შაბათის პოსტი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კაცი, ქველი და გულკეთილი, რომელიც შეაწუხა ქვეყნად გამეფებულმა უსამართლობამ და განიზრახა ჩაგრულთა და უპოვართა დახმარება. გამოსთხოვა დედას დალოცვა და ყუა პური, ამოიცვა რკინის ქალამნები და გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დაინახა ბაყაყი, რომელსაც გველი შემოხვეოდა და გადაყლაპვას უპირებდა, მაგრამ გულკეთილი კაცი რისი გულკეთილი კაცი იქნებოდა, გველი რომ არ განედევნა და საბრალო ბაყაყი არ გადაერჩინა. ბაყაყმა მადლობა გადაუხადა მის მხსნელს და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობა შეჰფიცა.
გულკეთილმა კაცმა გზა განაგრძო და დაინახა პატარა წითელი ქათამი, რომელსაც თავს ქორი დასტრიალებდა, მაგრამ გულკეთილი კაცი რისი გულკეთილი კაცი იქნებოდა, ქორი რომ არ განედევნა და პატარა წითელი ქათამი არ დაეხსნა. ქათამმა მას მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ თუკი, ღმერთმა ნუ ქნას და, გულკეთილ კაცს დასჭირდებოდა დახმარება, იმწამს მის გვერდით გაჩნდებოდა.
განაგრძო გზა გულკეთილმა კაცმა და გადაეყარა ბაჭიას, რომელიც მელას მოეხელთებინა და სადაცაა გადასანსლვას უპირებდა, მაგრამ გულკეთილი კაცი რისი გულკეთილი კაცი იქნებოდა, საბრალოს რომ არ მიშველებოდა და მელასაც სხვა რა დარჩენოდა – კუდამოძუებული გაიძურწა. ბაჭია კი სამარადჟამოდ გულკეთილი კაცის მადლიერი დარჩა და ძმობა აღუთქვა.
გულკეთილმა კაცმა კი, ამდენი სიკეთის ჩადენა რომ მოასწრო უკვე, გახარებულმა განაგრძო გზა, სადაც მას ჩაუსაფრდნენ გველი, ქორი და მელა და დაესხნენ თავს – გველმა დაგესლა, ქორმა თვალები დაუკორტნა, მელამ კი გულ-ღვიძლი გამოუჭამა.
ბაყაყმა, წითელმა ქათამმა და ბაჭიამ კი, მისი ყვირილი რომ ჩაესმათ, თავები წუხილის ნიშნად გაიქნიეს და გულკეთილი კაცი ძალიან, ძალიან, ძალიან შეებრალათ.
(ოგდენ ნეშის ზღაპრის A Cursory Nursery Tale მიხედვით).
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
___
რა დეპრესიულ რაღაცებს დებ ამ წვიმიან და ნაცრისფერ დღეს
LikeLike
ეს ჩვენი, რუსეთისა და დასავლეთის იგავია?
LikeLike
გავს, მართალი ხარ.
LikeLike
შემზარავია, მაგრამ ცხოვრებისეული : (
LikeLike
ეგ ზღაპარი არაა – ლექსია.
მეც ძალიან მიყვარს ოგდენ ნეში. არ მეგონა კიდევ თუ ვინმეს უყვარდა. ჩვენთან ცოტამ იცის.
LikeLike
და ზღაპარი არ შეიძლება ლექსად იყოს? 🙂
თან ოგდენ ნეში თეთრი ლექსით წერდა.
LikeLike
ეს ზღაპარი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მიუძღვენი, ალბათ 🙂
LikeLike
ეგ დღე ანდერსენს რატომ მიაწებეს მაინცადამაინც? რა პრივილეგი აქვს ეგეთი?
LikeLike
საბავშვო ზღაპრებს წერდა და ეგ იყო პრივილეგიაც 🙂 🙂
LikeLike
პრივილეგია რა შუაშია? და სხვისთვის რომ “მიეწებებინათ”, იმ სხვას რა პრივილეგია ექნებოდა?
LikeLike
ათვლის წერტილი ხომ უნდა იყოს რაღაც? 🙂
დისკრიმინაციას აქვს ადგილი.
LikeLike
და ათვლის წერტილად სხვისი დასახელება უფრო სამართლიანი რატომ იქნებოდა?
ნეშს რაც შეეხება – თუ რაღაცას (სიკეთეს) აკეთებ, კეთების ტრაკიც უნდა გქონდეს. უმარტივესი და ბანალურზე ბანალური ჭეშმარიტებაა.
LikeLike
ეგაა ნეშის ზღაპრის მორალი. მე მივასეკვესტრე უბრალოდ. 🙂
მითუმეტეს, რომ სიკეთე გააკეთა კიდეც 🙂 იმ მომენტში ხომ დაიხსნა.
ჰოდა ნეიტრალური თარიღი აეღოთ. 🙂
ვთქვათ, პირველი საბავშვო წიგნის დაბეჭდვის თარიღი ან რამე ეგეთი.
იქნებ მე ძმები გრიმები უფრო მევასებიან. სელმა ლაგერლოფზე რომ არაფერი ვთქვათ. 🙂
LikeLike
პირველი საბავშვო წიგნის დაბეჭდვის თარიღი ნეიტრალური უკვე არ იქნებოდა. ანდერსენის დაბდღე რომ აიღეს, ამით ასტრიდს ან სელმას არაფერი დაკლებია, იმჰო.
ჰო, შენ რომ გრიმები უფრო გევასება, ეს არ იცოდნენ აშკარად.
LikeLike
მაგათმა ჯერ კიდევ ბევრი რამე არ იციან ჩემზე.
როგორც ყოვეთვის, სიკვდილის მერე დავფასდები.
LikeLike
ჰო. მერე შენს დაბდღეს პოლოს ან ჯინსის დღედ გამოაცხადებენ და რომელიღაც ბლოგერი გააპროტესტებს – ვითომ რატომ ვეიდერი, თაა ან მაკა ასათიანი უფრო მევასებოდა მეო.
LikeLike
ჩემს დაბადების დღეს ცოტა თარიღი თუ შეედრება ისე. 🙂
სიმბოლური დატვირთვა აქვს. თითქმის ისეთივე, როგორც 25 დეკემბერს. 🙂
LikeLike
სასტიკი რეალობა 😦
LikeLike