ჩინური სვინგი

თუ ფლეთჩერს არ გაიწვევენ, მალე ჩვენი შვილების ჩანთებში წიგნების ნაცვლად ფალოიმიტატორებს აღმოვაჩენთ.
კახა მიქაია

53 წლის მა იოჰაი იყო ნანკინის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, კარგი მოქალაქე, მგზნებარე მარქსისტი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, ავადმყოფ ხანდაზმულ დედაზე მზრუნველი შვილი, კარგი მეზობელი და მეგობარი… ეს ყველაფერი სამუშაო საათებსა და სადაგ დღეებში, თავისუფალ დროს კი ის გარყვნილების პროპაგანდას ეწეოდა და ჩინეთის მრავალსაუკუნოვან საამაყო წარსულს შეურაცხყოფდა – სწორედ ასეთია ჩინელი გამომძიებლების დასკვნა. პროკურორმა მას სვინგერთა კლუბის ხელმძღვანელობასა და ჯგუფური სექს-ორგიების ორგანიზატორობაში დასდო ბრალი, ამგვარი საქციელი კი ჩინეთში დასჯადია და კონფუცისა და მაოს ტრადიციების შებღალვად ითვლება. ახლა მა იოჰაის უახლოესი 3,5 წლის ციხეში გატარება მოუწევს. მის გარდა კიდევ 21 სვინგერი დააპატიმრეს.

  • სვინგი, სვინგერობა ჯგუფური სექსის ფორმაა, როდესაც სექსუალური პარტნიორების ხანმოკლე ვადით გაცვლა ხდება. სვინგით მუდმივად ერთად მცხოვრები წყვილები (მათ შორის – დაქორწინებულებიც) არიან დაკავებულნი. ამასთან, სვინგერთა მთავარი წესია –  არ შეუყვარდეთ დროებითი პარტნიორები და არ სცადონ არსებულ წყვილთა დაცილება.

თუმცა, პროფესორი განაჩენს არ ეპუება და გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატის, იაო იონგანის მტკიცებით, მისი კლიენტის კერძო ცხოვრება მისი პირადი საქმეა და სასამართლო განხილვის საგნად საერთოდ არ უნდა ქცეულიყო.

თავად მა ამ ამბავს ფილოსოფიურად უყურებს. “ქორწინება წყალია და სვინგერობა კი ღვინო,” – აცხადებს ჩინელი პროფესორი, – “ზოგმა გასინჯა და მოეწონა, ზოგმა კი გემო ვერ ჩაატანა, მაგრამ ძალას არვინ ატანდა. ყველაფერი ნებაყოფლობით იყო.”

ცნობილი ჩინელი სექსოლოგის ლი ინჰეს აზრით, ჩინური საზოგადოება ფარისევლობაშია ჩაფლული. ყველა პატარა სოფელში ბორდელია გახსნილი, ისინი, უბრალოდ, საპარიკმახეროებისა და მასაჟის სალონების აბრებქვეშ შეფარულან. ქალიშვილობის ინსტიტუტისგანაც კარგა ხანია ნანგრევებია დარჩენილი – ქორწინებამდელი სექსი ჩვეულებრივი ამბავია, – ამტკიცებს ლი ინჰე.

განაჩენით ბევრია აღშფითებული. ჩინურ ფორუმებზე მრავალმა ადამიანმა დატოვა კომენტარი – მათი უმეტესობა ხელისუფლებას კერძო ცხოვრებაში ჩარევასა და მოქალაქეთა სექსუალური ცხოვრების კონტროლში დებს ბრალს. საზღვარგარეთული სვინგ-კლუბების წევრები პროტესტს გამოთქვამენ, მა იოჰაის პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და ჩინეთის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას თხოვენ, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩინელ კონფუციანელ მშობელთა კავშირი აქტიურობს, რომელიც სვინგერ პროფესორს ეროვნული ფასეულობების ნგრევაში დებს ბრალს და მის უფრო მკაცრად დასჯას მოითხოვს. მათი აზრით, დაუყონებლივ უნდა გადადგეს ნანკინის უნივერსიტეტის რექტორიც, რომელმაც სასწავლებელი დემონოლოგიისა და გარყვნილების ბუდედ აქცია.

ყველაზე მძიმე სასჯელი, რომელიც ჩინეთში სვინგერებს გამოუტანეს სიკვდილით დასჯა იყო. ეს 80-იანებში მოხდა, თუმცა, მას შემდეგ კანონი შერბილებულია და მხოლოდ მაქსიმუმ 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
18 Orgies Later, Chinese Swinger Gets Prison Bed

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

23 thoughts on “ჩინური სვინგი”

  1. ისე ჩვენშიც არიან სვინგერები, რამდენიმეს ვიცნობ. ჩემი აზრით, ეს საკითხი ციხემდე არ უნდა მიდიოდეს, ბოლოსადბოლოს პორნომაფია ხომ არაა, 2 ადამიანი როგორც უნდა ისე წარმართავს თავის სქესობრივ ცხოვრებას. თუმცა ,პირადად ჩემის პრივატულის აზრით, ზნეობრივი პრინციპის ნორმებიდან, ქართული ტრადიციებიდან და გარკვეულწილად, ჩვენი უნივერსალური რელიგიიდან გამომდინარე, სექსის 2 ადამიანის ინტიმად წარმოდგენა მირჩევნია და არა პირველყოფილ ორგიად. რადგან, სექსი ჩემთვის ( ტრადიციული ქალური ხედვა) მაინც რაღაც მგრძნობიარე რიტუალად აღიქმება და არა მხოლოდ გართობად ან ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებად. ორგიის შინაარსი სცილდება ყველანაირ პირადულს, ინტიმურს და მგრძნობიარეს, მოაქვს მხოლოდ ერჯერადი, ძალითმრავალფეროვანი, მაგრამ ძლიერი ემოციები ალბაათ. მოკლედ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ზედმეტსახელი უახლოეს სამეგობროში “მორალისტკაა”, მიხვდებით საითაც ვუბერავ. გაუმარჯოს, ქალსა და კაცს შორის, მხოლოდ 2–ში!!! ჯანმრთელ, მრავალფეროვან და თავდაუზოგავად ცხელ სექსს, ამინ!

    Like

    1. ზრდასრული ადამიანები ურთიერთშეთანხმებით რას აკეთებენ არავის საქმე არაა მითუფრო საკუთარ საწოლში, მაგრამ აცლის ვინმე? 🙂

      ისე კი სვინგერობაც ორ ადამიანს შორის ინტიმია 🙂 უბრალოდ ერთმანეთს ენაცვებიან ხოლმე.

      Like

  2. კი კი, რა პრობლემაა, კაი ქართველი ჯიგარი კაცი რომ ეტყვის თავის ძმაკაცს: კაცო, ჩემი და შენი რამ გაყო, მოდი ერთი ცოლი მომ…..ნი ძმურად, მე შენსას მივხედავ, ხოდა ჩემო ძმაო პატარა გავუმართოთ ხელი ერთმანეტს, აბა როგორ, ესაა ძმობა და მეგობრობა.. მერე სახინკლეში წავლენ და ერთად ხინკლის წვენს დალევენ, ოთხნი, ჰუჰ, რა მაგარიააა!

    Like

    1. მოგატ*ებ – ეგ ჭეშმარიტი ტრადიციული ქართული სვინგი იქნება, სადაც ქალს არაფერს ეკითხებიან. 🙂 თორემ ორივე ერთობლივად უნდა წყვეტდეს ამას რა გააკეთოს. 🙂

      Like

  3. ლორდ, შენ (ან თქვენ) ვერ მიმიხვდი, იქ ცოლსაც ძაან უნდა, პროსტა ქართველმა კდემამოსილმა ქალმა სექსზე როგორ უნდა ილაპარაკოს, ხოდა ქმარი უშანსავს რა

    Like

  4. თუ ძალადობით არ ხდება (არასრულწლოვნებთან თანხმობაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს გამონაკლისია) ვისი რა საქმეა და მითუმეტეს – დასჯადი რატომ უნდა იყოს,

    საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმიც ისჯებოდა..მხოლოდ კავშირიც კი. ყოველგვარი ძალადობის გარეშე.. კოდექსში მუხლი იყო და ხალხს იჭერდნენ.

    პ.ს. ეჭვი მღრღნის, მიქაია და ბევრ სხვა მიქაია ასეთი მუხლის აღდგენაზე უარს არ იტყოდა.

    Like

  5. უი რა ვიცი, რა ვიცი, ერთი მაგათ ტვინში ჩამეხედა. როგორ არ ვცადე, მაგრამ ალბათ ეს ისაა, რასაც ვერასდროს გავიგებ. საქართველოში ოხრად არიან კი, ჩტო ვესმო პეჩალნო.
    ხო მართლა, ჭეშმარტი სვინგი, მგონი, მხოლოდ დაქორწინებულებს შორის სექს კავშირია, აბა დანარჩენი წმინდა წყლის გრუპენად ითვლება, როგორც ვიცი. თუმცა მგონი ოდინ ჩორტ. პირადად ჩემთვის ტრადიციებს სულ არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ სექსი ძალიან ინტიმურია, გნებავთ კამერული და მაყურებლების თანდასწრებით ეს ინტიმი ირღვევა. დანარჩენ დეტალებზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ერთ ქალს რომ ორი კაცი ჰმ ჰმ ჰმ იქ კაცის ლატენტური ჰომოსექსუალიზმიც (ლატენტური — ეს საუკეთესო შემთხვევაში) დღის წესრგიში დგება. მინდა ეხლა მე ჰომოსექსუალისტი პარტნიორი? არ მინდა. მოკლედ დეტალებისგან თავს შევიკავებ.

    Like

  6. როცა ვისი ვისაშია ვერ გაიგებ – ყოფილი გზათა სამინისტროს შენობა რომა მაგ პონტში – ეგ ჯგუფური ორგიაა. სვინგერობა მაინც ცოტა სხვა რამეა. სუფთად სვინგერებში კი ზედახორები პოპულარული არაა. ეს სტაბილური წყვილებია, რომლებიც უბრალოდ ცვლიან პარტნიორებს თან წინასწარ შეთანხმებულად… უფრო ხშირია როცა – ყველა ცალ-ცალკეა თუ ბისექსუალი წყვილები არ არიან. ეგ უკვე სხვა კლასიფიკაციით გადის.

    ამბობენ, რომ ასე ასე ვთქვათ,პერიოდულად ორთქლს უშვებენ და ზედმეტ ტესტოსტერონს ხარჯავენ და ღალატის სურვილი ნაკლებად უჩნდებათ, ამიტომ სამსახურებრივი, საკურორტო თუ სხვა რომანები სვინგერებში იშვიათია და მათი ოჯახები ყველაზე მყარია. 😉

    Like

    1. sakurorto romanebi ar vici, magram svingerebshi rom galati ar xdeba, es ar daijerooo, ar daijerooooo :DDD bodishi momitxovia da marazmia.tumca zogjer sheidsleba vigacistvis marazmic saintereso ikos ))) sexssa da tanvarjishs shoris gansxvaveba xom unda ikos? xoda egaa ra (es ortklis gamoshvebazed iko natkvami:D)

      Like

  7. საქართველოში ყველაფერი ხდება ყველამ არ იცის თორე
    გაცილებით მეტი გარყვნილებაა – თუ ასე ქვია 🙂 – ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში 🙂

    Like

  8. შემთხვევით გადავაწყდი ამ პოსტს და ვფიქრობდი . ხოდა, აპდაიკს აქვს ძალიან საყვარლად ეს “ამბავი” აღწერილი ბაჭიების მესამე თუ მეოთხე ტომში “ბაჭია გამდიდრდა”. მგონი, იქამდე არც ვიცოდი ამის შესახებ 😀 იქ ძალიან ცუდად მთავრდება სვინგმცდელობა ))))

    Like

    1. პირველი ორი მაქვს წაკითხული. სხვები არ მქონდა და მერე აღარ მივბრუნებულვარ აფდაიქთან.
      ისე გადმოვქაჩე და კი მაქვს დასაწყობებული 🙂 ბაჭია და ბექის ტრილოგიაც.

      Like

      1. უგზოუკვლოდ მიყვარს აპდაიკი, ხუთივე ბაჭია წავიკითხე, ისთვიქელი ალქაჯები მივაყოლე და ახლა სულ ვითქვამ, რომ დანარჩენი მომავალი სიტკბოებისთვის შემოვინახო )))))
        ეგ რომ არა, ხომ ვერ გავიგებდი რა არის სვინგი 😀 😀

        Like

      2. ალქაჯებს გაგრძელებაც აქვს. ფილმია ისე ძაან მაგარი.
        მე ორი ბაჭია, კენტავრი და მოდი ვიქორწინოთ. კაი მწერალი როა მაგას არ უნდა მტკიცება. უბრალოდ რაც ელექტრონზე გადავედი უფრო იმათ ვკითხულობ, ვისი წიგნებიც არ მაქონია. 🙂 ჩემთვის ახლებს.

        Like

      3. აი მოდი ვიქორწინოთ გადადებული მაქვს.
        ხო, ფილმიც კარგია, ქალები თუ არ უქნიათ ამ ფილმისთის (ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იყო მათი შესრულება), ნიკოლოსნისთვის მაინც ღირს ნახვა . ალქაჯების გაგრძელება ფილმზე გაბრაზებულს გადაუწყვეტია აპდაიკს, როგორც იუწყებიან )))

        Like

      4. ერთი ლამაზია, მეორე კაი მსახიობია და მესამე ტიპშაა 🙂
        მე მომწონს ეგ ტრიო.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: