გაბუკდი ან მოკვდი!

სწორედ ამას ურჩევენ მარკეტოლოგები წიგნების გამომცემლებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება – იქ ყველაფერი ნათელია: პრაქტიკულად აღარ დარჩა გამომცემლობა, რომელიც წიგნებს ელექტრონულ ფორმატში არ გამოსცემდეს, ელექტრონულ ფორმატში წიგნი გამოიცემა მეყსეულად – ნაბეჭდი სახით გამოცემისთანავე, ბოლო წლებია “ამაზონზე” გაყიდულმა ბუკებმა რაოდენობით დაჯაბნეს ნაბეჭდი წიგნები, იზრდება იმ მწერალთა რიცხვი, რომლებმაც ბუკებში მილიონიან ტირაჟს მიუკაკუნეს (ზოგმა კი უკვე გადააჭარბა კიდეც), რიდერების გაყიდვებმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებს გადააჭარბა (მარტო “ქინდლისტთა” რიცხვი 10 მილიონია, დაუმატეთ ამას “ქობო”, “სონი”, “ნიუქი”… etc., და მილიონობით ის ადამიანი, ვინც სპეციალიზირებული ბუკრიდერების ნაცვლად, პლანშეტებით კითხვას ამჯობინებს), რიდერები გამოიყენება სასწავლო პროცესშიც – სულ უფრო მეტი სასწავლო დაწესებულება ირჩევს ბუკრიდერსა და ელექტრონულ გამოცემებს, როგორც უფრო მოსახერხებელს მოსწავლეთა და სტუდენტებისთვის…

სულ ახლახანს წიგნებით უდიდესი მოვაჭრისა და Nook eReader-ისა და Nook Color-ის მწარმოებელი კომპანიის, Barnes and Noble-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარქ ფერიშმა ნაბეჭდ წიგნებს სულ რაღაც 2 წლის დარჩენილი სიცოცხლე უწინასწარმეტყველა. მისი აზრით, უახლოეს მომავალში ელექტრონული წიგნები ძირითადი ბიზნესი გახდება, როგორც მისი კომპანიისთვის, ასევე ყველა სხვა წიგნებით მოვაჭრისთვის. ფერიშმა მარკეტინგული კვლევებისა და საკონსულტაციო კომპანია IDC-ის მონაცემები დაიმოწმა, რომელთა თანახმადაც 2009 წელს 900,000 რიდერი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2010 წელს ამ ციფრმა 14 მილიონს მიაღწია, წელს კი, სავარაუდოდ, კიდევ 18 მილიონი რიდერი გაიყიდება. ხოლო “ამერიკელ გამომცემელთა ასოციაციის” მონაცემებით, 2010 წლის იანვრიდან მოყოლებული 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბუკი გაიყიდა 80 მილიონი აშშ დოლარის ნაბეჭდი წიგნის საპირისპიროდ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბუკების შემთხვევაში ეს 116%-იანი ზრდაა, ხოლო ნაბეჭდი წიგნების შემთხვევაში, 25%-იანი ვარდნა. ჩანს, მართლდება HarperCollins Publishers Inc. –ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან მერის პროგნოზი, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოითქვა – “ელექტრონული წიგნები საგამომცემლო ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი იქნება, რაც კი ოდესმე გვინახავს”.

ამ ფონზე ევროპულ გამომცემლობებს თავშეკავება და სკეპტიციზმი გამოარჩევს – მათგან მხოლოდ ყოველი მესამე გამოსცემს წიგნებს ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ეს პროპორცია შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში “გაჯიუტებულთ” ბაზრის დაკარგვა ელით – ასეთია “წიგნით მოვაჭრეთა გერმანული კავშირის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები.

2009 წელს გერმანელთა მხოლოდ 49% სმენოდა ელექტრონული წიგნების შესახებ, ამჟამად გათვითცნობიერებულთა რაოდენობა 62%. თითქმის ნახევარმა მილიარდმა გერმანელმა შეიძინა 2010 წელს ბუკი და მთლიანად ბუკების ბრუნვამ 20 მილიონ ევროს გადააჭარბა. ბუკების სასარგებლო არგუმენტთა შორის ყველაზე პოპულარულია ადგილის ეკონომია (პასუხების 50%), 40% აზრით კი კითხვის ეს მეთოდი უფრო თანამედროვეა.

  • მე დავამატებდი, რომ კითხვის ეს მეთოდი უფრო მოსახერხებელიცაა.

რაც შეეხება ოკეანიას – იმ დროს, როდესაც წიგნებით მოვაჭრეები Borders, RedGroup და Angus and Robertson გაყიდვების ვარდნის გამო ავსტრალიაში მაღაზიების ხურავენ, ონლაინ ბუკშოფების მიმართ ინტერესი იზრდება, – ამის შესახებ უკვე Kobobooks.com იუწყება. მხოლოდ ავსტრალიელ წიგნების მოყვარულთა ხარჯზე Kobo-ს ტრაფიკი 30%-ით გაიზარდა.

  • Kobo კანადური კომპანიაა, რომელიც ბუკრიდერ KoboReader-ს აწარმოებს. ავსტრალიაში Kobo სამ ყველაზე პოპულარულ რიდერს შორისაა.

მარკეტინგული კვლევების კომპანიის, Forrester Research-ის ანალიტიკოსი ჯეიმს მაქეივი ვარაუდობს, რომ 2011-2012 წლები კრიტიკული იქნება გამომცემლობებისა და წიგნებით მოვაჭრეთათვის – გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სწრაფ და მართებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი გამოთვლებით, 3 წლის განმავლობაში ნაბეჭდი წიგნების ბაზარი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდება, რაც “გაჯიუტებულთ” გაკოტრებით ემუქრება და ისეთი გიგანტის ბედი, როგორიც Borders-ია (რომელიც 2010 წლის დასაწყისში მხოლოდ აშშ-ში 500-ზე მეტ წიგნის მაღაზიას ფლობდა, დღეს კი თავი ბანკროტად გამოაცხადა) ყველასთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს.

P.S.

ახლა მეტყვით, ეს ყველაფერი საქართველოსთვის ძალიან შორეული მომავალიაო. არადა, არ არის ასე.

რიდერიანი ადამიანების რიცხვი საქართველოში სტაბილურად იზრდება (200-ზე მეტი მარტო ქინდლისტია), ისეთი მწირი ბაზრისთვის კი, როგორიც ჩვენია, აქტიურ მკითხველთა ფასი კიდევ უფრო დიდია – რიდერის მქონე ადამიანები სწორედ ასეთ ფენას განეკუთვნებიან.

რიდერის მქონე ადამიანები კითხულობენ უფრო მეტს და წიგნებში მეტი ფულის გადახდა შეუძლიათ (სულ მცირე, საშუალო ფენას მაინც განეკუთვნებიან და სტაბილური შემოსავალი აქვთ).

რიდერი და ბუკი საზღვრებს შლის – ხომ არიან ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველები, რომელთაც ქართული ლიტერატურა აინტერესებთ? ელექტრონული წიგნების მაღაზია (მითუფრო ქართული ბუკების გამოჩენა “ამაზონზე”) ქართველ გამომცემელთა გაყიდვების გეოგრაფიას გააფართოებს და ბრუნვასაც გაზრდის.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

24 thoughts on “გაბუკდი ან მოკვდი!”

  1. ჩემმა პროგნოზმა 10 წელთან დაკავშირებით ჩემ გარშემო არაერთგვაროვანი აზრი გააჩინა, 20-30 წელს ვარაუდობდნენ, რომ ჩვენთან ნაბეჭდი წიგნი ჩანაცვლებულიყო. ისევ მგონია, რომ საქართველოს მონაცემებით 10 წელი სრულიად საკმარისია, ელექტრონული წიგნებით ბეჭდურის ჩანაცვლება რომ მოხდეს.
    ამ პროცესს გვერდს ვერ ავუვლით…

    Like

    1. მსოფლიოზე ამბობდნენ ადრე 25-50 წელს. ახლა 50-ს კი არა სულ რამდენიმე წელიწადზე დავიდნენ.
      ძალიან დიდი დრო არც ჩვნთან უნდა დაჭირდეს.

      Like

  2. ასე ამბობდნენ ტელევიზია კინოს მოკლავსო მანადმე კიდევ კინო მოკლავს თეატრსო.
    ყველა ეს პროგნოზი გადაჭარბებული და უსაფუძვლო მგონია.
    მე შეიძლება რეტროგრადად ჩამთვალოთ, მაგრამ ეკრანზე წაკითხვა წიგნის წაკითხვას როგორ უნდა შეცვალოს?

    Like

    1. არა მგონია, სწორი შედარება მოგყავდეს.
      აქ არავინ არავის კლავს – ნახე პოსტის დასაწყისში სურათზე რა წერია 🙂

      რაც კითხვის ფორმას ეხება – ადრე დავწერე:
      ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც გუტენბერგმა თავის საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი მიიტანა სახლში, ბაბუამისმა ისიდორემ სულ შოლტით სცემა – შე ვირიშვილო, ეგ რა მოდას აყოლილხარ, ადექი და კამეჩის ტყავზე ნაწერი წიგნი წაიკითხე, როგორც შენი მამა-პაპა კითხულობდაო.

      Like

  3. თუ ადამიანს წიგნი უყვარს, ასეც წაიკითხავს და ისეც.
    მეც არ ვიტყოდი უარს ქინდლზე – ვინმე რომ მაჩუქებდეს. 🙂 ან თუ გაიაფდება, შეიძლება ვიყიდო. ახლა ვერ ვიმეტებ 150 დოლარს.

    Like

    1. ზოგი კობო რიდერის ხათრით მაინც წაიკითხავს კობო აბეს,ზოგი კი კობო აბეს ხათრით იყიდის კობო რიდერს. 🙂

      Like

  4. ამდენი თუ იცის ფერიშმა, ცოტა ვერ დახვეწავს ნუკს? :/

    მე პირიქით მგონია, რომ რიდერის მფლობელები მეტს ზოგავენ წიგნების შეძენისას, ბევრის გადახდა რომ არ შემიძლია, ამიტომ ვგეგმავ რიდერის შეძენას :დ

    ქინდლი გაიაფდა და მე მაინც ფერიშის იმედზე ვარ :დ

    Like

    1. ეგ სტატისტიკა მქონდა უფრო ადრეულ პოსტში.
      რაოდენობრივად რიდერის მფლობელები მეტ წიგნს ყიდულობენ და უფრო მეტს კითხულობენ.
      სხვა საქმეა, რომ ბუკი უფრო იაფია ნაბეჭდ წიგნზე.
      და ხშირ შემთხვევაში საერთოდაც უფასოა (რუნეტის დამსახურებით) – მაგრამ ეგ უკვე ყველას არ ეხება.

      Like

  5. ზუსტად გუშინ გვქონდა კამათი ამ თემაზე და მე და ჩემი ქმარი ზუსტად ამას ვამტკიცებდით რაც ამ პოსტში წერია

    ხოდა მოკლედ დილემის წინაშე ვდგავარ – 1 ტონა წიგნის ადგილები რემონტის შემდეგ აღარ მაქვს სახლში, ხოდა რა ვუყო ამ წიგნებს არ ვიცი

    გადაყრა საოცრად მენანება 😦

    Like

  6. მეყსეულად თუ მყისეულად?

    ასეც და ისეც.

    1 ტონა წიგნის ადგილები რემონტის შემდეგ აღარ მაქვს სახლში, ხოდა რა ვუყო ამ წიგნებს არ ვიცი.

    ნაცნობი სიტუაციაა. 🙂 რემონტის მერე მეც დავდეგი მაგ დილემის წინაშე.
    ჯერ-ჯერობით არაფერს ვამატებ ახალს – მითუმეტეს ახლა, როცა ქინდლი მაქვს და რაც მქონდა წიგნები შევაკვეხე ასე თუ ისე. 🙂

    Like

  7. აუ არა რას ამბობ. ფიქრიც არ მინდა. სულაც არ მხიბლავს მე ეს რიდერები. მე საერთოდ არ ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს. პროტესტის ნიშნად:)

    Like

    1. მაშ კარგი – რახან ეგრეა, შენს რომანს რომ გამოსცემენ ელექტრონულ ფორმატში მე მას ჩემს ქინდლს ახლოსაც არ გავაკარებ!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: