რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

Rudolf-IIრუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ. ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენციად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა. მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.

რუდოლფ მეორემ ხელოვნების ნიმუშთა დიდი კოლექცია შეაგროვა – მის კუნტსკამერაში იყო ლეონარდო და ვინჩის, ალბრეჰტ დიურერის, პიტერ ბრეიგელ უფროსის ნახატები. ამავე დროს მას უძილობა, დეპრესია და ფსიქიური აშლილობა აწუხებდა – იმპერატორი საკუთარ, გამოგონილ სამყაროში იყო ჩაკეტილი სადაც არარეალურ, ხშირად ფანტასტიკურ გეგმებს სახავდა – პრაღის მასშტაბული რეკონსტრუქცია, ახალი ჯვაროსნული ომის წამოწყება ოთომანის იმპერიის წინააღმდეგ, ფილოსოფიური ქვის მიგნება ეს ყველა რუდოლფ მეორეს განუხორციელებელი დარჩა… სამაგიეროდ, 1583 წელს მან ვინმე ჟირი ბირკასგან შეიძინა 1517 წელს აგებული ლუდსახარში კრუშოვიცა და პირადად დაიწყო ზრუნვა მის განვითარებაზე. აქედან მოყოლებული, ლუდ “კრუშოვიცას” ჰაბსბურგთა საიმპერატორო გვირგვინი ამშვენებს. რუდოლფ მეორის დამსახურებაა სწირედ, რომ კრუშოვიცას სამეფო ლუდსახარში დღეს ჩეხეთის ეროვნული სიამაყეა… (მართალია, ახლა ის უკვე ჰოლანდიურ “ჰაინეკენს” ეკუთვნის, მაგრამ გლობალიზაციას წინაშე მეფეებიც კი უძლურნი არიან).

ისე, ამ მეფე-მელუდეზე გამახსენდა – ქართველებს მეფე-პოეტები კი გვყავს და მეფე-მეღვინეები, მგონი, არა. ნეტავი რატომ?

krusoviceღია და მუქი ფერის “კრუშოვიცა”-ს გარდა ლუდსახარში აწარმოებს სამარკო ლუდებს: „საიმპერატორო“, „საიუბილეო“, „მუშკეტერი“ (რომელიც, ერთ-ერთი გადმოცემით, პირადად რუდოლფ მეორის გამოვნებით შეიქმნა საგანგებოდ საიმპერატორო გვარდიელთათვის. ამ ლუდის ხელახალი წარმოება ძველი რეცეპტურის მიხედვით, ქარხანამ 1980 წელს განაახლა). Krusovice video მთელი ამ გამიდან მე ტრადიციულად შავ Krušovice Černé-ს გირჩევთ. ამ მუქ ლუდს (თუ სწორედ დაისხამთ :)) მაღალი, თეთრი ქუდი ამშვენებს და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი გამოირჩევა. მიაკითხეთ თბილისის სუპერმარკეტებს და პირველი კათხით რუდოლფ მეორის სადღეგრძელო შესვით. მის სულს არ ეწყინება – ჩეხები, ქართველებისგან განსხვავებით, ლუდით მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს ადღეგრძელებენ.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Krusovice.cz

P.S.

პოსტი დაიწერა საგანგებოდ პრაღის ბლოგისთვის. გამოქვეყნდა 2009 წლის 15 მაისს.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა”

  1. სამაგიეროდ ღვინის მოყვარული მეფეები გვყავდა :))

    ეგ ლუდი კიდევ იყიდება ჩვენთან? რაღაც არ შემიმჩნევია

    Like

  2. მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწაზე ლუდის ატანა რომ არ მაქვს

    მაგრამ, ლუდი იქეთ იყოს, ლორდ შენ პრაღაზე კარგი ჩანაწერები გქონდა ხოლმე მგონი ხო? ხომ ვერ შემახსენებდი?

    Like

    1. არ ვიცი, რას გულისხმობ…
      მაგრამ მე და ჩემს მეგობარს პრაღის ბლოგი გვაქვს, სადაც ვწერდი პრაღაზე და ჩეხეთზე, მაგრამ დიდი ხანია არ განახლებულა. ეს პოსტიც იქედანაა.
      ლინკი P.S.-ში მიწერია.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: