იხდი? ვიხდი!

რა უნდა ქნათ, რომ ტულუზ-ლოტრეკის დარი მხატვრის ტილოზე მოხვდეთ? 12,5 მილიონი დოლარი გადაგიხადონ? საპატიო ლეგიონის ორდენით დაგაჯილდოვონ?

პასუხი მარტივია – უნდა გაიხადოთ. ოღონდ – მოხდენილად და მუსიკის ჰანგებქვეშ.

1893 წლის 9 თებერვალს პარიზის სამხატვრო სასწავლებლის რამდენიმე სტუდენტმა საგამოცდო სესია წარმატებით დაასრულა და ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნად იმდროინდელი ბოჰემისთვის საყვარელ კაბარე “მულენ რუჟს” მიაკითხა. მათ კარგად მოილხინეს, კანკანის ცქერით დატკბნენ, სიგარეტისა და ტკბილეულის გამყიდველ გოგონებთან ლაზღანდარობით იჯერეს გული, ამასობაში “’მულენ რუჟში” რამდენიმე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა – მათგან ორს – მანონ ლავილსა და სარა ბრაუნს სტუდენტები იცნობდნენ, ისინი მხატვრებისთვის პოზირებდნენ ხოლმე და ამით შოულობდნენ ფულს. უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა სტუდენტებმა გოგონებს თავიანთ მაგიდასთან უხმეს და შამპანური და ლიქიორი შეუკვეთეს… მალე ბახუსი გოგონებსაც მოეკიდათ, უეცრად ისინი მაგიდაზე ახტნენ, ცეკვა და მუსიკის ჰანგებქვეშ გახდა დაიწყეს…

“მულენ რუჟის” სხვა სტუმრებს ამგვარი უხამსი სანახაობა არაფრად ეპიტნავათ (აქამდე კაბარეში მხოლოდ კანკანს ცეკვავდნენ). უხმეს ჟანდარმებს – მანონი და სარა მაგიდიდან ჩამოსვეს და პოლიციაში მიაბრძანეს, კაბარეს მფლობელები კი დააჯარიმეს. სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და გოგონების გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციამ აქცია დაშალა. მაშინ მათ პარიზის სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. პოლიცია იძულებული გახდა უკან დაეხია – მანონ ლავილი და სარა ბრაუნი გაათავისუფლეს. სკანდალი ჩაცხრა. ამ ამბებიდან ოცდაათი წლის შემდეგ კი Josephine Bakerპარიზში ხელახლა იცეკვეს სცენაზე სტრიპტიზი – ამჯერად პოლიციისა და დაპატიმრების გარეშე – ეს იყო ამერიკელი ჯოზეფინ ბეიქერი, რომელიც სენთ ლუისში დაიბადა და 1925 წელს ევროპული გასტროლების დროს პარიზს ესტუმრა და შანს-ელისეს თეატრის სცენაზე ეროტიკული ცეკვა შეასრულა. მას სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს – ბეიქერი საფრანგეთში დარჩა და მრავალი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა სცენაზე, თამაშობდა ფილმებში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი სარგებლობდა თავისი პოპულარობით გერმანული საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებს შორის და ყალბი პასპორტებითა და ვიზებით ამარაგებდა ფრანგ ებრაელებს და წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებს ეხმარებოდა. ომის შემდგომ ის რამდენიმე საბრძოლო მედლით დააჯილდოვეს, მათ შორის საფრანგეთისთვის უმაღლესი – საპატიო ლეგიონის ორდენითაც.

რა თქმა უნდა, სტრიპტიზი საუკუნეზე ბევრად ხანდაზმულია – ასურეთსა და ბაბილონში, ძველ საბერძნეთსა და რომშიც იყო ცნობილი ცეკვა, რომლის დროსაც ქალები სამოსელს ტანთ იძარცვავდნენ. სალომეამ სტრიპტიზის ცეკვით, სხვა არაფრით გამოსტყუა ჰეროდეს იოანე ნათლისმცემლის თავი. ბიზანტიელი თეოდორაც სტრიპტიზის მოცეკვავე იყო, სანამ იმპერატორ იუსტინიანეს შეაბამდა და დედოფალი გახდებოდა… მაგრამ ქრისტიანულ ევროპაში სტრიპტიზი მეძავობას გაუთანაბრდა და ის პატივცემული საზოგადოებიდან, როგორც დღეს ვიტყოდით, “ანდერგრაუნდში” განიდევნა. თუმცა, ჩანს, მასზე მოთხოვნა არსებობდა და მოთხოვნა კი ყოველთვის შობს შეთავაზებას. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში საფრანგეთში გაჩნდა კანკანი, ამერიკაში კი იმავე საუკუნის შუაწელს – ბურლესკი – თუმცა, არც კანკანის და არც ბურლესკის მოცეკვავეები ტანთ ბოლომდე არ იხდიდნენ. სხვათა შორის, ერთიც და მეორეც დღემდე პოპულარულია – სწორედ ბურლესკის ვარსკვლავები არიან ბეთი ფეიჯი და დითა ვონ თიზი (მათზე ადრეც ვწერდი პოსტში ფინ-აფზე), თუმცა დღეს ბურლესკი ბევრად უფრო მკერდ(და არამარტო)მოღერებულია, ვიდრე – ორი საუკუნის წინ.

Dita von Teese in Crazy Horseმეოცე საუკუნეში ბევრმა ახალმა სიომ დაბერა – გამოჩნდნენ თამამი დიზაინერები, მოხულიგნო კინორეჟისორები, ფინ-აფის მხატვრები… მერილინ მონრო გამოჩნდა ბოლოს და ბოლოს და სხეულის დამალვა უკვე მხოლოდ მას მიაჩნდა კარგ ტონად, ვისაც ის არ უვარგოდა…

იმდროინდელ საბჭოთა კავშირში ამ ყველაფერზე ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ 1969 წელს მოხდა სასწაული – სტრიპტიზი საბჭოთა კინოფილმშიც იცეკვეს – ეს მსახიობი სვეტლანა სვეტლიჩნაია იყო, ფილმი კი – გაიდაის “ბრილიანტის ხელი”. “ბრილიანტის ხელის” ცენზორს ხელი აუკანკალდა და სვეტლიჩნაიას ძუძუ კადრიდან არ ამოჭრა, რამაც საბჭოთა მაყურებელი შოკში ჩააგდო. გლავკინო, მოსკინო, ცეკა, ტეკა და რა ვიცი კიდევ რა ჯანდაბა აღშფოთებულ მუშათა, გლეხთა და საბჭოთა ინტელიგენტთა წერილებით ავსებულა – “ჩემს შვილთან ერთად კინოში ვიყავი, მეგონა იდეურად გამართულ ფილმს ვნახავდი საბჭოთა მშრომელ ადამიანებზე და ეს რა ვნახე, რატომ თვალები არ დამეფსაო,” – ასე წერდნენ. გაიდაი დაუბარებიათ, თითი დაუქნევიათ, ნწუ-ნწუ-ნწუო ოთქვამთ, მაგრამ ფილმი თაროზე არ შემოუდიათ. სხვათა შორის, სვეტლიჩნაიას ამ როლისთვის 346 მანეთი გადაუხადეს (შედარებისთვის – ამავე ფილმში უპრავდომ მორდიუკოვას ჰონორარი 1’531 მანეთი იყო, დემი მურმა კი “სტრიპტიზში” მონაწილეობისთვის 12,5 მილიონი დოლარი მიიღო).

დღეს სტრიპტიზი კანონიერი, მაგრამ კვლავ ჩარჩოებში მოქცეული სანახაობაა – სხვადასხვა ქვეყანაში კანონმდებლობა განსხვავებულია – ზოგან მოცეკვავეები კერტებს იფარავენ, ზოგან წელის გარკვეული ტიპის მოძრაობა (სექსუალური აქტის იმიტირების მსგავსი) ეკრძალებათ, წელსქვემოთ გაშიშვლება ხომ პრაქტიკულად ყველგან აკრძალულია. შეიძლება ითქვას, ის ცეკვის ერთი ჩვეულებრივი (თუ არაჩვეულებრივი) ჟანრია, ძელთან ცეკვა კი სპორტულ სახეობადაც ჩამოყალიბდა, თავისი ფედერაციაც აქვს და მსოფლიო ჩემპიონატებსაც ატარებენ. ძუძუებისა და დუნდულების ქნევით დღეს ვერვის გააკვირვებ – თანამედროვე სტრიპტიზში მთავარი ქორეოგრაფია, მოცეკვავის პლასტიკა და რიტმის გრძნობაა.

P.S.

პოსტის დასაწყისში რომ მოვყევი, მაგ ისტორიის ალტერნატიული ვერსიაც არსებობს, რომლის თანახმადაც გოგონას, რომელმაც 1893 წლის 9 თებერვალს “მულენ რუჟში” გაიხადა მონა ერქვა და იმ საქციელისთვის, რისთვისაც დემი მურს 12 ლიმონი ჩაახუტეს, მონა პოლიციამ 100 ფრანკით დააჯარიმა…

ძნელია პირველობა, ძნელი. და ყველაზე მეტიც გხვდება.

P.P.S.

თბილისში ორი სტრიპ-კლუბია – “დივა” და “პენტჰაუსი”. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ, როდესაც ორიოდ წლის წინ “დივამ”  ქალებისთვის მამაკაცების სტრიპ-შოუს მოწყობა გადაწყვიტა, სწორედ ამას მოყვა მმკ-ელებისა და საპატრიარქოს განრისხება და საღამო კინაღამ ჩაიშალა. ქალები კი როგორც იხდიან, კვლავ იმავე წარმატებით იხდიან “დივას” სცენაზე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

მოდი, აიწიე კაბა

Advertisements

15 thoughts on “იხდი? ვიხდი!

    • რაი?
      მეღადავები თუ სტრიპტიზთან კორტასარს რამე კავშირი აქვს? 🙂

      არ მიყვარს. არც კორტასარი, არც ბორხესი არც მარკესი.
      ვარგას ლიოსა კი საერთოდ არ მაქვს წაკითხული.
      (ეს ისე – წინდაწინ გპასუხობ) 🙂

      Like

      • კორტასარს ყველაფერთან მოუძებნი კავშირს 🙂
        უბრალოდ გამახსენდა რაღაცის გამო.

        “ვარგას ლიოსა კი საერთოდ არ მაქვს წაკითხული.”
        მამა ხულია არ წაგიკითხავს? ძალიან კარგი ნაწარმოებია. მოგეწონება.

        Like

  1. ჯანდაბას… თავიდან დავწერ.

    იმან გამამხიარულა, სტრიპ-პოსტის პირველ ექვს კომენტარში იმაზე მსჯელობდნენ, ავტორს კორტასარი, ბორხესი, რევერტე და მარკესი მოსწონდა თუ არა… 🙂 და ჩემი აღფრთოვანებაც ვერ დავმალე.

    სვეტლიჩნაია “პირველი საბჭოთა კინო სტრიპტიზიორის” ტიტულს დამსახურებულად ატარებს, მაგრამ “ბრილიანტის ხელში” ძუძუ მაინც არ ჩანს. სხვათა შორის, ახლადგახსნილმა საპატრიარქოს ტელევიზიამ ეს ფილმი რომ აჩვენა, ცეკვის სცენას დიდი შავი კვადრატი ედო.

    სვეტლანა ტომა, იმ თავის ცნობილ ფილმში, ბევრად მეტს ბედავს, მაგრამ ცეკვა არ არის და სტრიპტიზის კატეგორიაშიც ვერ გაიყვან.

    ბეტი პეიჯი კლასიკაა, მაგრამ მე დიტა უფრო მესიმპატიურება 🙂

    Like

  2. აჩვენეს ერთხელ… მამაკაცი სტრიპტიზორები არ უვარგოდათ, კატასტროფა იყო :დ :დ ხოდა ჯობია მართლაც მარტო ქალები დატოვონ, ან ნორმალური მამაკაცი სტრიპტიზიორი იპოვონ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s