“ბიტლების” უკანასკნელი ალბომი, ოქროს სტანდარტის გარდაცვალება, პირველი პორტატული აუდიოფლეერის, “უოქმენის” დაბადება, რიჩარდ ნიქსონის ჩამოლაბორანტება და აუგუსტო პინოჩეტის ალაბორანტება, ხუან კარლოსის გამეფება, ენერგოკრიზისები, ბრაზილია – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში, პირველი გაგზავნილი ი-მეილი, “ეფლის” პირველი კომპიუტერი, ბევერლი ჯონსონი – პირველი შავკანიანი მოდელი “ვოუგის” გარეკანზე, ისრაელელ ათლეტებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა მიუნხენის ოლიმპიადის დროს, ვიტ-ნამისა და ავღანეთის ომები, “კონკორდი” და პირველი ტრანსატლანტიკური ავიარეისი, – ასეთი იყო 70-იანები… და კიდევ ფილმები, რომლებიც გვახსოვს:
1970 – ფრანგული წელია, ვინაიდან, ჟან-პიერ მელვილმა გადაიღო “წითელი წრე” (Le Cercle rouge) – კრიმინალური დრამა, რომელშიც ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, რომ მეტი არ შეიძლება: ალენ დელონი, ბურვილი, ჟან მარია ვოლონტე, ივ მონტანი, ფრანსუა პერიე.
ამავე წელს კიდევ ორი შესანიშნავი ფრანგული ფილმი გამოვიდა ეკრანებზე – ჟაკ დერეს განგსტერული “ბორსალინო” (Borsalino), ალენ დელონისა და ჟან-პოლ ბელმონდოს წყვილით მთავარ როლში, ხოლო დიდად ვერაფრით თავგამოჩენილმა რეჟისორმა სერჟ კორბერმა კი გადაიღო “ადამიანი-ორკესტრი” (L’homme orchestre), კომედიური მიუზიკლი, რომელიც ლუი დე ფიუნესმა ნამდვილ შედევრად აქცია.
1971 წელს სთენლი ქუბრიქის “დასაქოქი ფორთოხალი” (A Clockwork Orange) გამოვიდა. ამ ფილმს წარდგენა არ სჭირდება – ალაბთ, ყველას გაქვთ ნანახი.
ამ წელს სხვაც იმდენი კარგი ფილმია, რომ ამორჩევა მიჭირს… მაინც სემ ფექინფას “ჩალის ძაღლებსა” (Straw Dogs) და დონ სიგელის “ბინძურ ჰარის” (Dirty Harry) დავასახელებდი. პირველში დასთინ ჰოფმანი და სიუზენ ჯორჯი მონაწილეობენ, ბინძური ჰარი კი, ვინ არ იცის, რომ ქლინთ ისთვუდია. და გამონაკლისის სახით მეოთხე ფილმიც – უბრალოდ მართლა ძალიან მომეწონა პირველად რომ ვნახე ვიდეოზე და თან მშვენიერი სამსახიობო ანსამბლია – ალენ დელონი, ჩარლზ ბრონსონი, ტოშირო მიფუნე და ურსულა ანდრესი თერენს იანგის ვესტერნში “წითელი მზე” (Red Sun).
1972 უდიდესი წელია კინოსამყაროში – ფრენსის ფორდ ქოფოლამ ყველა დროის ყველაზე გენიალური განგსტერული დრამა, “ნათლია” (The Godfather) – და არა “ნათლიმამა”, ღვთის გულისათვის!!!– გადაიღო. ამ ფილმში რამდენი მსახიობიცაა – იმდენი ვარსკვლავია და არ ჩამოვთვლი, თან, ისედაც ყველამ იცით… და თუ არ იცით, მოსალოცად გაქვთ საქმე (კეჟერაძის რეცეპტით).
ამ წელსაა გადაღებული გენიალური ბობ ფოსის გენიალური “კაბარეც” (Cabaret) ლაიზა მინელით, ჯოელ გრეით და ზღაპრული მუსიკით, ასევე ბერნარდო ბერტოლუჩის “უკანასკნელი ტანგო პარიზში” (Ultimo Tango a Parigi) მარლონ ბრანდოთი და მარია შნეიდერით მთავარ როლებში.
1973 წელს ჩემი ფავორიტია “აფერა” (The Sting) ჯორჯ როი ჰილის უმხიარულესი კომედია ფოლ ნიუმენისა და რობერთ რედფორდის არაჩვეულიბრივი დუეტით მთავარ როლში. უკეთესს ვერ ინატრებ.
ამავე წელს ფლილიპ დე ბროკამ ძალიან სასაცილო კომედია “შესანიშნავი” (Le Magnifique) გადაიღო, სდაც ჟან-პოლ ბელმონდო და ულამაზესი ჯაქლინ ბისეთი (ან, როგორც ფრანგები ეძახიან – ჟაკლინ ბისე) მონაწილეობენ. ფრანგი მწერლის ანრი შარიერის რომანი “ფარვანა” (Papillon) კი ფრანქლინ შაფნერმა გადაიტანა კინოეკრანზე. მთავარ როლებში არიან სთივ მაქუინი და დასთინ ჰოფმანი.
1974 წელს ფრენსის ფორდ ქოფოლამ კიდევ ერთხელ გაგვიმართლა იმედები და “ნათლიის” მეორე ნაწილიც გადაიღო – ბევრის აზრით, ეს ფილმი პირველს კიდეც სჯობს. მე ასე არ ვიტყოდი – ორივე ერთნაირად ზეგენიალურია (ან – კონგენიარული, როგორც უყვართ ხოლმე თქმა).
ამ წელს გამოვიდა რომან პოლანსკის “ჩინური კვარტალი” (Chinatown) ჯექ ნიქოლსონით, ფეი დანაუეითა და ჯონ ჰიუსთონით და, თუ მიკერძოებაში არ ჩამეთვლება… და თუ ჩამეთვლება – ჩამეთვალოს – ფრენსის ფორდ ქოფოლამ კიდევ ერთი შედევრი – “საუბარი” (The Conversation) გადაიღო, სადაც ჯინ ჰექმანის თამაშის შესაფასებლად ჯერ ეპითეტი არ მოუგონიათ.
1975 წელს გამოვიდა კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი ჯექ ნიქოლსონის მონაწილეობით – მილოშ ფორმანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One Flew Over the Cuckoo’s Nest) – ქენ ქიზის რომანის ეკრანზაცია. ნიქოლსონთან ერთად აქ ბევრი კარგი მსახიობია, მაგრამ ლუის ფლეთჩერი საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, ისევე როგორც ის ამბავი, რომ ფილმის პროდიუსერი მაქლ დაგლასი იყო.
სიდნი ლიუმეთმა გადაიღო “ძაღლური შუადღე” (Dog Day Afternoon), რომელიც ვითომ ისე რა ფილმი გამოვიდოდა, მაგრამ დიდმა ალმა გენიალური შოუ დადგა, რისი ნახვაც ერთ რამედა ღირს, სთივენ სფილბერგმა კი გადაიღო “ყბები” (Jaws) – როი შეიდერი, რობერთ შოუ და რიჩარდ დრეიფუსი გიგანტური და ძალიან ბრაზიანი ზვიგენის წინააღმდეგ.
1976 წელს, სილვესთერ სთალონეს წყალობით, ჯონ ევილდსენმა მისი ყველაზე წარმატებული ფილმი – “როკი” (Rocky) გადაიღო. სცენარი თავად სლაის ეკუთვნის და მთავარ როლსაც ის ასრულებს (მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერები დიდი ფულს სთავაზობდნენ, ოღონდკი როლი რომელიმე ვარსკვლავისთვის დაეთო).
