ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც. 🙂
მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე. 🙂
რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.
***
***
პასუხები:
1. Louis Vuitton Malletier ან უბრალოდ Louis Vuitton – ფრანგული სუპერ-ლაქშარი მოდის სახლი, რომელიც უკვე 150 წელიწადზე მეტია, რაც არსებობს, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლუი ვუიტოს პარიზში გასამგზავრებლად მოსახერხებელი ჩემოდანი არ აღმოაჩნდა და თავად შექმნა ის. მოგვიანებით ისე გაითქვა სახელი, რომ ნაპოლეონ მესამის მეუღლისთვისაც კი ამზადებდა ჩანთებსა და ჩემოდნებს. ამჟამად კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი თვით მარქ ჯაქობსია. ხელჩანთები, ქეისები, სათვალეები, ფეხსაცმელი, საათები – გამოაღეთ თქვენი გარდერობი, ის იქ არის და თუ არ არის – იქნება! რა თქმა უნდა, ჩემი ბლოგის ყველაზე სნობ მკითხველს ამ ლოგოს ამოცნობა არ გაუჭირდებოდა.
2. Givenchy – 1952 წელს დააფუძნა დიზაინერმა იუბერ დე ჟივანშიმ. ტანსაცმელი, აქსესუარები, პარფიუმერია… ამბობენ, რომ ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, მოხდენილი და ჰაეროვანი სამოსის მწარმოებელი სწორედ ჟივანშია, ტყუილად როდი იყვნენ მის კლიენტთა შორის ოდრი ჰეფბერნი და ჯაქლინ ქენედი. მეტრი ცოცხალია, მაგრამ ტანსაცმლის კოლექციებზე აღარ მუშაობს. “ჟივანშის სახლის” შემოქმედებითი დირექტორი დღეს იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიშია.
3. Ted Lapidus – ამ მართლაცდა გამორჩეულ ფრანგ დიზაინერზე ადრე დავწერე ბლოგზე, აღარ გავიმეორებ. მისი მაღაზია თბილისში იყო, შემდეგ – დაიკეტა, ახლა კი კვლავ გაიხსნა პეკინზე. ელეგანტური და არც ისე ძვირი.
4. Valentino – იტალიელი ვალენტინო გარავანის მიერ 1959 წელს დაარსებული მოდის სახლი. ვალენტინო ყველამ იცის, სხვა რა უნდა ვთქვა? ის ერთადერთია ძველი გვარდიიდან, ვინც ჯერ ისევ ფრონტის წინა ხაზზეა. მას “უკანასკნელ იმპერატორს” უწოდებენ. მისი კალიბრის ყველა დანარჩენი უკვე საიქიოსაა და ვალენტინოს, იუბერ დე ჟივანშისა და პიერ კარდენსღა ელიან. “ვალენტინოს სახლის” დიზაინერები იტალიური ტანდემია – მარია გრაცია ჩიური და პიერ პაოლო პიჩოლი.
5. Yves Saint Laurent – 1962 წელს გენიალური ფრანგი დიზაინერის ივ სენ ლორანისა და მეწარმე პიერ ბერჟეს მიერ დაფუძნებული მოდის სახლი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2002 წელს ივ სენ ლორანმა სახლი დახურა, თუმცა ამ ბრენდის ქვეშ “გუჩის ჯგუფი” კვლავ აწარმოებს ტანსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმს. ბრენდის დიზაინერი ამჯამად იტალიელი სტეფანო პილატია.
6. Polo Ralph Lauren – ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი ამერიკელი დიზაინერის რალფ ლორენის მოდის სახლი 1967 წლიდან აწარმოებს სპორტულ, ყოველდღიურ და გამოსასვლელ ტანსაცმელს. აქვს პარფიუმერული ხაზი, ტყავეული, საათები, ასე განსაჯეთ, ზეწრები და პირსახოცებიც კი… რალფ ლორენი ბიზნესის ღმერთია. საუკეთესო ყნოსვა აქვს და ყოვეთვის იცის, თუ რა იქნება მოდაში.
7. ეს ვეშაპი ამერიკული ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Vineyard Vines-ის ლოგოა. ამ ბრენდზეც დავწერე ადრე.
8. Burberry – ეს მარადიული ფასეულობაა – ასე ამბობენ ინგლისში. ბრენდი 1856 წლიდან არსებობს და მისი დამფუძნებელი მეწარმე თომას ბერბერი იყო. მსოფლიოს 100 უძვირფასეს ბრენდს შორისაა. “ბერბერი” ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისთვისაც კერავს და საგანგებო სამეფო სტატუსიც აქვს. სახლის შემოქმედებითი დირექტორი ინგლისელი დიზაინერი ქრისთოფერ ბეილია.
9. Lilly Pulitzer – სამეფო გვარის კლიენტურით, შეიძლება, ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ ეს ამერიკელი დიზაინერი თავადაა “ფრეფის დედოფალი” და მისი კომპანიის ლოგოც ბევრი წარმატებული, ამბიციური და გემოვნებიანი ადამიანის სამოსს ამშვენებდა და ამშვენებს, რომელთა შორისაც იყვნენ ჯექი ქენედი და მისი ქალიშვილი, როქფელერების, ვანდერბილთებისა და სხვა უოლ სთრითის მეფეების ოჯახის წევრები. ლილიმ თავისი ბიზნესი წვენების წარმოებით დაიწყო, მაგრამ 1960 წლიდან სამოსზე გადაერთო. კომპანიის მთავარი დიზაინერი ჯენი შონბორნია.
10. უბრალოდ Levi’s და სიტყვები საჭირო აღარაა! 🙂
11. ეს საყვარელი მწევარი Trussardi-ს სახლის ლოგოა. კომპანია 1910 წლიდან არსებობს და თავდაპირველად ტყავის ხელთათმანების წარმოებით იყო დაკავებული, მოგვიანებით დამფუძნებლის, დანტე ტრუსარდის შვილიშვილმა, პროფესიით ეკონომისტმა ნიკოლა ტრუსარდიმ აქცია იმად, რაც დღეს არის… მანვე შექმნა “ტრუსარდის სახლის” ეს ლოგოც. ტრუსარდის გვარს რაღაც წყევლა სდევს თან – ნიკოლას მამაც და უფროსი ძმაც ადრე დაეღუპა, თავად ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში და რამდენიმე წლის შემდეგ ამგვარადვე დაიღუპა მისი ვაჟიც. ამჟამად სახლს ნიკოლა ტრუსარდის ქალიშვილები მართავენ, მთავარი დიზაინერი კი მილან ვუკმიროვიჩია.
12. Bill Blass – ორი “B” ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი დიზაინერის, ბილ ბლასის კომპანიის ლოგოა. ეს ბრენდი 1959 წლიდან არსებობს. მისი სამოსი ცნობილია იმით, რომ არის პრაქტიკული, მოხერხებული და მოხდენილი. ბლასი ამბობდა: “სხვები ქმნიან საუკუნეებისთვის, მე კი – დღევანდელი დღისთვისო”. გამოუსწორებელი მწეველი ბლასი 2002 წელს კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამად მისი ბრენდის ქვეშ მუშაობენ დიზაინერები ფითერ სომი და მაიქლ ბასთიანი, თავად ბრენდი კი კომპანია Peacock International-ს ეკუთვნის – სწორედ იმას, სულ ახლახანს რომ გახსნა თბილისში მაღაზია (სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” – “აჭარის” პირდაპირ).
13. ვერ იცანით? სირცხვილია!!! 🙂 და ახლავე გადით ჩემი ბლოგიდან! 🙂
14. Paco Rabanne – ბასკი დიზაინერის ოჯახმა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს საფრანგეთს შეაფარა თავი. არ ვიცი, რა გამოვიდოდა პაკოსგან ესპანეთში რომ დარჩენილიყო. შეიძლება “ეტა”-ს ტერორისტი, მაგრამ მან მოდის ინდუსტრიის აფეთქება ამჯობინა და მშვენივრადაც გამოუვიდა. სკანდალისტი, ნოვატორი, ბრჭყვიალა ფერებისა და ზიზილ-პიპილოების მოყვარული პაკო რაბანი განათლებით არქიტექტორია, 1960 წლიდან მოდის ინდუსტრიაშია. მას უნისექსის ერთ-ერთ მამა-მარჩენლადაც მიიჩნევენ. მისი სახლის შემოქმედებითი დირექტორი ინდოელი ავანგარდისტი დიზაინერი მანიშ არორაა.
15. ეს ყველაზე გადარეული და გენიალური ქალის, პანკის დედოფლის, ვივიენ ვესთვუდის მოდის სახლის ლოგოა. ვივიენმა და მისმა მეუღლემ მალქოლმ მაქლარენმა პირველი მაღაზია 1971 წელს გახსნეს. Vivienne Westwood ესაა ბრენდი ყველაზე თამამი და ყველაზე უკიდეგანო ფანტაზიის მქონე ადამიანებისთვის. “თუ შთამბეჭდავ სამოსს ატარებ – უკეთესი ცხოვრება გაქვს,” – ამბობს ვივიენი. მისი სახლის ამჟამინდელი შემოქმედებითი დირექტორი ვივიენ ვესთვუდის ახლანდელი მეუღლე ანდრეას ქრონთეილერია.
16. რაღა თქმა უნდა Converse – სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი ეს კომპანია 1908 წელს დააფუძნა ბიზნესმენმა ელიშა ქონვერსმა. სხვათა შორის, ქონვერსი ფრანგი დამპყრობლის, უილიამ (გილიომ) ნორმანდიელის ერთ-ერთი მხედართმთავრის შთამომავალი იყო, ალბათ ამიტომ არც მის კომპანიას გასჭირვებია მსოფლიოს დაპყრობა. კალათბურთის ფეხსაცმელს რაც ეხება – აქ “ქონვერსი” ხომ სულ მთლად მოდის მდგენელია. დღეს კომპანია “ნაიქის” ჯგუფში შედის.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება ეგ მინიშნება ❤
LikeLike
ეგრეა და.
ფრანგები ვიტონის ტანსაცმელს ლილოზე იძენენ, აბა პარიზის ლუი ვიტონში ტანსაცმელი სულ არაა და რა ქნან.
Lilo exclusive. 🙂
LikeLike
პირველი ხაზი მომწონს ^^
LikeLike
ამ ბრენდებს კი ვცნობ, მაგრამ არაფერი არ არის ჩემს გარდერობში მსგავსი. არ მაქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობა რომ რომელიმე შევიძინო, რა თქმა უნდა არაპატენტი და არა made in Lilo 😀
მაქვს მხოლოდ ის ბრენდები, რისი შესაძლებლობაც მაქვს და შემიზენია შესაბამის ავტორიზებულ მაღაზიებში, გნებავს აქ თუ საზღვარგარეთ 🙂
LikeLike
sales ფორევა 🙂
LikeLike
უმრავლესობა ვიცი ესე იგი სნობი ვყოფილვარ 🙂
LikeLike
პირველი ხაზი მეც მომწონს და სხვა ხაზებიც მომწონს 🙂 მაგრამ ძვირია.
რაღაც-რაღაცეები მაქვს.
ვესტვუდის ლოგო ნამდვილად ვერ გავიხსენე – მერე ვნახე ინტერნეტში და წარწერის თავზე ქონია, მაგრამ წარწერაა იმხელა და ლოგო პატარაა. 🙂
LikeLike
მაქვს ვუიტონის ქარდ ჰოლდერი და ლორანის მაისური :დ ჟივანშის და ბარბერის სუნამოები ❤
ლოგოფობია სხვა რამეა, მაგრამ ეგ მჭირს ლოგოებთან მიმართებაში ) სულ ვცდილობ ისეთი რამე ვიყიდო ლოგოებით აჭრელებული რომ არ იქნება. ვუიტონმა მთელი აქსესუარები გააფუჭა ამ მანიაკალური გაფორმებით და გუჩიმ თავისი ხაზებით. mauvais ton.
LikeLike
მე არ მაქვს 😦
ისეთი უბრალო ქარდ ჰოლდერი მაქვს – თუ დაინახეს მოცემულ ვიზიტკებს უკან მართმევენ – მანდ არ ჩადოო 😦
LikeLike
რას გვახარბებ, ჰა? 🙂
ლოგოების ამოცნობა ადვილია. გარდერობის გავსება იკითხე შენ. 🙂
საახალწლოდ ველი საჩუქრებს 😉
LikeLike
თოვლის ბაბუას მიწერე წერილი 🙂 და არ დააგვიანო – აქედანვე დაიწყოს ფულის შეგროვება.
LikeLike
ლოლ ძალიან გამეცინა :))))))))
ყველაზე მაგარი იცი რა არის )) ორი წელია.ესტე ლაუდერის იაფფასიან ჰოლდერს დავათრევ, ჩანთას რომ მოყვა ))) ეს ვუიტონის უჯრაში უფუნქციოდ მიგდია))
LikeLike
ჰოდა მაჩუქებ აბა. მადლობა.
LikeLike
ლუი ვიტონის სათვალე და საფულე მაქვს და ღმერთმა არ ქნას ან ერთი გამიტყდეს ან მეორეში 10 თეთრიანი მაინც არ ჭყაოდეს.
არ არსებობს პოლო რალფ ლორენის სპორტულები განსაკუთრებით,ქუდები და კურტკები არ მომეწონოს.
და ვესტვუდი უბრალოდ მაგარია,ლევისი ხო და დიზელი რატომ არ ახსენე? მე მიყვარს დიზელის ჯინსები.
LikeLike
მე კიდე ლაკოსტი მაქვს სათვალეებიც და საფულეც 🙂
კიდევ ძალზედ ბევრი ლოგო დაგვრჩა ამოსაცნობი.
დიზელის დროც მოვა. თან დიზელზე მთელი პოსტი დავწერე ადრე.
LikeLike
მე ლაკოსტეს მაისურები 😛
LikeLike
ჩემი გარდერობის სტიკერია 🙂
LikeLike
საკუთარი თავი შემეცოდა 🙂
სულ 8 (ჰა 9 ბრენდი, ტედ ლაპიდუსი მხოლოდ ინიციალებით ვივარაუდე) ვიცანი და ერთადერთი ბრენდი – ჟივენში კოსმეტიკის სახით მოიპოვება ხოლმე ჩემს ავლა-დიდებაში.
ასეთი არასნობურიც არ მეგონა თავი 🙂
LikeLike
უმეტესს თუ ვერ ვცნობ არ ვარ სნობი ? 😀
LikeLike
სამი ლოგო ვიცანი მარტო. ან ძალიან დებილი ვარ ან უგემოვნო ან არ ვიცი.. : ))
LikeLike
მეც, რუსასი არ იყოს, უმეტესობა ვერ ვიცანი, მე კი ვიცოდი, რომ არ ვარ სნობი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 🙂
LikeLike
ყველა -1 🙂 Bill Blass ვერ ვიცანი.
ვესტვუდის კულონი მაქვს ზუსტად ეგეთი ამიტომ იოლი იყო. 🙂
პულიცერი და ეგ ვეშაპი სხვა პოსტიდანაც მახსოვს.
დანარჩენი კიდე ძალიან ცნობილი ლოგოებია.
LikeLike
გუდ ფორ იუ – სხვა რა გითხრა? 🙂
შემდეგ სერიას რო/თუ გავაკეთებ – გავართულებ ესფესიალი ფორ იუ და შენნაირი სნობებისთვის.
🙂
LikeLike
აუუ რამდენი ვწერე და წამეშალა, იმეილი გაქვს არასწორად შეყვანილიო 😦
მოკლედ – პულიცერს და ვესტვუდს აქვთ ყველაზე ბანძი ლოგოები მეტქი ვწერდი
ხოლო ჩემი შეფასებით საუკეთესოები:
1. რალფი
2. ბარბერი
3 ლევისი და ლაკოსტე
ყოველთვის ფიგურას(იმიჯს) ვანიჭებ უპირატესობას ლოგოში
და აბრევიატურა ლოგოებიდან ივი და ლუი 🙂
LikeLike
ფლორიდაში ცხოვრობს და პალმების მეტს ვერაფერს ხედავს ფანჯრიდან და რა ქნას 🙂
ისე მხიარული ლოგოა. T-Shirt და ეგეთ რამეებზე კარგად მიდის. თან ლამაზი მკერდზე როცაა მთლა კაია. 🙂
ნანახი მყავს მე მაგ პალმიანი გოგოები ამერიკაში ბევრია. ჩვენთან არაა დიდად პალ=პულარნი.
LikeLike
კი, მე ვარ სნობი
მაგრამ არც ჩემს გარდერობს ამშვენებს ამათგან ბევრი რამ
რა თქმა უნდა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე
თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა 🙂
LikeLike
ინტერესისთვის მამაჩემს ვაჩვენე რომელიმე თუ იცი მეთქი და დიდი ტვინისჭყლეტის შემდეგ როგორც იქნა ლაკოსტის ნიანგი ეცნო .

LikeLike
ყველაზე კარგი უცვნია მერე რა გინდა
LikeLike
სნობი სულაც არ ვარ, მაგრამ დიზაინერები მიყვარს.
😉
LikeLike