რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?

tatatatuli-ს ქონდა პოსტი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის-ო. დიდი არც არაფერი, სულ რაღაც 11 სანტიმეტრი (საშუალოდ). ვისაც არ გაუმართლა – ნაკლები. ვისაც გაუმართლა – მეტი. მაგრამ არც ნამეტნავად.

ბევრად უფრო დიდი განსხვავებაა მაკიაჟიან და უმაკიაჟო ქალს შორის.

Brighthand Pictures-მა გადაიღო პატარა ფილმი, სადაც ერთი და იგივე გოგო გამვლელებს სხვადასხვა თხოვნით მიმართავს, მხოლოდ ეგაა, განხსვავებულად გამოიყურება – ხან – მაკიაჟით, მოვლილი, უფრო მოხდენილი (თუმცა – არც რამე განსაკუთრებული) სამოსით, ხანაც ისე, თითქოს, ეს წუთია საწოლიდან ადგა, რაც ხელში მოხვდა, გადაიცვა და სახლიდან გამოვიდაო.

ექსპერიმენტის შედეგები, შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ:

Sexy Girls Have It Easy!
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

31 thoughts on “რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?”

  1. წოოოოოოოოოოოოოწ….

    მე ძირითადად უმაკიაჟოდ დავდივარ და არანაირი პრობლემა არ შემქნია და …. რეავიცი :დ კაცია და გუნებაო…

    Like

      1. კაცს გააჩნია :დ

        ყავაზე და ფუნთუშაზე არ მპატიჟებენ, მაგრამ რამოდენიმეჯერ ადგილი დამითმეს ტრანსპორტში :დ ^_^

        Like

  2. ეხლა, კონკრეტულად არ შემომითავაზებია ვინმესთვის, ყავაზე ხომ ვერ დამპატიჟებთ თქვა და არ შემომიწომებია რეაქცია, ისედაც ვიცი… ეს ხომ საქართველოა, :დ :დ

    Like

  3. არა ლორდ, ჯერჯერობით არა… მე 20თეთრიან ბილეთს ვიღებ, სტუდენტურს, ისინი 50-იანს… ხოდა, ცოდოები არიან..
    უბრალოდ ადგილი დამითმეს, მობრძანდით დაჯექითო… ფეხზე ვიდექი და…

    ისე, კაცს გააჩნია, ზოგი არის ისეთი უხეში ადამიანების მიმართ, რომ რავიც.. იმას სექსუალური ქალის დანახვა არ ეყოფა, სხვა რამეც უნდა და არ იცის :დ :დ :დ ან იცის :დ

    Like

    1. შეამოწმეს, ეგება და აიწია მამაკაცის მორალურმა სახემ და დავიდა მის შეგნებამდე, რომ ყველა ქალი ადამიანია, მიუხედავად ფერუმარილის, კაბის სიგრძისა და მკერდის ზომისა. 🙂
      21 საუკუნეა მაინც 🙂

      Like

      1. ნუ ეხლა დისკრიმინაცია ერთია და ყავაზე და რამეებზე დაპატიჟების დროს რომ უფლება აქვთ კაცებს, გარეგნული ნიშნებითაც გამოარჩიონ დასაპატიჟებელი სუბიექტი, მგონი ჩვეულებრივი ამბავია : ))

        Like

  4. სხვათაშორის ფორუმ.გე-ზე ადრე შემხვდა კაცების წუწუნა პოსტები: ქალები რატომ არ გვეცნობიან პირველები, ქალები რატომ არ გვპატიჟებენ პირველები, ქალები რატომ არ იხდიან მომსახურების თანხას კაფეში, ქალები რატომ არ გვიტყდებიან სიყვარულში პირველები, ქალები რატომ არ… მოკლედ რა :დ რას გაუგებ :დ :დ

    Like

    1. იმიტომ, რომ ქალებისთვის ემანსიპაცია და თანაბარი უფლებები მხოლოდ ყავის ფინჯანთან საჭორაო მოდური თემაა და მეტი არაფერი.

      Like

      1. ორი პარტნიორი დამშორდა მაგ მიზეზით 🙂 არავის არ მოსწონს რომ ჩემსას მე ვიხდი და თანაბრად ვინაწილებ ყოველივეს მამრთან 🙂 :ქართველი კაცები:

        Like

  5. ჭკვიანურია: ))
    აქ მაკიაჟი არ არის მთავარი, შეიძლება არც გქონდეს (ასაკს გააჩნია), უბრალოდ აუცილებელია მუდამ ფორმაში იყო. ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი, ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება: 2–ჯერ ავტობუსში როგორც კი ავედი, კონტროლიორმა გამომიწოდა ბილეთი და ეს თქვენო–დააყოლა :დ : )))
    დედაჩემის მაგალითზე ყოველ დღე ვრწმუნდები თუ რატომ უნდა მიაქციოს ქალმა ჩაცმას/გარეგნობას ძალიან დიდი ყურადღება.

    ლაიქ! :დ

    Like

  6. ძალიანბ საინტერესო ვიდეოა,თუმცა თორნიკეს კომენტარისა არ იყოს,”ამას ექსპერიმენტი რად უნდოდა? : )))”. მოვლილი ქალი ბევრად უფრო მიმზიდველია,და მაკიაჟზეც არ არის მარტო საუბარი,თუმცა ზომიერი მაკიაჟი თანამედროვე ქალის განუყოფელი ნაწილია.ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა–ეს არის გადამწყვეტი გარერგნობაში.და იმდენი გემოვნება თუ არ აქვს ქალს, რომ კარგად გამოიყურებოდეს, არც პრეტენზია უნდა ქონდეს გამორჩეულ მოპოყრობაზე.

    Like

  7. :))))))))))))) კარგი იყო!!! გოგოებო, იზრუნეთ გარეგნობაზე და მიიღებთ ყველაფერს უფასოდ (ან იაფად მაინც :-P))

    პ.ს. ისე, ერთი თამამი ბლოგერი გვჭირდება მსგავსი ექსპერიმენტის განსახორციელებლად საქართველოში, ბევრად სანახაობრივი ვიდეო გამოვიდოდა, რადგან ქართველი ბიჭების უმეტესობა სექსუალურად ჩაცმული, უცხო და თამამი გოგოს დაპატიჟებას ასე მარტივად არ დასჯერდებოდა :))))))

    Like

  8. არ მომწონს მოუვლელი ქალები, თუმცა ეს უმაკიაჟოს არ ნიშნავს. შეიძლება არ ხმარობდეს მაკიაჟს, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურებოდეს. : )

    Like

  9. ჰაჰააააა, მაგარი ვიდეო იყო და ფრიად ვიხალისე. გოგო ძალიან მომეწონა და მისი ბრიტანული აქცენტი ხომ საერთოდ. მამაკაცებს რაც შეეხება – აზრი არ შემცვლია – they are the same idiots 😀

    Like

  10. “ქალი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს”… “ქალმა გარეგნობას ყურადღება უნდა მიაქციოს”… – მოგიტ***თ ‘უნდა’!

    კარგად გამოყურებადობა და მოვლილობა რა, ტუტორიალია, როგორ ვიცხოვროთ სხვების ხარჯზე?? და საერთოდ, რატომ არის ეს მხოლოდ ქალის ‘მოვალეობა’?!
    ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ თავისი აზრით(!) მოვლილი და კარგ ფორმაში იყოს. ეს არ უნდა ხდებოდეს იმის გამო, რომ ვიღაცამ სხვებისგან გამოარჩიოს და ამის გამო პრივილეგია მიანიჭოს, უბრალოდ ელემენტარული კომფორტის ამბავია (მაგ: მოჭრილი ფრჩხილები, გაპარსული წვერი, ფეხები, ა.შ). მე თუ მკითხავთ, ეგეც უკვე ჩარჩოა, მარა ეს შორს წაგვიყვანს. მოკლედ…
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას ე.წ. მოვლილ ქალებს მამაკაცები თუნდაც ასეთ (ვითომ) უმნიშვნელო ცხოვრებისულ მომენტებში?? შემთხვევით (სულ ერთი წუთით რომ დაუშვათ) რამის იმედი ხომ არ უჩნდებათ? რამის სურვილი ხომ არ უჩნდებათ, რისი ასრულებაც ქალის განზრახვა სულაც არ არის?…ქალის, რომელიც სრულიად ცივად და სინდისის ქენჯნის გარეშე ისარგებლებს ყველა იმ ‘სიკეთით’, რის საშუალებასაც ეფექტური ჩაცმულობა და კეკლუცობა აძლევს?.. ცოტა არ იყოს და უნამუსობა ხომ არ გამოდის ეს ორივე მხრიდან? გენდერულ უთანასწორობაზე აგებული უნამუსობა?.. (დამანახე ძუძუ – გაჭმევ კანფეტს).

    ექსპერიმენტი მომეწონა, კარგად ააშკარავებს ხალხის სახეს.
    აი კომენტარების კი რა ვთქვა.

    “ნუ ეხლა დისკრიმინაცია ერთია და ყავაზე და რამეებზე დაპატიჟების დროს რომ უფლება აქვთ კაცებს, გარეგნული ნიშნებითაც გამოარჩიონ დასაპატიჟებელი სუბიექტი, მგონი ჩვეულებრივი ამბავია : )) ” – აბსოლუტურად! ერთადერთი, ამ კომენტარის ავტორს შევახსენებდი, რომ ექსპერიმენტში ერთიდაიგივე გოგო იღებდა მოაწილეობას ორივე ჩაცმულობაში და ვფიქრობ კაცების ეს ‘გამართლება’ ამ შემთხვევისთვის უბრალოდ უადგილოა 🙂

    Like

  11. “ამ კომენტარის ავტორს შევახსენებდი, რომ ექსპერიმენტში ერთიდაიგივე გოგო იღებდა მოაწილეობას ორივე ჩაცმულობაში და ვფიქრობ კაცების ეს ‘გამართლება’ ამ შემთხვევისთვის უბრალოდ უადგილოა”

    ერთიდაიგივე გოგო მოვლილი და მოუვლელი სულ სხვადასხვა შედეგს იძლევა კაცში დაპატიჟების მოტივაციის გაჩენის ამბავში.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: