ყველაზე სექსისტური რეკლამები

მანამ, სანამ ფემინისტები, გენდერისტები და მორალისტები შეუტევდნენ მარკეტოლოგებს, სწორედ სექსისტური რეკლამები იყო ნორმა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქალი იყო ქალი და კაცი იყო კაცი და ორივემ კარგად იცოდა მისი ადგილი. 🙂 ხოლო ვისაც ავიწყდებოდა, უმალ შეახსენებდნენ. მაგალითად, კომპანიები Kellog’s და Total, რომელთა ვიტამინებით გაჯერებული საკვები ასე აუცილებელი იყო დიასახლისთათვის, რომ მათ ქმრების მოსვლამდე მოესწროთ და კარგად დაეწმინდათ, დაერეცხათ, დაესუფთავებინათ ბინა.

 vintage-women-ads-pep-vitaminsvintage-women-total-vitamines

მოემზადებინათ სადილი Kenwood-ის სამზარეულო კომბაინის დახმარებით.

vintage-women-ads-kenwood

და მოედუღებინათ გემრიელი ყავა…

რა თქმა უნდა, თუ ქმარს ყავა არ მოეწონებოდა – ცოლი კარგ მიტყეპვას ვერ აცდებოდა… მაგრამ – ეს მხოლოდ ტუტუცი ცოლები. ჭკვიანი ცოლი მათრახს არ დაირტყამსო, ნათქვამია – ის ხომ Chase & Sanborn-ის ყავას ადუღებს.

vintage-women-ads-chase-sanborn-coffee

თუმცა ჭკუა-გონება მხოლოდ ცოლებს მოეთხოვებათ. სხვა ქალებისთვის კი, მთავარია, კარგად გამოიყურებოდნენ. მამაკაცთაგან უმრავლესს ის აღელვებს, რამდენად ლამაზია ქალი და არა ის, რამდენად ჭკვიანია – ამბობს Palmolive-ის რეკლამა.

vintage-women-ads-palmolive

არც მდივან-თანაშემწეს მოეთხოვება დიდი გამჭრიახობა. მოკლე კაბა და ლამაზი ფეხები და თუნდაც Datacomp-ის ტელექსის აპარატი კომპიუტერი ეგონოს.

vintage-women-ads-telex

არ ვიცი, როგორი ფეხები აქვს ქალბატონს ამ სარეკლამო პოსტერიდან, მთავარია, რომ კეტჩუპის ბოთლის Alcoa-ს მიერ დამზადებული ალუმინის თავსახური იმდენად მარტივი გასახსნელია, რომ ამას დიასახლისიც კი გაართმევს თავს.
vintage-women-ads-alcoa-Delmonte-Ketchup

მოკლედ, ძველ რეკლამებში ეს სამყარო მამაკაცებს ეკუთვნით ქალს კი საკმარისია, სახეში მიაფუილო და ცხრა მთას იქეთაც გამოგყვება.

vintage-women-van-heusenvintage-women-tipalet

და ახლავე ამოშალეთ “საქართველოს ბანკი” შავი სიიდან!!!
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

22 thoughts on “ყველაზე სექსისტური რეკლამები”

  1. ეს რეკლამები ადრე დავათვალიერე და გაბრაზებაც მოვასწარი : ) “საქართველოს ბანკმა” იმ რეკლამის “ქალის ვარიანტიც” გააკეთა – მანქანას მამაკაცს რომ ადარებს, მაგრამ დიდი გამოხმაურება აღარ ჰქონია. მე ზოგადად არ მომწონს, მანქანას საპირისპირო სქესს რომ ადარებენ ხოლმე..

    Like

    1. ბანკი არ შეიძლება ძალიან პროგრესული იყოს – თავის კლიენტებს ნამეტნავად თუ გაასწრო და უკან ჩამოიტოვა, მარტო დარჩება 🙂

      Like

      1. და კლიენტებმა თუ ჩამოიტოვეს? 🙂 ვის რად უნდა მაჩანჩალა ბანკი?

        Like

  2. ბარამბოს ახალი რეკლამაც მე პირადად არ მიმაჩნია ნორმალურად.გვიჩვენებს როგორ არის ფინანსურად დამოკიდებული ქალი ქმარზე.უიმისოდ შოკოლადიც ვეღარ უყიდია:჻პ
    მართალია ხშირად მწარე რეალობაა მაგრამ მე მაინც არ მომწონს 😦

    Like

  3. ძალიან სახალისო კომენტარები კი გაგიკეთებია. 🙂
    მაგრამ ბევრი მამაკაცი მართლა ეგრე ფიქრობს.

    Like

  4. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საზოგადოება ნელი ტემპით ვითარდება და ამასთან – ნაწილ-ნაწილ…

    Like

  5. საქართველოს ბანკის ხსენებამ დაგლიჯა… მე არც მყავს საქართველობს ბანკი სავ სიაში.. რავიცი რისთვის გამომადგება :))))
    მომეწონა პოსტი ::)))

    Like

  6. აჰააა,კიდე საქართველოს ლანძღავენ,რომ დისკრიმინაციააო,’ქალი კუხნაშიო’ ,’იმათთან’ კი მაგის მეტი კი არაფერი იცოდნენ.

    კარგ იპოსტია.

    ჩემს ’შავ სიაში’ საქ.ბანკი ვეღარ მოხვდება(ადგილი აღაარაა :)))))

    Like

  7. ა თქმა უნდა, თუ ქმარს ყავა არ მოეწონებოდა – ცოლი კარგ მიტყეპვას ვერ აცდებოდა… მაგრამ – ეს მხოლოდ ტუტუცი ცოლები. ჭკვიანი ცოლი მათრახს არ დაირტყამსო, ნათქვამია – ის ხომ Chase & Sanborn-ის ყავას ადუღებს.

    xaxaxaxaxaxaxaxaxaxaxaxaxaxaaaaaaaa

    Like

  8. ნერვები მომეშალა :)) მაგრამ, საქართველოს ბანკის იმ რეკლამაზე არ გავბრაზებულვარ. ჯერ ერთ, დაბალანსებული იყო, ქალის ვარიანტით:))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: