ამბობენ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველები ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქებული ერია… მაინცადამაინც არ მჯერა, თუკი ჩვენში ინტერნეტის სუსტ განვითარებას გავითვალისწინეთ და კომპიუტერიც ჯერ კიდევ არ აქვს ბევრს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ბევრნი ვართ.
თავად “ფეისბუქისვე” დათვლით, ერთ საშუალოსტატისტიკურ ფეისბუქელს 130 ფრენდი ყავს. მე პირადად – ამაზე ცოტათი მეტი და ჩემი ფრენდების უმეტესობას კი რამდენჯერმე მეტიც. 🙂 ფრენდების რაოდენობით, ვფიქრობ, ქართველ ფეისბუქელებს მართლაც ბარე ორი ვერ აჯობებს. ჰოდა, გიფიქრიათ თუ არა რა ხეირი მოაქვს ერთ ფეისბუქელ ფრენდს? ეს ციფრი დათვლილია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს. ასეთია სოციალური მედიის კვლევისა და მართვის კომპანიის Syncapse-ს მიერ მიღებული შედეგები.
მაგრამ ფრენდი რომ ფულად აქციოთ, ამისთვის რამე ბიზნესი უნდა წამოიწყოთ, ფან-ფეიჯი გახსნათ და რაც შეიძლება მეტი ფრენდი შემოიტყუოთ და გააფანოთ.
თითო ფეისბუქელი ფანი მზადაა არაფანზე ხშირად გაიკრას ჯიბეზე ხელი და თქვენს კომპანიას საშუალოდ 72 დოლარით მეტი დაახარჯოს.
ცხადია, ფანი ფანისგან განსხვავდება. და სხვადასხვა ბრენდის ფანებიც განსხვავებულები არიან. ზოგი უფრო გულუხვია, ზოგიც მეტად წუწურაქი. “ნოკიას” ფეისბუქელი ფანი, მაგალითად 108 დოლარით მეტს ახარჯავს “თავის” ბრენდს, ვიდრე არაფანი. “ნაიქის” შემთხვევაში ეს სხვაობა 121 დოლარია, “კოკა-კოლასთვის” – 70, “მაქდონალდსისთვის” – 160, “ჯილეთისთვის” – 52, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 66.
თუ ადამიანი ფეისბუქში თქვენი ფანი ხდება, დიდი ალბათობით ის რეალშიც დარჩება თქვენდამი ერთგული. ფეისბუქელი ფანი ბევრად უფრო კეთილგანწყობილია და მომავალშიც არ აპირებს თქვენს მიტოვებას არაფანისგან განსხვავებით. საშუალოდ ბრენდის ერთგულ მომხმარებელთა შორის ფანების რაოდენობა არაფანებს 28 პროცენტით აღემატება. იმ ადამიანთა შორის, ვინც “ნოკიას” ტელეფონი კვლავ “ნოკიასვე” ტელეფონით განაახლა კომპანიის ფეისბუქელ ფანთა რაოდენობა 32 პროცენტით მეტია არაფანებზე, “ნაიქის” შემთხვევაში ეს სხვაობა 31 პროცენტია, “კოკა-კოლასთვის” – 22, “მაქდონალდსისთვის” – 21, “ჯილეთისთვის” – 25, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 40.
ერთ ფანს, როგორც წესი, სხვა ფანებიც მოყავს და ამას სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს (თუმცა, მისი წახალისება მაინც საჭიროა, ამაზე “სთარბაქსის” სოციალური მოდელის წარმატებაც მეტყველებს). ფანების თითქმის 70 პროცენტი აქტიურად ურჩევს მეგობრებს საყვარელ ბრენდს, მაშინ, როდესაც არაფანები 40 პროცენტით უფრო პასიურნი არიან. “ნოკიას” შემთხვევაში ეს სხვაობა 42 პროცენტის ტოლია, “ნაიქისთვის” – 41 პროცენტი, “კოკა-კოლასთვის” – 29, “მაქდონალდსისთვის” – 32, “ჯილეთისთვის” – 32, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 55.
ფეისბუქელ ფანთა 81 პროცენტი ბრენდთან ახლობლობას გრძნობს, ერთგვარ თვითიდენტიფიცირებას ახდენს მასთან, მაშინ, როდესაც არაფანთა შორის ეს ციფრი მხოლოდ 40 პროცენტია. ეს არარაციონალური დამოკიდებულებაა და მისი შეფასება არცთუ ადვილია, მაგრამ – ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ამ დამოკიდებულებას, პირობითად, განვიხილავთ როგორც ემპათიას, “ნოკიასთვის” ეს სხვაობა 51 პროცენტია, “ნაიქის” შემთხვევაში – 46, “კოკა-კოლასთვის” – 27, “მაქდონალდსისთვის” – 40, “ჯილეთისთვის” – 30, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 56. თუ ამ დამოკიდებულებას განვსაზღვრავთ როგორც მადლიერების, სიხარულის გრძნობას, “ნოკიასთვის” ეს სხვაობა 44 პროცენტია, “ნაიქის” შემთხვევაში – 40, “კოკა-კოლასთვის” – 18, “მაქდონალდსისთვის” – 33, “ჯილეთისთვის” – 30, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 54.
ყველა მონაცემის შესწავლისა და შეჯამების შემდეგ, Syncapse-ს ანალიტიკოსებმა ერთი საშუალოსტატისტიკური ფეისბუქელი ფანის ფასეულობა 136,38 დოლარად შეაფასეს.
ყველაზე ფასეული ფანები “მაქდონალდსს” ყავს, თითოეულ მათგანს კომპანიისთვის საშუალოდ 260 დოლარი მოაქვს, “ნოკიასთვის” ეს ციფრი 181 დოლარია, “ნაიქისთვის” – 210, “კოკა-კოლასთვის” – 138, “ჯილეთისთვის” – 102, “სონი ფლეისთეიშენისთვის” კი – 168.
ასე რომ, გაუფრთხილდით თქვენს ფანებსა და ფრენდებს და არასდროს გაანაწყენოთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ სულ ერთი ნაბიჯია. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
მიყვარან ჩემი ფანები :* შენ რომ არ გაქვს პეიჯი?
LikeLike
არ მაქვს. 🙂
LikeLike
საინტერესოა!
მაგრამ ეგ 140 დოლარი რა პერიოდშია? კვირაში, თვეში თუ წელიწადში?
LikeLike
მართებული შენიშნვაა, მადლობა.
წელიწადზეა ლაპარაკი. 1 კლიენტზე გადათვლით წელიწადში.
LikeLike
აუ არ დამცინოთ აზრზე არ ვარ:))) facebook – ზე like – ებით ფულს როგორ აკეთებენ ეს ამიხსენით:)))) მეც მინდა:))))
LikeLike
შენს შემთხვევაში მარტივი სქემა ასეთი იქნება: ქმნი ფბ ფან-კლუბს, გამოსცემს წიგნს და დარწმუნდები რომ ვინც მას იყიდის, შენი ფბ ფანები მათ შორის მეტი იქნება, არაფანებზე.
მერე ნახავ რომ ახალ მკითხველებს შორის, წიგნს ვინც იყიდის, იამთგან შენი ფბ ფანების მეგობრები, მათი რეკომენდაციით რომ იყიდა ასევე მეტი იქნება, სხვებზე.
დაბოლოს, ვინც იტყვის, რომ ქართველი მწერლის კიდევ ერთი წიგნის ყიდვას აპირებს და ეს შენი წიგნი იქნება – შენი ფბ ფანები და მათ მიერ დავერბოვკებული მკითხველების წილი იქნება მეტი, შენი არა ფბ ფანები კი იტყვიან, რომ, მაგალითად, ტეფნაძის წიგნს ვიყიდითო.
LikeLike
ვაიმე ვერაფერი გავიგე , გარდა იმისა, რომ მე და ანინა კონკურენტები ვართ: )))
მგონი მართლა ერთდოულად მოგვიწევს წიგნის გამოცემა, თუმცა ანინას წიგნი უფრო მალე იქნება, რადგან მე რომანის დაწერას 10 წლის შემდეგ ვაპირებ– 32 წლისას საკმარისი გამოცდილება მექნება და გამბედაობაც. მანამდე ფეიქბუქის შემცვლელსაც გამოიგონებენ: )))
LikeLike
ცისფერ მთებშია ეგ – ამხელა ტემას თუ რაცაა ასეთ ახალგაზრულ ასაკში არ უნდა შეჭიდებოდიო. ძველი ტანკისტი ეუბნება სოსოს.
მარტო ეგ ერთი რო გყავდეს, რა უშავრს – მორიგდებოდით როგორმე შინაურულად. 😉
ანინა უბრალოდ პირველი გამახსენდა – მიახლოებით ერთ ასაკობრივ კატეგორიაში ხართ და ორივე ბლოგერობთ და მე ორისევ ბლოგს ვკითხულობ. 🙂
LikeLike
ანინა უფრო ეპატაჟურია და ,,აგდებს” ხალხს თავისი პოსტებით. მე კი სკანდალები ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის ვწერ ლიტერატურაზე:)))))
ჰოდა აქვე ახალი პოსტი დავწერე, მაგრამ კომენტარები იბლოკება. იქნებ გესმის რამე ამ ოხერი ბლოგის?:((((HELP ME
SOS _ SAVE MY SOUL (BLOG)
LikeLike
იბლოკება რას ქვია? მოდერაციაში გიგდებს?
სპამი გონია ალბათ.
LikeLike
აი, ეპატაჟური ვინაა 🙂
http://wp.me/pBTza-108
LikeLike