/app და ფაილ com.klye.plugin.en-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/com.klye.ime.latin/lib/ და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.
დააპოპაპებ Input method-ს და კლავიატურის არჩევანში ნახავ, რომ ახალი ვარიანტი გამოჩნდა: Multiling keyboard. გააქტიურებ. კლავიატურაზე დიდხანს აჭერ 123-ს, სანამ არ გამოვა მენიუ და ირჩევ ოფციებს (მარჯვენა ბოლო ღილაკი). ოფციების მენიუში ირჩევ Languages და მონიშნავ ქართულს.
ამის შემდეგ, თუ კლავიატურაზე დააჭერ სფეისბარს ასარჩევ ენებში გამოვა English და ქართული.
ან
აინსტალირებ Smart Keyboard Pro ვთქვათ, აი აქედან.
შემდეგ Root Explorer-ში ხსნი ფოლდერს /data/app და ფაილ net.cdeguet.smartkeyboard.pro-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/net.cdeguet.smartkeyboardpro/lib და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.
ან
აინსტალირებ Perfect Keyboard Pro-ს ვთქვათ, აი აქედან.
შემდეგ Root Explorer-ში ხსნი ფოლდერს /data/app და ფაილ inputmethod.latin.perfectkeyboard-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/inputmethod.latin.perfectkeyboard/lib და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.
ახლა უკვე გაქვს ქართული კლავიატურა და, შეგიძლია, ტექსტი აკრიფო, მაგრამ, თუ ფაერფოქსს ან ოპერას არ ჩავთვლით, სხვა ბრაუზერებში ან Word-ში ან ი-მეილ კლიენტში ქართულის მაგივრად ისევ კუბიკებია. ეს რომ გამოვასწოროთ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
სისტემური ფონტის გამოცვლა:
UPDATED! იოლი გზა. აინსტალირებ და უშვებ Georgian Font Installer-ს. წესით და კანონით, Kindle Fire-ის სისტემური ფონტი უნდა შეიცვალოს სრულფასოვანი იუიქოდ ფონტით და ქართულ დოკუმენტებსაც გახსნი და ქართულ ვებსაც. თუ ამ მეთოდმა, რატომღაც, არ გაჭრა, რჩება ძველი გზა:
კომპიუტერში ქაჩავ Dejavu ფონტებს აი აქედან, DejaVuSans.ttf-ს არქმევ DroidSans.ttf-ს და გადაგვაქვს ქინდლში. შემდეგ Root Explorer-ით ნახულობ /system/fonts/DroidSans.ttf და ეს ფონტი გადაგაქვს იქედან სადმე სხვაგან (Download ფოლდერში, მაგალითად, ან რამე სარეზერვო ფოლდერს ქმნი ან, სულაც – კომპიუტერში), მის ნაცვლად კი აგდებ DejaVuSans.ttf-ს, რომელსაც უკვე დაარქვი DroidSans.ttf. აკლიკებ ზედ დიდხანს და პოპაპ-მენიუში Permissions–ში მონიშნავ Read-Write-Read-Read, რის შემდეგაც ფონტის ქვემოთ გაჩნდება აღნიშნვა r-w-r-r (ყველა სხვა ფონტიც ასეთივე უფლებებითაა) – ეს თუ არ გააკათე, შეიძლება, სისტემა გაიჭედოს, ასე რომ – ყურადღებით!
გადატვირთე.
გადატვირთვის შემდეგ ქინდლ-ტაბლეტი სრულად გაქართულებულია. მხოლოდ გაბოლდებული ქართული ასოები გამოჩნდება კუბიკებად, მაგრამ ამისთვის უკვე DroidSans-Bold.ttf უნდა გამოცვალო, რასაც არ გირჩევ, იმიტომ რომ, დიდი შანსია, სისტემა საერთოდ აღარ ჩაიტვირთოს. (ყოველ შემთხვევაში 6.2.1 ვერსიაში ასე იყო… მერე აღარ მიცდია). 🙂
ROM-ის ყოველი განახლება რუთს სპობს და “ქინდლი” ახლიდანაა დასარუთი. ავტომატური განახლების დაბლოკვისთვის რაიმე ფაერვოლის გამოყენება შეიძლება (AVAST, Droid Wall), რომლითაც ინტერნეტთან კავშირს დაუკეტავ ამაზონის ADCP სერვერს. არის მეორე გზაც (მე არ დამიტესტია) – etc/security ფოლდერში ფაილ otacerts.zip-ს სახელი გადაარქვა otacerts.zip.bak-ად.
© Lord Vader. Stylish Blog.საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა
21 საუკუნეში რომ მოწყობილობაში Unicode-ის სრული მხარდაჭერა არ იქნება…
ეჰ…
LikeLike
გაისად ექნება 🙂
Fire-ს ჯერ-ჯერობით არ ყიდიან ოფიციალურად აშშ-ს ბაზარს გარეთ და ამიტომ.
მეტიც რაღაც international-ოფციები არის სისტემაში და შეგნებულადაა დამალული… მაგის გახსნაც შეიძლება რუთის შემდეგ. ახლა ამას აქ არ დავწერ – დაიბნევა ხალხი. 🙂
რაც დავწერე – ეყოფათ საჩალიჩოდ. 🙂
Kindle რიდერები მშენივრად კითხულობენ ქართულს ბრაუზერშიც და ისეც და ასეც.
LikeLike
ქართულს ჩემი არ კითხულობს, რისკზეც ვერ მივდივარ რომ “გავაქართულო” და რაიმეს ხომ ვერ მასწავლით?
LikeLike
მარტო სისტემური ფონტის გამოცვლისას და მის ადგილზე სილფაენის დაყენებისას მოსალოდნელია რამე პრობლემა?
LikeLike
დროიდ-ფონტს თუ არ შეცლი სხვა ფონტები შეგიძლია ცვალო.
მაგრამ ასე ი-მეილები კუბიკებად მოგივა.
სისტემური დროიდები უნდა გამოცვალო რომ მეილები ნახო ნორმალურად და ვორდ-ექსელ ფაილები.
დარუთვის გარეშე არასისტემურ ფონტებსაც არ გაცვლევინებს თან.
LikeLike
totaluri KINDLE-omania gchirs xo? 🙂
LikeLike
Love it.
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
დიდი მადლობა პოსტისთვის, ლორდ.
აქვე ერთი კითხვა: გაქართულების ეს ინსტრუქცია ქინდლ თაჩისთვისაც გამომადგება?
LikeLike
ტაბუ, ქინდლ-რიდერები გაქართულებულია, რას ერჩი? 🙂
ვირტუალური კლავიატურა თუ გინდა ქართული თეორიულად შეიძლება თუ ვინმემ გააკეთა. რუსებმა დაამატეს რუსული.
ოღონდ უნდა დაიჰაკოს – მაგას თავისი მეთოდები აქვს.
LikeLike
მე გუშინ მივიღე ჩემი ქინდლ თაჩი და ჯერ ახლა ვერკვევი :პ
ქართული კლავიატურა მართლა არაფერში მჭირდება და ქართული უნიკოდი კი შეირგო დედის რძესავით 🙂
მაინც მადლობა დაუზარლად პასუხისათვის!
LikeLike
გამარჯობა,
Firefox-ის დაყენებით ქართული ფონტების წაკითხვის პრობლემა არ გადაწყდა. ისევ ოთხკუთხედებად ჩანს ყველა ქართული სიტყვა.
+ MultiLing Keyboard-ის ინსტალაციის შემდეგ /data/app ში ეს ფაილი არ მაქვს – com.klye.plugin.en-1.apk. არის სხვა ფაილი – com.klye.ime.latin-1.apk
P.S, Kindle Fire v6.2.1 მაქვს რუთით.
LikeLike
რომელი ვერსია გაქვს ფოქსის? უცნაურია ჩემთან 6.2-ზე ნაღდად კითხულობდა ქართულს სანამ გავაქართულებდი მანამდეც კი.
ისევე როგორც Opera- ოღონდ მობაილი. Opera mini-ც ვცადე და მაგას კონფიგურირება დაჭირდა, ისე ვერ წაიღო.
ნუ ეს გაქართულებამდე.
ჰო მართალია. 🙂
plugin – სფელჩექერია და ime თავად ქიბორდი.
LikeLike
ფოქსი 7.0.1 არის. შენი ლინკიდან გადმოვიწერე.
ანუ com.klye.ime.latin-1.apk ამ ფაილს ვაკოპირებ system/app-ში?
LikeLike
ჰო. მულტილინგის ფერადი იკონკა აქვს, ასე რომ არ შეგეშლება.
ენის არჩევის ნება რომ დაგრთოს ამიტომ უნდა გადაიტანო. თორემ ქინდლის ქიბორდი გამოჩნდება მარტო.რომ გადაიტან მერე უკვე მენიუში გაგიჩითავს ორივე კლავიატურას.
ჰო ეგ ფოქსი მქონდა და მუშაობდა, ისევე როგორც ოპერა.
ახლა უკვე ახალი ვერსიაა ფაერფოქსის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს… ალბათ ROM-ის პონტია. 6.2.1 განახლების.
LikeLike
გასაგებია. დიდი მადლობა გავაკეთებ ეხლა ყველაფერს.. რას შეეხება ქართულად წაკითხვას საიტებზე Dolphin Browser HD-ი უნდა ვცადო.
LikeLike
მაგან ვერ წაიღო ჩემთან.
თუმცა, თუ გააქართულებ და სილფანეს ჩაწერ – მერე უკვე ყველა ბრაუზერი წაიკითხავს, მათ შორის Silk-იც, ასე რომ პრობლემა თავისთავად მოხსნილი გექნება. 🙂
LikeLike
Arc cemtan imusava faerfoxma sanam fontebi ar gamovcvale.
opers ar micdia.
LikeLike
ოპერა თავის ფონტებს მიმართავს. სისტემური რომც გამოცვალო Mini მაინც არ აჩვენებს ქართულს, სამაგიეროდ თუ დააკონფიგე, ოველგვარი ფონტის გამოცვლის გარეშეც აღიქვამს.
ადრესბარში აკრეფ opera:config და Use bitmap fonts for complex scripts ნებას დართავ (No გამოცვლი Yes-ზე) და ეგაა სულ.
LikeLike
ვოლფეიფერების გამოცვლა შეიძლება თუ იცი?
ქსელში კი ვნახე რაღაც მეთოდები,მაგრამ შენ თუ გამოგიცდია?
LikeLike
არა.
არც IMUI და C7 გამომიცვლია ინტერფეისი. რაც აქვს – სავსებით მაკმაყოფილებს.
რიდერზე კი შევცვალე სქრინსეივერები მაგრამ KF – არა.
თან როგორც წავიკითხე ძაან ბევრს დაებრიდა მაგ ექსპერიმენტების გამო და არ მიღირს. 🙂
LikeLike
ჰო, სანამ რამეს გამოცვლიდე – ყურადღება მიაქციე, რომ ბევრს ამაზონისეული ROM გამოცვლილი აქვს – სხვა ჩატვირთეს ნუ ალტერნატიულებიდან დაწყებული და ტრადიციული ანდროიდით დამთავრებული – ჰოდა მანდ სხვანაირადაა. ამიტომ, მეთოდიკის გამოყენებამდე, ყურადღება მიაქციე რცევის ავტორი რომელ ROM-ზეა. 🙂
LikeLike
ერთი კიტხვა მაქვსს……
skype როგორ დავაყენო ხომარიცით??? მე ჯერ არ დამირუთავს და როგორც ვიკითხე შენთვითონ თუ ცდი შეიძლება სულ გააფუჭოო:((((
არადა ვერაპერში ვერ ვიყენებ ანდროიდის ფუნქციებს მიბლოკავს:(
და ვერც ვიდეო ზარს ვხმარობ facebook-ze….
იმედი მაქვს თქვენი დახმარების:)
LikeLike
მგონი, ძაან ძნელად დასაბრიდი დივაისია. 🙂 ჩემი გამოცდილებით.
სკაიპის ჩაწერას კი აზრი არ აქვს – არსებული მიკროფონები ჯერ-ჯერობით ვერ მოარგეს სკაიპს. ჩამწერ პროგრამებთან მუშაობს, მაგრამ სკაიპი ვერ აღიქვამს. 😦
ისე apknew.com არის ეგეთი საიტი. მანდ არის სკაიპი, რომელიც დგება ფაიერზე. მაგრამ მარტო ჩატის ფუნქციით თუ გამოიყენებ 🙂
LikeLike
გაიხარეე:))
ერთიც მიპასუხე და დაგანენებ თავს:)))
opera რომ გადმოვწერო ქინდლში რომელი საიტიდან ჯობია??? შინი მითითებულით ვერ ვიწერ:((
LikeLike
ოპერა უფასოა და მაგის პრობლემა არ უნდა იყოს – ოპერას საიტზე თუ გახვალ KF-ით იქ უნდა იყოს გადმოსაქაჩი ლინკი.
მე ანდროიდ მარქეთიდან გადმოვქაჩე, მაგრამ ეგ დარუთვის გარეშე არ გამოვა.
LikeLike
keyboard-s vayeneb, ai isets archevanis ufleba rom gaqvs, xoda ai es etapi davasrule
“შემდეგ “ქინდლში” ხსნი Root Explorer-ში ფოლდერს /data/app და ფაილ com.klye.plugin.en-1.apk-ს აკოპირებ /system/app ფოლდერში. შემდეგ შედიხარ /data/data/com.klye.ime.latin/lib/ და იქ რა ფაილიც დაგხვდება, გადაგაქვს /system/lib-ში.”
axla ver mivxvdi dapopup eba da maimunobebi ra aris da damexmare ra 🙂
LikeLike
ფანჯარაში სადაც ტექსტს კრეფ – მაგალითად, ადრესბარში ბრაუზერის ან ვორდის დოკუმენტში და ა.შ. ცოტა დიდხანს აჭერ და პოპაპ მენიუ ამოვა სადაც შეგეძლება უკვე აირჩიო კლავიატურა – ქინდლ ქიბორდია ბაი დეფოლთ და შენ გამოცვლი რომელიც დააინსტალირე იმაზე – მულტილინგია თუ რომელიც გაქ.
სხვა შემთხვევაში მოკლე კლიკის დროს ავტომატურად კინდლ ქიბორდი გამოვა თუ არ გამოცვალე.
LikeLike
madloba.. gavakete da vyelaferi xutianzea ^^
LikeLike
Mount R/W არ გადადის R/O- ზე და რატო?
და უფასოდ როგორ იწერთ კინდლით აპლიკაციებს
LikeLike
თუ დარუთულია უნდა გადავიდეს.
აპლიკაციებზე კიდევ წინა კომენტარში რაც გიპასუხე 🙂 ამერიკული ბარათი უნდა მიუთითო როგორც გადახდის საშუალება.
LikeLike
მივუთითე ამერიკული პლასტიკური ბარათი და ჩვეულებრივარ ვიწერდი ყველაფერს და ერთ კვირაში ამაზონმა გამომაგდო ვერც კომპიუტერიდან ვერ შევდიოდი ჩემი ანგარიშით და ვერც Kindle-დან.. რომელი აპლიკაციებიც მქონდა გადმოწერილი იმითაც ვეღარ ვისარგებლე…
შემდეგ გამოვიწერე Gift card-ი და გავააქტიურე…არც მაგან უშველა.
შეგიძლია ლინკი რომ დადო ამერიკული პლასტიკური ბარათების..
ან თუ შესაძლებელია paypal ანგარიშით რომ დარეგისტრირდე?
შენ როგორ იწერ ამერიკული ბარათი გაქვს შეყვანილი?
დამეხმარეთ რამენაირად :))) მიშველეთ :)))
LikeLike
ფეიფალზე არ ვიცი და მე პირველივე დისქავერი მაქვს მითითებული და მუშაობს და რავი აბა.
http://www.paypalobjects.com/en_US/vhelp/paypalmanager_help/credit_card_numbers.htm
რაღაც ბარათები არ მუშაობს, მერე ისევ მუშაობს… მაგათ რას გაუგებ 🙂 სულ მაგაზეა წუწუნი სხვადასხვა ფორუმებზე.
ასე რომ, მიყევი სიას და რომელიმე აუცილებლად იმუშავებს 🙂
LikeLike
იმუშავა 🙂 უღრმესი მადლობა :)))
და ფასიანი წიგნები როგორ სევიძინო ხოლმე?
Gift card-ით?
LikeLike
კი შეიძლება გიფთქარდითაც, მაგრამ 99% ამაზონს წიგნებზე ვორლდვაიდ ლიცენზია აქვს და ნებისმიერი ბარათით იყიდი წვალება არ უნდა.
პროგრამებზე ქოფირაით შეზღუდვა აქვს და მაგიტომ უნდა ვირეშმაკობა. 🙂
LikeLike
qartuli wignebi saidan gadmovero ?
LikeLike
ქართველი ავტორები ჯერ-ჯერობით ქინდლისთვის ცოტაა. თითქმის არ არის.
ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი.
ნუ buki.ge
LikeLike
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
სისტემური ფონტის გამოცვლის შემდეგ გადავტვირთე და გაიჭედა საერთოდ აღარ იტვირთება, რა გავაკეთო? ((
LikeLike
მეილზე მოგწერ.
LikeLike
გამარჯობა, იქით კვირაში ჩამომივა Kindle Fire და უვკე დავიწყე ზრუნვა მისი გაქართულებისთვის. ვინაიდან მსგავსი მანიპულაციების ჩატარება არ მეხერხება, შესაბამისად თავს ვერ ვენდობი სულ რომ არ გავაფუჭო და ვეძებ ვინმეს ვინც დამეხმარება (ანაზღაურებით), ან იქნებ მიმასწავლოთ სადმე თუ აკეთებენ დარუთვას (თუ რაც ქვია :D). მოკლედ გამომეხმაურეთ, გელოდებით 551 444 033
LikeLike
არაფერი არ მოუვა 🙂
მარა თუ გამოჩნდება მსურველი ვნახოთ 🙂
LikeLike
არავინაა მსურველი 😦 იქნებ შენ დამეხმარო ჰა კეთილო ადამიანო 😛
LikeLike
ამხელა ინსტრუქცია დავწერე და მეტი რა ვქნა 😉
არაფერი მოუვა. ყოველ შემთხვევაში ბევრმა დარუთა ბურიტო-რუთით და არაფერი მოსვლია და რაღა შენ ხელში დაიბრიდება? 🙂
LikeLike
კარგი, მადლობა 🙂
LikeLike
აუ რა მაინტერესებს შენს სკაიპს ვერ მეტყვი რომ რაღაცა მაინტერესებს ქინდლზე?
LikeLike
რატო შეცვალე ძველი ინსტრუქცია? 😦 ეხლა ვეღარ ვრუთავ. Run-ს რომ ვრთავ Offline-ს მიწერს და როგორ დავაყენო Online-ზე? :))
LikeLike
ახალი ROM-ია და რუთიც ახალია. ის 6.2 იყო და ახლა ქინდლები უკვე 6.3 დააფდეითდა. შესაბამისად განახლდა დამრუთავის ვერსიაც.
LikeLike
ყველაფერს ზუსტად ვაკეთებ როგორც ვიდეოშია და შემდეგ root explorer -ი არ ცვლის r/w r/o -დ 😦 და რა უნდა ვქნა?
LikeLike
არ არის დარუთული. თუ არ დაირუთა მარტო რუთექსპლორერი ვერაფერს იზამს.
არ ვიცი რა მიზეზია, მაგრამ ვერ დაირუთა შენი ქინდლი, ასე ჩანს.
(КFU ის ვერსია, რომელზეც პოსტში მაქვს ლინკი რუთავს და ვიდეოზე რაცაა ის ვერსია არ რუთავს. ვიდეო უბრალოდ დავამატე თვალსაჩინოებისთვის – თხოვნა იყო).
პოსტში ბოლოს I Love My Kindle and Yours Too ლინკი როა ეგ არის ფეისბუქის ჯგუფზე. იქ სხვასაც ქონდა ეგ პრობლემა ზუსტად რომ ვერ დარუთა. თუმცა მეც და ბევრმაც დავრუთეთ მაგ მეთოდით… ახლა ასე შორიდან მეტო რა გითხრა 🙂
LikeLike
აუ მე ის ლინკი გამოვიყენე და ძმურად ზუსტი ლინკი დამიდე რა 🙂
LikeLike
ჩემს პოსტში რომელიცაა – ის არის სწორი ინსტრუქციაა. თან ორი მეთოდია დარუთვის. თუ მაგ ინსტრუქციით დარუთე უნდა დარუთულიყო, რაღაც სხვა მიზეზია. http://liliputing.com/2012/03/root-kindle-fire-6-3-install-google-play-store-with-kindle-fire-utility.html
LikeLike
აუ სისტემა სულ წამეშალა ჩემმა მეგობარმა დამირუთა და მერე 😦 wipe ამას დააწვა შეეშალა და სულ მთლად წაწამიშალა სისტემა და რომ ირთვება ეწერება მხოლოდ Kindle Fire 😦 და აღარ ირთვება..და იქნებ მიშველოთ რამე 😦 ან ვინმე სპეციალისტის ნომერი რომ მომცეთ,ან რამე ვიდეო 😦
LikeLike
მაგაზე მექვს პოსტი როგორ აღვადგინოთ დაბრედილი ქინდლი. შეიძლება გიშველოს.
ისე კი ალტა ყიდის ქინდლს და იდეაში ვიღაც უნდა ყავდეთ მაგის მცოდნეც.
LikeLike
es gasagebia yvelaferi, gaketebuli mqonda magram axla vinmem unda gadamarchinot.. :X
megobris kindles vrootavdi da ragac etapze ragac cudad wavida.. xoda axla roca chavrtav marto logo ichiteba isic uanimacio gachedili logo da araferi xdeba.. verafrit gamvoacocxle da xom ver damexmarebit ? warmodgena ar maq rogor vushvelo .. An rom davareseto rogorme an ravici..
LikeLike
gavacocxle ^^ madloba shen : ))
LikeLike
ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება. გილოცავ 🙂
LikeLike
chemi iyo darootuli(sxvam gamkieta) imas vada amoewura tu ragac egeti,kide scades,magram ushedegod,ufro metic,chartva uchirs,rom vrtav magdebs TWRP-Iis gevrdze,mere vtishav,mere isev vrtav da tu xasiatze ikna mishveb sistemashi,ra jandaba vuyo ar vici (chainiki var amitom imedia azrs gamouitant naceridan:D)
LikeLike
დარუთვის ვადა არა აქვს, სანამ არ განაახლებ რომს და მაგ დროს ტვრპ წაიშლებოდა. ტვრპ სისტემის აღდგენის ფუნქცია აქვს. მე არ მაქვს ტვრპ მაგრამ რესთორის ოფცია უნდა იყოს რომ შეხვალ… სცადო კი შეიძლება.დააბრუნებს რაც დაინსტალირებისას დააბექაფა იმას… მაგრამ არ ვიცი რა რომი გაქვს, ამაზონისეული თუ გამოცვლილი.
LikeLike
ფეისბუქი თუ გაქ, დამილინკე. უფრო მარტივია იქ მოგწერო 🙂
LikeLike
ორი კვირაა რაც კინდლი ჩამომივიდა დავრუთე როგორც გიწერია კლავიატურა დავაყენე და ფონტები გუშინ კიდე არაფერი მიქნია თავისით გაითიშა გადაიტვირთა თუ რა იყო და რომ ჩაირთო ისევ კლავიატურის ერორებს აგდებს და ვერაფერი ვუშველე ქართულსაც არ კითხულობს. გამოვრთე ჩავრთე და იგივეა. მენიუს ასოებიცაა არეული. გამაგიჟა მეორე დღეა ამას ვეჩალიჩები იქნება მიშველო რამე თორემ აღარ ვიცი რა ვქნა 😦
LikeLike
დააფგრეიდდა რომი (საოპერაციო სისტემა) სხვა არაფერი. ყველაფერი რიგზეა რუთი იშლება ამ დროს.
ჯერ დეფოლთ კლავიატურა გამოცვალე – დააკლიკე ზემოთ ადრესბარში დიდხანს გამოვა პოპაპ მენიუ კლავიატურის ასარჩევი და აირჩიე იქ ქინდლის კლავიატურა.
შემდეგ მიუერთე ქინდლი კომპს, დივაის მენეჯერი გახსენი და ქინდლის დრაივერის ანინსტალი გააკეთე. გამორთე ქინდლი კომპიდან, KFUდან დააინსტალირე დრაივერი, გაუშვი კფუ, მიუერთე ქინდლი კომპს ხელახლა და კფუ აირჩიე რუთი.
დარუთავს. მერე ხელახლა გააქართულებ კლავიატურით და ფონტების გამოცვლით.
LikeLike
დაირუთა!!!!! და ნორმალურად ჩაირთო ისევ!!
იმენა სიკვდილს გადამარჩინე რა. გოგო რო ვიყო მოგცემდი სხვა რა გითხრა!
დიდი მადლობა და გაიხარე!!!!!!!!
LikeLike
lol!
გული დამწყდასავით, გოგო რომ არ ხარ 😉
LikeLike
http://myftp.ge/download.php?id=9FF4B2671 draiveris dainstalirebisas install failed. amas miwers. es suratis linkia .
LikeLike
არადა ეგ დრაივერია.
მართალი გითხრა არ ვიცი რატომ არ აინსტალირებს. თუ სადმე გეკითხება ანქნოუნ/ანსაინ დრაივერები დავაინსტალიროო იეს დაკლიკე… არ ვიცი ნაღდად რა პრობლემაა. მე ვინ7 დავაინსტალირე და ახლა ვინ8 მაქვს და იქაც მშვენივრად დადგა.
LikeLike
გამარჯობათ 🙂 CM7 მეყენა ქინდლში და შემდეგ დაყენება ვცადე 6.2 ვერსიის და Kindle Fire Utility-ში TWRP-ს ინსტალაცია რომ მინდა ამას მიწერს და ვერ აინსტალიერებს ვერაფერს და ეკრანზე სულ Kindle fire აწერია მუდმივად იქნებ მითხრათ რა ვქნა? როგორ მოვიქცე? http://s019.radikal.ru/i608/1205/d5/e594f44571fe.jpg
LikeLike
მართალი გითხრა ალტერნატიული რომების გამოცდილება არ მაქვს და უკან ამაზონისაზე დაბრუნება რამდენად იოლად ხდება არც ეგ ვიცი.
https://stylishblog.net/2012/04/01/unbrick-kindle-fire/
ეს პოსტი წარწერაზე გაყინული ქინდლის გაცოცხლებაზეა, მაგრამ არ ვიცი შენს შემთხვევაშიც თუ გაჭრის. როგორც ვატყობ ეგ სისტემური ფოლდერი წაშლილია და მაგას უკვე ამაზონის რომის ADB-თი ჩატვირთვა უშველის ალბათ.
დაახლოებით ასე http://www.addictivetips.com/mobile/gain-root-adb-access-with-insecure-boot-image-for-kindle-fire/
და არის კიდევ ანბრიქ უთილითი
http://www.androidauthority.com/how-to-unbrick-your-amazon-kindle-fire-46412/
LikeLike
ადრე CM7 მეყენეა ხოლმე რომ მომბეზრდა ისევ ჩვეულებრივი პირვანდელი სისტემა დავაყენე ჩვეულებრივად,შემდეგ ისევ CM7 დაყენება მინდოდა მაგრამ “ვუალა” ამას მიწერს როცა TWRP-ს დაინსტალირება რომ მინდა.
როდესაც თავიდან ვაერთებ ქინდლეს კომპიუტერს და Kindle Fire Utility ვრთავ ამას წერს,

LikeLike
ნუ ფასთბუთში რომ ვერ გადაყავს ეგ გასაგებია… მაგრამ რა და რატომ ეგ არ ვიცი. ციანი არ მქონია არასდროს და აბა რა გითხრა.
დრაივერის პრობლემა რომ იყოს offline დაწერდა – გამოდის რომ ხედავს ქინდლს. მაგრამ წინაზე წერდი სტოკზე რომ გადავდიოდი – წარწერაზე გამეჭედაო და დაგიყენებია სისტემა როგორც ვხედავ.
მოკლედ სადაც КFU არ შველის იქ АDB უნდა იჩალიჩო. ხელით უნდა გაუწერო ბრძანებები cmd-ში
LikeLike
ეჰ cmd-შიც მაგ შეცდომას მიწერს http://s019.radikal.ru/i608/1205/d5/e594f44571fe.jpg
და Android SDK Manager-ით სეიძლება რამე შეცდომა რომ გავასწორო?
LikeLike
სურათზე КFU ისევ 🙂 მე კი გეუბბნები Android Debug Bridge-ზე… http://developer.android.com/guide/developing/tools/adb.html მაგრამ მანდ სპეციალისტი გინდა, რომელიც არ ვარ.
ან ჰელფში უნდა მოქექო ბრძანებები. ანდ xda-ზე ნახო მსგავსი პრობლემა თუ ვინმეს ქონდა და გაგარკვევენ.
მეც ეგენი დამეხმარნენ სულ პირველად რომ გამეჭედა სისტემა ჩამომივიდა თუ არა იმავე დღეს. 🙂 არც КFU იყო მაშინ და არც არაფერი.
ან ფექთორი კაბელი გინდა, რომელიც ფასთბუთში გადაიყვანს.
LikeLike
lord vader me kindleshi wignebis chawras shevdzleb? da isev shemedzleba ing shiftit wera?
LikeLike
კი. წიგნების კომპიუტერიდან ჩაწერაც შეგიძლია და ჩამოქაჩვაც.
ინგლისური ალფაბეტი არსად ქრება. ქართული ემატება უბრალოდ. მაგ კლავიატურას უამრავი ალფაბეტი მოყვება და ნებისმიერი შეგიძლია გააქტიურო და წერო. თუნდაც ჩინურად. 🙂
LikeLike
cota dznelia mara shevdzleb
LikeLike
vinmem google play store chacera kindleshi?
LikeLike
გუგლმარქეთი მქონდა და ავტომატურად დააფგრეიდდა. მაგრამ დარუთული უნდა იყოს.
ადრე ეგრე იყო და ახლა მგონი უფრო იოლადაცაა. ყოველ შემთხვევაში ინსტალირედება და მუშაობს.
LikeLike
rogor gavaketo magis instruqcia aris sadme?
LikeLike
მე რომ დავაინსტალირე მაშინ ჯერ მარქეთი იყო…
აგერ დავგუგლე ახლა და ეს ამომიგდო http://www.groovypost.com/howto/kindle-fire-easy-root-google-play-market-install/
–თავად არ გამომიცდია–
LikeLike
gamarjoba, aplikaciebs romelsac chirdeba internettan dakavshireba ar mixsnis, patara panjaras agdebs sadac ceria : INTERNAL SERVICE FAILURE THERE WAS AN INTERNAL ERROR, tu gqonia eseti shemtxveva iqneb damemxaro, ucxour forumebze vnaxe magram ar gamodis araperi, cinascar madloba
LikeLike
თუ ინტერნეტ-პროვაიდერის პრობლემა არაა, მაშინ წარმოდგენა არ მაქვს… სულ პირველ ROM-ს ქონდა თითქოს რაღაც არასტაბილურობა ინტერნეტთან, მაგრამ აფდეითის შემდეგ გაასწორეს. მე კიდევ სულ არ შემქმნია პრობლემა თავიდანვე კარგად მუშაობდა.
ერტადერთი, ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ სიგნალია სუსტი და კარგავს და ვითომ აქვს ინტერნეტ-კავშირი გიჩვენებს. ამ დროს უბრალოდ ვაი-ფაი გამორთვა-ჩართვა შველის ხოლმე.
LikeLike
vinme kindleshi google appstoridan icers appebs?
LikeLike
კი შესაძლებელია. თუ დაგუგლავ წესით ამოგიყრის როგორ უნდა დააინსტალირო მეთოდიკას.
მე კაი ხნის წინ გავაკეთე რომის პირველ ვერსიაზე და მას მერე ბევრი შეიცვალა, მათ შორის ისიც, რომ ახლა Google Play გახდა.
LikeLike
gadmocerili pilmebi rom uyuro maseti programa aris tu araperi eshveleba mag saqmes 😀
LikeLike
ზევით ლინკი ტყუილა მოგეცი? 🙂 იქ ვიდეოფორმატებზეც მიწერია.
მობოფლეერი გინდა ან რამე ანალოგიური. ბევრია როგორც ვიცი. სთრიმინგსაც აჩვენებს გადმოქაჩვის გარეშეც გომფლეერის პონტში.
LikeLike
Smart Keyboard Pro es maqvs dayenebuli da klaviaturashi isev kvadratebi amodis qartuli asoebis nacvlad , magram qartulad wers.
LikeLike
gavaswore 🙂
LikeLike
მშვიდობაში 🙂
LikeLike
lord vader kacurad maswavle ra rogor gadmovwero tamashebi da ragaceebi, dges viyide kindle da meubneba karta ar midiso
LikeLike
ამერიკული ბარათი უნდა დაარეგისტრირო. ეს 100% მუშა მეთოდია.
მაგრამ მე აქაური ამექსითაც ვყიდულობ და რავი.
LikeLike
Kindle Fire HD წავა ეს ინსტრუქცია?
LikeLike
არა. მხოლოდ ქინდლ ფაია და მხოლოდ იმ ვერსიის რომით რომელიც წერია.
LikeLike
lord kacurad damemare ra usb ro vaerteb da vblokav xan iteneba xan ara da risi bralia xo ar ici???
LikeLike
რა გითხრა აბა… იმედია, შტეკერი არაა დაზიანებული. შეიძლება იტენება და უბრალოდ ინდიკატორი არ რეაგირებს.
მაგრამ ზოგადად კომპიუტერიდნ დატენვა არაა რეკომენდირებულიო ასე ამბობენ. დენიდან დატენე ჯობია.
მიკრო-უსბ კომპიუტერთან მისაერთებლად მარტო. თუ რამეს ჩაწერა გინდა ან რამე ეგეთი. დასატენად – შტეფსელიო ასე გვირჩევენ სპეცები. 🙂
LikeLike
დარუთვა მინდოდა და მერე მივხვდი, რომ სხვა ქინდლი მაქვს
შენ უფრო გეცოდინება აი ეს მოდელი ქართულდება? http://www.amazon.com/gp/product/B00CU0NSCU/ref=fs_jw და როგორ უნდა ვქნა?
მადლობა წინასწარ!
LikeLike
ყველა ირუთება და ყველა ქართულდება. მაგრამ მე არ მაქვს HD დარუთვის გამოცდილება ამიტომ აი ამას გადახედე.
http://forum.xda-developers.com/general/rooting-roms
მოძებნი შესაბამის თემას შენი ქინდლისთვის და იქნება დარუთვის ინსტრუქციები და რჩევები. თუ რამე დაგჭირდა, მანდვე იკითხე და დაგეხმარებიან. გულისხმიერი ხალხია. გამოცდილი მაქვს. 🙂
LikeLike
ქართული წიგნების წაკითხვა და ქართული კლავიატურა 2013 ფეიფერვაითს არ აქვს? ეგეც უნდა დავრუთო?
და თუ უნდა დავრუთო, რომელი საიტით ვიხელმძღვანელო>
მადლობა წინასწარ ^_^
LikeLike
ეს მხოლოდ ძველ ფაიაზეა. ახალ ფაიებს აქვთ ქართული.
ქინდლრიდერს კი ქართული ფონტი აქვს კაი ხანია. მე3 თაობიდან დაწყებული. ფეიფერუაითის ჩათვლით. უნიქოდ შრიფტები აქვს, ნებისმიერ ენას რომ აღიქვამს.
LikeLike
მაქვს პირველი kindle fire ქართული კლავიატურით. ვისგანაც ვიყიდე უკვე იყო ზედ კლავიატურა.
მაგრამ გუშინ ჩავღტე და კლავიატურა დაიკარგა მარტო ინგლისურია ვცადე როგორც გიწერია დამატება მაგრამ არ გამომდის. Root Explorer-ში Mount R/O-ზე არ გადადის არც აინსტალირებს /system/app ფოლდერში და მერე რაღაც ფანჯარა გამოდის ეკრანზე Android process has stopped unexpectedly
რა მიზეზი შეიძლება იყოს ან რამეს ხომ ვერ მირჩევ რა გავაკეთო?
მადლობა
LikeLike
მიზეზი ისაა, რომ ამაზონმა განაახლა KF საოპერაციო. შენი ტაბლეტიც დააფგრეიდდა, როგორც ჩანს (ავტომატურად ხდება ეგ) და ხელახლა უნდა დაამატო ქართული, მაგრამ მაგას რუთი სჭირდება.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერაფერს იზამ – რუთი ახალი საოპერაციოთვის ჯერ არ არსებობს და ძველი მეთოდებით არ ირუთება.
ასე რომ, უნდა დაელოდო. სხვა ვერაფერს იზამ 🙂 იმედია, დარუტავენ ამასაც.
მეც მაქვს ეგ ტაბლეტი და თუ რამე იქნება, ამ პოსტსაც დავააფდეითებ.
LikeLike
მადლობა!
LikeLike
http://wp.me/pBTza-2OZ
LikeLike
ახალი არაფრია?
LikeLike
დარუთვას თუ გულისხმობ, http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2192818
მე არ მიცდია. ამბობენ მუშაობსო. 🙂
ჩემთვის აღარაა ეს თემა მაინცადამაინც აქტუალური. HDX რაც გამოვიდა (ახალი ტაბლეტი) იმაზე გადავედი.
LikeLike
მმმ, ანუ ქართულ რამეებს ვერ წავიკითხავ?
LikeLike
ეს მოდელი წარმოებიდანაც მოხსნილია და გაყიდვიდანაც. ახლებს ქართულის სისტემური მხარდაჭერა აქვთ.
LikeLike
მადლობა ^^ პ.ს. პერწკლი ვარ სხვა ნიკით შემომეკითხა :დ
LikeLike
:)))
მაშინ ამასაც გირჩევ – ბევრი ყიდის ამ ფაიას იაფად. ჰოდა არ იყიდო. იმიტომ კიარა, რომ ცუდი იყო თავის დროზე, უბრალოდ მოძველდა მორალურად. თან ახალი ფაია 35 დოლარი ღირს ამაზონზე ახალთახალი. 1 დეკემბრამდე შავი პარასკევის და კიბერ ორშაბათის სეილის დღეებია.
ფბ მესეჯში მოგწერე ლინკი და ნახე თუ გინდა 🙂
LikeLike
კი,ახალ მოდელს ვყიდულობ, კაკრაზ ფასდაკლებაზე. ამას არ დავაკვირდი რა მოდელი იყო, მეძინებოდა ძალიან :დ
LikeLike