პირველ ყოვლისა, ტექნიკური მონაცემები:
კომპლექტაცია:
მინიმალისტური. თავად დივაისი, დამტენი და – მორჩა. სულ ესაა. არც USB-კაბელი, არც – ყურსაცმი. ჩემი ქინდლ-რიდერის კაბელი ქინდლ-ტაბლეტსაც მოერგო და კომპიუტერთანაც მშვენივრად დააკავშირა. ყურსაცმს მომავალში ვუყიდი, ჯერ-ჯერობით MP3 ფლეერის ყურსაცმს ვიყენებ.
როგორც ეს ქინდლ-რიდერის შემთხვევაში იყო, “ამაზონის” ტაბლეტიც უკვე ჩემს სახელზე დარეგისტრირებული ჩამოვიდა. პირველი, რაც ჩართვის შემდეგ მომთხოვა – სერვერთან დაკავშირება იყო, “ამაზონმა” მიცნო, ჯეფ ბეზოსის მისასალმებელი წერილი ჩამოქაჩა, რის შემდეგაც ბოლო პროგრამული განახლება დააინსტალირა.
კორპუსი:
მონოლითურია, სიმყარისა და სანდოობის შეგრძნებას ტოვებს. წონა ოპტიმალურია – არც ისეთი მძიმეა, რომ ცალი ხელით ვერ დაიჭიროთ, არც იმდენად მჩატე, რომ ხელიდან გაგისხლტეთ. უკანა მხარე “რეზინისებრია” (ვისაც ქინდლ-რიდერი აქვს – მსგავსი ფაქტურაა). დიზაინი სადა და მინიმალისტურია – პირადად მე მომწონს, თუმცა, გემოვნების ამბავია. წინა მხარეს კორპუსი იდეალურად გლუვი, ყოველგვარი გამოზნექილი ჩარჩოს გარეშე – შუშა (Gorilla Glass) სრულად ფარავს ეკრანსაც და ჩარჩოსაც. ერთადერთი ჩართვის ღილაკია ოდნავ კორპუსიდან გამოშვერილი.
ეკრანი და მულტიმედია:
მართლაც არაჩვეულებრივი ეკრანი აქვს, თვალს ვერ მოწყვეტ! 🙂 ფერები ხასხასაა (ფოტო ზუსტად ვერ ასახავს). იდეალურია ფილმების საყურებლად, თამაშებისთვის. ორი სტერეოფონური დინამიკი ხარისხიან, სუფთა ხმას გამოსცემს, ხმაურიან გარემოშიც კი იოლად აღიქმება. როგორც ვთქვი, უერთდება ყურსაცმიც.
საკუთარი ვიდეო-ფლეერი მხოლოდ MP4 ფორმატს აღიქვამს, მაგრამ Mobo Player დავაინსტალირე, რის შემდეგაც სხვადასხვა ქართული სერვერებიდან ვიდეო-სთრიმინგიც მოვსინჯე. ავოე.ჯიდან ფილმის ყურება შეიძლება უპრობლემოდ. დავტესტე ასევე SPB TV – ტელეგადაცემებსაც მშვენივრად უყურებ ონლაინ რეჟიმში. არ ატორმუზებს, სთრიმინგი არ წყდება. ყველაფერი იდეალურადაა.
ეკრანი ძალიან მგრძნობიარეა, ზოგ შემთხვევაში, გეჩვენება, რომ ზედმეტად მგრძნობიარეც კი. სტილუსით (ან უბრალოდ – თითით) ჩანახატების ან ჩანაწერების გაკეთება სავსებით შესაძლებელია… ქაღალდს და კალამს 100% ვერ შეცვლის, მაგრამ არც უმაგისობაა (შესაბამისი პროგრამები უხვადაა Amazon Appstore-სა და სხვა ინტერნეტ რესურსებზეც).
ინტერნეტი:
3G არ აქვს (* იხილე PPS), სამაგიეროდ Wi-Fi-ს დაჭერა აქვს მშვენიერი. თუკი მეზობლად ვინმეს Wi-Fi ჰქონდა, ყველა დაინახა. 😉
Kindle Fire-ის საკუთარი ბრაუზერი ქართულს აღიქვამს მხოლოდ გარკვეული მანიპულაციაბის ჩატარების შემდგომ (ამაზე დავწერ ქვემოთ), მაგრამ Opera ან Firefox-ს თუ დააინსტალირებთ, პრობლემაც მარტივად და სისტემაში ძრომიალის გარეშე მოგვარდება.
ინტერფეისი:
წიგნების თაროს სტილშია გადაწყვეტილი და ანდროიდის ჩვეულ ინტერფეისთან არაფერი აქვს საერთო. მე მომეწონა, თუმცა – ესეც გემოვნების ამბავია. აქ არ არის რამდენიმე “სამუშაო მაგიდა”, როგორც სხვა ანდროიდ-ტაბლეტებშია, სამაგიეროდ არის წიგნების კარადა, რომლის თაროებზეც თქვენი პროგრამებია შემოდებული. სულ ზედა თარო კი ე.წ. კარუსელია – ბოლოს გახსნილი დოკუმენტებისა და პროგრამების ხატულების (icons) გადასაფურცლად (ზედმეტად მგრძნობიარე ეკრანი სწორედ აქ გიშლის ნერვებს 🙂 შენ ხატულაზე დაკლიკება გინდა, ის კი ფურცლავს და აბზრიალებს).
აქვე ვიტყვი, რომ Kindle Fire-ზე ჰაკერებმა ანდროიდის ბოლო მე-4 ვერსიაც ჩატვირთეს.
სერვისები:
როგორც ეს ქინდლ-რიდერის შემთხვევაშია, ქინდლ-ტაბლეტსაც მოყვება უფასო პერსონალური სივრცე ამაზონის სერვერზე (5Gb), სადაც შეგიძლიათ გადააგზავნოთ მულტიმედია ფაილები, წიგნები ან დოკუმენტები. Fire-ის შემთხვევაშიც ეს ყველაფერი ისევე მუშაობს, როგორც Kindle eReader-ის შემთხვევაში. პრინციპი არ იცვლება.
ამაზე უკვე ვწერდი რიდერების პოსტში:
- როდესაც “ქინდლს” იძენ, მას “ამაზონის” სერვერზე პერსონალური წიგნების თარო მოყვება საჩუქრად… თუმცა, რაღა თაროა – 5GB მოცულობის უზარმაზარი წიგნების კარადაა, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ტექსტური დოკუმენტი/წიგნი გადააგზავნო და შეინახო. ამასთან, თუ ისეთ ფორმატში გადააგზავნი, რომელსაც “ქინდლი” ვერ აღიქვამს (მაგალითად Word DOC/DOCX) “ამაზონი” მას “ქინდლისეულ” AZW/MOBI ფორმატში დააკონვერტებს და თაროზეც ისე შემოდებს. ეს იმ წიგნებზე/დოკუმენტებზე ვამბობ, რომლებიც “ამაზონის” წიგნების მაღაზიიდან არ შეგიძენია და რომელიმე ინტერნეტ-ბიბლიოთეკიდან ჩამოქაჩე. ის, რაც “ამაზონიდან” შეიძინე ან გადმოქაჩე (იქ კი უთვალავი უფასო წიგნია), ცხადია, ასევე ინახება სერვერზე შენს პერსონალურ წიგნების თაროზე. ნებისმიერ დროს, როცა გაგეხარდება, შეგიძლია შენი ვირტუალური წიგნების კარადა გამოაღო, რომელიმე წიგნი “ქინდლში” ჩამოქაჩო/გახსნა და წაიკითხო. შემდეგ, ნებისმიერ დროს დახურო წიგნი და, სულაც, წაშალო “ქინდლიდან” – თაროზე ის მაინც რჩება. მეტიც, როდესაც მოგვიანებით კითხვის გაგრძელებას მოისურვებ და ხელახლა გადმოიღებ შენი “ამაზონისეული” თაროდან, წიგნი “ქინდლში” ზუსტად იმ ადგილას გაიხსნება, სადაც წინა ჯერზე შეწყვიტე კითხვა. წიგნს შეგიძლია დაურთო შენიშნვები, სანიშნეებიც ჩაალაგო ფურცლებს შორის – ამ ყველაფერს “ამაზონის” სერვერიც იმახსოვრებს. მოკლედ, არაფერი არსად დაგეკარგება. “რომელი ქინდლი ხარ შენ?”
ასე მუშაობს Kindle Fire-ის ღრუბელიც (Cloud Drive), იმ განსხვავებით, რომ იქ არამხოლოდ წიგნებსა და დოკუმენტებს, არამედ ნებისმიერ მულტიმედია ფაილს შეინახავთ.
Kindle Fire-ს ასევე მოყვება Amazon Prime (1 თვიანი ხელმოწერა), უამრავი ჟურნალი (90-დღიანი უფასო ხელმოწერით) და “ამაზონის” წიგნების, მუსიკალური ფაილების, ფილმების, ტელე-გადაცემებისა და პროგრამების მაღაზია უფასო და ფასიანი ქონთენთით.
სამწუხაროდ პროგრამების, მუსიკის, ფილმებისა და ტელეგადაცემების ჩამოქაჩვა “ამაზონის” მაღაზიიდან მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აშშ-ში ხართ. :(საბედნიეროდ, ეს ამბავი იოლად გვარდება. 🙂 მუსიკალური ფაილებიც გადმოვქაჩე და პროგრამებიც. ფილმები არ მიცდია, თუმცა, ბლოკი იქაც მომეხსნა. 🙂
- Amazon Appsrore еtc. რესურსები საავტორო უფლებების გამო მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ თუ გაქვთ ამერიკული საბანკო ბარათი ან თანხა თქვენს”ამაზონისეულ” ანგარიშზე – პრობლემა მოგვარებულია. ამისთვის თქვენი სრულიადაც არაამერიკული საბანკო ბარათით უნდა შეიძინოთ “ამაზონის” სასაჩუქრე ბარათი (Amazon Giftcard) და საკუთარ ანგარიშზე გაააქტიუროთ. ამის შემდეგ თანხა, რომელიც “ამაზონის” თქვენეულ ანგარიშზე ჩაირიცხება, ფორმალურადაც და ფაქტიურადაც აშშ ბანკში აღმოჩნდება და საშუალებას მოგცემთ სრულიად ლეგალურად დახარჯოთ, როგორც გაგეხარდებათ, თუნდაც მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლისთვის განკუთვნილი “ამაზონისეული” ქონთენთის შესაძენად.
პროგრამები:
ტაბლეტს მოყვება საკუთარი ვებ-ბრაუზერი Silk, IMDb, Pandora Radio, Weather Channel, e-Book Reader, Comics Reader, Quick Office, e-Mail Client, ვიდეო, მუსიკალური ფაილების, სურათებისა და RSS არხების/ფიდების წამკითხველი პროგრამები. როგორც ზემოთაც ვთქვი, თუ რამ პროგრამა მოისაკლისეთ, შეგიძლიათ “ამაზონის” მაღაზიიდან (Amazon Appsrore) გადმოქაჩოთ (ფასიანი თუ უფასო) ან რომელიმე სხვა რესურსზე მოძებნოთ, “გუგლის” ანდროიდმარქეთის გარდა (Android Market “ქინდლში” დაბლოკილია, თუმცა, ამ ბლოკის მოხსნაც, როგორც ვიცი, შესაძლებელია – მე არ მიცდია. Amazon Appstore-იც სავსებით მყოფნის).
გარდა მაგისა, შეგიძლიათ სასურველი პროგრამები გადმოქაჩოთ კომპიუტერზე და შემდეგ USB/mini USB კაბელის მეშვეობით Kindle Fire-ში გადაიტანოთ. ამავე გზით შეგიძლიათ “ქინდლში” გადაიტანოთ მუსიკალური, ვიდეო-ფაილები, დოკუმენტები, etc., თუმცა, სჯობს ეს ყველაფერი “ამაზონის” სერვერზე თქვენს პერსონალურ მულტიმედია-საცავში გადაისროლოთ. როგორც კი Kindle-Fire მუშა Wi-Fi-ს ნახავს, სერვერს დაუკავშირდება და თქვენს ფაილებს ჩამოქაჩავს.
ელემენტი:
7,5 საათი მუშაობის შემდეგ (ჩართული Wi-Fi, ვები, ოფისი, ბუკ-რიდერი, ი-მეილები, ვიდეო-სთრიმინგი ავოე.ჯიდან, თამაშები – PES-2012, FIFA12…) ელემენტი 12%-ს მიჩვენებდა (15%-ზე გაფრთხილებთ, რომ ჯდება და, დროა, დატენოთ). სთენდ-ბაი რეჟიმში (ჩართული ვაი-ფაი სკანერით) ღამის განმავლობაში კი მხოლოდ 2%-ს კარგავს.
სრულად დაცლილი ელემენტის ბოლომდე დატენვისთვის 2,5 საათია საჭირო.
ლოკალიზაცია:
აი, მივედით Kindle Fire-ის ყველაზე მტკივნეულ ამბავთან.
ქარხნული კომპლექტაციით ტაბლეტი ქართულს არ კითხულობს და არც ქართული კლავიატურა მოყვება. ქართული ვებ-გვერდების პრობლემა, ზემოთაც ვთქვი, ძალიან მარტივად გვარდება – Opera, Firefox…
Amazon Appstore, რომელიც დაბლოკილია აშშ-ს საზღვრებს გარეთ, ასევე შეიძლება, საკმაოდ იოლი პროცედურით გახსნათ.
დანარჩენისთვის კი ტაბლეტი უნდა დარუთოთ.
დარუთვის შემდეგ ქართული წიგნების/დოკუმენტების (AZW/MOBI) წასაკითხად მოგიწევთ ქართული უნოკოდ ფონტების დამატება.
ქართული კლავიატურისთვის, რომელიმე ალტერნატიული ქიბორდი უნდა დააინსტალიროთ (მე MultiLing დავაინსტალირე).
ქართული ვორდ, ექსელ ფაილების შექმნა, მეილების დაწერა და გაგზავნა სისტემური ფონტების მოდიფიცირების გარეშეც შეიძლება – ქართული ქიბორდის დაინსტალირებით, რაზეც ზემოთ დავწერე, მაგრამ იმისთვის, რომ ქართულად მიღებული მეილები და დოკუმენტები წაიკითხოთ – სისტემური ფონტები უნდა შეცვალოთ. ეს წარმატებით მოვახერხე, თუმცა, სანამ სწორ გზას ვიპოვნიდი, ტაბლეტის ბუთი “დავბრიდე” და ADB SDK-თი მომიწია სისტემის აღდგენა. აღდგენის შემდეგ ექსპერიმენტები განვაგრძე, მცოდნე ხალხს დავეკითხე და შედეგი – სახეზეა.
უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე არც პროგრამისტი ვარ და არც ანდროიდში დიდად გათვითცნობიერებული ადამიანი, უბრალოდ, ოდნავ Advanced User ვარ. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Kindle Fire-ი დამერუთა, დამემატებინა ფონტები, დამატებითი კლავიატურა, სისტემის არასწორად მოდიფიცირების შემდეგ აღმედგინა კიდეც და ამის შემდეგ საბოლოოდაც მომეგვარებინა ქართული ფონტების წერა-კითხვის ამბავი… ასე რომ, თუკი ყიდვას ფიქრობთ, მაგრამ დარუთვის გეშინიათ – არ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან რთული იყოს (სასურველია ინგლისური იცოდეთ კარგად)… და ვინც ჩემზე გათვითცნობიერებულია, მათზე არც ვსაუბრობ – სულ იოლად მოახერხებენ.
პლიუსები:
ფასი (410 ლარი დამიჯდა განბაჟებითა და სახლში მორთმევით).
შესანიშნავი ეკრანი, რომელიც დაცულია Gorilla Glass-ით (ჩემს Nokia-საც მსგავსი დაცვა აქვს და უკვე დავრწმუნდი, რამდენად სანდო და პრაქტიკულია – აქ საინტერესო ვიდეო-ტესტია).
სწრაფი პროცესორი.
მულტიმედიური მონაცემები (ინტერნეტ სთრიმინგის ჩათვლით).
“ამაზონის” სერვისების პაკეტი და სერვერთან სინქრონიზაციის შესაძლებლობა.
საიდლოადინგი (კომპიუტერზე გადმოქაჩული პროგრამების დაინსტალირების შესაძლებლობა).
კომპაქტურობა (იოლად სატარებელია, მშვენივრად თავსდება ქურთუკისა თუ შარვლის ჯიბეში).
მინუსები:
ანდროიდი, რომელიც მთლად ჯეროვნად ვერ მართავს ორბირთვიან პროცესორს და მის შესაძლებლობებს ვერ იყენებს სრულად (რამდენადაც OS პირველ ვერსიაში ეს პრობლემები უფრო შეიმჩნეოდა და ამჟამინდელი განახლების შემდეგ მნიშვნელოვნად გამოსწორდა – იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. სხვათა შორის, ჰაკერებმა Kindle Fire-ზე უკვე “გუგლის” მე-4 ICS ანდროიდის ჩაწერაც მოახერხეს).
ბოლომდე ვერ გავაქართულე (გაბოლდებულ ტექსტს ისევ არ მიჩვენებს ქართულად – იმედი მაქვს, ეს დროებითი პრობლემაა :)).
ხმის რეგულირება რომ შეიძლებოდეს ღილაკის მეშვეობით – ურიგო არ იქნება. მუდამ მენიუში ძრომიალი ყოველთვის არაა მოსახერხებელი, მაგრამ ამას უკვე არაფერი ეშველება.
P.S.
Kindle Fire-ს კამერა და მიკროფონი არ აქვს, თუმცა მიკროფონი უერთდება. აი ეს გარნიტურაა საჭირო. ესეც გამოგადგებათ. და კიდევ სხვა ამათი მსგავსი.
P.P.S.
INFO-UPDATED: Kindle Fire-ს 3G არ აქვს, მაგრამ მობილურის 3G-ით შეუძლია ისარგებლოს. ამისთვის, მობილურზე დაგჭირდებათ პროგრამა JoikuSpot Kindle Fire-ზე კი ZT-180 Adhoc Switcher. დავტესტე და მუშაობს მშვენივრად. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მშვენიერზე მშვენიერი 🙂 კიდევ ერთხელ მშვიდობაში!
მინუსები, როგორც დავაკვირდი, იოლად გვარდება და პლიუსები ისეთია, მაგ ფასად ნამდვილად რომ ღირს.
კომპაქტური ყოფილა, არ მეგონა. რაღაც დიდი წარმომედგინა.
LikeLike
ვაიმე, გადავედი ჭკუიდან..
მომინდა.
LikeLike
მგონი გამოვიდა მართლა კარგი ანდროიდ-პლანშეტი.
აქ დიდი ბუმია მაგაზე, მაგრამ ჩამოტანა ჯდება ძვირი.
გილოცავ. მერე რაღაცეები მაინტერესებს და შეგეკითხები 🙂
LikeLike
გამარჯობა:)
მაინტერესებს ფაილების კითხვისთვის რამდენად მოსახერხებელია ფერადი ეკრანი. იდეაში ქინდლი საკითხავად მჭირდება და ნაკლებად ინტერნეტში საძრომიალოდ. Kindle Fire –ს შევცქერი მეც და მინდა სანამ ვიყიდი ვინც სარგებლობს უკვე იმათი აზრიც ვიცოდე:)
LikeLike
თუ წასაკითხად გინდა – რიდერი ჯობს.
მე ორივე მაქვს და ერთი მეორეს ნამდვილად ვერ ცვლის.
https://stylishblog.net/2011/09/29/kindle-colorize-or-not/
LikeLike
რა საყვარელი რამეა. ❤
რა მაინტერესებს – მაგას რამე ჩანთა არ მოყვება? ან ეკრანის დამცავი რამე. არ დაიჩხაპნება ეგრე ტარებით?
LikeLike
ლინკი არ ნახე? ნოკიას გორილა გლასს ვგულისხმობ.
არ იჩხაპნება. და არ ზიანდება ასე მარტივად. დაცვაა ეგ.
თუმცა, ქავერიც მაქვს შეკვეთილი და ჩამოვა იქეთ კვირას. მერე მაგის სურათებსაც დავდებ.
LikeLike
მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ.
LikeLike
ბლოგს გიხსნის და პოსტის დაწერა მოხერხდება ?? და კიდევ რომელ website-ებს გახსნის?
LikeLike
მოხერხდება თუ დარუთავ.
LikeLike
მშვიდობაში! 🙂
LikeLike
komputeridan filmebis musikis da PDF filebis gadatanas shevdzleb USB kabelit? tu sul internettan unda iyos kavshiri rom ragaceebi vqacho grublebidan?
LikeLike
USB კაბელით ჩვეულებრივად უერთდება კომპიუტერს – ჩაწერ რაც გინდა.
LikeLike
i like this baby 🙂 სხვებთან შედარებით აშკარად პატარაა და დიზაინსაც არ გადავყავარ ჭკუიდან (სხვა ბრენდების ტაბლეტები ჯერ დიზაინის გამო მინდება ხოლმე :დ), სამაგიეროდ ორას დოლარში ძალიან მაგარია.
შენ უკვე ქინდლის ოფიციალური ფანი ხდები :)))
ჰა, გეღირსა ანდროიდი? :დდ
LikeLike
მეორეა. Coby მაქვს. და ეგ სუფთა ანდროიდია. ქინდლში ამაზონმა ძალიან შეცვალა ინტერფეისი და მართლა საკაიფოა.
LikeLike
ჯერ ჩემი ქინდლი ჩამოვიდეს, გავერკვიო და ერთ-ორ წელიწადში ესეც დაიხვეწება… 😀
LikeLike
კარგი რამე ჩანს აღწერით, მაგრამ ბესტბაიზე ასუს ტრანსფორმერი 299 დოლარი ღირს და 100 დოლარით მეტის გადახდა არ ღირს? თან 10′ ეკრანი აქვს, 16GB და GPS.
LikeLike
ზოგს უღირს და გადაიხდის.
95% რისთვისაც ტაბლეტს იყენებს ადსმიანი, KF მშვენივრად ახერხებს ამიტომ არ მიღირს 100 დოლარით მეტის გადახდა იმაში რაც არ მჭირდება.
თან ამაზონის სერვისები დაამატე მაგას და ის, რომ 10′ ტაბლეტს კომპაქტური აღარ ქვია.
LikeLike
მინდა მეც ამის შეძენა. მაგრამ საიტებზე ვერ გავიგე…
ანუ დარუთვის გარეშე რაიმე შეზღუდვებია საიტებთან მუშაობაში? 😦
და კობიზე რას იტყვით? კობი ვარგა? და რა ფასი აქვს?
LikeLike
შემდეგი პოსტი ნახე. იქ მაქვს დეტალურად გაქართულების პროცესი აღწერილი.
კობი ვარგოდა, სანამ Fire-ს ვიყიდდი. 🙂 ამ ფასად ასეთი მაგარი დივაისი მგონი უბრალოდ არც არსებობს და ვერც იარსებებს.
სანამ Fire-2 არ გამოვა 🙂
LikeLike
გილოცავ შენაძენს.
ერთი კითხვა მაქვს – კომპიუტერი ჩვეულებრივ ფლეშკად აღიქვამს რომ უერთებ?
ფილმების საყურებლად რამდენად კომფორტულია 7 დუიმიანი ეკრანი? კომპაქტური როა მეც მომწონს, მაგრამ პატარა ხომ არაა?
LikeLike
ჰო ჩვეულებრივ ფლეშდრაივად ჯფება.
მე ფილმის ყურება სულაც კინოში მევასება, დიდ ეკრანზე 🙂 მაგრამ ცხოვრება კომპრომისია. 7′ ოპტიმალურია ზომის-წონის გათვალისწინებით. იმჰო.
LikeLike
შეფასებებს ვკითხულობდი და ბევრი ამბობს wi-fi არ მუშაობსო. შენთან არ ქონია ეგ პრობლემა, ხომ?
დავიბენი ;/ თორე მართლა კარგი ფასია და ძალია მინდ შევუკვეთო.
და კიდე განბაჟებას ექვემდებარება ხომ? როგორ განაბაჟე? საბაჟოზეა საჭირო მისვლა?
LikeLike
მგონი მანდ უფრო ვაიფაით განახლების პრობლემა იყო პირველ განახლებას შორის.
ჩემთან უპრობლემოდ ჩამოქაჩა. თან უკვე პირველი განახლებით ჩამოვიდა და მეორე გადმოქაჩა ჩავრთე თუ არა.
განბაჟება ელექტრონულია. ქინდლი მომიტანეს სახლში და 1 თვე გაქვს შემდეგ რომ გადაიხადო დღგ. ბანკში იხდი და ეგაა.
ნუ ეს უსა2ჯეო მაგრამ სხვებთანაც იგივეა.
LikeLike
მშვიდობაში ლორდ.
ქინდლზე მეტად ამ ტაბლეტს შევყურებ და რადგან სხვა ჩემთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი მიღებულია,ერთს გკითხავ:თუკი PDF ფაილს ხსნის ესეიგი JPJ ფორმატის ფოტოებსაც გახსნის ხო? 3D ფაილებს? მინდა ჩემი კოლექცია მანდ გადავიტანო და კიდევ SKYPE,FACEBOOK,TWITTER კავშირიც ჩვეულებრივად აქვს?
პ.ს. რა იქნებოდა ქინდლის ეკრანი ჰქონოდა(წასაკითხადაც მშვენიერი იქნებოდა და მეტი რაღა მინდა მე სრული ბედნიერებისთვის.
LikeLike
სურათებს ხსნის ჩვეულებრივად.
თვითერს მე არ ვიყენებ. 🙂
ფბ პრობლემა არაა, მაგრამ ქართული კლავიატურის დასამატებლად ჩალიჩი მოგიწევს.
სკაიპის ის ვერსია, რაც არსებობს ჯერ-ჯერობით მიკროფონს ვერ აღიქვამს. ეს რამდენადაც ვიცი. თავად არ გამომიცდია, იმიტომ რომ სკაიპი ნოკიაში მაქვს და აქ აღარ დამიმატებია.
LikeLike
განბაჟების ამბავი ამიხსენი რა როგორ ხდება
ყიდვა მინდა და ცოტა დეტალებში რომ ამიხსნა.
LikeLike
დღგ დაემატება. საბაჟო გადასახადი არ გვაქვს.
მე სამი წელია უკვე USA 2 Georgia-თი ჩამომაქვს სხვა არ ვიცი, ამიტომ ამათზე გეტყვი – რომ ჩამოვა, მოგივა ინვოისი ტრანსპორტირების და მომსახურების. გადაიხდი. მოგართმევენ ქინდლს და თან მოაყოლებენ საბაჟო ინვოისს დღგ-ზე. 30 დღის განმავლობაში უნდა დაფარო ნებისმიერი ბანკიდან. ესაა სულ.
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
მომინდა მომინდა…. !!!! აუფ…
არადა რიდერი უფრო მინდა თუ ეს აღარ ვიცი. ამ რევიუს შემდეგ. მანამდე რიდერი უფრო მინდოდა
LikeLike
rogor icereba tamashebi kindle fire_ze ? app storedan ver icers
LikeLike
თუ სასაჩუქრე ბარათს გააქტიურებ შენს ანგარიშზე, ნებისმიერი ქონთენთს იყიდი, იმასაც, რომელიც მარტო აშშ-ისთვისაა.
მე ვიწერ და რავი – ვინც გააკეთა იგივე – იმათაც არ აქვთ პრობლემები.
მეორე ვარიანტია აიღო ტესტ-ბარათის ნომერი (დაგუგლე test credit card numbers) და ის შეიყვანო შენს ანგარიშზე + ამერიკული ბილინგ მისამართი მიუთითო. ასე ვერაფერს იყიდი, მაგრამ უფასო რამეებს გადმოიწერ.
LikeLike
the amazon appstore is not yet available in your region. amas cers ramis gadmocera rom minda
LikeLike
ბილინგ მისამართი გამოცვალე ამერიკულზე.
აგერ დღესაც გადმოვქაჩე 2 პროგრამა.
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
მისამართი ამერიკული მაქ ფირმით რომ ჩამოვიტანე აი ის მისამართი, ეგეც უნდა შევცვალო? რა მისამართი უნდა მიუთითო?
LikeLike
არა, თუ ამერიკულია მაშინ უნდა იმუშაოს. ამერიკული ბილინგი უნდა ზუსტად და არც რეგიონალური პონტი უნდა ამოაგდოს ამ დროს. ჩემთან ქაჩავს და რა ვქნა აბა.
LikeLike
აჰა… ცვლილებების კასკადი წავიდა.
ახალი ვერსია OS და ა.შ…. ალბათ ამის ბრალია.მე ჯერ ძველ ვერსიაზე ვარ, მაგრამ, შეიძლება აქაც დაიბლოკოს.
ასევე რუთიც არ მუშაობს განახლების შემდეგ და ა.შ.
LikeLike
ver vaketeb albat kargad 😦
LikeLike
არის ასეთი ვარიანტიც მე არ დამიტესტია
http://android.modaco.com/topic/336184-using-the-amazon-appstore-from-outside-the-us-including-paid-apps/
თუმცა, ახლა ცვლილებები დაიწყო და რა იქნება არვინც იცის… ახალი OS არ ირუთება მაგალითად.
LikeLike
ok spasiba 🙂
LikeLike
ლორდ, ბევრი არაფერი გამეგება ამ ტექნიკის ცოტა უფრო დაწვრილებით ამიხსენი თუ შეიძლება კონკრეტულად რა განსხვავებაა რიდერსა და კინდლ ფაიერის შორის , ან ტაბლეტი რას ნიშნავს , და რაც მთავარია შემიძლია თუ არა წიგნების ქართულად კითხვა რომლებიც კინდლს მოყვება?? ან ქართული წიგენბის ჩაწერა თუ შემიძლია და როგორ
LikeLike
განსხვავებაა ეკრანი. ამას LCD აქვს, იმას – Eink.
სხვა განსხვავებები ნაკლებმნიშვნელოვანია.
https://stylishblog.net/kindle/
ქართულისთვის კი ამას ფონტების დამატება უნდა. რიდერს – არა. რიდერი ქართულს კითხულობს უპრობლემოდ.
LikeLike
მადლობა ლორდ,
LikeLike
ლორდ, ამაზონიდან, რომ უნდა გამოვიწეერო ვიცი, მაგრამ ვერ ვიწერ არ ვიცი როგორ უნდა გამოვიწერო დამეხმარე მირჩიე რამე
LikeLike
http://Www.zere.ge
LikeLike
კინდლე ფაიერი გამოწერით განბაჟებით და ჩამოტანით რა ღირს არ იცი ლოორდ???
LikeLike
პლიუსებში ამ პოსტში პირველი რა წერია? 🙂
LikeLike
ლორდ, მე თითონ გამოწერას ვერ ვახერხებ და არ იცი ისეთი ცომპანია ან პირი რომელსაც კინდლე-ები ჩამოაქვს??
LikeLike
შენ ლუკას სახარება გაქვს წაკითხული? თავი 11, მუხლი 9.
🙂
ჰოდა ამით ტროლინგის ლიმიტი, ვფიქრობ, ამოიწურა.
🙂
და ახალ წელს გილოცავ.
LikeLike
dzalian kargad xar garkveuli da shegidzlia raime formit damekontaqto, shekvetas vapireb da kitxvebi maqvs, cinascar didi madloba
LikeLike
“ხმის რეგულირება რომ შეიძლებოდეს ღილაკის მეშვეობით – ურიგო არ იქნება. მუდამ მენიუში ძრომიალი ყოველთვის არაა მოსახერხებელი, მაგრამ ამას უკვე არაფერი ეშველება.” – იმედია, დიდ სისულელედ არ გაიჟღერებს 🙂 და ხმის კონტროლიანი ყურსასმენები რომ გაუკეთო, არ გამოდგება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
მაგალითად, რომელიმე ამათგანი: http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_7_16?url=search-alias%3Dmobile&field-keywords=headphones+with+volume+control&x=0&y=0&sprefix=Headphones+with+
LikeLike
კი. როცა შენ მარტო უსმენ შენთვის:)
ოღონდ ფიზიკური ხმის რეგულატორი უნდა ქონდეს – არა ციფრული.
LikeLike
🙂
დინამიკებს ვერაფერს უშველი, მართალია. მაგრამ როცა ყურსასმენებს ყიდულობ, ალბათ ისევ ასეთზე შეაჩერო არჩევანი, ჯობია. არა? 🙂
LikeLike
ჰო, მაგრამ შენი ლინკებიანი არ გამოდგება. ჩავასწორე პასუხი 🙂
ფიზიკური რეგულატორი უნდა ქონდეს.
LikeLike
ფიზიკური და ციფრული რეგულატორები რით განსხვავდება ერთმანეთისგან? 🙂
LikeLike
მთავარია, რომ ვისაც ვუთხარი, ის მიხვდა რას ვგულისხმობდი.
თან პოსტში ეგეთი არაფერი მიწერია 😉
LikeLike
აჰა ახლა გასაგებია თქვენი პასუხი 🙂
LikeLike
sheidzleba ukve sheexet am temas magram me ver vnaxe..
saidan sheidzleba gadmovicero ufasod Aplikaciebi da tamashebi kindlestvis da ramdenad martivad yendeba shemdeg???
magalitad chems Ipadze ver vayeneb torentebidan gadmoceril aplikaciebs radgan official versiaa ipad da albat magitom.. mxolod app storedan nayidebs vayeneb..
didi madloba cinascar
LikeLike
საიდლოადინგი არაა დაბლოკილი – ამ პოსტშივე მიწერია მაგაზე. 😉
LikeLike
მადლობა ამ თემის გაშლისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის. რამდენიმე დღის წინ მეც ჩამომივიდა, მაგრამ პატარა პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმარო. ანალოგიურ პრობლემაზე წერს ilia-ც. იმის გამო, რომ არ მაქვს ამერიკული საკრედიტო ბარათი, ვერ ვიწერ აპპ სთორიდან ვერც ფასიან და ვერც უფასო აპლიკაციებს. ბილინგ მისამართი ამაზონზეც შევცვალე და თიბისიშიც ჩავასწორებიე ალტერნატიული მისამართი მაგრამ მაინც ვერაფერი ვუშველე. შენ თუ გქონდა იგივე პრობლემა და როგორ მოაგვარე? იქნებ უფრო დაწვრილებით დაწერო Gift Card-ზე. აქვე მადლობა.
LikeLike
ფასანი კონტენტი დავტესტე ერთხელ მერე აღარ მიცდია. უფასოებს ვქაჩავ უპრობლემოდ.
ამერიკულმისამართიანი ტესტ-ბარათი უნდა შეიყვანო და მაგით გადმოქაჩო უფასოები.
აი მეთოდი სურათებით.
http://www.mykindle.ru/howto/425
LikeLike
მდა კომპში შეერთების შემდეგ propertiesში მოცულობას 5გბ–ს რომ მიჩვენებს ეგ ნორმალურია თუ შემოვიკრა თავში ხელები ვაი–ვუის ძახილით?

ამაზონზე წერია On-device Storage 8 გბ–იო(5გბ 8მდე ვერაფრით დავამრგვალე) 🙂
LikeLike
დანარჩენი ROM და 2 გიგა სადღაც დარეზერვებულია პროგრამებისთვის.
რეალურად 5 გიგა თუ ცოტა მეტი არის თავისუფალი გამოყენებისთვის იუზერის განკარგულებაში. 🙂 სავარაუდოდ მაგას გიჩვენებს.
რამე ROM მენეჯერი გადმოქაჩე ამაზონიდან და გიჩვენებს სად რა ფაილები გაქ და რას რამდენი ადგილი უკავია.
LikeLike
კარგი. მოვხვდები ალბათ ხვალ ვაიფაის ზონაში და ვცდი 🙂
LikeLike
ისე საკმაოდ ინფორმაციული პოსტია. სწორედ დროულად “აღმოვაჩინე” ეს სტატია 🙂
მადლობა
LikeLike
Mobo Player saidan gadmovwero ver vipove ragac :))
LikeLike
Apknew.com ნამდვილად იყო…
თუ არადა დაგუგლე და აუცილებლად მოგეცემა @)
LikeLike
ამაზონზე იაფიანი Kindle Fire რომ იყიდება ეგ რამეთი განსხვავებულია? ყიდვა ღირს თუ სარისკოა?
მადლობა.
LikeLike
რემელს გულისხმობ, გააჩნია 🙂
თუ ამაზონ მარქეთს – ეგ იბეი პრინციპის ქვესაიტია სადაც ნებისმიერს შეუძლია გაყიდოს, რაც უნდა. მე მაგალითად – დავრეგისტრირდები და ჩემს ქინდლს დავდებ გასაყიდად… ასეთ საქონელზე ამაზონის გარანტია ვრცელდება, მხოლოდ საქონლის მიღებაზე – მაგრამ თავად საქონლის ხარისხი გამყიდველის სინდისზეა. შეიძლება ეწეროს Кindle Fire თითქმის უხმარი, ახალივით და ჩამოგივა დაჩხაპნილი 🙂
ისე ყველა გამყიდველს რეიტინგი აქვს – ვინც რამე იყიდა მისგან იმათი შეფასებების მიხედვით. თუ მაღალი პოზიტიური რეიტინგი აქვს – ასეთი სელერი უფრო სანდოა.
თუ თავად ამაზონს გულისხმობ – იქ იაფი KF არის Factory Refurbished. აი დაზიანებულ ქინდლს რომ ცვლის ამაზონი იმ დაზიანებულს აღადგენს და თავიდან ყიდის უფრო იაფად. ზოგადად Factory Refurbished საქონელი სანდოა და მასზე მწარმოებლის გარანტიაც ვრცელდება.
მოკლედ – სანამ ყიდვას გადაწყვეტ ყურადღება მიაქციე ველს Seller – Amazon წერია თუ ვიღაც სხვა. და მერე Condition.
მანდ ერთი მომენტია კიდევ – Refurbished ქინდლს ამაზონი 169 დოლარად ყიდდა, მგონი და ეგ კი იმას ნიშნავს, რომ არ განბაჟდება აქ რომ ჩამოვა, შესაბამისად 18% აღარ დაემატება. ახლის ფასი $199 300-ლარიან ლიმიტში ვერ ჯდება და საბაჟოზე ექვემდებარება განბაჟებას.
LikeLike
რამე დამატებითი პროგრამის დაყენება სჭირდება რომ საქართველოში გამართულად იმუშაოს? ბევრისგან მსმენია რომ ეგ პრობლემა არისო, თუ შეგიძლია დამეხმარო ამ საკითხში.
წინასწარ დიდი მადლობა
LikeLike
რას გულისხმობ გამართულ მუშაობაში მაგას აქვს მნიშვნელობა. 🙂
თუ ქართული კლავიატურა გინდა, უნდა დარუთო.
სხვა მხრივ სპეციფიკურად საქართველოსთვის რომ იყოს ეგეთი არაფერი უნდა.
LikeLike
დიდი მადლობა, გაიხარე 🙂
LikeLike
მაინტერესებს free აპლიკაციებს რატომ ვერ ვაინსტალირებ? დამეხმარე თუ შეგიძლია
LikeLike
მიწერს რომ your payment method has a non-USA billing address. A USA credit card is required
LikeLike
ჰო ეგრეა. უფასოა თუ ფასიანი ანგარიში ამერიკაში უნდა გქონდეს. უფლება არ აქვთ ამერიკის გარეთ ვაჭრობის.
ამიტომ უნდა მიუთითო ამერიკული ტესტ-ბარათი, რომელიც დატესტვისთვის გამოიყენება ხოლმე. Test Credit Card Account Numbers დაგუგლე და ამოგიგდებს ნომრებს და უნდა მიუთითო ეგ. უფასო პროგრამებს გადმოგაქაჩინებს.
https://www.facebook.com/ebookkindle
LikeLike
me vyidi Kindle Fires 400 larad sul axalia, dayenebulia android 4 ase rom yvelaperi sheudzlia, visac unda sheudzlia damikavshirdes 568171212 zura
LikeLike
Android ICS ქინდლზე გავსებულია ბაგებით და არ მუშაობს ნორმალურად. XDA ბიჭები როგორც ამბობენ… ჯერ ვერ გააშალაშინეს ბოლომდე
LikeLike
გამარჯობა, მოკლედ პრობლემა მაქვს და ვერაფერს ვშველი…. ჩემს kindle fire–ზე ვცდილობ დავაინსტალირო რამდენიმე პროგრამა, რომლის საინსტალაციოც კომპიდან გადამაქვს USB კაპელით, მაგრამ შემდეგ ვერ ვეძებ საინსტალაციოს ქინდლში როგოც ნეტში წავიკითხე ES File Explorer მჭირდება, რომ ესეთი ფაილები ვიპოვო და დავაინსტალირო, მაგრამ თვითონ ეს ES File Explorer როგორ დავაინსტალირო ვერ ვხვდები, ამის საინსტალაციოსაც არ მიგდებს, ამაზონიდან შეიძლება გადმოწერა, მაგრამ მარტო ამერიკაში მყოფებისთვის და შესამამისად მე ვერ ვიწერ. დარუთვა არის საჭირო ნებისმიერი პროგრამის დასაინსტალირებლად? სხვა გამოსავალი არ არის, რომ დარუთვის გარეშე დავაყენო ჩემს კინდლზე რამე ბრაუზერი ან ვიდეო პლაიერი? იმედია ვინმეს ქონდა ეს გამოცდილება და დამეხმარება რომელიმე ღვთისნიერი ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
LikeLike
თავისი ექსპლორერი აქვს – ქვიქოფისი ხომ მოყვა შედი იქ და დაინახავ ფოლდერის იკონკას დააჭერ და გაიზსნება ფაილ ექსპლორერი.
ისე კი საიდლოდინგი ჩართული გაქვს? რომ დააინსტალიროს უსბ ჩაწერილი პროგრამები? Settings>Devices > “Allow Installation of Applications” და ON.
ამაზონიდან ამერიკული ბარათი უნდა მიუთითო ამერიკული ბილინგ მისამართით და გადმოქაჩავ რასაც გინდა. 🙂 არ ამოწმებს აიპის საიდან შედიხარ.
LikeLike
საიდან უნდა გადმოვწერო ქართული ლიტერატურა უფასოდ Kindle-სთვის?
LikeLike
buki.ge ისე ცოტაა ძაან.
LikeLike
გამარჯობა მეც ეგ Kindle მაქვს და რამდენიმე რამე მაინტერესებს. თუ შეგიძლია მიტხრა
1. როგორ მოვახერხო, რომ საქართველოშიც გადმოიწეროს App-ები?
2. თუ ქართულ ფონტებს დავამატებ მაინც დარჩება ამაზონის ოფიციალურ სისტემაში. ანუ Cloud, წიგნების გადმოწერა და რამე
LikeLike
პოსტში ხომ წერია? 🙂
გიფთქარდი – 1 გზაა ან ამერიკული კრედიტ-კარტა – მეორე გზა.
ისე ქართული ამექსითაც შეგიძლია პროგრამების ყიდვა. მე ვიყიდე ყოველ შემთხვევაში.
დარჩება ჩვეულებრივად.
ამაზონ-ფრაიმის სერვისები იზღუდება მხოლოდ – ონლაინ კინოთეატრი ამაზონის და ა.შ., მაგრამ ეგ ალბათ მაინც არ გაქვს ჩართული და თან – აშშ-ს გარეთ ისედაც რთულია კინოსერვისის გამოყენება.
LikeLike
ხო ეგ ვნახე უბრალოდ Gift Card-ით ვერ ვყიდულობ მაინც მიწერს Non Usa Billing adress
LikeLike
მაშინ ამერიკული ტესტ-ბარათის გააქტიურება სცადე. Test card numbers დაგუგლე და ამოგიგდებს ნომრებს. მერე მიუთითებ მაგ ბარათს და ლეგალურ ამერიკულ ბილინგს მიაბამ.
ბარათი სატესტოა – მაგით ვერ იყიდი, მაგრამ ბილინგს დაგისვამს ამერიკულს და შეძლებ გიფთით ყიდვას. და უფასოებს კიდევ გადმოგაქაჩინებს იმ ბარათით.
ამერიკული ვირტუალური ბარათიც მუშაობს.
LikeLike