როდესაც ქალი ჩამოჰგავს ნიანგს…

მე ის მიყვარს Smile

Maladrino1კატრინ მალანდრინო (Catherine Malandrino) ფრანგი დიზაინერია, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და წარმატებული. ის მხოლოდ ქალებისთვის ქმნის, ამიტომ, უცნაურია ახლა მასზე რომ ვწერ, მაგრამ, ჯერ ერთი, კარგა ხანი ველოდე ქალების მოდაზე მოპოსტავე ბლოგერებს და ვითომც აქ არაფერიაო, მალანდრინოზე კრინტს არ ძრავენ, მეორეც, კატრინ მალანდრინომ შექმნა საზაფხულო კოლექცია “ლაკოსტისთვის”, “ლაკოსტი” და ჩემი ბლოგი კი განუყრელი მეგობრები არიან.

კოლექცია (რაც ჯერ-კიდევ დარჩა გასაყიდად Winking smile) შეგიძლიათ, იხილოთ:

აქ   და   აქ

Lacoste Maladrino

კატრინ მალანდრინო, ზემოთაც ვთქვი, ფრანგია და წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ მეტრებთან, როგორებიც არიან ლუი ფერო და ემანუელ უნგარო, მაგრამ პარიზთან ერთად ნიუ იორქიც უყვარს, და ეს სიყვარული მის კოლექციებშიც აირეკლება.

Lacoste  Maladrino1 Maladrino

ელეგანტური და ქალური, როგორც პარიზელი და სადა და საქმიანი, როგორც ნიუ იორქელი  ასეთია ქალი à la Malandrino.

Malandrino 2

მის კლიენტთა შორის კი თანამედროვეობის მართლაც ულამაზესი ქალები არიან: ანჯელინა ჯოლი, ნიქოლ ქიდმანი, პენელოპე კრუზი, ქემერონ დიასი, ჰალი ბერი, სანდრა ბულექი… ასევე ჰეიდი კლუმი, ჯულია რობერთსი, უინონა რაიდერი…

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

18 thoughts on “როდესაც ქალი ჩამოჰგავს ნიანგს…”

  1. ძაან საინტერესო დიზაინერია მისი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევა ქალური სილუეტით და ძვირად ღიერებული ელფერით…
    P.S. ერთერთი ყველაზე კომერციული იზაინერია

    Like

    1. მე არ ვიცოდი ვინ იყო, სანამ ლაკოსტმა არ გამაცნო. 🙂
      თუმცა, მამაკაცებისთვის არ ქმნის და მეპატიება. 😉

      Like

      1. გეკითხა ბიჭო ჩემთვის 🙂
        იუბკა მაქვს მალანდრინოსი. ოღონდ ლაკოსტა არაა.
        კიდევ სამაჯური მაქვს.
        და პარიზში საკმაოდ ძვირი ღირს მაგრამ ნიუ იორკში უფრო იაფია. მე იქედან ჩამომიტანეს.

        Like

      2. ამერიკაში ყველაფერი უფრო იაფია.
        მითუფრო ხომ ახლა – ამ ევროს კურისით.
        Lacoste US 20-30% უფრო იაფია ფრანგულზე.

        Like

  2. რისი დამატება შეიძლება?
    ბრავო ბატონო ლორდო ^_^
    ნამდვილად არ ველოდი მასეთ პოსტს
    თან რა დამაინტრიგებელი სათაური ჰქონდა :))
    მომწოოოოონს ..მოდა მოდა მოდა მოდა

    Like

    1. არადა, პირველი პოსტები ამ ბლოგზე სწორედ მოდაზე, დრეს-კოდზე და დიზაინერებზე იყო. 🙂
      და დღემდე აქ ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა.

      Like

      1. არ მინახავს სულ თავიდან რაც ხდებოდა.. სამწუხაროდ,.. დაიცა უნდა დავათვალიერო :)))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: