100 ფანტასტიკა, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ბაროკამერაში ჩაგდებენ და კოსმოსში გაგაფრენენ

შოტლანდიელი ლიტერატორი დეივიდ ფრინგლი ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნეა – იყო ჟურნალ Foundation-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Interzone და Million: The Magazine About Popular Fiction გამომცემელი და ამ ჟანრის კვლევისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნის ავტორი… ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ, როდესაც ასეთი ადამიანი Sci Fi საუკეთესო ნაწარმოებების სიას შეადგენს, ჟანრის მოყვარულთ სიის სულ ცოტა ყურადღებით წაკითხვა მაინც გვმართებს, ალბათ.

ჰოდა – გაეცანით:

scifi' Farm

George Orwell – Nineteen Eighty-Four

  • ჯორჯ ორუელის 1984 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიუტოპიაა, რაც დაწერილა. ამ წიგნის შესახებ, მგონი, იმათაც კი იციან, ვისაც Sci Fi საერთოდ არ უყვარს.

George R. Stewart – Earth Abides

Ray Bradbury – The Martian Chronicles

  • “მარსის ქრონიკები” ჩემს ყველაზე საყვარელ წიგნებს შორისაა. ბრედბერი იმ მწერალთა რიცხვშია, ვინც ნობელის პრემია, რა თქმა უნდა, დაიმსახურა, მაგრამ პრემიას, რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით მიანიჭებენ. 😦

Robert A. Heinlein – The Puppet Masters

  • ჰაინლაინის “თოჯინების მბრძანებლები” ტიპური ჰაინლაინისეული რომანია – სიუჟეტით, რომელზეც არ მოიწყენთ, საინტერესო ტიპაჟებით, თხრობის ჩქარი ტემპით, დინამიკით…

John Wyndham – The Day of the Triffids

  • “ტრიფიდების დღე” ჯონ უინდემის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ძალიან თანამედროვეა – ეკოლოგიური კატასტროფა და ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის… თუ ფიქრობთ, რომ მოსაწყენი ან დიდაქტიკურია – სულაც არა! ძალიან კარგია და მშვენივრად იკითხება.

Bernard Wolfe – Limbo

Alfred Bester – The Demolished Man

  • ოოო… ალფრედ ბესთერი! როგორც ამბობენ, რომ არა ბესთერი ფანტასტიკა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის. “ადამიანი სახის გარეშე” საკულტო, საეტაპო ნაწარმოებია მთლიანად ჟანრისთვის. ბრწყინვალე ფსიქოლოგიური რომანი დეტექტივის ელემენტებით. ბესთერმა ასევე დიუმას “გრაფი მონტე კრისტო” გააფანტასტიკა რომანში “ვეფხვი! ვეფხვი!” მას ერთი პატარა მოთხრობაც აქვს ასეთი – “მოკაშკაშე ვარსკვლავი” (Star Light, Star Bright) – გირჩევთ!

Ray Bradbury – Fahrenheit 451

  • ის რომ 451 გრადუსი ფარენჰაითით არის ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის, ალბათ ბევრმა სწორედ ამ ნაწარმოებიდან გაიგო. 🙂 შესანიშნავი რომანია, თუმცა “მარსის ქრონიკებთან” ვერ მოვა, იმჰო. “ველდი”, “მეხის გრგვინვა” მისი უდავო შედევრებია. და კიდევ სხვა მრავალი.

Arthur C. Clarke – Childhood’s End

  • ართურ ქლარქი დიდი მწერალია, Sci Fi-ს კლასიკოსი, რომელიც მე მაინცადამაინც არ მიყვარს… მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. განსაკუთრებით არ მიყვარს მისი “ოდისეა”… არც ფილმი მომწონს (და ბევრმა ფანტასტიკის მოყვარულმა ახლა ჩემი ეს კომენტარი რომ წაიკითხა, რა თქმა უნდა, ჩემი პოსტი ეგრევე დახურა).

Charles L. Harness – The Paradox men

Ward Moore – Bring the Jubilee

Frederik Pohl & C.M. Kornbluth – The Space Merchants

Clifford D. Simak – Ring Around the Sun

  • მწერლის შერჩევაში ვეთანხმები – საიმაქი ერთ-ერთი უგენიალურესი ფანტასტია, თუმცა ნაწარმოების შერჩევაში – ვერა. ჩემი უსაყვარლესი საიმაქისეული რომანი არის “ქალაქი”. სხვათა შორის, “წრე მზის ირგვლივ” – ასეთი დასახელების ორი ნაწარმოებია ცნობილი – რომანი საიმაქს ეკუთვნის, მოთხრობა კი – აზიმოვს.

Theodore Sturgeon – More than Human

  • “უმეტეს, ვინემ ადამიანი” სთარჯენის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – ფილოსოფიური საგა საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, რომლებიც ერთ სულ და ერთ ხორც არიან… ის “სთარ თრექის” სცენარისტიც იყო. თუ გაგიგონიათ შესანიშნავი ფრაზა-პარადოქსი: “არაფერია ბოლომდე ჭეშმარიტი” (Nothing is always absolutely so) – მისი ავტორიც სთარჯენია.

Hal Clement – Mission of Gravity

Edgar Pangborn – A Mirror for Observers

Isaac Asimov – The End of Eternity

  • “მარადისობის აღსასრული” – აზიმოვის გენიალური რომანი – ერთ-ერთი მის გენიალურ რომანთა შორის. აზიმოვი ერთ-ერთი უიშვიათესი მწერალია, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ჩავარდნები, იმჰო – მისი ნაწარმოებები, როგორც მინიმუმ, კარგია, თუ არადა – ძალიან კარგი და შესანიშნავი.

Leigh Brackett – The Long Tomorrow

  • ლი ბრექეთზე აქ ვწერ უფრო დაწვრილებით. ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქალი კარგ ფანტასტიკას წერს (და ფანტასტიკის მოყვარულმა ფემინისტებმა ახლა ჩემი ეს კომენტარი რომ წაიკითხეს, რა თქმა უნდა, ჩემი პოსტი ეგრევე დახურეს).

William Golding – The Inheritors

Alfred Bester – The Stars My Destination

  • ეს “ვეფხვი! ვეფხვი!”-ს თავდაპირველი დასახელებაა.

John Christopher – The Death of Grass

Arthur C. Clarke – The City and the Stars

Robert A. Heinlein – The Door Into Summer

John Wyndham – The Midwich cuckoos

Brian W. Aldiss – Non-Stop

James Blish – A Case of Conscience

  • ბლიშის “სინდისის საქმე” დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას (სამწუხაროდ) – ამ ნაწარმოებში მღვდელი და (ზოგადად, კაცობრიობა) არჩევნის წინაშე დგება – არსებები, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ადამიანებისგან, არიან თუ არა მათი თანასწორნი? ცოტა მოსაწყენია ადგილ-ადგილ, თუმცა, ვისაც ფილოსოფიური ფანტასტიკა უყვარს – არ ინანებს.

Robert A. Heinlein – Have Space-Suit – Will Travel

  • “თუ სკაფანდრი გაქვს – იმოგზაურებ კიდეც” – ბლიშის რომანის მსგავსია – აქაც სხვადასხვა ცივილიზაციების ურთიერთობებზეა საუბარი, თუმცა, სტრუქტურულად განსხვავებული რომანია – ჰაინლაინი, როგორც სჩვევია, ინარჩუნებს თხრობის ტემპს და მკითხველს მოსაწყენად არ სცალია.

Philip K. Dick – Time Out of Joint

  • აზიმოვისა არ იყოს, ფილიფ დიქის ნებისმიერი ნაწარმოები აიღე – უმაღლეს დონეზეა. “შეშლილი დრო” ფილმ “თრუმენის შოუს” გაგახსენებთ – ყველაფერი, თითქოს, გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი რეალობაა… თუმცა, მეტს არაფერს დავწერ. ეგებ, ვინმეს წაკითხული არ აქვს და ახლა დააპირებს – არ მსურს, ნაწარმოებში ჩადებული საიდუმლოებები გავთქვა. 🙂

Pat Frank – Alas, Babylon

Walter M. Miller – A Canticle for Leibowitz

Kurt Vonnegut – The Sirens of Titan

  • ვინც უონეგუთის ფანტასტიკა იცის – “სირენები ტიტანიდან” 100% უონეგუთისეულია. გროტესკი, აბსურდი, ფილოსოფია… ყველაფერი ერთ ბოკალში, კარგად შენჯღრეული და კარგად არეული.

Algis Budrys – Rogue Moon

Theodore Sturgeon – Venus Plus X

Brian W. Aldiss – Hothouse

J.G. Ballard – The Drowned World

Anthony Burgess – A Clockwork Orange

  • არის ვინმე, ვინც “დასაქოქი ფორთოხალი” არ იცის? არა მგონია.

Philip K. Dick – The Man in the High Castle

  • დიქის კიდევ ერთი გენიალური ნაწარმოები. აქაც მისი საყვარელი თემაა – დროის გამრუდება და ალტერნატიული რეალობები… რა იქნებოდა, თუკი მეორე მსოფლიო ომი სხვაგვარად წარიმართებოდა? ასეთია რომანის ფაბულა.

Robert Sheckley – Journey Beyond Tomorrow

  • მე განსაკუთრებით მიყვარს შექლის არაჩვეულებრივი იუმორისტული ფანტასტიკა, მოულოდნელი სახალისო დასასრულით – როგორც ეს ო. ჰენრიმ იცოდა ხოლმე… ეს რომანი არ წამიკითხავს, სამაგიეროდ რეკომენდაციას ვუწევ “სასწაულთა კოორდინატებს” და “სტატუსის ცივილიზაციას”.

Clifford D. Simak – Way Station

  • დედამიწა უცხოპლანეტელთათვის “სადგურია”, გზაჯვარედინი ადამიანებს კი სურთ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ცივილიზაციათა შორის… ამ რომანისგან მაინცადამაინც კაშკაშა მოგონებები არ დამრჩა…ალბათ, თავიდან უნდა გადავიკითხო. 🙂

Kurt Vonnegut – Cat’s Cradle

  • “კატის აკვანი” უონეგუთის ყველაზე ცნობილი რომანია… მიკვირს კიდეც, რომ სიაში მას “სირენებმა” აჯობეს. არაჩვეულებრივი შავი იუმორი, სარკაზმი და ერთიანი, შეკრული ფაბულის არარსებობა (არსებობა კი არა – არარსებობა) – სწორედ ასეთი ნაწარმოებები მიყვარს!

Brian W. Aldiss – Greybeard

William S. Burroughs – Nova Express

Philip K. Dick – Martian Time-Slip

Philip K. Dick – The Three Stigmata of Palmer Eldritch

  • ნოლანი მისი ბოლო ფილმით “დასაწყისი” დიდადაა დავალებული დიქისგან. ალტერნატიული რეალობები, პარალელური სამყაროები… სად გამოგონებაა და სად რეალობა ვერ იგებ და ვერც იმას იგებ, საერთოდ რა არის რეალობა – ესაა “სტიგმატები”. 🙂 სიაში არაა, მაგრამ დიქს კიდევ ერთი სრულიად გენიალური რომანი აქვს – “UBIK”, რომლის ეკრანიზაციაზეც ამჟამად მიშელ გონდრი მუშაობს.

Fritz Leiber – The Wanderer

Cordwainer Smith – Nostrilia

Philip K. Dick – Dr Bloodmoney

Frank Herbert – Dune

  • ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ფილოსოფიურ-კოსმიური საგა. ვისაც არ წაუკითხავს, ფილმი მაინც ექნება ნანახი.

J.G. Ballard – The Crystal World

Harry Harrison – Make Room! Make Room!

Daniel Keyes – Flowers for Algernon

Roger Zelazny – The Dream Master

  • ჟელიაზნი ერთადერთია, ვისაც ფენტეზიში თოლქიენის გვერდით დავაყენებდი. “სიზმრების ოსტატი” ფანტასტიკაა… მე ჟელიაზნის ფენტეზი (“ამბერის ქრონიკები”, პირველ ყოვლისა) მირჩევნია, მაგრამ ესეც კარგი ნაწარმოებია – ბრმა გოგონაზე, რომელსაც სურს, თვალები აეხილოს, ექიმი კი მისი ამ სურვილისგან “განკურნებას” ცდილობს.

John Brunner – Stand on Zanzibar

Samuel R. Delany – Nova

Philip K. Dick – Do Androids Dream of Electric Sheep?

  • შესანიშნავი რომანი, რომლის მიხედვითაცაა გადაღებული რიდლი სქოთის “სამართებელზე მორბენალი” ჰარისონ ფორდითა და რუტგერ ჰაუერით. ფილმი ძალიან თავისუფლად მიჰყვება ორიგინალს, მაგრამ მაინც ძალიან კარგია. საკულტო ფილმია ჟანრში. რომანიც საკულტოა.

Thomas M. Disch – Camp Concentration

Michael Moorcock – The Final Programme

Keith Roberts – Pavane

Angela Carter – Heroes and Villains

Ursula K. Le Guin – The Left Hand of Darkness

  • ლე გუინი ფენტეზის დედოფალია, თუმცა შესანიშნავ Sci Fi-საც ქმნის.  “წყვდიადის მარცხენა ხელი” ნამდვილად მისი საუკეთესო რომანია. წყვდიადის მარცხენა ხელი – სინამდვილეში ნათელია – ამაზეა ეს ნაწარმოებიც.

Bob Shaw – The Palace of Eternity

Norman Spinrad – Bug Jack Barron

Poul Anderson – Tau Zero

Robert Silverberg – Downward to the Earth

  • სილვერბერგს ძალიან კარგი მოთხრობები აქვს. ალბათ, ეს რომანიც კარგია, უბრალოდ, არ წამიკითხავს.

Wilson Tucker – The Year of the Quiet Sun

Thomas M. Disch – 334

Gene Wolfe – The Fifth Head of Cerberus

Michael Moorcock – The Dancers at the End of Time

J.G. Ballard – Crash

Mack Reynolds – Looking Backward from the Year 2000

Ian Watson – The Embedding

Suzy McKee Charnas – Walk to the End of the World

M. John Harrison – The Centauri Device

Ursula K. Le Guin – The Dispossessed

  • ეს ნაწარმოები არ წამიკითხავს. სამაგიეროდ, რეკომენდაციას ვუწევ “ილუზიათა ქალაქს” – რომანს ცრუ ქადაგთა და წინასწარმეტყველებზე.

Christopher Priest – Inverted World

J.G. Ballard – High-Rise

Barry N. Malzberg – Galaxies

Joanna Russ – The Female Man

Bob Shaw – Orbitsville

Kingsley Amis – The Alteration

Marge Piercy – Woman on the Edge of Time

Frederik Pohl – Man Plus

Algis Budrys – Michaelmas

John Varley – The Ophiuchi Hotline

Ian Watson – Miracle Visitors

John Crowley – Engine Summer

Thomas M. Disch – On Wings of Song

Brian Stableford – The Walking Shadow

Kate Wilhelm – Juniper Time

Gregory Benford – Timescape

Damien Broderick – The Dreaming Dragons

Octavia Butler – Wild Seed

Russell Hoban – Riddley Walker

John Sladek – Roderick and Roderick at Random

Gene Wolfe – The Book of the New Sun

Philip Jose Farmer – The Unreasoning Mask

Larry Niven & Jerry Pournelle – Oath of Fealty

Michael Bishop – No Enemy but Time

John Calvin Batchelor – The Birth of the People’s Republic of Antarctica

William Gibson – Neuromancer

  • კიბერპანკი. ეს ჟანრი მნიშვნელოვნადაა დავალებული ბესთერისა და დიქისგან, გიბსონმა მას დასრულებული სახე მისცა.

David Pringle’s Best 100 Science Fiction Novels

P.S.

სიაში ბევრი დიდი ავტორი და წიგნია, თუმცა, უცნაურია, რომ არ არის აზიმოვისმე, რობოტი”… ამას გარდა, აზიმოვს ორი სრული ციკლი აქვს “დამფუძნებლები” (Foundation Series) და “რობოტები” (Robot Series), რომელიც მასთრიდია ყველა ფანტასტიკის მოყვარულისთვის. სიაში, უდავოდ, მოხვდებოდა პიერ ბულისმაიმუნების პლანეტა”, მაგრამ, ბული ფრანგია და ფრანგულად წერდა, ფრინგლმა კი მეტწილად ინგლისურენოვან ნაწარმოებთა სია შეადგინა.

სიის ქრონოლოგიური საზღვრებიდანაა ამოვარდნილი და, უთუოდ, მხოლოდ ამიტომ არ არის იქ დასახელებული უელსისუჩინარი კაცი” ან “დროის მანქანა” ან, მითუმეტეს, “სამყაროთა ომი” და ვერნორ ვინჯის (Vernor Vinge) “ცეცხლი უბსკრულზე” (A Fire Upon the Deep) – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი Sci Fi ნაწარმოები, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

P.P.S.

ჩემი ბლოგის მკითხველ ნიკას, იმის გარდა, რომ ჩემს ნაჯღაბნს კითხულობს ხოლმე, უამრავი სხვა დადებითი თვისება აქვს :), თუნდაც ის, რომ ფანტასტიკა უყვარს. ამასწინებზე მკითხა, რატომ აღარაფერს წერო. დრო არ მაქვს, თან, არც ის ვიცი, რაზე დავწერო-მეთქი. აი, ამაზეო და ფრინგლის ეს სია დამისკაიპა, ახლა რომ გაეცანით… ჰოდა, მეც დავწერე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

50 დეტექტივი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

21 thoughts on “100 ფანტასტიკა, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ბაროკამერაში ჩაგდებენ და კოსმოსში გაგაფრენენ”

  1. საინტერესო კომენტარებია.
    შენ მართლა სპეციალისტი ყოფილხარ! მე მაგდენი არ წამიკითხავს.
    ანდერსონზე და პოლზე რას იტყვი?

    Like

    1. რომელი ნაწარმოებიც არ წამიკითხავს – იმაზე არ დავწერე.
      ანდერსონის დროის პატრული მაქვს წაკითხული, თუმცა მთლიანად არა. და კიდევ რაღაცეები. მაინცადამაინც არ ვგიჟდები.
      ფრედერიქ ფოლი არ წამიკითხავს საერთოდ. 😦
      ჰარისონის (ჩვენთან რომ გარისონს უძხაიან ჯიუტად) ეგ ნაწარმოებიც არ წამიკითხავს. საგა მაქვს წაკითხული, დაუმორჩილებელი პლანეტა… რკინის ვირთხის სერია ვცადე და მაგრად არ მევასა.

      Like

    2. საერთოდ, მე არ ვარ სპეციალისტი. აი ძველი ფილმია ერთი კონკიაზე მგონი – ნანახი გექნება ბავშვობაში – я не волшебник – я только учусь. 🙂
      ბიძაშვილი მყავს – ის მართლა სპეცია. მგონი, დეივიდ ფრინგლსაც არ დაუდებს ტოლს. 🙂

      Like

  2. მარსის ქრონიკები მაგარია ძაან, მაგრამ ფარენჰაიტი ჯობია.
    ფარენჰაიტი ყველაზე ძაან მომწონს ბრედბერის შემოქმედებაში.

    Like

    1. ყველას თავისი აზრი აქვს.
      ფარენჰაიტი ცოტა დიდაქტიკურია.
      მე მირჩევნია, როცა ავტორი კითხვებს სვამს და პასუხებს თავზე არ გვახვევს.

      Like

  3. არ მიყვარს მეთქი ამ ჟანრზე ვერ ვიტყვი, უბრალოდ არ დავინტერესებულვარ და არ ვიცნობ
    მარსის ქრონიკები მართლა ასეთ კარგია? ბავშვობაში თითქოს არ მომეწონასავით, მგონი ბოლომდე არც წავიკითხე. აი ფარენჰაიტი მაგრად მიყვარდა

    Like

    1. მართლა ასეთი კარგია. ჩემთვის. რაც სრულად არ ნიშნავს იმას, რომ შენც უნდა მოგეწონოს. 🙂
      მე მაგალითად სულაც არა ვარ ბეგბიდერით შენებრ აღფრთოვანებული. 😉

      Like

  4. George Orwell – Nineteen Eighty-Four
    Ray Bradbury – The Martian Chronicles
    Ray Bradbury – Fahrenheit 451
    Isaac Asimov – The End of Eternity
    Kurt Vonnegut – Cat’s Cradle
    Frank Herbert – Dune

    6/100 😦
    ყველაფერი წინ მქონია.

    Like

  5. 10 მქონია მარტო წაკითხული : ( მივამატე რაღაცეები ჩემს წასაკითხ სიას : >
    წაკითხულებიდან Robert A. Heinlein – Have Space-Suit – Will Travel ყველაზე ნაკლებად მომეწონა ისე… წიგნი თუ გინდათ ვინმეს – გასაჩუქებლად გადავდე : ))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: