პოსტი მათთვის, ვისაც ახსოვს
თბილისის “დინამო” თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული, მოსკოვის ოლიმპიადაზე ვიქტორ სანეევისთვის წართმეული ოქრო, ჯონ ლენონისა და ვლადიმირ ვისოცკის გარდაცვალება, სანრემოს ფესტივალი, სამანტა ფოქსისა და სი სი კეჩის პლაკატები “საპოჟნიკების” კედლებზე, ირან-ერაყისა და არგენტინა-ბრიტანეთის ომები, კარაქისა და შაქრის ტალონები და საბჭოთა ანტიალკოჰოლური პოლიტიკა, ჩერნობილი, პერესტროიკა და ანეკდოტები ბრეჟნევზე, პოლონური “სოლიდარნოსტი” და ბერლინის კედლის დანგრევა – ასე დაგვამახსოვრდა 80-იანები…
და კიდევ ეპოქალური, ან სრულიადაც არაეპოქალური, მაგრამ ჩვენ, უინტერნეტობისა და ცენზურადროინდელ უბედურ ბავშვებს რომ ეპოქალური გვეგონა – იმ ფილმებით.
ქართველი ბლოგერებიდან ცოტას თუ ახსოვს, ამიტომ ეს პოსტი ჩემი დასაწერია.
80-იანების კინოეპოქა დაიწყო გენიალური “ვარსკვლავური ომების” მე-5 და ჩემი საყვარელი ეპიზოდით – “იმპერიის საპასუხო დარტყმა” (The Empire Strikes Back) – ფილმის რეჟისორია ირვინ ქერშნერი, ხოლო სცენარი ერთ-ერთ ყველაზე კარგ ქალ-ფანტასტს, ლი ბრექეთს ეკუთვნის. თავად ჯორჯ ლუქასი ფილმის პროდიუსინგით იყო დაკავებული.
ამავე წელსაა გადაღებული სთენლი ქუბრიქის სთივენ ქინგისეული “ნათება” (The Shining) ჯექ ნიქოლსონით და ჯონ ლენდისის “ძმები ბლიუზები” (The Blues Brothers)- ჰოლივუდისა თუ ჯაზისა და ბლიუზის უამრავი ვარსკვლავით.
1981 წელს კიდევ ერთი ეპოქალური ფილმი გამოდის ჰარისონ ფორდის მონაწილეობით – “დაკარგული კიდობნის მაძიებელნი” (Raiders of the Lost Ark). ის სთივენ სფილბერგის გადაღებულია, სცენარი ლოურენს ქაზდანს ეკუთვნის (რომელიც მოგვიანებით ვარსკვლავური საგის მე-6 ეპიზოდის სცენარს დაწერს). “ვარსკვლავური” ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსის როლშია, ფილმის მუსიკა კი “ვარსკვლავურ” ჯონ უილიამსს ეკუთვნის.
ამავე წელს ჟორჟ ლოტნერმა გადაიღო “პროფესიონალი” (Le professionnel) – ირონიული და ოდნავ სევდიანი ფილმი ბელმონდოთი, ხოლო თედ ქოჩეფმა რემბოს ციკლის “პირველი სისხლი” (First Blood), რომელმაც სილვესთერ სთალონე ამერიკის მთავარ “მაგარ ბიჭად” აქცია (“საზარბაზნე ხორცი” კი ადასტურებს, რომ დღეს სლაი ამერიკის მთავარი “მაგარი ბაბუაა”).
1982 წელს რიდლი სქოთს გენიალური ფილიფ დიქის გენიალური რომანი (“ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტროცხვრებზე”) ეკრანზე გადააქვს – “სამართებლის პირზე მორბენალი” (Blade Runner) განსხვავდება ლიტერატურული პირველწყაროსგან, მაგრამ ძალიან კარგი ფილმია. მთავარ როლებში ჰარისონ ფორდი და რათგერ ჰაუერი არიან. (80-იანებს არ ეხება, მაგრამ, როგორც ფანტასტიკის მოყვარული, აქვე დავწერ – სცენარისტი დეივიდ ფიფლზი 90-იანების შესანიშნავი ფილმის, თერი გილიამის “12 მაიმუნის” სცენარის ავტორიცაა).
ესაა აგრეთვე სთივენ სფილბერგის “უცხოპლანეტელისა” (E.T.) და ჟან ჟიროს “ჟანდარმერიული” სერიის ბოლო ფილმის “ჟანდარმი და ჟანდარმი გოგონები” (Le Gendarme Et Les Gendarmettes) წელიც.
1983 წელს ეკრანებზე ჯონ ლენდისის “შენაცვლება” (Trading Places) გამოდის – უმხიარულესი კომედია ედი მერფის, დენ ეიქროიდისა და ჯეიმი ლი ქერთისის მონაწილეობით და დონ ამიჩი და რალფ ბელამიც შესანიშნავები არიან ძმები დიუქების როლში.
ბრაიან დე ფალმამ ამავე წელს გადაიღო “ნაიარევი სახე” (Scarface) გენიალური ალით მთავარ როლში, ფრანსის ვებერმა კი – “მამიკოები” (Les Compères), რითიც კინოში რიშარ-დეპარდიეს წარმატებული დუეტი შემოიყვანა.
1984 წელი, უდავოდ, ჯეიმს ქემერონისა და რკინის არნის “ტერმინატორის” (The Terminator) წელია.
ამავე წელს ფრენსის ფორდ ქოფოლამ გადაიღო “კლუბი კოტონი” (The Cotton Club), სერჯო ლეონემ კი – “ერთხელ ამერიკაში” (Once Upon a Time in America).
1985 წელს რობერთ ზემექისმა (სთივენ სფილბერგის პროდიუსინგით) გადაიღო “უკან – მომავალში” (Back to the Future) ფანტასტიკური კომედია ქრისთოფერ ლოიდითა და მაიქ ჯეი ფოქსით.
მარქ ლესთერმა ამ წელს გადაიღო “კომანდოსი” (Commando), ხოლო რიჩარდ ათენბორომ “კორდებალეტი” (A Chorus Line) – მიუზიკლი მაიქლ დაგლასით მთავარ როლში.
1986 წელს არ ვიცი სად – როგორ და საბჭოთა მაყურებლისთვის ედრიან ლაინმა ყველას მოუჯოკრა “ცხრანახევარი კვირით” (9½ Weeks) – მიქი რურქი, ქიმ ბეისინჯერი, ზალმან ქინგის სცენარი და ჯო ქოქერის “ქუდი გეხუროს, დაო”.
ვუდი ალენმა გადაიღო “ჰანნა და მისი დები” (Hannah And Her Sisters) – თავად ალენი და მაიქლ ქეინი სამი ქალის – მია ფეროუს, ქრი ფიშერის და ბარბარა ჰერშის გარემიცვაში. ამავე წელსაა გადაღებული ჯორჯ ფან ქოსმათოსის “კობრა” (Cobra), სადაც სლაიმ სერიული მკვლელისგან იხსნა ბრიჯიტ ნილსენი, მაგრამ ვერ იხსნა საკუთარი გული, სული, ნერვები და ქონება (გაყრისას).
1987 წელს ბრაიან დე ფალმამ გადაიღო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო განგსტერული ფილმი “ხელშეუხებელნი” (The Untouchables) – ქევინ ქოსთნერის, შონ ქონერის, ენდი გარსიასა და რობერთ დე ნიროს ბრწყინვალე როლებით და ეიზენშტეინის ცნობილ კიბეების სცენასთან გენიალური შეთამაშებით, ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევრით, ენიო მორიკონეს საუნდთრექით.
ეს, აგრეთვე, არის სხვა ორი მართლაც გამორჩეული ფილმის – ჯონ მაქთირნანის “მტაცებლისა” (Predator) და რიჩარდ დონერის “სასიკვდილო იარაღის” (Lethal Weapon), სადაც შედგა გიბსონ-გლოვერის მშვენიერი დუეტი, წელი.
1988 წელს ჯონ მაქთირნანი ეღებს “კერკეტ კაკალს” (Die Hard) ბრიუს უილისით მთავარ როლში. მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს სხვა კარგი ფილმებიც იყო – ეს კონკურენციის გარეშეა.
თუ 80-იანებში ჟირომ “ჟანდარმერია დაასრულა”, 1988 წელს დეივიდ ცუკერმა “შიშველი პისტოლეტის” (The Naked Gun) სერია დაიწყო ლესლი ნილსენით, რობერთ ზემექისმა კი არაჩვეულებრივი “ვის სურდა კურდღელ როჯერის დაღუპვა” (Who Framed Roger Rabbit) გადაიღო – ანიმაციური პერსონაჟებისა და მსახიობების ფანტასტიკური შერწყმით და ჯესიქა რებითით.
1989 წელს თიმ ბართონი იწყებს კომიქს “ბეთმენის” (Batman) გაეკრანებას მაიქლ ქითონითა და შეუდარებელი ჯექ ნიქოლსონით.
ამავე წელს სოფი მარსომ ითამაშა ანჯეი ჟუვავსკის ფილმში “ჩემი ღამეები სჯობს შენს დღეებს” (Mes nuits sont plus belles que vos jours), რიდლი სქოთმა კი გადაიღო “შავი წვიმა” (Black Rain) – მაიქლ დაგლასი და ენდი გარსია იაკუძების წინააღმდეგ.
P.S.
პოსტი მარტივი პრინციპით – ერთი წელი – ერთი ფილმი დავწერე, თორემ კიდევ იყო “ცისფერი ლაგუნა” (The Blue Lagoon), “პარასკევი 13 რიცხვი” (Friday the 13th), “ტრიუკების ოსტატი” (The Stunt Man), “ჭირვეულის მორჯულება” (Il Bisbetico Domato), “ტუტსი” (Tootsie), “კედელი” (The Wall), “მოჩვენებებზე მონადირენი” (Ghost Busters), “კოშმარი თელების ქუჩაზე” (A Nightmare on Elm Street), “ქვის რომანი” (Romancing the Stone), “მარიას საყვარლები” (Maria’s Lovers), “ლტოლვილნი” (Les Fugitifs), “მორბენალი კაცი” (The Running Man), “მთელი ძალით” (Over The Top), “რობოტი-პოლიციელი” (RoboCop), “ასსა” (Асса), “ტყუპები” (Twins), “წითელი სიცხე” (Red Heat), “ლიფტიდან მარცხნივ” (À gauche en sortant de l’ascenseur), “ძვირფასო ელენა სერგეევნა”, (Дорогая Елена Сергеевна), “ინტერგოგონა” (Интердевочка)…
ეს ფილმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ზოგი არაფრად ვარგა, ზოგიც ისეთი გამოვტოვე, ნამდვლი შედევრი რომაა, მაგრამ სიაში ის ფილმებია, საბჭოთა კინოგაქირავებაში რომ გამოვიდა და ბილეთებზე დიდი რიგები იყო, ან ჩუმად რომ ვიკრიბებოდით და “ვიდეოებზე” ვუყურებდით.
P.P.S.
80-იანებში კიდევ ბევრი რამე მოხდა – Apple-მა Macintosh წარუდგინა ბაზარს და IBM-მაც დაიწყო პერსონალური კომპიუტერების წარმოება, MTV გავიდა ეთერში, პირველი CD გამოჩნდა… მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ბევრად მოგვიანებით გავიგეთ. 😦
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
კაი პოსტია. 🙂
მეც მახსოვს 80-იანები და ვიდეოთეკები, მაგრამ კორდებალეტი რა პონტში ჩასვი სამეულში? ეხლა პროსტო არ მახსოვს მაგ წელს რა ფილმები იყო, მაგრამ კორდებალეტი რაღაც ნიტოა სამეულში 🙂
მიუზიკლებიდან მე კაბარე მიყვარს.
LikeLike
“კაბარე” გენიალური ფილმია, მაგრამ 70-იანებშია გადაღებული.
“კორდებალეტი” კი… რავიცი. მანდ მაიქლ დაგლასია. თან მახსოვს რომ მომეწონა ეგ ფილმი. საერთოდ არ მიყვარს მიუზიკლები, მაგრამ ეგ მომეწონა, ამიტომ ვერ გამოვტოვებდი. 🙂
ბოლო-ბოლო ეს ჩემი სიაა. სუბიექტურად ჩემი. 🙂
LikeLike
betmeni, terminatori, kerketi kakali da ertxel amerikasi makvs marto nanaxi.
rembo bolo maqvs nanaxi.
magram mag dros dabadebulic ar vikavi.
girs naxva?
LikeLike
ფანტასტიკებით და ეროტიკებით გაუტენია სია 🙂
LikeLike
სრულიად არაკომპეტენტური ხარ კინოებში. 🙂
ტოჟე მნე, გვახარია ვ იუბკე.
LikeLike
აააა… ნოსტალგია შემომაწვა. რომ მოვიცლი, ჩამოვჯდები და ყველაფერს თავიდან ვნახავ… 😦
LikeLike
ბევრია 😉
LikeLike
კომედიებიდან “ლიფტიდან მარცხნივ” არის ძააალია მაგარი და “მამიკოები”, “ტყუპებიც”, პრინციპში 🙂
“პროფესიონალიც” მიყვარს, “ნაიარევი სახეც”, მაგრამ “ერთხელ ამერიკაში” ყველაზე, ყველაზე, ყველაზეა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ დე ნირო მაინცდამაინც არ მიყვარს…
აი, ეს “ნათება” ვერა და ვერ ვნახე…
შეუდარებელი ჯეკ ნიკოლსონი?? მე ჰიტ ლეჯერის ჯოკერი უფრო მომწონს 🙂
LikeLike
ჩემი გემოვნებით ეგ ნიქოლსონის ერთ-ერთი საუკეთესო როლია. ნამდვილი კლოუნადა აქვს გამართული.
LikeLike
კლოუნადა, კი, შეუდარებელია… ლეჯერის პერსონაჟი კი ტიპიური ფსიქოპათია, ჰოდა, ეგ უფრო მძაფრად ჩამრჩა რატომღაც
LikeLike
საერთოდ ძველი ბეთმენები ბევრად ექსცენტრიკული იყო ახლები კი უფრო სერიოზული ტრილერის სტილშია გეკეთებული.
ბონდიანასაც იგივე მოსდის – ადრინდელი ბონდიანა იყო გროტესკული და ქონერიც აშკარად თვითირონიული ბონდი იყო ახლანდელი კი ძაან სერიოზულია და Q-ც ამიტომ გააქრეს ფილმიდან – კომედიური ელემენტები რაც ახასიათებდა ბონდიანას მოსპეს სრულიად.
LikeLike
91/2 უცხოებზე წინ დაყენება როგორ შეიძლება ე!
მერე 80-იანების ჯგუფებზეც შეგიძლია დაწერო. და 80-იანების წიგნებზეც.
LikeLike
მოლი ბლუმი
მილოვიდოვი იყო კიდევ 5-ში
ისე, ჩემთვის დისიდენტი მწერლის გაპრეზიდენტება უფრო უცნაურია, ვიდრე სანტექნიკოსის. მიუხედავად იმისა, რომ ჰაველზე უფრო დიდი მწერლებიც გაჩინოვნიკებულან.
Gio
მუსიკა ძაან ბევრი იქნება და წიგნებზე საინტერესოა.
საერთოდ არაა ცუდი იდეა 🙂
70-იანებზეც ხომ არ დამეწერა? 🙂
LikeLike
მე მახსოვს ოთხმოციანები. ფილმებიდან – თითქმის ყველა (რამდენიმე დღესაც არ მაქვს ნანახი, უბრალოდ, არ დამაინტერესა). სამაგიეროდ, ტელევიზია მახსოვს კარგად.
ილუზიონი მახსოვს, ცისკარს, სევოდ~ნია ვ მირე და მეჟდუნაროდნაია პანორამა, სპიტაკის მიწისძვრა, სიკვდილიანობა საკავშირო ცეკაში, საბრინა, გორბაჩოვ-რეიგანის შეხვედრები, ოესვე და ოესვე-2, თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდი (დერიუგინი, კაპუსტინი, ბოროდაჩოვი, დარსაძე, სანაძე) მექსიკის და იტალიის მსოფლიო ჩემპიონატები, ვალენსა და ჰაველი (ვალენსაზე გაოცებულები რომ ამბობდნენ – ელექტრომონტიორი ყოფილა და პრეზიდენტი გახდაო), იმდროინდელი ჟურნალებიც მახსოვს და გაზეთებიც. ჰო, ოცკაპიკიანი პლომბირიც მახსოვს და ოცდაათკაპიკიანი კინოს ბილეთებიც.
LikeLike
E.T.როგორ მიყვარდააააააააააააააააააა
<3<3<3<3<3<3<3
LikeLike
რომელიღაც ფილმებზე კინოშიც კი ვიყავი, მაგრამ უვკე 90–ანებ იყო და ე.ი გვიან გადიოდა ხო ჩენთან.. თითქმის ყველა ნანახი მაქვს და აიი ვარსკვლავთა ომებზე ვაფანატებ ❤ ❤
LikeLike
რუსტაველის თეატრმა რომ მოაწყო მე-20 საუკუნის კინორეტროსპექტივა იქაც იყო რამდენიმე ჩამოტანილი.
ისე იდეა მომაწოდეს და მომეწონა სხვა რამეებზეც დავწერო – ვთქვათ, წიგნებზე მაგ პერიოდის და სხვა წლებზეც…
LikeLike
რამდენი ფილმი გამახსენე : )
LikeLike
mec egre 🙂
LikeLike
კარგი პოსტია, ყველაფერი დაგიწერია რა გინდა 🙂
მე 90-იანებს ველოდები 🙂
LikeLike
80-იანი წლები კარგად არ მახსოვს, რადგან მაგ წლებში ახალი დაბადებული ვიყავი:) სამაგიეროდ ფილმებმა მოგვიანებით მომიყვეს იმდროინდელ კინემატოგრაფიულ სამყაროზე:)))
პოსტი ძალიან კარგია, რადგან თავს უყრის 80-იანი წლების ყველა სერიოზულ კინონამუშევარს. განსაკუთრებით კი ფანტასტიკის, “კაი ბიჭებისა” და განგსტერული ფილმების მოყვარულთათვის იქნება საინტერესო;)
ველი იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მოგაწოდეს! ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაგარი გამოგივა 😉
LikeLike
შენი სიებიდან 60-იანები მაინც უფრო ყველაზე მეტად მომეწონა. 🙂
LikeLike
sainteresoa, ogond jack nicholsoni ar tamashob dzmeb bluzebshi
LikeLike
რა თქმა უნდა არ თამაშობს სწორედ ამიტომაა წინადადებაში კავშირი “და” 😉
ნიქოლსონი ეკუთვნის ფილმ ნათებას, ბლიუზებს კი ლენდისი. 🙂
LikeLike
tqven kinokritikosi xart? mainteresebs ra shexeba gaqvt am sperostan .ai ase dawvrilebit saidan icit? me kino xelovani var da arcerti pilmi nanxi ar maqvs
LikeLike
კინომოყვარული უბრალოდ.
კაი ახლა ნუ ღადაობ 🙂
ტერმინატორი არ გაქვს ნანახი? :):)
LikeLike
მეც მახსოვს 80-იანები, მაგრამ სხვადასხვა გემოვნება გვაქვს.
LikeLike
“1987 წელს ბრაიან დე ფალმამ გადაიღო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო განგსტერული ფილმი “ხელშეუხებელნი” (The Untouchables)” არ მქონდა ეს კინო ნანახი (ცხოვრებისეული პრინციპი მაქვს ქევინ ქოსთნერის მონაწილეობით ფილმს არ ვუყურებ, გამონაკლისი “13 დღეა”) ხოდა ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბატონი ბრაიანი “ექშენ” სცენების აზრზე არაა–––ხიდზე სცენა ( აი კანადის ცხენოსანი პოლიცია და ამბავი) ნებისმიერ ინდურ ფილმს დაამშვენებდა. 1 ეგაა ის უკვდავი ხმოვანი გაფორმება აკლდა. ხო კიდე. შონის გმირი არის 1 დიდი კრახი თავის სიკვდილიანად. ასე რომ დიდი დაბრეცილი ფილმია იმჰო და ნათლიის გვერდით მოხსენიებაც კი მკრეხელობაა :დ
LikeLike
ნათლია ზეფილმია, მარა დე ფალმას ფილმებიც მომწონს. და არამარტო ხელშეუხებლები 🙂
ქონერი-გარსიას დუეტიც მომწონს ამ ფილმში
LikeLike
კარლიტოს გზა მაქვს ნანახი და არ მომწონს, სიკვდილის სცენაც არ ვარგა და საბილიარდოს ეპიზოდი ––საერთოდ სირცხვილია. აი “ნაიარევი სახე არ ამქვს წესიერად ნანახი. ბოლო სცენა ვნახე და იმდენად უნიჭოდ მომეჩვენა, ყურება გადავიფიქრე. ალაგ–ალაგ კი მაქვს ნანახი. ” კარგი ბიჭები”–––ნორმალურია, მაგრამ გაწელილი. აი, კაზინო––მართლა მაგარია.
პ.ს. გვერდით თემაში “მილერის გზაჯვარედინი” გირჩიეს და ნახე თუ არ აგქვს ნანახი. ჩემი აზრით, გენიალური პაროდია/ფარსია განგსტერულ ფილმებზე
პ.პ.ს ერთხელ ამერიკაში მგონი მეტ სიტყვებს იმსახურებდა 😀
LikeLike
ნანახი მაქვს 🙂 ქოენების ყველა ფილმი მაქვს ნანახი 🙂
კარლიტომ არ გაგიგოს კარლიტო რო არ დაგევასა 🙂
LikeLike
საუკუნეა რომელიმე ფორუმელტან არ მქონია კონტაქტი 🙂 რაზე გაწუხებ . კოენებზე ცამოვარდა საუბარი და killing then softly ნახე აუცილებლად. წააგავს მაგთ სტილს:))) მოკლედ, ამ რჩევის გარეშე ვერ დაგტოვებდი :
LikeLike
ვნახავ მაგ ფილმს. თუ დაიდო უკვე კაი ხარისხში.
ისე უოლთ დიზნიმ შეისყიდა ლუქას ფილმზი და ყველა უფლება ვარსკვლავურ ომებზე 🙂 როგორც იქნა, დამთავრდა ჯორჯ ლუქასის მონოპოლია, თორემ აჯდა კრუხივით და არც თვითონ იღებდა და არც სხვას აძლევდა უფლებას, რომ გაეგრძელებინათ. 🙂
2015-ში გამოვა ახალი ეპიზოდი.
LikeLike
კინოში ნახე. მომეწონა რუსული ოფიციალური გახმოვანება. ინგლისურს ვეძებ და ვერ ვპოულობ.ჯერ. რაც შეეხება ვარსკვლავურ ომებს წავიკითხავ შენს პოსტს და დავწერ კომპეტენტურ კომენტარს:)
LikeLike
კინოშიც გადის?
აქ არყოფნაში ჩამოვრჩი აფიშას. 🙂
მალე ჰობითიც უნდა გამოვიდეს, წესით.
LikeLike
კინოში გადის ოღონდ მალე მთავრდება მგონო. ჰობიტი დიდი უნიჭობა იქნება. წიგნი არ მომეწონა. რაც შეეხება ვარსკვლავურ ომებს იმედია, იოდას გარეშე არ ჩაივლის. ვეიდერს და ობი-ვანს ვერ ვნახავთ ცხადია. თუმცა ამ კომპიუერული ტამაშების გამო სხვებიც პოპულარულები არიან და რა იცი რა გამოვა
LikeLike
ვეიდერის გარეშე ის ფასი არ ექნება. 🙂
თუმცა, თუ მე-7 ეპიზოდი ქრონოლოგიურობას ნიშნავს – არც იოდა იქნება და არც ვეიდერი.
აი, სიდიუსი კი იქნება – იმიტომ რომ ბრუნდება სიდიუსი. თან რამდენჯერმე. კლონები ყავს წინასწარ დამზადებული. ასეა წიგნებში და სცენარებში.
LikeLike
რა იცი რა ეპოქაზეა . ხოდა ყველა შეიძლება იყოს. აი ვეიდერი ნაღდად გამორიცხულია, რადგან მაგის მთელი ცხოვრება არის უკვე ფილმში. რა უნდა აჩვენონ? მე ის ეპოქა მაინტერესებს უფრო. სიდიუსის ახალაგზრდობა–მოწაფე რომ იყო და ამავდროულად ჯედაები რას მოღვაწეობენ
LikeLike