პოსტმა ყველაზე ლამაზი ტრაკის შესახებ ბუნებრივად მოითხოვა გაგრძელება. არ ვიცი, ტარდება თუ არა სადმე ყველაზე ლამაზი ძუძუების კონკურსი, მაგრამ არის ორი ყველაზე სანდო “ძუძულოგი”, რომლის გემოვნებასაც, შეიძლება, ვენდოთ. ერთია ქალის თეთრეულის მწარმოებელი Victoria’s Secret, რომელიც თავისი პროდუქციის ჩვენებისთვის ნამდვილ ანგელოზებს (Victoria’s Secret Angels) არჩევს. მეორე კი – ჟურნალ Sports Illustrated-ის საგანგებო საცურაო კოსტიუმების ყოველწლიური თებერვლის გამოცემები (Sports Illustrated Swimsuit Issue), რომლის ყდას მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები და მოდელები ამშვენებენ. ქალის თეთრეული და საცურაო კოსტიუმი კი ლამაზი ძუძის გარეშე – ცარიელი ნაჭერია. 🙂
ასე რომ, მსოფლიოში ულამაზესი ძუძუები აქვთ:
ამერიკელ მოდელს შერილ თიგს (Cheryl Tiegs), რომელიც 1970, 1975 და 1983 წლებში მოხვდა Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გარეკანზე. მისი პოსტერი ვარდისფერ ბიკინიში საკულტო ფოტოდ იქცა.
ამერიკელი ქრისთი ბრინქლი (Christie Brinkley) 1979, 1980 და 1981 წლების Sports Illustrated Swimsuit Issue-ს მოდელი. ის თავის მეუღლესთან, ბილი ჯოელთან ერთად თბილისშიც იყო ჩამოსული. უნდოდა “საქართველოს ქალის” გარეკანზე მოხვედრილიყო, მაგრამ სახელგანთქმულ მწველავ ანგელინა პაქსაშვილთან კონკურენციას ვერ გაუძლო და დარჩა Sports Illustrated-ის ამარა.
ქესი აილანდი (Kathy Ireland) ამერიკელი მოდელი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გარეკანისთვის სამჯერ 1989, 1992 და 1994 წლებში გადაიღეს. ეს ქალი საუკეთესო უარყოფაა იმ სტერეოტიპისა, რომ ლამაზძუძუებიანი ქალი (მით უფრო მოდელი) ტუტუცია და ორი წიგნი არ აქვს წაკითხული – ქესი უზარმაზარი მარკეტინგული-სავაჭრო იმპერიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია 1,5 მილიარდი აშშ დოლარის წლიური ბრუნვით.
ელ მაქფერსონი (Elle Macpherson) ერთადერთია, ვინც Sports Illustrated-მა მისი Swimsuit Issue-ს გარეკანისთვის ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ შეარჩია (1986, 1987, 1988, 1994 და 2006 წლებში). ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ლამაზი ავსტრალიელი მოდელი.
2-2-ჯერ მოხვდნენ ჟურნალის გარეკანზე: Rebecca Romijn, Tyra Banks, Elsa Benitez, Yamila Diaz-Rahi, Rachel Hunter, Carolyn Murph, Veronica Varekova და Serena Williams. 🙂
ქართველი მამაკაცების საყვარელი ანა კურნიკოვა კი მხოლოდ ერთხელ.
რაც შეეხება Victoria’s Secret –ს მის ანგელოზთა შორის 1999 წლიდან დღემდე უცვლელად უჭირავს ადგილი გერმანელ ჰეიდი კლუმს (Heidi Klum), ხოლო 2000 და 2004 წლებიდან დღემდე ორ ბრაზილიელ ლამაზმანს ადრიანა ლიმასა (Adriana Lima) და ალესანდრა ამბროზიოს (Alessandra Ambrosio).
თაირა ბენქსი (Tyra Banks) 1998-2005 წლებში იყო Victoria’s Secret-ის ანგელოზი, ჟიზელე ბუნდშენი (Gisele Bündchen) კი 2000–2007 წლებში.
სხვებს ცოტა ნაკლები სტაჟი აქვთ, მათ შორის არიან: Karen Mulder, Daniela Peštová, Karolína Kurková, Selita Ebanks, Candice Swanepoel, Laetitia Casta, Helena Christensen, Marisa Miller…
ნაომი Victoria’s Secret-ის მოდელი იყო ნამდვილად და ფრთებგამოსხმულიც მახსოვს (კარენ მიულდერთან ერთად გამოდიოდა წყვილში), მაგრამ ანგელოზად არ ასახელებენ, ამიტომაც გამოვტოვე. თან მისი ბოლო ქორწინება ადასტურებს, რომ გაგიჟდა და გიჟი ანგელოზი არ გამიგია მე…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
ახლა პოპკორნს მოვიმარაგებ და სერჩინგს დავაკვირდები – აჯობებს თუ არა ძუძუ ტრაკს.
P.P.S.
ტრაკების თემამ ზოგიერთი მკითხველის პროტესტი გამოიწვია – რატომაა მარტო ქალების სურათებიო. ამიტომ, ყველაზე ლამაზი მკერდის მქონე მამაკაცის ფოტოსაც დავდებ:
http://www.warheroes.ru/content/images/photodocs/1614/original/4dadaab288b65fcc9b689a4ebdf7ffc6.jpg
იმიტომ რომ, არაფერი ისე არ ალამაზებს მამაკაცის მკერდს, როგორც გმირის ორდენი – ამას კი 4 აქვს… 🙂
სულ ზედა სურათზე ტაირა ბენქსია?
ძალიან ლამაზია.
LikeLike
კი. მართლაც ძალიან ლამაზია.
LikeLike
შედეგები გამაგებინე. მეც მაინტერესებს, რომელი აჯობებს 🙂
პ.ს. პოსტ პოსტსკრიპტუმში დადებული ლინკი არ გამიხსნია, ისე ვივარაუდებ, რომ ბრეჟნევის სურათი გაქვს მანდ.
LikeLike
გულთმისანი ხარ 🙂
LikeLike
ნო 🙂 ოთხგზის გმირი ბრეჟნევი მახსოვს მარტო. პოკრიშკინი, თუ არ ვცდები, სამგზის იყო.
ვიქტორიას ანგელოზების შოუ არ მომწონს – ნამეტანი გადაპრანჭულია და ბუნებრიობას კარგავს. ტაირა მართლა ლამაზია.
LikeLike
თან მწერალიც იყო. მალაია ზემლია და… რაღაცა ქვს კიდე მეორე. ცელინა მქონი. თუ ბამი…
სახელმწიფოს მტერში იმ ეპიზოდში ვკაიფობ უილ სმითი თეთრეულს რომ ყიდულობს და ძუძუს ზომებში იბნევა 🙂 Victoria მაღაზია თუ რომელი არ მახსოვს ოღონდ.
LikeLike
поднятая целина და возрождение
და ანეკდოტი იყო – სიკვდილის შემდეგ გადაუთვლია ოქროს ვარსკვლავები და გაბრაზებულა – посмертно მეხუთე რატომ არ მომცესო.
სახელმწიფოს მტერში მეც ვიქტორია მახსოვს. ისე, მანდ, ბუტიკზე მეტად, აენბეს შესაძლებლობებზე უფრო ვხალისობ.
LikeLike
სამტომეული ყოფილა ვნახე 🙂
მალაია ზემლია და ეგ ორი.
Летом 1987 года книги трилогии были изъяты из книжных магазинов и списаны в макулатуру. საწყალი 😦
და კიდევ სხვებიც ქონია. ალდებარანზე დევს თუ დაგაინტერესებს http://lib.aldebaran.ru/author/brezhnev_leonid/ 🙂
LikeLike
ფუი ეშმაკს:)
სუვოროვს აქვს აკვარიუმში – ავსტრიის საელჩოს სხვენზე დაყრილ ხრუშოვის წიგნებს როგორ ტენიან სპეციალურად გამოგზავნილ კონტეინერში, რომ მერე, ბრატისლავას სამხედრო აეროდრომის ტოპკაში დაწვან.
ოფფ ტოპი რომ არ გამოვიდეს – ლა პერლას უფრო ლამაზი შოუები აქვს.
LikeLike
ქეით მოსი დაგავიწყდა 😦
LikeLike
სად აქვს ქეით მოსს ზუზუ? 🙂
თან ანგელოზების სიაში არ იყო არც ეგ.
LikeLike
შენ სად გაქვს იუმორის გრძნობა, თორემ მაგას რო მკერდი არ აქვს ვიცი :)))
LikeLike
ტრაკში 🙂
LikeLike
ლეტიცია კასტას სურათიც 😦 ვის გაუგონია ძუძუებზე პოსტი ლეტიციას სურათის გარეშე 😦
LikeLike
მე აქ დამსახურებებით დავალაგე 🙂 როგორც ობიექტური კრიტერიუმი.
კასტა უფრო ცოტა ხანი იყო ანგელოზებში და დაეცა.
LikeLike
სამაგიეროდ, ჩემს ლეტიციას აქვს, თან ძაააალიან შთამბეჭდავი… უკონკურენტოა!!! 🙂
LikeLike
ააა, ნუ, თუ ზომა არ იყო კრიტერიუმი, მაშინ, გასაგებია 🙂
LikeLike
ელ მაკფერსონი! :*
და ის კაცი ლოოლ ვიონ ჯანდაბაა ;დ ხრუშოვი ან ვინმე ეგეთი იქნება ;დ
LikeLike
მაინც ტრაკი გაიმარჯვებს და ჰა.. წერე პოსტები :დ :დ :დ
LikeLike
ზუზუ რეიტინგის თავში გასულა 🙂
LikeLike
ლიმა და ამბროზიო
LikeLike
:DDDD kalis reprodukciuli organoebi, rogorc koveltvis, dsalian xodshia. shishit velodebi gagrdselebas :DDDD
LikeLike
“ახლა პოკორნს მოვიმარაგებ და სერჩინგს დავაკვირდები – აჯობებს თუ არა ძუძუ ტრაკს.” – აი ამაზე გადავბჟირდი 😀 😀 😀
LikeLike
პირველი ორის ძუძებს სრულყოფილებამდე ძალიან ბევრი აკლია :დ დანარჩენები ლამაზია
LikeLike
ანგელინა პაქსაშვილი ვინაა??? 😀
დადებული სურათებიდან მომწონს მხოლოდ ლიმა და ბენკსი.
მეტი არცერთი.
LikeLike
ეჰ… მალადიოჟ 😦
ანგელინა პაქსაშვილი არ გახსოვთ
LikeLike
რეკორდსმენი მწველავი იყო 🙂
სხვათაშორის, რუსულ წიგნებში კიდევ ერთ რეკორდსმენ ანგელინას ასახელებენ. ოღონდ, ის ტრაქტორისტი იყო და ანგელინა გვარი ჰქონდა – პაშა ანგელინა 🙂
LikeLike
რეები გახსოვს… ენციკლოპედია ქალი ხარ რა 🙂
LikeLike
ჰაჰ, ესეც “შეუცვლელი” მეგანი :დ
როზიც “ვიქტორიას სეკრეტის” ანგელოზი უნდა იყოს ^_^
LikeLike
მეგანთან ვერ მოვა.
სახელი და გვარი კი აქვს კაი 🙂
არა, ანგელოზები ცაალკე კასტაა მანდ. მოდელები ბევრი ყავთ, მაგრამ ანგელოზების სტატუსი იმათ აქვთ, ვინც მაგათ ანგელოზების თეთრეულის ხაზს წარმოადგენდა.
LikeLike
თან მისი ბოლო ქორწინება ადასტურებს, რომ გაგიჟდა და გიჟი ანგელოზი არ გამიგია მე…
ვის გაყვა? რატომღაც ნაომის პირადი ცხოვრებით არ ვყოფილვარ დაინტერესებული :დ :დ
LikeLike
რუსულ ეკლესიაში გადაინათლა და რუს ოლიგარქს გაყვა მგონი… ყოველ შემთხვევაში მანამ დე ნიროსთან იყო. 🙂
LikeLike