რეკლამა ჩადგმით და ჩამოტარებით

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სააგენტო YouGov-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ე.წ. სარეკლამო ჩადგმები ნაკლებეფექტურია.

  • Product Placement – ეწოდება რეკლამირების ხერხს, როდესაც, მაგალითად, რომელიმე ფილმში, ტელეგადაცემაში გამოყენებული “რეკვიზიტის” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ) მწარმოებელი, ლოგო, მოდელი მკაფიოდ ჩანს.  ჩადგმული შეიძლება იყოს სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია… ამაზე ადრეც ვწერდი (25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები)

ბრიტანული ტელეშოუს გასვლის შემდეგ, სადაც Nestle-ს ყავა Dolce Gusto “ჩადგეს”, YouGov-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ამტკიცებს, რომ არც შეუნიშნავს, თუ რა პროდუქტი იყო “ჩადგმული”, თუმცა 70%-ზე მეტი აღიარებს, რომ სხვადასხვა ამერიკულ ფილმებსა თუ სერიალებში ჩადგმული პროდუქტი შეუნიშნავს. მაგრამ ამათგან მხოლოდ 17% აღმოჩნდა ისეთი, ვინც ჩადგმებს ყოველთვის ამჩნევს, 40% – ხანდახან და 16% კი – იშვიათად.

ჩადგმების მიმართ გამოკითხულთა მხოლოდ 14% დადებითად განწყობილი. 23% ამტკიცებს, რომ მათზე ჩადგმები უარყოფითად მოქმედებს, 7%-მა კი ჩადგმების გავლენა შეაფასა, როგორც უკიდურესად უარყოფითი. დანარჩენი გამოკითხულები ჩადგმების მიმართ ნეიტრალურად არიან განწყობილნი.

საყურადღებოა, რომ ვინც ჩადგმებს ყოველთვის ამჩნევს, მათგან თითქმის 35% უარყოფითადაა განწობილი. გამოკითხულთაგან ყოველი მეშვიდე კი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაზე, შეიძინონ თუ არა ჩადგმული პროდუქტი, რეკლამირების ეს ხერხი გავლენას ვერ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ვფიქრობ, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა საჭირო არაა. YouGov-ს წარმომადგენლებიც ამასვე აცხადებენ. მათი აზრით, ყველაფერს განსაზღვრავს თუ რას, როგორ და სად არეკლამებთ – ამავე გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე პოზიტიურად ტელეაუდიტორია კვების პროდუქტის ჩადგმების მიმართაა განწყობილი.

ბლიც-ტესტი:

გაიხსენეთ, რა პროდუქტებია ჩადგმული ფილმებში:

დოქტორი ნო

მატრიცა 1 და 2

მე, რობოტი (მინიშნება: აქ პროდუქტი არამხოლოდ ჩანს, არამედ უილ სმითი მასზე საგანგებოდაც ამახვილებს თქვენს ყურადღებას :))

სერიალში:

დოქტრი ჰაუსი

P.S.

25-ე კადრის პოსტშიც ვწერდი, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც ეკრანზე (და არამარტო ეკრანზე) ჩანს, არ არის სპონსორების მიერ “ჩადგმული”. თუკი ნაწარმოების სიუჟეტი უკაცრიელ კუნძულზე არ ვითარდება და მასში ნუდისტები არ მონაწილეობენ – ადამიანებს რაღაც უნდა ეცვათ, სადღაც უნდა ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, უნდა გადიოდნენ ლანჩზე, ტელეფონითაც უნდა სარგებლობდნენ და კომპიუტერითაც… ავტორი თავის გმირებს სტერილურ სამყაროში ვერ მოათავსებს.

მაგალითად გრანჟე – არაჩვეულებრივი ტრილერების ავტორი. მისი წიგნის გმირებს ხშირად აცვიათ “ლაკოსტი”. გრანჟეს უყვარს ეს ფირმა და (თუ ამას რეკლამად მივიჩნევთ) უსასყიდლოდ აკეთებს. დოქტორი ალექს ქროსი ჯეიმს ფათერსონის წიგნების პერსონაჟი – “პორშეთი” მოძრაობს – რამდენადაც ვიცი, ავტორმა თავისი გმირი საკუთარ ძველ ავტომობილში ჩასვა… ასეთი მაგალითები უამრავია. ეს რაც მხატვრულ ნაწარმოებებს ეხება.

მაგრამ ტელეგადაცემებს რაც შეეხება – ეს რა თქმა უნდა სხვა საქმეა. აქ ყავა შესაძლებელია წარწერის გარეშე ფინჯანში ჩამოასხან, ნოუთბუქის ლოგო – დაფარონ და არც წამყვანის საათის ციფერბლატი უნდა გამოაჩინონ მაინცადამაინც მსხვილი ხედით.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

17 thoughts on “რეკლამა ჩადგმით და ჩამოტარებით”

  1. დოქტორ ჰაუსში ეფლია.
    მატრიცაში ნოკია.
    დოქტორი ნო ბონდი არაა? მაშინ მარტინი ქინება.
    რობოტებში ვერ ვიხსენებ. არ მიყვარს ეს ფანტასტიკა მაინცადამაინც. 🙂

    Like

  2. ბონდიანა, ჩემი მწირი ცოდნის მიხედვით, ერთი დიდი ჩადგმაა. დოქტორ ნო ასე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოსწინა ბონდში “ომეგას” არცთუ შენიღბული რეკლამაა მატარებლის ეპიზოდში.

    Like

    1. დოქტორი ნო უბრალოდ ბონდიანის პირველი ფილმია. მაგიტომ ვახსენე.
      თან მაგ ფილმში ყველაზა მაგარი ბონდის ქალი თამაშობს 🙂

      Like

  3. ასთონ-მარტინი, ბეემვე, ომეგა, არაყში არეული მშრალი მარტინი…

    ბონდის ქალებიდან მე ჰოლი ბერი და სოფი მარსო მომწონს 🙂 ოღონდ, ყველაზე მაგრები (როლის და პერსონაჟის გათვალისწინებით) ევა გრინი და ოლგა კურილენკოა.

    პ.ს. ბლოგის ჰედერში “ბრაზილიურში” “ა” სპეციალურად გაქვს გამოტოვებული?

    Like

  4. ამ 15-ე კადრზე და ჩადგმებზე ვერაფერი გავიგე – თან მოქმედებს თან არ მოქმედებს 🙂

    მატრიცა – ჯერ ნოკია იყო (ბანანი), მერე – სამსუნგი.
    დოქტორ ნოში – ბონდი სვამს სმირნოვს – პოსტერიც არი შონ კონერი სმირნოვის ბოთლით. იმიტომ მახსოვს, რომ გამიკვირდა რომ ვნახე – საერთოდ მარტინის სვამს ხოლმე.
    მანქანა ალბათ ასტონ-მარტინია?
    დოქტორ ჰაუსს არ ვუყურებ და არ ვიცი აი, მე რობოტით დავიბენი. ვერ ვიხსენებ ვერაფერს.

    Like

    1. 25-ზე 🙂

      მე რობოტით დავიბენი. ვერ ვიხსენებ ვერაფერს.

      ეგ ადასტურებს ზუსტად, რომ მართლაც ხან მუშაობს და ხან არა. 🙂
      იმიტომ რომ, როგორც წერენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ჩადგმაა მაგ ფილმში. 🙂 ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ კომპანიამ საგანგებო პირობებით იყიდა ჩადგმა – ჩანს როგორ უხარია უილ სმითს რომ ეს რაღაც დაითრია, ჩანს შეფუთვა, რამდენჯერმე ჩანს პროდუქტი მსხვილი ხედით და ბოლოს – ვინც ეს ყველაფერი ვერ შენიშნა – საგამგებოდ მათთვის უილ სმითი ამბობ – შეხეთ რა მაგარი რამე მაქვსო. 🙂
      და შენ კიდე მეუბნები, არ მახსოვსო 🙂
      Advertisement total fail! 🙂

      საერთოდ მე. რობოტი გაჯერებულია რეკლამებით. აუდიცაა იქ მაგალითად. მაგრამ მე ყველაზე გამოკვეთილი მაგალითი მოვიტანე.

      Like

  5. ვაიმე აზრზე არ ვარ რა ფარული რეკლამებია მაგ ფილმებში… მით უმეტეს “მე რობოტში”, ნანახი მაქვს მაგრამ ვერ ვიხსენებ რა დაითრია უილმა, რაღაც მანქანა, ტელეფონი თუ იარაღი? 😦

    და ისე სერიალებში ხშირად შემიმჩნევია ეფლის ნოუთბუქების რეკლამა, თუ შეიძლება რომ ასე დაერქვას …

    Like

  6. ქართველებზე რატომ არ დაწერე
    რა საინტერესოდ ჩადგამენ და ჩამოატარებენ ხოლმე რეკლამებს – ბოლოდროინდელ უუაზროეს ფილმებში :დ :დ :დ

    Like

  7. “ოცნების ქალაქში” “ჩადგმულ” რეკლამებზე გავაკეთეთ ახლახანს კვლევა. ცდის პირები: 6 ექსპერიმენტული (უყურა ფილმს) და 6 საკონტროლო (არ უყურა ფილმს). მეთოდები: საკონტროლო ჯგუფი- 1) გაიხსენოს რა ბრენდები შეამჩნია ფილმში ფილმის დამთავრებისთანავე და 10 დღის შემდეგ. 2) შეაფასოს ბრენდი ლაიკერტის 7 ბალიან სკალაზე, სადაც მოცემულია 7 ზედსართავი მაგ.ხარისხიანი-უხარისხო, მიმზიდველი-არამიმზიდველი… 3) ასოციაციები გვითხრან კატეგორიებზე რომლებშიც ბრენდი თავსდება. მაგ: აფთიაქი, არაყი, ტელეარხი და ა.შ
    საკონტროლო ჯგუფი აკეთებს მხოლოდ მეორე და მესამე დავალებას.
    სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ასოციაციების დავალებაში მიღებულ შედეგებს შორის აღმოჩნდა.
    (ცდის პირები ცოტა იყო, მაგრამ სამოყვარულო დონეზე მეტი ვერ გავქაჩეთ. წინა პირობა იყო რომ არცერთს არ უნდა ჰქონოდა მანამდე ეს ფილმი ნანახი)

    დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპლიციტურ დამახსოვრებას იწვევს ეს რეკლამები, მაგრამ ქართულ ფილმებში უსაზღვროდ ბევრის გამოყენება ხელს უშლის თითოეულის ეფექტს. ამ ფილმში 19 რეკლამა დავითვალეთ.

    ნეტა თუ გაუკეთებიათ ქართველ მარკეტოლოგებს ამ თემაზე რამე სერიოზული კვლევა?
    მე მარკეტოლოგი არ ვარ და არ ვიცნობ კარგად მაგ სფეროს.

    Like

    1. ნეტა თუ გაუკეთებიათ ქართველ მარკეტოლოგებს ამ თემაზე რამე სერიოზული კვლევა?

      კარგი კითხვაა.
      თუმცა ამას ახლა მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნველობა ექნება – ჯერ ამ სახის რეკლამა ეკლექტურია და არაა იმ დონეზე რომ პრაქტიკული ღირებულება ქონდეს კვლევას. თან ზოგადად სარეკლამო პაკეტიდან და საერთდო მთლიანი პუშ-ენდ-ფულ ღონისძიებები რომ ავიღოთ ისინი ისე ფარავენ ერთმანეთს, რომ კონკრეტულად აი ამ რეკლამამ რა მოგება მოიტანა და როგორ იმოქმედა გაყიდვებზე – ამის გაზომვა ძალიან ძნელია თუ შეუძლებელი არა. სტრილური არაა გარემო.
      თუმცა, მოდელირება შეიძლება და იქ გაზომვა.
      მაგრამ ძალიან ძვირია და არ უღირს დამკვეთს. 🙂

      ზოგადად რეკლამა მარცვალივითაა – პირობები უნდა დახვდეს, შემზადებული ნიადაგი, წყალი, მზე – მაშინ იძლევა შედეგს. და დამახსოვრება რაზეც ამბობ – თუ დაილექა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია – როცა დრო მოვა ამოტივტივდება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: