სექსი და ქინდლი

kindle-hurtამერიკელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ლისა ლუისმა (Lisa Lewis) New York Times-ის ინტერნეტ-გვერდზე ძალიან სახალისო წერილი გამოაქვეყნა, თუ როგორ ეღობება “ქინდლი” მის ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას წინ. Smile

ერთხელ, პარკში სეირნობისას მე არაჩვეულებრივად მომხიბლავი ყმაწვილი შევნიშნეო, – ყვება ლისა, – მისმა ცეცხლოვანმა თვალებმა მომნუსხა და მიმიზიდა, მაგრამ კიდევ უფრო უმალ ის შევნიშნე, თუ რას კითხულობდა – “პორტნოის ამბავს”, ჩემი საყვარელი მწერლის, ფილიფ როთის რომანსო. ჰოდა, ეს რომ შევნიშნე, მოვედი და ვუთხარი, გამარჯობა, მეც ძალიან მიყვარს ფილიფ როთიო და ის მიხვდა, რომ ის იყო ის და მე ვიყავი მეო, – ამბობს ლისა…

მაგრამ რა ხდება დღეს? სულ ტყუილად სეირნობს ლისა სკვერებსა თუ ხეივნებში – ყველას “ქინდლები” უჭირავთ ხელში და ეშმაკმა უწყის, რა ჯანდაბას კითხულობენ… რა თავში ვიხლი მამაკაცის გარეგნობას, თუკი მას გემოვნება არ უვარგა და, ვთქვათ, ბეგბედერითაა აღფრთოვანებულიო? ასეთ კაცთან რა საერთო მაქვს ან რა სიამოვნებაა დილით ასეთი ხეპრის გვერდით გაღვიძებაო? (ბეგბედერს ლისა არ ახსენებს – ეს ჩემეული ვერსიაა, თქვენ შეგიძლიათ, ვინც გნებავთ, ის იგულისხმოთ).

პირველად ბიჭს ნიუ იორქის საჯარო ბიბლიოთეკაში, ნორმან მეილერისა და ბერნარდ მალამუდის ტომებს შორის ვაკოცეო, – იგონებს ლისა, იმიტომ, რომ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, კარგი ლიტერატურული გემოვნების კაცი, ყველაფერში გემოვნებიანი იქნებაო. მტვრიანი ფეხსაცმლით სახლიდან არ გავა, პერანგს რომ გაიხდის, საკიდარზე ჩამოკიდებს და სადაც მოუხვდება, იქ არ მიაგდებს, დილით საწოლში გემრიელად მოდუღებულ ყავასაც მომართმევს და ჩემს ზურგს უკან მეგობრებთან ჩემზე არ იჭორავებსო.

ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო – ცენტრალურ პარკში, “სთარბაქსში” თუ მეტროში, ვაკვირდები, რა წიგნები აქვთ გადაშლილი და მიხარიაო. ნუ გგონიათ, ახლა სულ სექსზე ვფიქრობ და ერთ ბიბლიოფილ ბიჭსაც არ ვმაზავო, – ამბობს ლისა, – უბრალოდ მიხარია, რომ ისეთ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც ხალხი ჯონათან საფრან ფორს, ნიქოლას სფარქსსა და ჰარუკი მურაკამის კითხულობსო და ბლოგერები წერილებს ფოლქნერს, მილნსა და კავაბატას წერენ და არა ტოლსტოის, ბრონტესა და გოჩა მანველიძესო.

ბატონებო და ქალბატონებო, მეგობრებო, ამხანაგებო, ჩემო საყვარელო თანაქალაქელებო, გთხოვთ, სახლიდან რომ გამოხვალთ, წიგნი გაიყოლეთ და არა რიდერიო, – თხოვს ლისა ნიუ იორქელებს, – აქ, ჩვენს ლამაზ ქალაქში, რა წიგნს კითხულობთ, ის უფრო მნიშვნელოვანი და მეტყველია ყველა იმ ფოტოზე, ფეისბუქში რომ აგიტვირთავთო.

Lisa Lewis: Complaint Box | How E-Readers Destroyed My Love Life

P.S.

კარგა ხანია, რაც რიდერებზე ვწერ და ვკითხულობ, მაგრამ მსგავსი კუთხით დანახული “ქინდლი” ჯერ არ შემხვედრია.

თუმცა, ეგეცაა, რომ ეს ძალიან ამერიკული კუთხეა – ამერიკაში ბევრს და ყველგან კითხულობენ, ჩვენთან – ცოტას და, ძირითადად – სახლში. ჰადაჰა თვალი მოკრა, რომ გაზეთი ჰქონდეს ვინმეს გაშლილი.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

59 thoughts on “სექსი და ქინდლი”

  1. სხვათა შორის, სახლის გარდა გარეთაც ბევრს ვკითხულობ – თუმცა აიფონში 🙂
    ასე რომ, ხალხი ალბათ ვერც ხვდება, რომ წიგნს ვკითხულობ.
    P.S. აიფონში ორი პროგრამა მიყენია: ქინდლი და სტანცა

    Like

  2. აი, ამიტომ მიყვარს შენი ბლოგი, ლორდ.

    დილის ყავას უგემრიელესი პოსტი დავაყოლე.

    პ.ს. ტოლსტოის და ბრონტეს კორესპოდენტებისთვის რომ არ გეკბინა, გული ვერ გაგიძლებდა, არა? 🙂 🙂

    პ.პ.ს. ყველაზე გემრიელად წიგნს მგზავრობისას ვკითხულობ. არ აქვს მნიშვნელობა, მანქანაა, მატარებელი, ავტობუსი თუ მეტრო, მაგრამ ქინდლს მაინც ვიყიდი.

    Like

    1. ტოლსტოის და ბრონტეს კორესპოდენტებისთვის რომ არ გეკბინა, გული ვერ გაგიძლებდა, არა?

      მე რა შვაში ვარ, ეს ხომ თარგმანია.

      Like

      1. თუ მე ვკითხულობ ინგლისურ ბლოგებს, რატომ არ შეიძლება ლისა კითხულობდეს ქართულებს?
        რით ვართ ჩვენ, ქართველები, ნაკლები 🙂

        Like

    2. ქვევით კი ამბობს ტოლსტიო და ბრონტე თარგმანში იყოო მაგრამ არ მჯერა 🙂 მაველიძე ხომ შენი მიყოლებულია? 🙂 ფუჰ 🙂 ვერ ვიტან გოჩა ბიძიას 🙂 ბრონტე და ტოლსტოი კიდევ მიყვარს და რა ვქნაა? ხასიათების გამო მიყვარს 🙂 “აფშღოთებული” ვარ 🙂

      Like

  3. დილის ყავასთან მართლაც მშვენიერი პოსტი იყო 🙂
    მეც ყველაგან ვკითხულობ, ყველაზე ხშირად მგზავრობისას…
    ნიუ იორკისგან განსხვავებით ჩემი ქალაქის პარკში არც რიდერით კითხულობენ და ვერც წიგნს დაუნახავთ ვინმეს ხელში… ამას წინათ მეგობარს ,,ვბალეშჩიკობდი ” გამოცდაზე, მერე განვმარტოვდი და კითხვა დავიწყე, იცით რამდენი გამვლელი მოვიდა ჩამთან? ეგონათ გამოცდიდან გამოვედი და ახლა პასუხებს ვამოწმებდი 🙂 🙂 შეკითხვებით არ მომასვენეს, ამაოდ ვუხსნიდი , სხვას ვგულშემატკივრობ, მე უბრალოდ კითხვა მომინდა მეთქი….ბოლოს იძულებული გავხდი წიგნი ჩანთში ჩამედო და კითხვა სახლში გამაგრძელებინა…. 😦

    Like

  4. ისე, ჩვენთან ზოგადად დასვენების ტრადიცია დაიკარგა. ისეთი დასვენების კი არა როცა სუფრასთან შეიკრიბები და ჩასკდები არამედ, როცა უბრალოდ გაისეირნებ, პარკში ჩამოჯდები…
    აი, როგორც მარსის მოედანზეა ხალხი უბრალოდ ბალახზე წამოწოლილი ეიფელთან – ზიგი ცას უყურებს, ზოგს ძაღლი ყავს გამოყვანილი, ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი ჭამს და ზოგიც ზასაობს.
    ახლა ნელ-ნელა რიყეზე მგონი ეს ბრუნდება, მაგრამ თუ ეგრე აკონტროლეს იქ ქცევა – ხალხი ისევ ბარებში გადავა 🙂

    მეორე მომენტი – დისტანციაა.
    აქ ჩვენთან სახლიდან გამოსული არ ხარ, რომ უკვე მისული ხარ 🙂
    ამერიკაში სადაც ვცხოვრობდი იქედან სამსახურამდე ჯერ ავტობუსით იყო 15 წუთი მეტრომდე და მერე მეტროს 10 გაჩერება უნდა გამევლო.

    Like

  5. მართლაც..ასეთი დასვენება წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჩვენთან.. 😦 არ ვიცი თბილისში როგორაა, მაგრამ ბათუმში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა… კაცი ისვენებდა, ძელსკამზე წამოწოლილიყო , ემჩნეოდა ძალიან დაღლილი იყო… (გვერდზე სახარება ედო) მოვიდა პოლიციელი, უხეშად გააღვიძა და უთხრა , პარკში წამოწოლა და ძილი არ შეიძლებაო…. ის კაცი ხომ არავის არაფერს უშავებდა:(
    მართალი ხარ, ამხელა მანძილზე მთელ წიგნს დაამთავრებს ადამიანი..ჩვენთან კი, რამდენიმე გვერდს წიკიტხავ და უკვე სახლში ხარ 🙂

    Like

  6. პირველი კოცნა საჯარო ბიბლიოთეკაში : )

    ე.ი. ჩვენთან მეტად ამოუცნობები არიან ქალებიცა და კაცებიც, რაკიღა ქუჩაში არ კითხულობენ. კაცების შემთხვევაში მხოლოდ იმას დაასკვნი, რომ სპორტი უყვართ და ტოტალიზატორში თამაშობენ : )
    მე თითქმის სულ მაქვს თან წიგნი, ოღონდ ძალიან სქელ წიგნებს ვერ ვერევი : ) რამდენიმე ცნობისმოყვარეც მახსენდება, ყდის დანახვას რომ ცდილობდა..

    Like

    1. ისე, ჩვენთან თუ პარკებში ასე სდიეს მეკოცნავეებს, ეგებ საჯაროში გადაინაცვლონ.
      თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა – ზასაობის საუფლო.

      Like

      1. იქნებ : )) ადრე, საჯაროს კიბეებზე კოცნაობდნენ ხოლმე და ჩაკეტეს მერე.. შენობაში არ დამინახავს ჯერ : )

        Like

      2. მგონი აღარ, წინა ფასადზე წაშალეს მინაწერები. ვნახავ ერთი : )

        პ.ს. ფოტოს ქვეშ ვერ ვწერ კომენტარს, ეს მგონი ზემოთ დაიდება

        Like

  7. ტექნოლოგიები აუცოვებს ადამიანებს. 🙂
    ძალიან კარგი პოსტი იყო და ლისა ლუისიც მომეწონა.

    Like

  8. იიი, :დ :დ

    მურაკამი ჩემია :დ ^_^

    როგორც ვასასი წერდა, ვეჭვიანობდი ფამუქს სხვები რომ კითხულობენო, გაგიკვირდება და მურაკამზე დამემართა მეც… ვერავინ დაინახავს მურაკამს ჩემზე უკეთესად. დავძებნე და ისეთი გარჩევები ჰქონდათ, გაბრაზებულს სურვილი გამიჩნდა მე თვითონ დამეწერა ანალიზი 🙂

    Like

  9. რა კარგი იყო..
    წიგნს,წიგნის სუნს რა სჯობს..მაგრამ ქინდლი მაინც მინდა,ოღონდ საწოლისთვის : )) ღამე საბნის ქვეშ შეძრომა რომ არ დამჭირდეს..
    პ.ს. გარეთ წიგნს ვერ ვკითხულობ,დაკომპლექსებული ვარ..რამდენჯერაც წავიკითხე ისეთი თვალები გამომაყოლეს თხა და გიგო,ამ შემთხვევაში თხა და ნია მეგონა საკუთარი თავი 😦

    Like

      1. კი განათებას ვგულისხმობდი..
        ჰმ,აბა იმ საიტზე სადაც მე გადავაწყდი ქინდლს,იტყუებიან? : (
        დეგენერატები : დ

        Like

      2. ანუ ეკრანი არ ანათებს. გარე განათება უნდა.
        ქინდლის იდეაც ეგაა, რომ ეკრანი არ ანათებდეს.
        აჰა, ეს ნახე http://wp.me/pBTza-18n

        tamara
        ბლოგერ ლობჟანიძეს???

        Like

  10. კარგი იყო!

    აქ ბევრი კითხულობს მაგალითად მეტროში. კაფეებშიც ნახავ რომ ყავას სვამენ და თან კითხულობენ.
    რიდერებიც ბევრს აქვს უფრო პოკეტბუქებია მოდაში.
    მე მოსკოვში ვსწავლობდი რაღაცა პერიოდი და მაშინაც ბევრი კითხულობდა იქ მეტროში, თბილისში არც მაშინ კითხულობდნენ.

    Like

  11. რა კარგი წერილი იყო! ;დდ “ბლოგერები წერილებს ფოლქნერს, მილნსა და კავაბატას წერენ და არა ტოლსტოის, ბრონტესა და გოჩა მანველიძესო.” ეს რა იყო, რა? ;დდ
    მოკლედ, ნიუ–იორკში რო ჩახვალ, წიგნი წაიღე გირჩევ ;))

    Like

    1. მარკეტოლოგის პატივსაცემი პროფესიის მიმართ სიძულვილის ენით საუბრობს 🙂
      და კიდევ დანონის მიმართ :):)
      და საერთოდ კი – უბრალოდ აფერისტია.

      Like

      1. მარკეტოლოგი მხოლოდ იარაღია მისთვის.
        მე ვიცნობ ერთ ძალიან კარგ მარკეტოლოგს, რომელსაც ძალიან უყვარს “99 ფრანკი”. ვფირობ, ლაშამაც მარკეტოლოგზე მეტად ცხოვრება–მოყირჭებული ადამიანების დაცინვა, ან შეცოდება, ან სხვაგვარი უარყოფითი ემოცია დაინახა:
        http://lasharela.com/2011/05/15/150

        ბრეგბედერს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ამ ერთი შეხედვით “ცალ–მიმართულებიან” წიგნში. ერთადერთი, რასაც დავიწუნებდი, ქართული თარგმანია.

        Like

      2. ეგ უფრო ხუმრობა იყო. 🙂
        მეტიც – როგორც გამასხარავება საზოგადოების – ეგ წიგნი გენიალურია. ადამიანი თამაშობს და ყველას აჯერებს რომ გულწრფელია. შესანიშნავია.

        თან ბეგბედერი თავადაა გენიალური მარკეტოლოგი. ისევე როგორც ზურაბ წერეთელი, მაგრამ არც ერთია დიდი მწერალი და მეორე ხომ კიდევ უარესი 🙂 ეს უკვე მეორე მხარეა მედლის.

        ისე 99 ფრანკი რაც წამიკიტხავს მაგისი – ყველაზე სუსტია.
        სიყვარული კომაში ბევრად კარგია. და ახლახანს მოთხრობები წავიკითხე და საკმაოდ კარგია.

        Like

      3. თუ არ წაგიკითხავს, რატომ ამბობ”სუსტიაო”? 🙂
        “სიყვარული კომაში”–ს და მაგ სხვა მოთხრობების ხათრით მეც უნდა გამოვიწერო ქინდლი – მეუღლე ამდენი ხნით თავისას არ მათხოვებს :პ
        რჩევისთვის მადლობა

        Like

      4. არ წამიკითხავს კი არა – 99 ფრანკი რაც წამიკიტხავს მაგისი ნაწარმოებებიდან იქედან ყველაზე სუსტია. ეს ვიგულისხმე.

        Like

      5. უპს, უკაცრავად 🙂
        “თუკი მას გემოვნება არ უვარგა და, ვთქვათ, ბეგბედერითაა აღფრთოვანებულიო? ასეთ კაცთან რა საერთო მაქვს” – ამ ფრაზაში მაინც არ ვეთანხმები. და არა ბრეგბედერის, არამედ განსხვავებული გემოვნების გამო.
        ღმერთმა ნუ მომისაჯოს ჩემი ასლი გვერდით ყოფნა :დ

        Like

    1. როთი მახსოვდა, რომელმა მიწერა ეგ ვერ გავიხსენე. 🙂
      ლობჟანიძეს ვკითხულობ ხოლმე პერიოდულად. ხშირადაა ტოპებში.

      Like

  12. ბრონტეს რას ერჩი ან ბრეგბედერს? ნუ მანველიძეს კიდე ჰო::)))))
    კარგი პოსტია, მაგრამ მაინც არ ვიყიდი მე ქინდლს (ეშმაკის მოგონილია ეგ, როგორც კომპიუტერი და ტვ.)

    მეც ლიტერატურული გემოვნებით ავირჩიე ბიჭი.

    ,,რა თავში ვიხლი მამაკაცის გარეგნობას, თუკი მას გემოვნება არ უვარგა და, ვთქვათ, ბეგბედერითაა აღფრთოვანებულიო? ასეთ კაცთან რა საერთო მაქვს ან რა სიამოვნებაა დილით ასეთი ხეპრის გვერდით გაღვიძებაო? ” – ეს ყველაზე მეტად მომეწონა

    Like

  13. მომეწონა სტატიაც და ბლოგიც, ოღონდ იმედია ლალი მოროშკინა არ კითხულობს შნს ბლოგს, თორემ ხომ მოედო პარკებსა და სკვერებს წიგნით ხელში შავი ჭირივით 🙂

    Like

      1. უიმეე ე ბლოგი რამ მათქმევინა, რამდენი ხანია ვკითხულობ და ისედაც მომწონს პოსტზე ვთქვი 🙂
        მოროშკინა უძახე და კი გაათხოვა თავისი წიგნით დედამისი 🙂

        Like

  14. აი თურმე რა ყოფილა ლისის ლოგიკა,მაგრამ ასე არჩეულ მამაკაცს ერთი მინუსი აქვს,შეიძლება კითხულობს მაგრამ სულაც არ მოწონს ნაწარმოები ;P მიდი და არკვიე ეხლა რა გემოვნება აქვს.

    Like

  15. ვერ ვკითხულობ რა წიგნის გარდა ვერაფერში 🙂 ჯერ არ გამჩენია ქინდლის ქონის სურვილი და მერე შევხედავ აბა 🙂 სადაც მინდა იქ ვკითხულობ 🙂 სიარულის დროსაც – ქუჩაში, მგზავრობის დროსაც, ლაპარაკის დროსაც, გაკვეთილებზე 🙂 ერთადერთი ძილის დროს ვერ ვახერხებ 🙂

    Like

    1. არც მთლად ეგრეა საქმე 🙂
      ჩვენ უბრალოდ არ გავქვს ტრადიცია გარეთ კითხვის – ამერიკაში მანძლებია დიდი და ყველა თუ არა ძალიან ბევრი დადის წიგნით. ახლა – ქინდლით. 🙂
      მაგრამ ზოგადად რიდერები ჩვენთანაც აქვს არცთუ ცოტას. ათას ხუთასი, ორი ათასი ქინდლი მაინც იქნება. პლუს სონი, ბევრი ტაბლეტებში და კომპში კითხულობს და მკითხველი მაგაზე მეტი არაა საქართველოში 🙂
      800 ადამიანი მარტო ფბ-ის ჯგუფშია 🙂

      Like

  16. თამის შემოვყევი და, რა სახალისო პოსტია, ლისა ძაან კაი გოგოა თუ ამ ყველაფერს იუმორში წერს (ნუ, მე ასე ვიგულისხმე) და თუ არა, მაგარი გამოტვინებული ყოფილა. მე ვერ ვიტან ასეთ კაცებს – “პერანგს რომ გაიხდის, საკიდარზე ჩამოკიდებს და სადაც მოუხვდება, იქ არ მიაგდებს, დილით საწოლში გემრიელად მოდუღებულ ყავასაც მომართმევს”, ანუ ზედმიწევნით იდეალურ კაცებს, ეტყობა ჩემში ძაან აქტიურად ცხოვრობს ისტორიულიად მონა აზიელი ქალი ;)) ქინდლისგან და მსგავსი ე.მ. რაღაცეებისგან ვაიმე რა ძაან შორს ვარ 😦

    Like

    1. როდინდელი პოსტია… რაა აქ ლისასი და რა მე დავუმატე აღარ მახსოვს 🙂
      შენ ალბათ ადრე დგები. ლისა გვიან იღვიძებს და საწოლში ყავის მოლოდინის ლეგიტიმური უფლებაც აქვს.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: