ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)

მაჩვენე შენი ტატუ და გეტყვი, რამდენად შექანებული ხარ.
ტატუინური ანდაზა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტატუირებული ქალი, რაღა თქმა უნდა, ანჯელინა ჯოლია. მის სხეულს ამშვენებს ვეფხვისა და დრაკონის გამოსახულებები, ცნობილი ციტატები თუ გამონათქვამები, მის ახლობელ ადამიანთა ინიციალები…

სურათზე ჩანს ბუდისტური წარწერა სანსკრიტზე ანჯელინას მარცხენა მხარზე – რომელიც მისი ვაჟის, მედოქსის სახელზე ამოიტვიფრა და მისი შვილების დაბადების და/ან შვილად აყვანის ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი) მარცხენა მკლავზე.

angelina-jolie-tattoosangelina-jolie-tattoos2

ვფიქრობ, მოვა დრო და მამაკაცთა გულებში პლანეტის ყველაზე სასურველი ქალის პოზიციაზე მეგან ფოქსი ანჯელინა ჯოლის ჩაანაცვლებს, ტატუთა სიუხვით კი ჰადაჰა და უკვე დაეწევა – მეგან ფოქსის სხეულს ამშვენებს მერილინ მონროს გამოსახულება, სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი გამონათქვამები, ახლობელ ადამიანთა სახელები. “ახალ ტატუს რომ ვიკეთებ, ასე მგონია, ყველა იმათ ვჟიმავ, ვინც მეუბნება, რომ ტატუ აღარ გავიკეთო”, – იხუმრა ერთხელ ფოქსმა.

მეგან ფოქსს ბეჭზე ამოტვიფრული აქვს ციტატა “მეფე ლირიდან”. ვფიქრობ, სწორედ მეგანის დამსახურებაა, ეს ფრაზა რომ მათაც კი აქვთ წაკითხული, ვინც (ჩემი არ იყოს და) შექსპირთან ვერ მეგობრობს.

megan-fox-tattoomegan-fox-tattoo2

ევა ლონგორიას (ისე, ორიგინალში ეს სახელი გამოითქმის, როგორც ივა) სხეულს უმშვენებს ვარსკვლავები, მისი და მისი მეუღლის სახლის სამისამართო ნომერი (ცხრა), ქორწინების თარიღი, მეუღლის სახელი (თუმცა, ეს ყველაფერი ახლა, ალბათ, წაიშლება) და, ერთი გენიალური ფილმის გმირ მარგალიტასი არ იყოს – დასაფიცებელი ჯვარი ტაკოსთან… Smile

eva-longoria-tattoo

ტატუებით სავსეა ქალ-ტერმინატორის ქრისთანა ლოქენის სხეულიც – ცხენი, მთვარე, ვარსკვლავები, ჯვარი და ძლიერების სიმბოლო-ამულეტის გამოსახულება ბეჭზე.

kristanna-loken-tattoo2kristanna-loken-tattoo

ადრიანა ლიმას წვივს ტრაიბალისტური სიმბოლო უმშვენებს… თუკი, ასეთ ფეხებს დამშვენება აკლია.

adriana-lima-tattooadriana-lima-tattoo2

ჯანეთ ჯექსონს უამრავი ტატუ აქვს – ყვავილები, ჩინური და აფრიკული სომბოლოები, მაგრამ მისი ყველაზე მაგარი ტატუ მაინც მიქი და მინი მაუსები არიან, რომლებიც ორალური სექსით არიან დაკავებულნი ჯანეთის სხეულის, როგორც იტყვიან, ყველაზე ინტიმურ ალაგს.

janet-jackson-tattoojanet-jackson-tattoo2

ბრაზილიელ ლამაზმანს, ალესანდრა ამბროზიუს ტაკუნებთან ასევე სახალისო ტატუ აქვს – მთვარეზე შემომჯდარი კატა.

Alessandra-Ambrosio-tattooalessandra-ambrosio-tattoo1

შვედ მოდელს, მალინ ოკერმანს ზურგზე ლოტუსის ყვავილი და სანსკრიტული წარწერა (რაც თამაშს ნიშნავს) აქვს გამოსახული, მაჯას კი ასო Z უმშვენებს.

 Malin-Akerman-Tattoo1Malin-Akerman-Tattoo

იტალიელ მსახიობს, ელიზაბეტ კანალისს მკლავზე გოთიკური ასოებით და ვარდებით გაწყობილი სალტე ახატია, რაც მის საყვარელ მომღერალს – ემინემს ეძღვნება, კანალისის სხეულს აგრეთვე ამშვენებს ვარდი მარცხენა ხელზე, რამდენიმე გამონათქვამი და ციტატა (მათ შორის ემინემის შემოქმედებიდან) და პაწია ხვლიკი ტერფზე.

Elisabetta-Canalis-tatoosElisabetta-Canalis-tatoos2

ნათაშა ჰენსთრიჯს დუნდულები გვირგვინოსანი ლომით აქვს დამშვენებული, ზურგი კი – მამრულ და მდედრულ საწყისთა სიმბოლოებით. natasha-henstridge-tattoo

არაჩვეულებრივ იმანს მეუღლის, დეივიდ ბოუის საპატივცემულოდ მონადირის დანა აქვს ფეხზე გამოსახული (Bowie ქართულად ითარგმნება, როგორც მონადირის დანა)… თუმცა, ვინ იცის, ეს მეუღლისთვის გაფრთხილებაც იყოს? Smile

iman-tattoo

ქარ ოთისს უხვად აქვს ტატუები – ანგელოზები, ჯვრები, ვარსკვლავები, გრაფიკული გამოსახულებები და თავის ტატუზე მორგებული ფეხსაცმელიც აცვია. Winking smile

carre-otis-tattoos2carre-otis-tattoos

ავსტრალიელ მოდელ სარა ო’ჰერს მკლავს ორი დელფინი უმშვენებს.

sarah-ohare-tattoo

ქერი ვუჰრერს (აგენტი თანია ადამსი ლეგენდარული Command & Conquer-იდან) მხარზე ფარშევანგის ფრთა ახატია, კანჭზე სალტე აქვს ამოტვიფრული და მისი ყოფილი მეუღლის სახელიც აწერია და, ჯერ-ჯერობით, არ შლის. Smile

kari-wuhrer-tattoo

სქარლეთ იოჰანსონს ძალიან ლამაზი და ფერადოვანი ტატუ აქვს ხელზე. მონეს “ამომავალი მზის” შთაბეჭდილებითაა, უთუოდ, დახატული. Smile

scarlett-johansson-tattoo

ავსტრალიელ მოდელს, ნიქოლ თრანფიოს კისერზე ტანსაცმლის საკიდარი აქვს გამოსახული. Smile ძალიან მოსახრხებელია – თუ ისეთ ადგილას მოხვდება, სადაც ბევრი ხალხია და გარდერობი – გადავსებული, საკუთარი – მუდამ თან აქვს.

nicole-trunfio-tattoo

შარლიზ თერონს მყესზე თევზი აქვს გამოსახული, ტერფზე კი ყვავილი.

charlize-theron-tattoo

ინგლისელ მოდელსა და მსახიობს, სიენნა მილერს სამი ვარსკვლავი აზის მხარზე, როგორც სიყვარულის, ღირსებისა და რწმენის სიმბოლო და მომტრედო-მომერცხლო ჩიტი მაჯაზე.

sienna-miller-tattoos

ბრაზილიელ მოდელს, მერიანა უიკერტს წელზე “Made in Brazil” აწერია – დაილოცოს ბრაზილია ასეთი ქალების “დამზადებისთვის”. Smile

mariana-weickert-tattoomariana-weickert-tattoo2

ამერიკელი მსახიობის, ჯესიქა ბიელის წელს პატარა მტრედი ამშვენებს.

jessica_biel_tattoo

კუბური წარმოშობის ამერიკელ მოდელს, ვიდა გერრას რამდენიმე ტატუ აქვს – ვარდი ფეხზე, თევზების ზოდიაქოს გამოსახულება მაჯაზე და წელს ქვემოთ კი – სამკაპმომარჯვებული პატარა ეშმაკი.

Vida-Guerra-tattooVida-Guerra-tattoo1

BONUS

გასაკვირი არაა, რომ მოდას თოჯინა ბარბიც აჰყვა!

barbie-tattoos

დაბოლოს, დღეს “კარიბის ზღვის მეკობრეთა” მეოთხე ფილმი გამოდის ეკრანებზე, და აბა ჯეკი-ბეღურა რა ნამუსით გამოვტოვო – ჯონი დეფსაც ბევრი ტატუ აქვს – მისი დედის, შვილების სახელები, გული, ჩეროკის ტომის ინდიელთა ბელადის თავის გამოსახულება… მარჯვენა მკლავზე კი მსახიობს ისეთი ტატუ აქვს, ქართველებს რომ მოეწონებათ – Wino Forever… ადრე აქ Winona Forever ეწერა (უინონა რაიდერის საპატივცემულოდ), მაგრამ ქალების ნდობა განა შეიძლება? ჯონი და უინონა დაშორდნენ, მაგიერ, ღვინო მარად მის ხელთაა!

johnny-depp-tattoo
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე ფანტასტიკური ნაშები
ყველაზე შეიარაღებული ნაშები
ყველაზე პოლიტიკოსი ნაშები
ყველაზე ოლიმპიელი ნაშები
ყველაზე სპორტული ნაშები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

21 thoughts on “ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)”

    1. დროებითი მქონდა ერთხელ…
      სარკეში რომ ვიდებეი დილით, ზოგჯერ სახის გამოცვლა მინდა და ახლა მუდმივი ტატუ კიდევ 🙂 მოსაბეზრებელი უნდა იყოს.

      Like

  1. ეს ქმრების და ცოლების სახელების დაწერა აღარ გამიგია 🙂 რამე ისეთი უნდა დიწერო, წაშლა რომ არ მოგიწიოს.

    მისი და მისი მეუღლის სახლის სამისამართო ნომერი
    ეს ლონგლორია კიდე სულ გადარეულა 🙂

    Like

    1. რატო, კაი იდეაა.
      წარმოიდგინე რომ მაგრად დათვერი და მძღოლს მისამართს ვერ აგებინებ – ჰოდა გაწერია ზედ 🙂

      Like

  2. სად მეგანი და სად ანჯელინა. პირველი ბევრად ლამაზია:)

    განედი და გრძედები… ბარემ მობ. ნომრებიც ამოიტვიფრონ 🙂

    Like

    1. ერთხელ სოფი მარსოს უთხრეს, რომ უკვე უფრო პოპულარული ხართ, ვიდრე აჯანიო.
      უბრალოდ, უფრო ახალგაზრდა ვარო. 🙂

      ჯოლი უგრო მაგარი ქალია, მაგრამ დრო თავისას წაიღებს.

      Like

  3. ერთი პაწუკა რამე ტატუ მეც მინდა…. უფუფუფ…
    და სიე რატო უნდა დაიმახინჯო სხეული… ახლა ანჯელინა ჯოლის 12 ტატუ აქვს.მხარზე სულ ჰქონდა თავისი აჩერედნოი ჰაზბენტის სახელი – მერე შლიდა… სისხლს წამლავს ეს უბედური მელანი 😦

    მაგარი ქალებიაააა

    Like

    1. ამიტომ ისეთი ტატუ უნდა გაიკეთ, ყველა საყვარელს რომ მოერგოს… ნიჭი უნდა ამას, ნიჭი :დ :დ :დ

      Like

  4. მეგანს აღარ აქვს მონროს ტატუ მკლავზე, უფრო სწორად ძალიან მალე აღარ ექნება 🙂
    დელფინები მომეწონა ძალიან ❤

    Like

  5. მისი ყველაზე მაგარი ტატუ მაინც მიქი და მინი მაუსები არიან, რომლებიც ორალური სექსით არიან დაკავებულნი ჯანეთის სხეულის, როგორც იტყვიან, ყველაზე ინტიმურ ალაგს.

    უყურე შენ ჯენეტს! არადა მე მაგ ოჯახში ცუდი გოგო ლატოია იყო და ჯენეტს სხვა იმიჯი ქონდა, თითქოს. 🙂

    Like

    1. სამაგიეროდ – ორიგინალურია 🙂
      აბა ყვავილები და ბუდისტური სიმბოლოები და ეგეთი რამე-რუმეები რა ბედენაა.

      Like

  6. ტატუ არ მიყვარს, თუმცა ჯოლი და დეპი კეეე :დ
    კრისტინა ლოქენიც.. და შარლიზიც 🙂
    იეჰ… იეჰჰ :დ

    Like

  7. არასოდეს მქონია სურვილი ტატუსი
    ასე მგონია მომბეზრდება მეთქი – რომ არ ვხედავდე მაინც

    მაგრამ ოდესმე შეიძლება მაინც გავიკეთო

    Like

  8. სახალისო პოსტია. მართლა საინტერესოა, რა გამოსახულებებს ირჩევენ ადამიანები თავიანთი სხეულის ნაწილად:) სულ ვფიქრობ ხოლმე, გავიკეთო თუ არა… მომბეზრდება თუ არა… რა ფერი გავიკეთო, სად გავიკეთო… :დ

    თურქეთში პირველად ვნახე თეთრი ტატუ გარუჯულ ფეხებზე, წვივთან და ტერფის ზემოდან. ულამაზესი იყო ❤

    Like

  9. მე მაინც ასე მგონია, რომ ტატუ ქალის (და განსაკუთრებით –ლამაზი ქალის) სხეულს უბრალოდ ამახინჯებს და რაღაცნაირ მამაკაცურ ვიდზე მიყავს. ანჯელინა ხომ ძალიან ლამაზია, მაგრამ ამდენი მონოგრამები რომ არ ჰქონდეს, კიდევ ბევრად უფრო ქალური და სექსუალური იქნებოდა. მოკლედ, აშკარად ზედმეტია, ჰა–ჰაა ძალიან ნაზი და მოცულობაში პატარა ტატუ მოვიწონო, ისიც ძაან იშვიათად.

    Like

  10. გამოხმაურება: მოხალისე ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: