როცა პრეზერვატივი არ გაქვს…

coca-cola-summer-girl-2გქონიათ ალბათ ასეთი მომენტი.

ლოგინი – თბილია, გოგო – გავარვარებული და თქვენ კი პრეზერვატივს ეძებთ და ვერ პოულობთ… გეგულებოდათ კი… მაგრამ არაა. 

არადა, პრეზერვატივის გარეშე გოგო უარზეა… და, კაცმა რომ თქვას, დროა ისეთი – ეს შიდსიო და შიდსიც რომ არა – გოგოს ნათესავებიო… უცებ წარმოგიდგებათ თვალწინ, როგორ დაგადგებიან თავს მისი მშობლები, ბიძა-დეიდები, წაგათრევენ “ზაგსში”… ეგერ მენდელსონის მარშიც ჩაგესმით უკვე…

მაგრამ ნუ ღელავთ – “კოკა-კოლა” მუდამ ზრუნავს თქვენზე!

დანიელი ექიმების კვლევის თანახმად, კოლა არამხოლოდ საუკეთესო გამაგრილებელი, არამედ ჩინებული ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებაც ყოფილა.

რეპროდუქტოლოგთა ჯგუფმა, რომელიც პროფესორ ტინა იენსენის ხელმძღვანელობით 5 წლის განმავლობაში იკვლევდა 2’500 მეტ სხვადასხვა ასაკის, ჯანმრთელ და (როგორც ერთ სახურავზე მცხოვრებ შვედს უყვარდა თქმა) ზომიერედ ფეხხორციან მამაკაცს, დაასკვნა, რომ ეს სასმელი 30% ამცირებს სპერმატოზოიდთა რაოდენობას სპერმაში, შესაბამისად – სქესობრივი პარტნიორის დაფეხმძიმების შანსსაც.

მკვლევართა აზრით, ამ ეფექტს კოლაში შემცველი კოფეინისა და სხვა ინგრედიენტების კომბინაცია იძლევა,მაშინ, როდესაც კოფეინით გაჯერებული ყავა სპერმაზე გავლენას ვერ ახდენს, დღეში 1 ლიტრი კოლის მიღება სპერმატოზოიდთა რაოდენობას 1 მლ სპერმაში 1,6-ჯერ ამცირებს.

ასე რომ, გაგითავდათ პრეზერვატივები? მაცივარი გამოაღეთ.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Tina Kold Jensen et al., Caffeine Intake and Semen Quality in a Population of 2,554 Young Danish Men, American Journal of Epidemiology  © 2010 PhysOrg.com

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “როცა პრეზერვატივი არ გაქვს…”

    1. ახალი პოსტების დაწერა შემოდგომიდან – ახლა დრაფტბოქსს ვცლი და ბლოგს დასასვენებლად ვამზადებ. 🙂
      თან კოკა-კოლა 125 წლის გახდა და ასე ხომ ვერ დავტოვებდი. 🙂

      Like

  1. კვერცხუჯრედებზე როგორ მოქმედებს? 🙂

    დღეს ბრაზილია ერთვება და არ ვუყუროთ? 11-ზეა მგონი ჩვენი დროით.

    Like

  2. კარგია, კარგი… ოღონდ სპერმის აბსოლუტური ნეიტრალიზაციისთვის მთელი ცისტერნა კოკა-კოლას დალევა მოუწევს კაცს და ისე გაიჭყიპება, რაღად უნდა ქალი 😀

    Like

    1. ნწუ 🙂 ეგ მაშინაა, როცა სათაური აცდენილია პოსტს, ამ შემთხვევაში კი შეესაბამება. 🙂
      ისე, ადრე მქონდა კოკა-კოლაზე უფრო სერიოზული პოსტი და დაახლოებით იგივე რაოდენობის მკითხველი ყავდა. 🙂 შეიძლება – მეტიც.

      Like

  3. არ არსებობს :დ
    მაგრამ კაი, სპერმა შემცირდებაო, მაგრამ შიდსი? ა? ჩაგჭერით? ჩაგჭერით? :დ :დ

    Like

  4. კიდევ კარგი მეორე შვილს არ ვგეგმავ 🙂
    ჩემი ქმარი ლიტრობით სვამს კოკას

    ესეც რომ გვყავს მიკვირს უკვე :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: