ცოტა ეკლექტიკური და გაუგებარი სათაურია, არა?
თუმცა, ვისთვის – როგორ.
ადრე დავწერე პოსტი (იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად) თუ რა შესაძლებლობებს აძლევს “ფეისბუქი” კორპორაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად – PR, რეკლამა, ინტერნეტ-ვაჭრობა… სულ ახლახანს, “ფეისბუქმა” პოტენციურ კლიენტებს წარუდგინა Facebook Studio – საგანგებო ვებ-გვერდი პლატფორმა, სადაც სარეკლამო სააგენტოებს შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების განთავსება. აქამდე “ფეისბუქი” ცდილობდა პირდაპირ კომპანიებთან ემუშავა – სთავაზობდა მათ სარეკლამო თუ სხვა სახის სივრცესა და შესაძლებლობებს, ახლა კი ცდილობს უფრო ნაყოფიერად ითანამშრომლოს მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინ-სტუდიებთან… ბლეიქ ჩეინდლი, “ფეისბუქის” გლობალური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი კომპანია, 500+ მილიონიანი აუდიტორიით საუკეთესო ადგილია სარეკლამო კამპანიების ჩასატარებლად. სარეკლამო სააგენტოებს ხელთ ექნებათ “მონახულებებისა” თუ “ლაიქების” სტატისტიკური მონაცემები, კომენტარები, გამოხმაურებები, რაც სარეკლამო კამპანიის ეფექტიანობის გაზომვისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება.
- ვფიქრობ, კარგი იქნება თუ, ბოლოს და ბოლოს, “ფეისბუქი” “დისლაიქ” ღილაკსაც შემოიღებს.
მაგრამ სოციალური მედია და “ფეისბუქი” ორლესული მახვილია – არვინ იცის, ვის მოჭრის თავს. ეს კარგად გააცნობიერა “კოკა-კოლამ” და სწორედ აქ მახსენდება ორი გოგოს, ერთი ფინჯნისა და წიწაკის ამბავი.
წიწაკა – დოქტორი პეპერია, არაალკოჰოლური სასმელი, რომლის რეცეპტიც ჯერ კიდევ 1880 წელს შექმნა ჩარლზ ალდერთონმა. “კოკა-კოლა” მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ აშშ-ის ანტომონოპოლურმა სამსახურმა არ დაანება. ბოლოს Coca-Cola-მ წიწაკაანთ კომპანიის “ჩაყლაპვის” მცდელობები გვერდზე გადადო, Dr. Pepper-ის ლიცენზიით წარმოების უფლება შეიძინა და 2007 წელს დაიწყო მასშტაბური სარეკლამო აქცია “ფეისბუქში”. აქციის მიმდინარეობისას თამაშდებოდა ფულადი პრიზი, რის სანაცვლოდაც Dr. Pepper-ს უფლება ეძლეოდა მისი ფანების კედელზე (ასეთების რიცხვმა კი 160’000-ს მიაღწია) სტატუსები განეთავსებინა. სტატუსები ყველასთვის ღია იყო წასაკითხად, მათი შინაარსი კი – ცხარე წიწაკიანი… მაგალითად ასეთი:
Sucked a mate’s finger for a pound today. (მეგობარს თითი მოვუწუწნე გირვანქა სტერლინგად)
What’s wrong with peeing in the shower? (რა მოხდა მერე, თუკი ვინმეს სააბაზანოში ვუჭვრიტინებ?)
ეს სტატუსები ეპასუხებოდა Dr. Pepper-ის სარეკლამო კამპანიის კითხვას “რა არის ყველაზე ცუდი, რაც, შესაძლოა, თავს გადაგხდენიოდათ?” (What’s the Worst that Could Happen?).
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სტატუსი ზედმეტად ცხარე იყო, ყოველ შემთხვევაში ერთი შოტლანდიელი დედიკოსთვის, რომელიც მისი 14 წლის ქალიშვილის კედელზე პეპერის მიერ განთავსებულმა წიწაკიანმა სტატუსმა
I watched 2 girls one cup and felt hungry afterwards. (2 გოგოსა და ერთი ფინჯნის ამბავი ვნახე და ძალიან მომშივდა)
იმდენად აღაშფოთა, რომ “კოკა-კოლას” უჩივლა… რაც საბოლოოდ Dr. Pepper-ის ფეისქბუქური სარეკლამო აქციის შეწყვეტით, “კოკა-კოლას” მხრიდან ბოდიშის მოხდითა და კომპენსაციის გადახდით დასრულდა.
მთავარი შეცდომა, რაც სოციალური მედიის სარეკლამო მიზნებით გამოყენებისას შეიძლება დაგვემართოს, ისაა, რომ ქსელი “ინტიმის” ცრუ ილუზიას ქმნის – შენ მიმართავ კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, მაგრამ გავიწყდება, რომ მათ გარდა მრავალი ათასი თვალი გაკვირდება და ყური გისმენს. ტელერეკლამის განთავსებისას, კომპანიები ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ – ტელეაუდიტორია უსახოა და უპიროვნო, მაგრამ სოციალური ქსელი ქმნის ყალბ განცდას, რომ შენ პირადად იცნობ მათ, ვისაც ესაუბრები და ესაუბრები მხოლოდ მათ, ვისაც პიროვნულად იცნობ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და Dr. Pepper-ის Facebook Campaign Fail-ი სწორედაც რომ კარგი გაკვეთილია. სხვა საქმეა, რომ, ზოგადად, პატარა სკანდალი, ხშირად, სასარგებლოა და თავად ექიმი წიწაკის წიწაკამოყვარულ კლიენტურას ის არ დააფრთხობს, მეტიც – მიიზიდავს.
- 2 Girls 1 Cup არის 2007 წლის ვირუსული საკულტო პორნო-კლიპი, რომელშიც ორი გოგონა ფინჯანში, უკაცრავად ვიყო და, ჯვამს და შემდეგ ნაყინივით გემრიელად გეახლება… ახლა ამ კლიპს აქ არ განვათავსებ, სამაგიეროდ, მანქის რეაქციაზე გადაგამისამართებთ (2 Girls 1 Cup-ზე რეაქციები ცალკე მიმდინარეობაა უკვე – უამრავია იუთუბზე, მაგრამ ქართულებიდან ეს ერთი ვიცი).
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
”Sucked a mate’s finger for a pound today”
–რა ავადმყოფი ხალხია,რა 😦
LikeLike
სკანდალი, ხშირად, სასარგებლოა და თავად ექიმი წიწაკის წიწაკამოყვარულ კლიენტურას ის არ დააფრთხობს, მეტიც – მიიზიდავს.
ამის გათვალისწინებით, რამდენად იყო წარუმატებელი ეგ კამპანია?
LikeLike
ზოგადად სიფრთხილეა საჭირო.
ფბ-ში ფანკლუბში შეიძლება ყოფილიყვნენ 14, 12, 10, 8… წლის ბავშვები. ამის გაუთვალისწინებლობა შეიძლებოდა სასამართლო გარჩევებითაც დასრულებულიყო.
გარდა მაგისა კოკა-კოლას ძალიან მრავალფეროვანი კლიენტები ყავს – ის ხომ მხოლოდ დრ. პეპერს არ აწარმოებს და არც მხოლოდ გამაგრილებელ სასმელებს აწარმოებს – სკანდალმა შეიძლება მოიზიდოს თამამი კლიენტურა ერთ სეგმენტში, მაგრამ დააფრთხოს სხვები სხვა სეგმენტში…
მოკლედ, კომპლექსური საკითხია. 🙂
ისე, სოცმედიაში ფეილების თუ წარმატებების მაგალითები სხვებიცაა. დავწერ კიდევ რამეს მომავალში. 🙂
LikeLike
გულის რევას ცოტა დამაკლდა 🙂
ბოლო აბზაცს ვგულისხმობ
LikeLike
ჰოდა, გადაიღე ვებკამერაზე შენი რეაქცია და ატვირთე 🙂
LikeLike
მეც ვფიქრობ, კარგი იქნება “დისლაიქ” ღილაკის დამატება, მაგრამ რატომღაც მეეჭვება, გააკეთონ..
“ორი გოგოს” ვიდეოს ცქერის სურვილი არ გამიჩნდა, ასე რომ, ჩემი რეაქციაც ალბათ ეს არის – უარყოფა : )
გეთანხმები, რომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. “ფეისბუკი” მაინც ახალი ხილია, დროთა განმავლობაში გამოცდილების დააგროვებენ კომპანიები და ალბათ დარეგულირდება რეკლამის განთავსების წესები…
LikeLike
მანქის პოსტისმერე ვუყურე და გული ლამის ამერია.. შემდეგ ჩემს დაქალს ვაჩვენე და ნოლი რეაქცია ჰქონდა აი ვაბშე უემოციოთ უყურებდა და როცა მორჩ ყურებას შემომხედა და “მერე ამით რა?” მითხრა…
არ მესმის და არც მინდა გავიგო რა მოსწონს ამაში ან უკაცრავად პირდაპირობაზე და ვინ ანძრევს ამაზე..ნუ ახლა გემოვნებაზე არ დაობენ…
და ისე რავიცი, რავიცი
კაი პოსტი იყო….. ::) და დისლაიქი არ უნდა მოიფიქრონ, უკეთესია არა, იმტიოომ რომ დისლაიქის გამო მერე მთელი რაზბორკები წავა >> აი რატო ასრ მოგეწონა აი არტო რაღაცა.. არ მოგწონს? – ნუ ალაიქებ , დააიგნორე და მორჩა
LikeLike
მარკეტინგული კამპანიისთვის სასარგებლოა – უარყოფითი რეაქციაც რეაქციაა და ამის გაზომვის საშუალება იქნება.
ყველაფერზე ნუ დაამატებენ.
LikeLike
მემგონი დისკაიქი არც არაფერს შეცვლის. ზოგადად ინტერნეტი სავსეა ათასგვარი სიბინძურით და ამ კონკრეტულმა ფაქტმა რატომ გამოიწვია განსხვავებული განცვიფრება ვერ ვხვდები, მემგონი უკვე დადგა დრო, მსგავსი აღარაფერი გვაკვირვებდეს. უბრალოდ დააიგნორეთ.
LikeLike
ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა დისლაიქ-ღილაკი, მაგრამ ეტყობა, ფბ-ს ადმინისტრაცია შიშობს, რომ დისლაიქები ლაიქებს გადააჭარბებს.
LikeLike