ამოიცანი სექსისტი!

აჩრდილი დადის მსოფლიოში – აჩრდილი სექსიზმისა

მომხმარებელთა ასოციაციებს, ფემინისტურ დაჯგუფებებს, გენდერისტებს და რავიცი კიდევ ვის აღარ ახალი გასართობი აქვთ, დევიზით: “ამოიცანი სექსისტი!”

ცხონებულმა კონფუციმ კი თქვა, ძალიან ძნელია იპოვო სექსისტი იქ, სადაც ის არ არისო, მაგრამ ბევრი ამასაც ახერხებს.

სულ ახლახანს “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირი” თავს დაესხა Fast-Fashion-ის ამერიკულ ქსელს Forever 21-ს აი ამ მაისურის გამოForever 21 allergic_to_algebra

წარწერით “ალგებრაზე ალერგია მაქვს” (Allergic to Algebra). როგორც ჩანს, Forever 21-ს არაფერი სმენია მარია სკლოდოვსკა-კიურიზე – განაცხადეს აღშფოთებულმა სექსიზმთან მებრძოლებმა და კომპანიას მაისურის გაყიდვიდან ამოღებისკენ მოუწოდეს. Forever 21 ერთი პირობა კი გაძალიანდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა და “ალგებრაზე ალერგიული” მაისურების გაყიდვა შეწყვიტა.

განრისხებულ გენდერისტთა მორიგ სამიზნედ JCPenney იქცა მაისურისთვის “მეტისმეტად ლამაზი ვარ, რომ საშინაო დავალება შევასრულო – ამის გაკეთება ჩემს ძმას მოუწევს” (I’m Too Pretty to Do Homework So My Brother Has to Do It For Me).

jc-penny-im-too-pretty-to-do-homework-shirt

JCPenney დაფრთხა და მაისური გაყიდვიდან ამოიღო.

David & Goliath სახალისო და მხიარულწარწერიანი მაისურებით მოვაჭრე კომპანიაა, თუმცა “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირის” წევრებმა ვერც სახალისო და ვერც სამხიარულო დაინახეს წარწერაში “მეტისმეტად ლამაზი ვარ იმისთვის, რომ მათემატიკას შევაკლა თავი” (I’m Too Pretty to Do Math).

David&Goliath-im-too-pretty-to-do-math

David & Goliath-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის სექსიზმის მამხილებლებს არ ეპუება და მაისურის გაყიდვას განაგრძობს.

მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი ბრიტანული Topman “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირის” სამიზნეში მოხვდა მაისურზე გაკეთებული ასეთი წარწერის გამო: “ახალი მეგობარი გოგონა – რა ჯიშისაა ის?”

topman-breed-tee

არადა, ჯერ კიდევ როდის იყო, ხევისბერი გოჩა რომ ამბობდა – გახსოვდეს შენი გერლფრენდი ვისი გორისააო.

ცოტა იუმორის გრძნობა არ გაწყენდათ, მემ(ზ)!

თუმცა ბოლო მაისურით, რომელზედაც ასეთი წარწერებია: (პრინციპით – მონიშნე სასურველი) ”მაპატიე მაგრამ შენ თავად გამომიწვიე; სიმთვრალეში მომივიდა; ცუდი დღე მქონდა; უბრალოდ ვერ გიტან; არ მინდოდა; თავი ვერ შევიკავე” topman-provoked-me-tee-

Topman-მა, ვფიქრობ, მართლაც დაუკრეფავში შეაბიჯა.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

ყველაზე სექსისტური რეკლამები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “ამოიცანი სექსისტი!”

  1. ყოველგვარი ანტისექსისტური, ფემინისტური, სუფრაჟისტული და მსგავსი ჯურის ორგანიზაცია-გაერთიანებების მთავარი უბედურება იუმორის გრძნობის ნაკლებობაა.

    Like

    1. სრულებით გეთანხმები. ეგენი თავიანთი ‘აქციებით’ გაცილებით მეტს აფუჭებენ, ვიდრე აღწევენ.

      Like

  2. არადა რაც მე ამ წარწერებიან მაისურზე ვიცინი ხოლმე.. ”იეს ნოუ” მაისური არ ამოაღებინეს ხმარებიდან? :დ :დ :დ :დ :დ :დ ლოოოლზ

    Like

  3. ქევან, შენს კომენ??რზე გამახსენდა – ყველაზე მაგარი წარწერა, რაც კი ოდესმე მინახავს, რუსთაველზე, სადღაც 15-16 წლის სკანდინავ გოგოს ჰქონდა მაისურზე I can only please one person a day. და ქვემოთ, ოდნავ მომცრო ასოებით – Today is not your day.

    ის გოგო დედ-მამასთან ერთად მოძრაობდა და დედა აშკარად სჯობდა.

    Like

  4. არადა, მე მამხიარულებს ეგეთი წარწერები 🙂
    ამ ხალხს კი საქმე არ აქვს, მგონი…
    მარია კიურიზე მართლა ეგრე თქვეს, თუ ლორდმა გააფორმა ნეტავი?> 🙂 ისე მარია კიური რომ არა, რა გვეშველებოდა ქალებს :):):)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: