იცით, თუ სად გადაეყრებით ყველაზე ლამაზ, ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ლოთ და სხვა ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერებს?
ეს ყველაფერი დათვლილია.
მაგალითად, ყველაზე ბევრს ირლანდიელი ბლოგერები სვამენ. ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით საშუალოსტატისტიკური ირლანდიელი ბლოგერი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის სახით 14 ლიტრ ეთილის სპირტს იღებს წელიწადში, სასმელთა რიგიდან თუკი ლუდს ცალკე გამოვიტანთ, მაშინ ირლანდიელთა ლიდერობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 131 ლიტრი ლუდი წელიწადში. მეორე ადგილზე მყოფი ინგლისელი ბლოგერები წელიწადში 10 ლიტრ სპირტსა და 99 ლიტრ ლუდს მოიხმარენ, ფინელი და რუსი ბლოგერები კი, მართალია ლუდის სმით ვერ დაიკვეხნიან, მაგიერ, წელიწადში მიღებული 10 და 9 ლიტრი სპირტით, საპატიო რეიტინგში მესამე-მეოთხე პოზიციაზე არიან.
ცნობილია ყველაზე მსუნაგი ბლოგერების ადგილსამყოფელიც – ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ქვეყნის ბლოგერთა 70 პროცენტს ზედმეტი წონის ზიდვა უწევს. თითქმის უახლოვდებიან მათ არგენტინელი და ახალზელანდიელი ბლოგერებიც, ევროპელთა შორის კი ბელარუსები და ინგლისელები ლიდერობენ, სადაც ბლოგერების 65 პროცენტს მომეტებული წონა აქვს.
თუ სულის სალხინებელს ეძებთ, მაშინ თურქ ბლოგებს უნდა მიაკითხოთ, სწორედ თურქი ბლოგერები არიან მსოფლიოში ყველაზე ღვთის მორწმუნენი და მოშიშნი – ევროკომისიის მონაცემებით, თურქეთში ბლოგერთა საშუალოდ 95 პროცენტია ასეთი. თუ ქრისტიანი ხართ და ისლამი არ გხიბლავთ, მაშინ, გირჩევთ, ყურადღება რუმინელ ბლოგერებს მიაპყროთ, სადაც 90 პროცენტია ღვთის მოშიში, მათ ბერძნები და პოლონელები თავიანთი 80 პროცენტით მოსდევენ. ყველაზე ღვთისპირიდანგადავარდნილი და “ბეზბოჟნიკი” ბლოგერები კი ესტონეთში ცხოვრობენ – იქ ღვთის მორწმუნე მხოლოდ 17%.
ყველაზე გონიერ ბლოგერებს თუ ეძებთ, მაშინ ჰონგ კონგს ან სინგაპურს უნდა მიაკითხოთ, სადაც ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) საშუალო მონაცემი 108 ქულაა, როგორც ეს ფსიქოლოგ რიჩარდ ლინის კვლევებმა დაადასტურა. ევროპელთაგან იტალიელი ბლოგერები გამოირჩევიან 102 IQ-თი. ისლანდიელი და შვეიცარელი ბლოგერების IQ 101-ია, ხოლო ბლოგერები ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, ლუქსემბურგიდან, ნორვეგიიდან და გაერთიანებული სამეფოდან (დიდი ბრიტანეთი) საპატიო 100 ქულას უკაკუნებენ.
ყველაზე ბევრი მკითხველი ინდოელ ბლოგერებს ჰყავთ, ამას მარკეტინგული კვლევის სააგენტო NOP-ის მონაცემები აჩვენებს – საშუალოსტატისტიკური ინდოელი ხომ კვირაში 11 საათს უთმობს კითხვას და ისე რა ღმერთი გაუწყრება, ამ 11 საათის განმავლობაში რამდენიმე ბლოგიც არ შემოეკითხოს? ინდოელებს ჩამორჩებიან ტაილანდელები და ჩინელები სხვისი ნაწერის კითხვაში გატარებული 9 და 8 საათით. ევროპელთაგან ყველაზე კარგი მკითხველები ჩეხ, რუს, შვედ და ფრანგ ბლოგერებს ჰყავთ – ამ ქვეყნებში ადამიანები საშუალოდ კვირაში 7-6,5 საათს უთმობენ კითხვას.
ყველაზე ბედნიერ ბლოგერებს დანიაში შეხვდებით. ბედნიერების მსოფლიო ინდექსში ისინი 8,2 ქულით 10-დან პირველ ადგილს იჭერენ, რაც მე პირადად სულაც არ მაკვირვებს. მათ ოდნავ ჩამორჩებიან შვეიცარელი და ავსტრიელი ბლოგერები 8,1 და 8 ქულით. არაევროპელთაგან ავსტრალიელი და კანადელი ბლოგერები ლიდერობენ, რომელთა ბედნიერების ინდექსი 7,7 და 7,6-ია.
ყველაზე ლამაზი ქალი ბლოგერები კვლავ სკანდინავიაშია, მათგან კი ნორვეგიელები ლიდერობენ – ასეთია Beautiful People-ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიის მონაცემები, რომელშიც ნორვეგიელმა ქალებმა დადებითი ხმების 76 პროცენტი მოაგროვეს. მათ ჩამორჩნენ შვედი (73%), ბრაზილიელი (71%), იტალიელი (67%), ჰოლანდიელი (63%) და დანიელი (57%) ქალები, ისევე როგორც რუსები, რომელთა მონაცემიც 44 პროცენტია. ყველაზე ლამაზი მამაკაცი ბლოგერები კი შვედები არიან – მათი მონაცემი 65 პროცენტია. ამავე სიის თანახმად ინგლისელთა მონაცემი სულ რაღაც 12 და 15 პროცენტია ქალებისა და მამაკაცებისთვის შესაბამისად. ვერც გერმანელები დაიკვეხნიან თავიანთი 13 და 15 პროცენტით. მაგრამ ყველაზე ძალიან რუსი მამაკაცები “გამოირჩნენ” თავიანთი 13 პროცენტით – ეს ევროპელ მამაკაცებს შორის რეიტინგში ყველაზე დაბალი მონაცემია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქართველ მამაკაც ბლოგერთა პერსპექტივები რუს ქალ მკითხველებს შორის კვლავ მაღალია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მაგარი სიაა. ქართველები არსად არიან?: ))
სულ არაფერში? :შ
LikeLike
ყველაზე მსუნაგი ბლოგერების ადგილსამყოფელიც – ეს ამერიკის შეერთებული შტატებია.
ratom ar mikvirs netav? 🙂
Kvelaze chkvianebi sheeshalat, kvelaze chkvianebi qartveli blogerebi arisn, kvelaferi ician kvelaze meti 🙂 🙂 😀 😀 😀
LikeLike
http://bigb.bigadda.com ყველაზე ბლოგერეეეეეეე 😀
LikeLike
ქართველები… აი ბლოგერთა საშუალო ასაკი რომ დათვალო საქართველო ყველაზე ახალგაზრდა ბლოგერების ქვეყანა აღმოჩნდება ალბათ. 🙂
იმიტომ არა, რომ თინეიჯერი ბლოგერები სხვაგანაა ცოტა – იმიტომ რომ საშუალო და უფროსი ასაკის ბლოგერები გვყავს ცოტა კიარადა ძალიან ცოტა. 🙂
LikeLike
აქ ბლოგის სხვა გაგება აქვთ 😀 😀 უფრო ახალგაზრდული 😀
LikeLike
არადა მე რომ მკითხო ბლოგერობა დიდი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტობასავითაა ლამის, ამიტომ – 35 წლამდე უფლება არ უნდა ჰქონდეთ 🙂
თორე ისე გამოდის, ერთმა ვითომ პოეტმა, მაგრამ ძალიან ენამოსწრებულმა ადამიანმა რომ თქვა თავის შვილზე – ნძ**ვა დაეზარა და პირდაპირ ცოლი მოიყვანაო.
LikeLike
არამარტო ბლოგერები,ქართველ ახალგაზრდობის უმრავლესობას ნაადრევი დაბერების სინდრომი ჭირს და ამიტომ 20 და 25 წელს გადაცილებული ადამიანი თავის “განვლილ აალგაზრდობაზე” საუბრობს.იმედს ვიტოვებ, 30წელს,რომ გადააბიჯებთ გააგრძელებთ კარგი პოსტების წერას!
LikeLike
ლოლ 🙂
მაგას მე თუ მეუბნები 30-ის როდის ვიყავი, აღარც მახსოვს 🙂
LikeLike
მე მახსოვს 30 წლის როდის იყავი და თუ გინდა შეგახსენებ. 🙂
LikeLike
მე ასე ვიცოდი, რომ ყველაზე ბევრი წიგნი სკანდინავიაშ გამოიცემა მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით და ველაზე ბევრს ასევე მანდ კითხულობენ ასე ვიცოდი. ჩეხების ლიდერობა გამიკვირდა.
ქართველები მანდ სადმე ბოლოშ ვიქნებით. 😦
ქალებზე არ გამკვირვებია.
ისე კი გამოგონია მამაკაცებს ქერები უფრო მოსწონთ, მაგრამ ცოლად შავგვრემანები მოყავთო. 🙂
LikeLike
ქერები ცოტანი არიან და ყველას არ ყოფნიან.
LikeLike
იტალიელი ქალებიც და მამაკაცებიც ჯობიან. ბრაზილიელებიც.
სკანდინავიელი და ჰოლანდიელი ქალები ცხენებივით არიან. 🙂
LikeLike
მაპატიე!უმრავლესობა ბლოგერებს ვგულისხმობდი(და შენ პოსტზე რატომ დავწერე?)
LikeLike
რა საბოდიშოა. 🙂 ჩემზე რომ მივიღე გამეღიმა უბრალოდ.
უბრალოდ, არ მგონია ჩემი ბლოგი ძალიან ახალგაზრდული იყოს, თორემ რა ჯობია თინეიჯერობას. 🙂
LikeLike
ჰოოო,მე ვფიქრობ,რომ ახალგაზრდულია(ნუ სულ რამოდენიმე პოსტი წავიკითხე)ძალიან ახალგაზრდულში რომელ ბლოგებს გულისხმობ?ისტორიები ქალწულ-ვაჟწულობის დაკარგვაზე,დაქალების თმებით თრევაზე და ა.შ.?)
LikeLike
აი, ვითომ ძაან პირადული როა
LikeLike
ლამაზი მამაკაცი ბლოგერები შვედეთში არიან? აბა გამიშვით მე იქ… ^^ ჩავალ იქაურ ბლოგერებს გავეცნობი :დ :დ :დ
LikeLike
რა საინტერესო იყო. ჩემი სკანდინავია ყველგან ლიდერობს :*
LikeLike
ნუ ჩემი რაშუაში იყო, ;დ 🙂
LikeLike
შვედი მამაკაცი დამანახეთ.სანამ არ ვიხილავ არ ვიწამებ ;ურწმუნოთომა;
LikeLike
რაღაც ნამეტანი მოგწონს სკანდინავია 🙂 🙂 ნეტავ ქართველი ბლოგერები როგორები ვართ?
LikeLike
მე ვარ ყველაზე ბანოვანი ბლოგერი 😀
ფრიად საინტერესო იყო 🙂
LikeLike
ჰაჰ ჩვენ სიის გარეთ დავრჩით ხოო???
არაუშავს დავეწევით : ) ნუ ან ყველაზე განუვითარებელი კატეგორია თუ დაემატება ჩვენ ვიქნებით ^^ სულ არაფერს მაინც ჯობია : )
LikeLike