ამ წელს ეკრანებზე გამოვიდა მართინ სქორსეზეს “ტაქსისტი” (Taxi Driver) რობერთ დე ნიროთი და ჯოდი ფოსთერით მთავარ როლებში, ფრანსის ვებერმა კი “სათამაშო” (Le Jouet) გადაიღო – ალბათ, საუკეთესო კომედია პიერ რიშარისა და მიშელ ბუკეს მონაწილეობით, ვლადიმირ კოსმას არაჩვეულებრივი საუდთრექით.
1977 წელს დიდი ვარსკვლავური საგა იწყება – ეკრანებზე გამოვიდა ჯორჯ ლუქასის “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV – ახალი იმედი” (Star Wars: Episode IV – A New Hope). ამ საგაზე ცალკე პოსტი მაქვს დაწერილი. სთივენ სფილბერგმა გადაიღო “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები” (Close Encounters of the Third Kind) რიჩარდ დრეიფუსითა და ფრანსუა ტრიუფოთი (კი, კი – სწორედ იმ ფრანსუა ტრიუფოთი),
მაგრამ წლის ფილმად ჩემთვის მაინც ვუდი ალენის “ენი ჰოლია” (Annie Hall) – არაჩვეულებრივი კომედია, რომელშიც ალენთან ერთად დაიან ქითონი და ფოლ საიმონი (კი, კი – სწორედ ის ფოლ საიმონი) თამაშობენ.
1978 წელს მაიქლ ჩიმინომ გადაიღო “ირმებზე მონადირე” (The Deer Hunter) არაჩვეულებრივი დრამა რუსეთიდან ემიგრირებულ ამერიკელებსა და ვიეტნამის ომზე – რობერთ დე ნირო, ქრისთოფერ უოქენი, ჯონ ქაზალე და მერილ სთრიფი.
ამავე წელს რიჩარდ დონერმა გადაიღო “სუპერმენი” (Superman), სადაც ქრისთოფერ რივის, მარლონ ბრანდოსა და ჯინ ჰექმანის შესანიშნავ ტრიოს ვხედავთ, სემ ფექინფამ კი – “ბადრაგი” (Convoy) მშვენიერი კომედია ტრაილერის მძღოლების, სხვადასხვა ჯურის ცუდი ტიპებისა და ყეყეჩი პოლიციელების პაექრობაზე, რომელშიც მთავარ როლებს ქრის ქრისთოფერსონი და ერნესთ ბორნინი ასრულებენ. ფილმი დიდი წარმატებით გადიოდა საბჭოთა ეკრანებზეც (ოღონდ, მოგვიანებით ჩამოაღწია).
1979 წელი და, რა თქმა უნდა, ვუდი ალენის ჩემი საყვარელი ფილმი – “მანჰეთენი” (Manhattan) – ფილმი ნიუ იორქსა და ნიუიორქელებზე ნიუიორქელებისთვის და არანიუიორქელებისთვის – ვუდი ალენი, დაიან ქითონი, მერიელ ჰემინგუეი, მერილ სთრიფი.
ამ წლის შედევრებიდან აღსანიშნავია ფრენსის ფორდ ქოფოლას “ჩვენი დღეების აპოკალიფსი” (Apocalypse Now) მართინ შინით, რობერთ დიუვალითა და გენიალური მარლონ ბრანდოთი… და კიდევ ჰარისონ ფორდით, ლოურენს ფიშბორნით, დენის ჰოფერით. სხვათა შორის, ფილმის სცენარის თანაავტორი ჯონ მილიუსია. და ჟორჟ ლოტნერის “ვინ ვინ არის” (Flic ou voyou) – როგორც ჩვენთანაა ეს ფილმი ცნობილი, ისე კი “პოლიციელი თუ ბანდიტი” ჰქვია – კომედია ჟან-პოლ ბელმონდოს, ჟან-ფრანსუა ბალმერისა და მშვენიერი მარი ლაფორეს მონაწილეობით (რობერტ სტურუასა და სხვათა, გვარსარდავასახელებ გასაგონად აქვე ვიტყვი, რომ მარი ლაფორე სომეხი არაა – ბასკურ-კატალანური წარმოშობისაა ).
***
1970 წელს ოთარ იოსელიანმა თავისი საუკეთესო, იმჰო, ფილმი – “იყო შაშვი მგალობელი” გადაიღო, 1974 წელს კი ელდარ შენგელაიას შედევრი “შერეკილები” გამოვიდა. ოთარ იოსელიანისა და ელდარ შენგელაიას ფილმებთან ერთად, საბჭოთა კავშირში კიდევ სხვა რამდენიმე კინოსურათი გამოვიდა ეკრანებზე, დღემდე რომ ცოცხალია და ხალხში ფრთოსან ფრაზებად დატაცებული:
გიორგი დანელიას “აფონია” (Афоня, 1975), “მიმინო” (Мимино, 1977) და თითქმის მისი, მაგრამ ალექსანდრ სერის მიერ გადაღებული “იღბლიანი ჯენტლმენები” (Джентльмены удачи, 1971), ლეონიდ გაიდაის “ივან ვასილის ძე პროფესიას იცვლის” (Иван Васильевич меняет профессию, 1973), ელდარ რიაზანოვის საახალწლო კინოჰიტი – “ბედის ირონია ანუ გაამოს!” (Ирония судьбы, или С лёгким паром! 1975), “სამსახურებრივი რომანი” (Служебный роман, 1977), “გარაჟი” (Гараж, 1979).
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
70-ში მართლა ბევრი კარგი ფილმი იყო. მაქედან თითქმის ყველა მაქ ნანახი.
და კალათბურთზე არ გინდა დღეს?
LikeLike
ჰოდა, რაც არ გინახავს – ნახე ისიც 🙂
დაგირეკავ მოგვიანებით.
LikeLike
სამოცდაათიანების კინო ოთხმოციანებზე ბევრად უკეთ მცოდნია. ან, უბრალოდ, ამ დროს უკეთეს ფილმებს იღებდნენ.
LikeLike
90-იანებზე რომ დავწერ, საინტერესოა იქ რა გამოდნება.
ფილმები კი ვიცი, მარა რომელი როდისაა გადაღებული ეგ არა. ახლაც ბვერი ფილმი, მე რომ მიყვარს, 70-ზე ადრე გადაღებული ყოფილა 🙂
LikeLike
აქედან რომელი ერთი გამოვარჩიო, მაგრამ “ჩალის ძაღლები” რომ ვნახე, განსაკუთრებით გამიხარდა – იშვიათი სილამაზის ფილმია. და, სამწუხროდ, არც თუ ცნობილი. ყოველი შემთხვევისთვის, ისე არ იხსენიებენ, როგორც იმსახურებს.
LikeLike
“საუბარიც” ნაკლებპოპულარულია ჩვენთან ქოფოლას სხვა ფილმებთან შედარებით ბევრს არც უნახავს, არადა ძალიან კარგი ფილმია.
ბოლო-ბოლო კანის ფესტივალის გამარჯვებულია.
LikeLike
იი, ფილმებიდან ზოგი ნანახი არ მქონია…. იაჰუუუ…. მინდა ტკბილად გავიხსენო 70იანები :დ :დ
LikeLike
მომწონს ეს სია 🙂 მარა მარი ლაფორეზე ვერ მივხვდი. რაღაც სიტყვებით თამაშია, მაგრამ ვერ ჩავწვდი 🙂
LikeLike
არანაირი სიტყვებით თამაში 🙂
კონკრეტული ადრესატი ყავს. 🙂
(სტურუა არა, რა თქმა უნდა 🙂 და არც სცალია ახლა მაგას ჩემი ნაჯღაბნის საკითხავად)
LikeLike
70–იანები არაა ჩემი წელი, არცერთი ფილმი მიჩუყებს გულს, ალბათ, იმიტომ, რომ ყელში ამოსვლამდე გვაყურებინებდნენ ძალით. მარა აბა მშობლებს კითხე? ყველა მაგ ფილმზე გიჟდება 🙂
LikeLike
ვინ გაყურებინებდა, კაცო?
კარცერ-ლუქსში იჯექი?
LikeLike
კი მამა მაძალებდა და შიგადაშიგ დედაც ;დდ
LikeLike
აი ამიტომ ვარ მე წინააღმდეგი ეგეთი ძალადობრივი ქმედებების 🙂 უკურეაქციას აძლევს.
თორემ გემოვნებაში ვეთანხმები.
LikeLike
“ნათლია” აბა, რააა… ნათლიმამა არა ის, კიდევ!
“ფარვანა” – უმაგრესი ფილმი…
“როკი” – როგორ მიყვარდა ბალღობაში :):):)
ნუ, ბევრი რამ სანახავი მაქვს 🙂
LikeLike
ჰოდა, ამ “ვარსკვლავურ ომებზე” რა აგიჟებს, ხალხს, ვერ ვხვდები…
LikeLike
ერთი კაი კინოკარცერიც გინდა შენ 🙂
LikeLike
დიდი სიამოვნებით 🙂 ოღონდაც კარგი ფილმები ჩამირთე ;):)
LikeLike
მარიხუანა, ჰეინეკენი და ვარსკვლავური ომები.
და ველასიპედი კართან.
ჰა?
LikeLike
ლუდს არ ვსვამ, მარიხუანა არ გამისინჯავს და არც ვაპირებ, ვარსკვლავური ომები არ მომწონს და..
ველიკი რა ფასად იქნება, გააჩნია:):):)
LikeLike
და დე ვალენზე შენ არ დადიხარ…
ომგ, რა გინდა შენ მანდ. ადგილს აცდენ ტყუილად 🙂
LikeLike
ააა, ეგაა დე ვალენი??
არ ვყოფილვარ ამსტერდამში, მოვინახულებ, რას მერჩი :):)
LikeLike
იურისტი ხომ ხარ?
შეისწავლე ჰოლანდიის გამოცდილება რბილი ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლეგალიზაციის ამბავში და დაწერე კანონპროექტი.
ფბ-ზე მტელი ჯგუფია მხარდამჭერების და ზუსტად შენნაირი ადამიანი აკლია – ონსფოთ რომ იქნება.
LikeLike
როტერდამში პრინც ფრედრიკის ქუჩა არ არის?
“ფორცა იტალიადან” მახსოვს – წითელი ფარნების უბანს ასე ერქვაო, ფანჯიკიძემ.
LikeLike
როტერდამში არ ვარ ნამყოფი.
ამსტერდამში დე ვალენია. პირველ რიგში მანდ მიდის პატიოსანი ტურისტი 🙂
LikeLike
თამარას ეცოდინება (ცოტა კი მეეჭვება ისე… )
ჰოდა, ლორდ, სამოცდაათიანების კინოს ვიხსენებთ და ეგებ იცოდე – “ფორცა იტალია” ხომ გაქვს წაკითხული? დუსელდორფში ეს ჩვენი დელეგაცია კინოში წასულა. ფანჯიკიძე რაღაც ფილმებს იხსენებს. ერთი – ტინტო ბრასის “კალიგულაა”, მეორე – რაღაც ჰორორი, დედას შვილი დაეხრჩობა და ნაჯახით დასდევს სხვის შვილებს და მესამეა – რაღაც შავი გემი დაძრწის ოკეანეში, ეკიპაჟის გარეშე, თეთრ ლაინერს დაეჯახება, გადარჩენილები იმ შავ გემზე ადიან და მერე სათითაოდ იხოცებიან… და ეს მესამე ხომ არ გეცნობა შემთხვევით?
LikeLike
ნწუ. 😦 მე კალიგულას მეტი არ მეცნობა.
თუმცა, ფანჯიკიძეს რას გაუგებ.
ისე, კალიგულა მაგარი ბანძობაა. ეგ ფილმი ქუბრიქს უნდა გადაეღო ან ვინმეს და კაი ფილმი გამოვიდოდა.
გააბანძა ბრასმა სულ მთლად.
LikeLike
მგონი, მომიკრავს თვალი, მოლი… ზუსტად ვერ ვიხსენებ…
LikeLike
ლორდ,
ჯერ ერთი, რომ მარიხუანას ლეგალიზაციას არ ვემხრობი და მეორეც – ეგ ჩემი პროფილი არაა 🙂
მეორე იურისტიცაა აქ, ჩემზე გამოცდილი და იმას სთხოვე :p:p
LikeLike
ლექსო მაჭავარიანი ლობირებს მარიხუანას ლეგალიზაციას.
და ვასასის ჰქონდა პროსტიტუციის ლეგალიზების პროექტი – პარლამენტი ევრო-ბორდელად უნდა გადაეკეთებინათ 🙂 🙂 🙂
მეც პას – რაც თავი მახსოვს, მასეთ ლეგალიზატორებს დავსდევ და ახლა მხარდამჭერი კონცეფცია როგორ დავუწერო? 🙂 🙂
LikeLike
გაოფდება, თორემ დავწერდი 🙂
LikeLike
ეს კომენტარი წაშალე და ჩემთან დაწერე – ხომ იცი, ჩემთან ოფი-მოფი არ მოსულა 🙂
LikeLike
ჰოლანდიაზე არ მაქვს “ტურისტული” პოსტი დაწერილი, არადა ვაპირებდი თავის დროზე, ჰოდა თუ დავწერე იქ იქნება მაგის ადგილი. ცალკე ქვეტავს დავუთმობ. 🙂
LikeLike
აუ, ვეიდერი ვარსკვლავური ომებიდანაა, ხომ>? 🙂 მომიკვდეს თავი, ახლა ჩავწვდი საქმის არსს…
🙂
LikeLike
ვინ მოგატყუა?
LikeLike
🙂
http://wp.me/p1mSHJ-h
LikeLike
პირველმა ფილმმა დამაინტერესა. არ მინახავს ბურვილი კი ჩემს წარმოდგენაში კომედიური მსახიობია.
უნდა ვნახო ეგ ფილმი.
კაბარე, სათამაშო, ჩალის ძაღლები, ვინ ვინ არის, ტაქსისტი, კუკუშკა 🙂 კარგი ფილმებია ძალიან.
სხვებიც კარგებია რაც მინახავს, მაგრამ ფანტასტიკა არ მიყვარს.
LikeLike
70-იანები იყო ამ სამი ფილმების ათწლეული:
1.One Flew Over the Cuckoo’s Nest
2.Cabaret
3.Jaws
ბოდიში კოპოლას, მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს 🙂
LikeLike
ასეთი სიების შედგენისას ჩემთვის Top-1 დასახელება ბევრად იოლია, ვიდრე Top-10. სადაც 10 იქ 20-ცაა და 50-იც და არჩევანი სულ უფრო რთულდება.
აი ერთი და ყველაზე საყვარელის დასახელება არ მიჭირს.
თუ კინოა – მაშინ საყვარელი ფილმი, რეჟისორი და მსახიობია
Godfather – Coppola – Pachino 🙂
LikeLike
ორივე ხელით “ზა”.
ნათლია, რომ გადაიღეს, უკვე კლასიკა იყო.
LikeLike
მომწონს შენი კინოგემოვნება.
LikeLike
ფრენსის ფორფ ქოფოლა, არა? მაგარი ინგლისურის მცოდნე ხარ
LikeLiked by 1 person
კი. ოღონდ ფორფ არა – ქორფ.
LikeLike