ისე მოხდა, რომ ახლახანს ჩემი LinkedIn-ის ლინკის მითითება დამჭირდა და 2007 წლიდან საღათას ძილად მიცემული პროფილიც გავააქტიურე. მერე გავიარ-გამოვიარე და ელექტრონული წიგნებისა და რიდერების ჯგუფებშიც შევიხედე… შევიხედე და იქ ამბავი დამხვდა – ისინი, ვისაც ხვდა წილად ბედნიერება ნიუ იორქში ჯეფ ბეზოსის პრეს-კონფერენციაზე მიეწვიათ დანარჩენებს “ამაზონის” სამი ახალი მოწყობილობის Kindle Fire, Kindle Touch, და Kindle Mini-ს ამბებს უყვებოდნენ და ახარბებდნენ – დედა, ეს რა ვნახეთო. 😉
არ მგონია, ამ დღეებში ამაზე უფრო ხმაურიანი მოხდეს რამე, მგონი, გაერო თუ პალესტინას აღიარებს, ამ ამბავს ესიც კი ვერ გადაფარავს . 🙂
Kindle Fire ანდროიდ ტაბლეტია, Kindle Touch და Kindle Mini კი – რიდერები. მათი მონაცემები ასეთია:
Kindle Fire
ეკრანი: 7’ color backlit IPS technology LCD Gorilla-glass, აქსელომეტრი
პროცესორი: Dual core ARM CPU
OS: მოდიფიცირებული Android
მოცულობა: 8GB
ელემენტი: 8 საათი სამუშაო რეჟიმი
წონა: 413 გრამი
ეკრანი: 6’ eInk Pearl თაჩსქრინი, მულტითაჩი
მოცულობა: 4GB
ქსელი: 802.11b/g/n WiFi & 3G (არჩევით)
ელემენტი: 2 თვე სამუშაო რეჟიმი
წონა: 212 გრამი
ეკრანი: 6’ eInk Pearl
მოცულობა: 2GB
ქსელი: 802.11b/g/n WiFi
ელემენტი: 1 თვე სამუშაო რეჟიმი
წონა: 170 გრამი
და ფასი:
Kindle Fire $199
Kindle Touch Wi-Fi $99 (სარეკლამო ბანერით) და $149 (ბანერის გარეშე)
Kindle Touch 3G $149 (სარეკლამო ბანერით) და $189 (ბანერის გარეშე)
Kindle Mini: $79 (სარეკლამო ბანერით) და $109 (ბანერის გარეშე)
რიდერებზე შოკისმომგვრელად დაბალი ფასებია, თუმცა – მოსალოდნელი. “ქინდლზე” დაწერილ ადრეულ პოსტებშიც ვამბობდი, რომ “ამაზონი” პირველ რიგში ყიდის წიგნებს და არა რიდერებს და ამას ძალიან კარგად აკეთებს. რიდერები სულ რომ სიმბოლურ 1 დოლარად დაარიგოს, მაინც მოგებაში დარჩება, ვინაიდან ეს ბუკების გაყიდვებს გაზრდის. ბევრთან შედარებით, “ამაზონს” ეს კონკურენტული უპირატესობა აქვს და ოსტატურად სარგებლობს კიდეც ამით.
სწორედ ამ მიზეზითაა, რომ, მიუხედავად მოლოდინისა, “ქინდლის” ახალი მოდელები კვლავ არ კითხულობენ EPUB ფორმატს.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა VHS ვიდეო-კასეტები? სანამ ეს სტანდარტი საბოლოოდ დამკვიდრდებოდა, მას კონკურენტი ჰყავდა Betamax-ის სახით. მოგვიანებით მსგავსი ისტორია განმეორდა DVD-ის შემთხვევაშიც, როდესაც Blue-Ray ფორმატს HD DVD-სთან მოუწია ბრძოლა. ვიდეოფორმატების ომში გამარჯვება ორმა მიზეზმა განაპირობა – VHS ბაზარზე გაბატონდა, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა სახლის ვიდეომაგნიტოფონების მწარმოებელთა უმრავლესობამ, ხოლო Blue-Ray-ს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი კინომწარმოებელთა მხარდაჭერა გახდა.
“ამაზონს” ორივე უპირატესობა უპყრია ხელთ – “ქინდლი” ყველაზე გაყიდვადი რიდერია და “ამაზონი” კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული (და ბეჭდური) წიგნების (მართალია არა გამომცემელი, მაგრამ) მოვაჭრე. მას აქვს ფუფუნება, გამოიყენოს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა და ელექტრონული წიგნების საკუთარ AZW (MOBI) ფორმატს მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი.
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ონლაინ ბიბლიოთეკა თუ მაღაზია შემოგვთავაზებს ბუკებს AZW (MOBI) ფორმატში – ამის მშვენიერი მაგალითია რუსეთის ბაზარი, სადაც საკუთარი fb2 ფორმატი აქვთ წლებია უკვე და ძალიანაც ეჭიდებიან, მაგრამ წამყვანმა და საუკეთესო ბიბლიოთეკებმა რუნეტში უკვე დაიწყეს თაროებზე ბუკების MOBI ფორმატში შემოდება.
ახლაკი პოსტის სათაურს დავუბრუნდები – თუკი თქვენ კითხვა გიყვართ ან არ გიყვართ, მაგრამ იძულებულები ხართ, იკითხოთ, მაშინ დაივიწყეთ Kindle Fire და მაგიერ Kindle Touch ან Kindle Mini აირჩიეთ. ყველაზე საუკეთესო LCD ეკრანიანი ტაბლეტიც კი თვალებს ღლის და კითხვისთვის გამოუსადეგარია… და თუ გამოსადეგი გგონიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ რიდერი არ გჭერიათ ხელში და eInk-ისა და LCD ეკრანებს შორის განსხვავებაც არ იცით.
Kindle Touch და Kindle Mini-ს შორის კი მე პირადად “მინის” ავირჩევდი. თაჩსქრინი სახალისოა, მაგრამ წიგნის კითხვას დიდს ვერაფერს სძენს… პირიქითაც კია – ღილაკზე თითის დაჭერით უფრო სწრაფად გადაფურცლავთ, ვიდრე ეკრანზე გასმა-გამოსმით (ასეთი ტესტები ჩატარებულა, ფბ-ის “ქინდლის” ჯგუფშიც დავდე ადრე შედეგების მიმოხილვა).
სარეკლამო ბანერს რაც ეხება – მე ჩვეულებრივი “ქინდლი” მაქვს, მაგრამ ბანერიანი “ქინდლის” მფლობელებისგან ვიცი, რომ სარეკლამო ბანერი წიგნის მხოლოდ თავფურცელზე ჩანს და კითხვაში ხელს არ გიშლის.
თუ, ჩემი არ იყოს, უკვე გაქვთ “ძველი” “ქინდლი” – გული ნუ დაგწყდებათ. “ახალი” “ქინდლი” დააფგრეიდებული “ძველია” და მათ შორის კრიტიკული სხვაობა არ არის – ეკრანი (რიდერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი) ერთი და იგივეა – ბოლო თაობის eInk Pearl, ელემენტიც იგივეა, შიდა მახსოვრობა კი კლავიატურიან “ქინდლს” მეტიც აქვს (უფრო ზუსტად 4 GB-ში ნაკლები მოცულობაა სისტემისთვის განკუთვნილი და, შესაბამისად, მფლობელს მეტი სივრცე რჩება წიგნებისა თუ MP3 ფაილების გასათავსებლად).
თუ კითხვაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ინტერნეტ-სერფინგი, დაფეისბუქება, დატვიტერება და სხვა ამგვარია, მაშინ სათქვენო მოწყობილობა Kindle Fire ყოფილა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სმართფონიდანაც მოახერხებთ, მაგრამ ტაბლეტს ეკრანი აქვს უფრო დიდი. 🙂
ისე კი 21-ე საუკუნეში ადამიანს “ქინდლიც” უნდა ჰქონდეს, ტაბლეტიც, სმართფონიცა და ნოუთბუქიც… და კიდევ ყავა საწოლში.
რასაც სულითა და გულით გისურვებთ.
P.S.
გვიანდელი მინაწერი.
გაითვალისწინეთ, რომ “მინის” აუდიო-მხარდაჭერა არ აქვს და რაკი არც კლავიატურა აქვს და არც თაჩსქრინი, ტექსტის აკრეფისთვისაც მოუხერხებელია. კითხვაში ხელს ეს არ შეგიშლით, მაგრამ თუკი ინტერნეტში შეხვალთ, თუნდაც რამე წიგნის მოსაძებნად – Wi-Fi პასვორდის, ვებ-გვერდის მისამართის აკრეფა ხომ მაინც მოგიწევთ.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გირჩევთ, გადახედოთ:
mini ra magari yofila, ar vicodi
magram 7 display tabletistvis dzalian patara mgonia. advilad aigebs mis funqciebs sakutar tavze didekraniani smartphone
LikeLike
მე მაქვს 7′ ტაბლეტი და სმართფონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკრანით რაცაა დღეს ჰოდა, მინდა გითხრა რომ – ვერ აიღებს 🙂
ბევრად კომფორტულია 7′
მითუფრო თუ PDF ან ექსელ ფაილი გაქვს გასახსნელი.
LikeLike
ყველა თავმოყვარე ბიბლიოფილი ვალდებულია რომ “ქინდლი” ჰქონდეს. :))
LikeLike
როგორ გამიხარდა ამ პოსტის ნახვა 🙂 დაემთხვა, საღამოს ამაზონზე შესვლას და სიახლეების მშვიდად გაცნობას ვაპირებდი. შენ ჩემს ნაცნობებში ყველაზე კომპეტენტური ხარ და ამაზე უკეთ ვისგან გავიგებდი.
ჩემს ლოდინში ქინდლმაც მოასწრო სიახლეები შემოთავაზება და მეც ალბათ რომელიმეს ავარჩევ, ოღონდ ტაბლეტის გარდა 🙂
LikeLike
მე თაჩი მომწონს. თან ინტერნეტისთვის თაჩსკრინი უფრო მოსახერხებელია. ჰარდიც უფრო დიდი აქვს და აკუმულატორიც უფრო ძლიერი. თან სულ 20 დოლარით უფრო ძვირია.
Kindle 3 რომ არ მქონდეს, თაჩს ვიყიდდი.
ამაზონი რომ რულზ ამაზე ლაპარაკიც არ არის! 🙂
LikeLike
mini კი უფრო მჩატეა და კომპაქტური და სატარებლად იოლი.
მე მაინცადამაინც არ ვიყენებ ქინდლს ინტერნეტისთვის. ხანდახან შევალ 2-3 წუთით რომ ამაზონის ბესთსელერები და აფდეითები ვნახო.
ისე,ეჭვი მაქვს რომ ახალი წლის შემდეგ ამაზონი ქიბორდიანი “ქინდლის” ფასს დაწევს დაბლა – ახლა ის და თაჩი ერთ ფასად იყიდება, მაგრამ, ალბათ, გააიაფებს.
უნდა განიმტკიცოს წესით ბაზარზე პოზიციები.
LikeLike
არადა მე Fire მომეწონა თითქოს, მაგრამ ამ დღეებში მობილურის განახლებას ვაპირებ პირწიგნაკი იქაც მექნება :)))
შენი რევიუს მიხედვით ისევ მინიზე ან თაჩზე ვიფიქრებ… ვნახოთ
LikeLike
Fire ცეცხლოვანი ტაბლეტია. 🙂
მაგასაც თავისი ადგილი აქვს. მაგრამ რიდერი მაინც რიდერია. 🙂
LikeLike
ისეთი ლამაზებია, მეც მომეწონა. მგონი, ის დროა ვიყიდო 😉
LikeLike
პოსტი ამომაწურავი ინფორმაციით ❤
უფ,კარგი მოგონება კია.მე Fire მირჩევნია,ისე.
LikeLike
უბრალოდ Fire ერთია სხვათა მსგავსი.
მაგაზე უარესი ტაბლეტებიც ბევრია, მაგისნაირიც და მაგაზე უკეთესებიც არის, აი Kindle რიდერი კი საუკეთესოა თავის კლასში. უკეთესი რიდერი უბრალოდ არ არსებობდა და არც ახლა არსებობს.
ეჭვი მაქვს, ვერც მომავალში აჯობებს ვინმე.
LikeLike
მინის ორი გიგაბაიტი კარგი ბიბლიოთეკისთვის საკმარისია, ლორდ?
LikeLike
კი, მარა აუდიო არა აქვს მაგას
LikeLike
აუდიოს რისთვის იყენებ?
მუსიკები თუ ?..
LikeLike
ეგეც შეიძლება.
TTS.
აუდიოწიგნი.
& ინტერნეტ-რადიოც კი დგება. 🙂
LikeLike
სმარტფონი და ტაბლეტი არ მაქ, ეგენი დამრჩნენ ^^ :დ :დ ლოოლზ
LikeLike
ტაბლეტს გირჩევ. თან განუზომლად იაფიცაა.
მე წელს ორივე შევიძინე და ამ ორიდან წლის შენაძენი მაინც Fire-ა ჩემთვის… თუმცა ჩემი სმართფონიც ძალიან მომწონს.
LikeLike
სე კი 21-ე საუკუნეში ადამიანს “ქინდლიც” უნდა ჰქონდეს, ტაბლეტიც, სმართფონიცა და ნოუთბუქიც… და კიდევ ყავა საწოლში.
ბოლო არასოდეს არ მენება და დანარჩენებზე ვიზრუნებ.
ფაიას რაც სეეხება კითხვაც მნიშვნელოვანია და დანარჩენებიც ხოდა ერთი გასროლით თუ ორ კურდღელს დავიჭერ რატომც არა?
LikeLike