მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეკლამის შემქმნლებს მუდმივად ამხელენ ქალების მიმართ “მომხმარებლურ” დამოკიდებულებაში, სექსი (და მინიშნება სექსზე) იყო და რჩება რეკლამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად (ცხადია, ის ინგრედიენტი – იუმორი, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, კვლავ ძალაშია და ამ შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება). სარეკლამო კამპანიის მიზანი ინტერესის გაღვივება და მადის აღძვრაა და, თუკი მიზნობრივი ჯგუფი მამაკაცებია, ლამაზ ქალს, როგორც ვნების ობიექტს, ვერაფერი ჩაანაცვლებს… მაგრამ, მცდარია შეხედულება, თითქოს ფემინისტების მიერ მოძულებული “90x60x90” კლიპში იქნება თუ პოსტერზე მხოლოდ მამაკაცებს აცდუნებს. არ მეგულება ქალი, ვისაც არ სურს იყოს მიმზიდველი და სასურველი, თუნდაც ისეთი, როგორც ეს ქალბატონია გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის NewYorker-ის თეთრეულის ხაზის რეკლამიდან:
Diesel – ეპატაჟის და სექსიზმის მეფე. მისი რეკლამები ხშირადაა ზღვარზე და ხშირად – ზღვარს გადასულიც. Diesel არის კომპანია, რომლის ბანერებზეც თბილისში მმკ-ელები კარგად გაივარჯიშებდნენ სროლაში, თუმცა, ძალიან ბევრი საღებავიც დაეხარჯებოდათ. 🙂
ფოტო: მერტ ელასი (Mert Alas) და მარკუს პიჟო (Marcus Piggot), სააგენტო: EURO RSCG
მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი Van Gils-ის სარეკლამო კამპანიაზე ადრეც დავწერე. იმ პოსტში იფკე შტურმის კლიპი ავტვირთე, ეს კი ქარმენ ელექთრას ვერსიაა:
Vodpod videos no longer available.
სააგენტო: Selmore Creative Agency, შემოქმედებითი დირექტორი: დიედერიქ ჰილენიუსი (Diederick Hillenius)
Levi’s – გოგონების საუკეთესო მეგობარია. მათ შორის ისეთი გოგონების, ვისაც ბიჭები არ მოსწონს. 😦
Vodpod videos no longer available.
სააგენტო: Bartle Bogle Hegarty, შემოქმედებითი ჯგუფი: თობი ალენი (Toby Allen) და ჯიმჰილსონი (Jim Hilson)
ნიუ იორქული ახალგაზრდული ტანსაცმლის მწარმოებელის Akademiks-ის რეკლამა ამტკიცებდა: “წაიკითხე წიგნები – უკეთესად იქნებიო”, 🙂
მაგრამ სლენგზე Get Brain (დაბრძენება – “ტვინის მომატება”) ორალურ სექსს ნიშნავს. მოკლედ, პოსტერი ძალიან ორაზროვანი გამოვიდა. თუ კომპანიას ეს შემთხვევით მოუვიდა – ძალიან ცუდია – ის უკეთესად უნდა იცნობდეს მიზნობრივ ბაზარს და მათი ენაც ბევრად უკეთ უნდა ესმოდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, სექსუალური ქვეტექსტი სრულიად შეგნებულად მოხვდა პოსტერზე. ასე იყო თუ ისე, Akademiks-ის წარმომადგენლებმა მოგვიანებით თავი იმით იმართლეს, რომ ეს “ახალგაზრდული სლენგია და უმრავლესობისთვის სლოგანი სრულიად უწყინრად გამოიყურებოდაო”.
Burger King Holdings, Inc. ცოტა შორს წავიდა და სიტყვებით მსგავს თამაშს შესაბამისი ვიზუალური გაფორმებაც დაურთო:
შვიდ ინჩიანი ბურგერი ტვინს აგიფეთქებსო (Blow Mind), ამტკიცებს “ბარგერ ქინგი”… Blow Job კი ისევ და ისევ ორალურ სექსს აღნიშნავს. საყურადღებოა, რომ სააგენტომ Crispin, Porter + Bogusky, რომელიც Burger King-ს ემსახურება, საგანგებო განცხადებით უარყო ამ სარეკლამო პოსტერთან კავშირი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სინგაპურში დამზადდა ერთი-ერთი საერთაშორისო მასშტაბით ნაკლებად ცნობილი სააგენტოს მიერ, საგანგებოდ ადგილობრივი ბაზრისთვის.
Puma-ს ვირუსული რეკლამა თავდაპირველად ინტერნეტში გამოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღიარა კომპანიამ, რომ თავად დაუკვეთა სააგენტო Saatchi&Saatchi-ს.
Saatchi&Saatchi, ზოგადად, ცნობილია ვირუსული რეკლამებით. ჩემს “ვირუსულ” პოსტშიც ვწერდი მათ მიერ დამზადებულ სხვა სკანდალურ კლიპზე.
რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი ხელს უწყობს ინტერესის გაღვივებას და რეკლამაც ხშირადაა გათვლილი სკანდალზე, მაგრამ არცთუ იშვიათად ამისთვის პრიმიტიული ხერხები გამოიყენება. მაგალითად Tom Ford-ის მამაკაცების პარფიუმის რეკლამა, როდესაც ფლაკონი ქალის შიშველ სხეულზე ისე იყო მოთავსებული, რომ სასქესო ორგანოს ფარავდა. YSL-ის პარფიუმის სარეკლამო პოსტერები, რომლებზეც სასქესო ორგანოებს საერთოდაც არაფერი ფარავს. United Colors of Benetton-ის სარეკლამო კამპანია სადაც ბრენდის მრავალფეროვნებას სხვადასხვა ზომისა და ფორმის პრეზერვატივები და სასქესო ორგნოები განასახიერებენ… ამ რეკლამებს ცალ-ცალკე არ განვათავსებ. ჯერ ერთი, ეჭვი მაქვს, მაინც წაშლიან (იგივე “იუთუბმა” რამდენიმე სარეკლამო კლიპი უბრალოდ წამიშალა as showing partial nudity and offensive content), მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალი და აჟიოტაჟი მარკეტინგული თვალსაზრისით გამართლებულია, დიდ კრეატივს ამაში ყოველთვის ვერ ვხედავ.
ბელგიურმა სააგენტომ Troy პრეზერვატივის მწარმოებელ Remed Pharma-ს დაუმზადა პოსტერები, სადაც ფირმის პროდუქცია სასქესო ორგანოებზე იყო წამოცმული… ასეც უნდა იყოსო – იტყვით. მაგრამ ეს სასქესო ორგანოები ცნობილ ადამიანებს იყვნენ მიმგვანებულნი (ბილ გეითს, არნოლდ შვარცენეგერს, ჯონ ლენონს). პრეზერვატივის გამოყენებისაკენ მოგვიწოდებს ბრაზილიური სააგენტო Loducca-ს მიერ დამზადებული სოციალური რეკლამა ლოზუნგით: “არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, შიდსი დაემატა” (Except for AIDS, nothing has changed).
ყველა ეს პოსტერი შეგიძლიათ აქ იხილოთ:
სექსის და ეროტიზმის თემას ბევრად უფრო შემოქმედებითად შეიძლება, გაეთამაშო, მაგალითად, როგორც ამას Emanuel Ungaro აკეთებს.
ფოტო ამერიკული Vogue-დან, 2002.
ან Jean Paul Gaultier. Classique, 1995 – პარფიუმის ფლაკონი შეეძლოთ ფოტოზე სულაც არ ეჩვენებინათ, იმდენად ნათელი ასოციაციური კავშირია.
ან Calvin Klein-ის კამპანია CK Jeans-ისთვის, 2009.
ეს ფოტოები ძალიან ეროტიულია, იგრძნობა დიდი ვნება, მაგრამ არ არის პრიმიტიულად სკანდალზე გათვლილი, თუნდაც იმიტომ, რომ შესანიშნავი ფოტოგრაფის სთივენ მეიზელის (Steven Meisel) გადაღებულია.
ვერ გამეგო, ეს ჯენიფერ ენისთონი ბრედ ფითს რამ შეაყვარა, ალბათ – Brooks Brothers-ის ჰალსტუხმა.
შეიძლება თუ არა მამაკაცისთვის განკუთვნილი პროდუქციის რეკლმირება ისე, რომ კლიპში თუ ბანერებზე ერთი მამაკაციც არ ჩანდეს? როგორც აღმოჩნდა – შეიძლება და ძალიანაც წარმატებულად. სარეკლამო კომპანიის &Co-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, თომას ჰოფმანმა (Thomas Hoffmann) ტანსაცმლის დანიური მწარმოებლის, JBS Groups-ის მამაკაცების თეთრეულის ხაზისთვის მოიფიქრა მეტად მახვილგონივრული კამპანია დევიზით: “მამაკაცებს არ აინტერესებთ შიშველი მამაკაცების ცქერა”.
ფოტო: რასმუს მორგენსენი (Rasmus Morgensen) და მორტენ ლაურსენი (Morten Laursen)
Vodpod videos no longer available.
Альфа-банк-ის რეკლამა, რომელიც თვალნათლივ გვიადასტურებს, რომ ბანკს კლიენტთან და კლიენტს ბანკთან არაფერი აქვს დასამალი. 🙂
პროდიუსინგი: Fetish Film, რეჟისორი: რიჩარდ ქანთორი (Richard Kantor)
პოპულარულია სხვადასხვა სექსუალურ ფანტაზიებთან წათამაშება თუ ფეტიშისტურ მიდრეკილებებზე მინიშნება. კანადელი დიზაინერების, დინ და დენ ქეითენების (Dean and Dan Caten) მიერ მილანში დააფუძნებული კომპანია Dsquared2-ის კლიენტები წარმატებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები არიან. ისინი მამაკაცებს ტოლს არ უდებენ, მეტიც, მამაკაცი მათ ხელში მხოლოდ სათამაშოა.
ფოტო: სთივენ ქლაინი (Steven Klein).
ძმები ქეითენები მამაკაცებისთვისაც კერავენ, თუმცა, მამაკაცური ხაზის რეკლამა განსხვავებულია. 🙂
ტრადიციულად Diesel თავის ჯინსს წარადგენს, როგორც სამხრეთელი, აგრესიული და ძლიერი მაჩო-მამაკაცების ტანსაცმელს, მაგრამ ეს პოსტერი განსხვავებულია:
ამის მსგავსია “დიზელის” თეთრეულის 2007 წლის სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც შვედური სააგენტო FARFAR წარმართავდა.
Vodpod videos no longer available.
სააგენტო: FARFAR, შემოქმედებითი დირექტორი: ნიკე ბერგსტრიომი (Nicke Bergstrom) პროექტის მენეჯერი მარტინა ზავანო (Martina Zavagno)
United Colors of Benetton-ისთვის ოლივიერო ტოსკანიმ (Oliviero Toscani) გადაიღო ფოტოები, სადაც შეეცადა კომპანიის უნივერსალურობა, მრავალფეროვნობა, თავისუფლება ეჩვენებინა საპირისპირო და შეუთავსებელი საგნების შეთავსებით, აკრძალვებისა და სხვადასხვა ტაბუს დარღვევით.
ეს 1992 წლის პოსტერია. 2000 წელს მრავალწლიანი თანამშრომლობა შეწყდა, როდესაც ტოსკანიმ აშშ-ში სიკვდილით დასჯილ ბრალდებულთა ფოტოები გამოიყენა, რასაც მათი ახლობლების უკმაყოფილება და კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები მოჰყვა და “ბენეტონმა” ფოტოგრაფი დაითხოვა.
ფაქტობრივად, ტოსკანის იდეა ისესხა (არ ვიტყვი – მოიპარა) იტალიურმა კომპანია Antonio Federici-მ მათი ნაყინის რეკლამირებისთვის, რომელიც ისეთი გემრიელია, რომ ნებისმიერს შეაცდენს. “ნაყინი – ეს ჩვენი რელიგიაა”, – ასეთია კომპანიის ლოზუნგი.
რა თქმა უნდა, Axe-ს გარეშე ეს პოსტი არასრული იქნებოდა. კომპანია Unilever-მა თავისი ახალგაზრდული ბრენდის რეკლამირებისთვის იმთავითვე აგრესიულად სექსუალური კამპანია აირჩია და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლიპი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში აიკრძალა, ჯერ-ჯერობით ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.
Vodpod videos no longer available.
სააგენტო: LOWE, შემოქმედებითი დირექტორები ხუან კარლოს ლუგო (Juan Carlos Lugo) და უოლტერ ნავა (Walter Nava)
დაბოლოს: ლუდი და ლუდი. “გინესი” და “ურსუსი”. ქალი და კაცი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
და სხვა სარეკლამო პოსტები:
25-60-60
იუმორი და რეკლამა
უითმენი და ლივაისი
25-ე კადრი
ფრთხილად! ვირუსია!
სხვა სარეკლამო პოსტებიც კაი იყო, მაგრამ ეს ყველაზე საინტერესო გამოვიდა 😉
LikeLike
ეროტიკული რეკლამის ფესტივალზე თუ გსმენია რამე, ლორდ?
ალფაბანკის კლიპმა დამაინტერესა. შინ ვნახავ, აქ ვერა…
LikeLike
ვიცი რომ არის რამდენიმე ჯილდო, უფროსებისთვის კინოინდუსტრიაში მიღწევებისთვის რომ გაიცემა.
ცალკე ფესტივალი არ ვიცი, მარა უნდა იყოს ეგეთიც ლოგიკურად.
LikeLike
ასეთი აბრევიატურა მაქვს სადღაც ნანახი – LEAF – ლისაბონის ეროტიკული რეკლამის ფესტივალი. ნეტში მოვიძიე თავის დროზე ინფორმაცია და საინტერესოს ვერაფერს მივაგენი.
LikeLike
XXX ფესტივალები ნაღდად იქნება ალბათ.
ეროტიკულებში რას გულისხმობენ გააჩნია. თორე ეროტიკული ფილმები ნებისმიერ ფესტივალზე ხვდება.
რომან პოლანსკის ფილმია ეგეთი ზიზღი – ფსიქოლოგიური ტრილერია მთავარი გმირის ეროტიკულ ფანტაზიებზე აგებული. ფილმი ეროტიკულია, თუმცა იქ სიშიშვლე საერთოდ არაა.
და რეკლამაზე ნამდვილად არ ვიცი.
LikeLike
ჰმ, ახლა შევამჩნიე, რომ WP თურმე კომენტარებს ავტორების მიხედვით აჯგუფებს. 🙂
ყველაზე მეტი – 83 კომენტარი გქონია.
LikeLike
მივგუგლე ახლა და რაღაც ლინკებს კი აგდებს lisbon erotic adverising festival-ო, ანუ სწორად დამიმახსოვრებია.
ჰეჰ 🙂 ბლოგსაც ხომ გააჩნია. ყველგან ხომ არ მექნება ყველაზე მეტი კომენტარი. სადაც გემრიელად სადისკუსიო კონტენტია, მეც იქ ვარ.
LikeLike
Sex sells? 🙂
LikeLike
ყეს 🙂
LikeLike
გინესის პოსტერი მომეწონა 🙂
ჯენიფერ ანისტონი კი ძალიან კარგად გამოიყურება მაგ ფოტოსესიაში …
LikeLike