რომელი ქინდლი ხარ შენ?

ბოლო ხანს ყველაზე ხშირი შეკითხვა, რაც ფბ-ის “ქინდლის” ჯგუფში ისმის ესაა – “რომელი ქინდლის ყიდვას მირჩევ?” ჯგუფის გარეთაც მკითხა უკვე რამდენიმე ფრენდმა თუ მეგობარმა.

“ამაზონი” ამჟამად 3 მოდელს გვთავაზობს – “ქინდლ-ქიბორდ”, “ქინდლ-თაჩ”, “ქინდლ-მინი”. ჩემი უნივერსალური პასუხი ასეთია: მე თავად ქიბორდიანი (კლავიატურიანი) “ქინდლი” მაქვს – როდესაც ვყიდულობდი, ეგ იყო ყველაზე ბოლო მოდელი, მაგრამ დღეს რომ ვყიდულობდე, “თაჩს” შევიძენდი.

ამ მოკლე პასუხს უფრო თუ გავშლით, მაშინ სანამ “ქინდლს” შეუკვეთავ, გირჩევ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე, რისთვის გჭირდება ის.

Kindle Miniთუ მხოლოდ წასაკითხად – აი ასე: წიგნებს ინტერნეტიდან ჩამოქაჩავ კომპიუტერზე, გადაწერ ქინდლში და წაიკითხავ, მაშინ საუკეთესო არჩევანი “მინია”. ის ყველაზე კომპაქტურია. ყველაზე მჩატე და, შესაბამისად, სატარებლადაც ყველაზე მოსახერხებელია. თუმცა, მას ორ სხვა “ქინდლთან” შედარებით ორჯერ სუსტი ელემენტი და ორჯერ ნაკლები მეხსიერება აქვს (2GB), თუმცა, წიგნების შესანახად ეს მოცულობაც სავსებით საკმარისია.

მაგრამ “ქინდლი” არ არის წამკითხველი, რომელსაც მხოლოდ ოფლაინ ამუშავებ. როდესაც  “ქინდლს” იძენ, მას “ამაზონის” სერვერზე პერსონალური წიგნების თარო მოყვება საჩუქრად… თუმცა, რაღა თაროა – 5GB მოცულობის უზარმაზარი წიგნების კარადაა, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ტექსტური დოკუმენტი/წიგნი გადააგზავნო და შეინახო. ამასთან, თუ ისეთ ფორმატში გადააგზავნი, რომელსაც “ქინდლი” ვერ აღიქვამს (მაგალითად Word DOC/DOCX) “ამაზონი” მას “ქინდლისეულ” AZW/MOBI ფორმატში დააკონვერტებს და თაროზეც ისე შემოდებს. ეს იმ წიგნებზე/დოკუმენტებზე ვამბობ, რომლებიც “ამაზონის” წიგნების მაღაზიიდან არ შეგიძენია და რომელიმე ინტერნეტ-ბიბლიოთეკიდან ჩამოქაჩე. ის, რაც “ამაზონიდან” შეიძინე ან გადმოქაჩე (იქ კი უთვალავი უფასო წიგნია), ცხადია, ასევე ინახება სერვერზე შენს პერსონალურ წიგნების თაროზე. ნებისმიერ დროს, როცა გაგეხარდება, შეგიძლია შენი ვირტუალური წიგნების კარადა გამოაღო, რომელიმე წიგნი “ქინდლში” ჩამოქაჩო/გახსნა Kindle Touchდა წაიკითხო. შემდეგ, ნებისმიერ დროს დახურო წიგნი და, სულაც, წაშალო “ქინდლიდან” – თაროზე ის მაინც რჩება. მეტიც, როდესაც მოგვიანებით კითხვის გაგრძელებას მოისურვებ და ხელახლა გადმოიღებ შენი “ამაზონისეული” თაროდან, წიგნი “ქინდლში” ზუსტად იმ ადგილას გაიხსნება, სადაც წინა ჯერზე შეწყვიტე კითხვა. წიგნს შეგიძლია დაურთო შენიშნვები, სანიშნეებიც ჩაალაგო ფურცლებს შორის – ამ ყველაფერს “ამაზონის” სერვერიც იმახსოვრებს. მოკლედ, არაფერი არსად დაგეკარგება. თუკი ყველა ეს ფუნქცია შენთვის გამოსადეგია, თუ “ამაზონიდან” წიგნების ყიდვას/გადმოქაჩვას აპირებ, თუ “ამაზონის” შენეული წიგნების კარადის გამოყენება გსურს – მაშინ გიჯობს ის “ქინდლი” შეიძინო, რომლითაც ტექსტის აკრეფა და ინტერნეტ-ნავიგაცია გაგიოლდება. ეს კი, პირველ ყოვლისა, არის “თაჩი” და “ქინდლ-ქიბორდი”. “ქინდლ-მინის” არც ღილაკები აქვს, არც თაჩსქრინი და ტექსტის აკრეფა (თუნდაც ინტერნეტ-მისამართისა ბრაუზერში) მოუხერხებელია.

კიდევ ერთი რაც სხვა ორ “ქინდლს” “ქინდლ-მინისგან” განასხვავებს – აუდიო მხარდაჭერაა. თუ აუდიო-წიგნებს უსმენ ხოლმე ან კითხვის დროს MP3 მუსიკის მოსმენა გსურს – მაშინ ესეც უნდა გაითვალისწინო. გარდა ამისა, ქიბორდიან “ქინდლზე” ინტერნეტ-რადიოც ჩატვირთეს ჰაკერებმა. ამისთვის “ქინდლის” დარუთვა დაგჭირდება, მაგრამ რთული არაა… თუმცა, “თაჩის” მსგავსი მოდიფიცირებაც, ალბათ, მხოლოდ დროის ამბავია.

Kindle Keyboardქიბორდიან “ქინდლში” იუზერისთვის უფრო მეტი მეხსიერებაა გამომეტებული (მთლიანი მოცულობა ერთია – 4GB, მაგრამ “თაჩი” სისტემისთვის მეტს არეზერვებს) და ელემენტიც ერთი დატენვით ოდნავ უფრო მეტს მუშაობს (“ამაზონს” – 2 თვე აქვს მითითებული ორივე “ქინდლისთვის”, მაგრამ, როგორც იუზერები წერენ – ქიბორდიანი ერთნაირი დატვირთვის შემთხვევაში მეტს ძლებს). სამაგიეროდ, “თაჩი” უფრო მოდერნულია და თაჩსქრინის წყალობით მენიუ და ინტერნეტ-ნავიგაციაც უფრო იოლია. ამასთან, უფრო მჩატეა და კომპაქტური, მაგრამ “ქიბორდიანი”, ზემოთაც ვთქვი, იოლად ირუთება და იქ საკუთარი სქრინსეივრების და ზოგიერთი პროგრამის/აპლიკაციის (მაგალითად “ნოუთფედის”) დამატებაა შესაძლებელი.

და კიდევ: ყველა “ქინდლი” განსხვავებული კომპლექტაციით იყიდება – სანამ შეუკვეთავ, ყურადღება მიაქციე, შედის თუ არა კომპლექტში დამტენი. რა თქმა უნდა, “ქინდლი” კომპიუტერიდანაც იტენება (USB კაბელით), მაგრამ შტეფსელიდან დატენვას ბევრად ნაკლები დრო უნდა და უფრო მოსახერხებელიცაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ –  “ქინდლთან” ერთად კომპიუტერის ყველგან თან თრევაც არ დაგჭირდება დატენვის მიზნით. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

თუ ამ თოვლის გადამკიდე ჩემი Kindle Fire დროზე ჩამოაღწევს ჩემამდე – მის რევიუსაც უახლოეს დღეებში დავამატებ.

P.P.S.

I love my Kindle and yours too 🙂

ასევე:

ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!

 

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

42 thoughts on “რომელი ქინდლი ხარ შენ?”

  1. ზუსტად ახლა ვაპირებდი მეკითხა, ფაიერი ხომ არ ჩა,მოგივიდა-თქო. 🙂
    მეც ვფიქრობ გამოწერას. მაგრამ აქ ჩამოტანა ძვირი ჯდება სადღაც 100 დოლარით ძვირდება.

    თაჩები მარტო ამერიკისთვისაა როგორც ვიცი?

    Like

    1. ეგრე Fire-იც ამერიკისთვისაა მარა კი ვიყიდე მშვენივრად. 🙂
      მართალია, ჯერ არ ჩამომსვლია, მაგრამ ეგ უკვე ამაზონზე არაა დამოკიდებული.
      Fire-ს კიდევ აქვს შეზღუდვები ამაზონის სერვერთან მუშაობისას, ამერიკის გარეთ თუ ხარ, მაგრამ თაჩს არა. ამ მხრივ თაჩი ამერიკაში გაქვს, საქართველოში თუ უკრაინაში მნიშვნელობა არც აქვს.

      ჩამოტანა ძვირი ჯდება სადღაც 100 დოლარით ძვირდება.

      საქართველოში აყიდინე ვინმეს და ხომ ჩამოხვალ მაინც და წაიღებ.
      აქ ჩამოტანა მაგდენი არ ჯდება. თუმცა განბაჟებას ექვემდებარება – 18% დღგ.

      Like

  2. მე მხოლოდ წასაკითხად მჭირდება, ამიტომ ჩემთვის ოპტიმალური მინია. ჩანთაშიც მშვენივრად ეტევა, კომფორტულად სატარებელია და არც უღილაკობა მიშლის ხელს.

    აუდიო წიგნებს ისედაც არ ვუსმენ, ნეტში ხეტიალი კომპიუტერიდან მირჩევნია, ამაზონის კარადას ოდესმე თუ გამოვიყენებ, ტექსტს როგორმე იმ ღილაკებითაც ავკრეფ.

    სხვათაშორის, არც უდამტენობას შევუწუხებივარ. სანამ ბიბლიოთეკას ვაახლებ, რიდერი შეერთებულია და გემრიელადაც იტენება. თუმცა, ლაითერთან ერთად, შესაძლოა, დამტენიც შევუკვეთო.

    ერთადერთი, რამაც გამაწვალა და სერიოზულადაც შემაშინა, ქავერი იყო. პრობლემა უკვე მოგვარებულია.

    მოკლედ, მე მინი ვარ.

    Like

    1. კი. დამტენი ნაღდად მოსახერხებელია. ღამე შეაერთებ დილით დატენილი გხვდება. 🙂
      ევროპული “ვილკებიც” აქვთ. ჩემსას ამერიკული მოყვა თავისი და ცალკე აღარ შემიკვეთია და გადამყვანს ვიყენებ.

      Like

  3. მე მაქვს კეიბორდი და ახლა აღმოვაჩინე, რომ შეუძლია, წამიკთხოს კიდეც ტექსტი.. რა ბედნიერი ვარ, ნეტა წარმოიდგენდე.. ❤

    ინგლისურსაც ვისწავლი ასე მოსმენით. 🙂

    Like

    1. ორი ტანკი მოერევა თუ სამი – გააჩნია რა შემთხვევაშიო – ფილმი იყო ეგეთი 🙂
      Fire – ტაბლეტია აქედან მომდინარე ყველა პლიუსებით და მინუსებით. ეს სამი კი რიდერებია.
      წასაკითხად – ესენია. მეილი, ფეისბუქი, საოფისე და რამე – Fire.
      უბრალოდ LCD ეკრანზე ვრცელი ტექსტების კითხვა დამღლელია. თორემ ეგრე კომპიუტერითაც წაიკითხავ და მობილურითაც.
      მოკლედ – ორივე საჭიროა 🙂 და ერთმანეთს ვერ ცვლის.

      Like

  4. თაჩი და თაჩი.. გადავწყვიტე საბოლოოდ. ეხლა ჩემი ძმა შემომიჩნდა fire- ვიყიდოთო… ენივეი, მე მაინც ახალი წლის მერე ვაპირებ. ეხლა, რევიუსაც დაველოდები ამ უკანასკნელზე აქ.. : )

    Like

      1. რეავიცი რეავიციი…

        kindle.ge – ს ლობირებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ იდეა საკმაოდ კარგია და ფასნამატიც არც თუ ისეთი მაღალია რომ “ჭკვიანურად” დახარჯვას იმსახურებდეს 🙂 ეს რაღათქმაუნდა ჩემი აზრით და ანათემას ნუ გადამცემთ ძალიან გთხოვთ 😀

        Like

      2. კაზინოში იგებს ის, ვინც მას ფლობსო 🙂 ამ პონტში კარგი იდეაა. თუმცა, არცთუ მთლად ლეგალური (თუ ამაზონიდან არ აქვთ ლიცენზია) – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეგ ლოგო რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია და მისი კომერციული მიზნით გამოყენება არ შეიძლება.

        მაგრამ ეგ იქეთ იყოს. მაზონი თავისთავად ონლაინ მაღაზიაა და კიდევ ზედნამატი მეორე ონლაინ მაღაზიის სახით რა საჭიროა? 🙂
        მესმის ფიზიკურად არსებული მაღაზია რომ იყოს – მიხვალ, ნახავ რა არის, მოსინჯავ, შეადარებ და იყიდი.

        Like

  5. “მესმის ფიზიკურად არსებული მაღაზია რომ იყოს – მიხვალ, ნახავ რა არის, მოსინჯავ, შეადარებ და იყიდი.”

    ეს ვიგულისხმე კარგ იდეობაში…

    Like

    1. ეგ კი.
      მაგრამ ეგეც ონლაინია როგორც ვხვდები. 🙂
      მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში – ქსე იყიდი თუ ისე, ამდენად თი უფრო ცოტა მეტად – ქინდლი ამად ღირს. იმჰო. 🙂
      კარგი პროდუქტია და ფასნამატს იტანს. მე რომ ვიყიდე იმაზე ძვირი იყო, ვიდრე ახლა ღირს, მაგრამ არ ვნანობ. 🙂

      Like

  6. ლორდ, სადღაც წავიკითხე რომ რომ შესაძლებელია წიგნების მეილით ამაზონისთვის გაგზავნა და ამაზონი თვითონ გადაიყვანსო შესაბამის ფორმატშიო 🙂 შეიძლება აქაც წავიკითხე, მაგრამ ვერ ვპოულობ, და შენ ხომ არ იცი მეილი? და კიდევ რა მაინტერესებს რომ გადამყავს კი კითხულობს, მაგრამ ცოტა არ იყოს უცნაურად. მაგ.: არ არის დაცული აბზაცები. ხომ არ იცი ამაზონის მიერ გადაყვანილი(კონვერტირებული) წიგნების შემთხვევაში როგორაა საქმე? 🙂

    Like

    1. მეტ-ნაკლებად არის რა.
      ხელით შეიძლება კალიბრში გასწორება როგორც ვიცი. მარა საჩალიჩოა.

      მეილი ინდივიდუალურია. რეგისტრაციის წერილით მოგივიდოდა. და ამაზონზე შენს ექაუნთზე თუ გახვალ იქ იქნება მითითებული.

      Like

      1. სხვადასხვა, მაგრამ ტექსტების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს – ქლაუდზე წვდომა ორივეს აქვს.

        Like

    1. თუ ყიდვას გულისხმობ – მაშინ გიფთ-ქარდი გინდა
      http://wp.me/pBTza-1EK

      ხოლო თუ უფასო პროგრამების გადმოწერა გინდა, მაშინ უბრალოდ ბარათი უნდა მიუთითო ამერიკული (სატესტო ნომრით და ამერიკული მისამართით). დაგუგლე და უამრავ ეგეთ ბარათს ამოგიგდებს – ვიზას, მასთერქარდს, ამექსს. 100% ლეგალური სატესტო ბარათია ონლაინ ანგარიშების დასატესტად. შეიყვან მაგას და მორჩა.

      ბზვ მეილი რომ მთხოვე სხვა კომენტარში – მოგწერე იმ დღეს. მეილს თუ შეამოწმებ – ნახავ.
      ის კომენტარი არ გამომიქვეყნებია უბრალოდ ბლოგზე, თორემ გამოვეხმაურე 🙂
      ეს ისე – უყურადღებობაში რომ არ ჩამითვალო. 😉

      Like

      1. ძველ პოსტს კითხულობ ვაჰმ 🙂
        მოხსნილია წარმოებიდან ეგ ქინდლები ყველა. დააფდეიტდა მოდელები. ძველებიდან ერთადერთი ქიბორდიანი რჩება.

        Like

      2. პრინციპში – არაფრით 🙂
        ნუ არაპირდაპირ თეთრფურცელა ქინდლით, ისაა თაჩიანი, თუმცა პრინციპულად სხვა მოდელია.

        ოთხ ახალ ქინდლზე გადადი – ლინკი ხოა პოსტის ბოლოს 🙂

        Like

    1. PDF-ს კი კითხულობს, მაგრამ თუ ქართული წიგნებია, ფონტია მთავარი პრობლემა.
      თუ სტანდარტული, უნიქოდ შრიფტითაა – წაიკითხავს.
      თუ გეოდუმბა და ეგეთი შრიფტებით – ეგ კუბიკებად გამოჩნდება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: