შენ ამაზე არ ფიქრობ. ცდილობ, ამ კითხვას დაემალო. მაგრამ, უეცრად, რაღაც იცვლება. ვიღაცის დაბადების დღეზე ან შენი ძმის ქორწილში ან ერთ მშვენიერ კვირა დილით, როცა სამსახურში წასასვლელი არ ხარ, სარკეში იხედები და საკუთარ თავს კითხავ: ჯანდაბა, რატომ არ ვარ გათხოვილი?!!!
კითხე?
ჰოდა, მე გიპასუხებ, – ამბობს თრეისი მაქმილანი, ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და ბლოგერი.
აი მისი პასუხებიც:
შენ გათხოვილი არ ხარ, ვინაიდან:
1. ნამდვილი ძუკნა ხარ.
ნერვები გაქვს მოშლილი, იღრინები და იკბინები. რატომ? აბა, მე რა ვიცი – შეიძლება, დედაშენზე ხარ გულმოსული, ან სუპერმარკეტის მოლარეზე, ან რომელიმე პოლიტიკოსის ატანა არ გაქვს, სულ რომ გატელევიზორებულია, ჰოდა, მამაკაცებს კი აფრთხობ.
რომელ მამაკაცს მოეწონება, ნეტავ, ნერვიული აფეთქების ზღვარზე მყოფი ქალი? მამაკაცებს ისეთი ქალები უყვართ, მათ რომ უღიმიან და თავს ევლებიან. ჰო, ვიცი, უსამართლოა, მოერგო მამაკაცის წარმოდგენებს, როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლი და მათი ბავშვების დედა… მაგრამ მორგება რომ არ გსურს, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
2. ზედაპირული ხარ.
ქმრის შერჩევის დროს მთავარი მამაკაცის ხასიათია. შენც ასე ფიქრობ? ნუ მატყუებ – ასე რომ ფიქრობდე, აქამდე გათხოვილიც იქნებოდი. შენ გგონია, რომ მთავარია მისი ჯიბე ან გარეგნობა – რომ სპორტული აღნაგობის, ტანადი, მდიდარი და ცნობილი იყოს… ჰოდა – იფიქრე… ასეთი მამაკაცები კი ფიქრობენ, რომ მათ ცოლი კი არა, ვინმე თინეიჯერი საყვარელი სჭირდებათ. ლამაზი ბარბი. თოჯინა სათამაშოდ. სიღრმეებში რომ ვერ იხედები, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
3. ბოზი ხარ.
მრავალრიცხოვანი შემთხვევითი სექსუალური კავშირები პრობლემა არაა, თუკი გათხოვებაზე არ ფიქრობ, მაგრამ თუ გათხოვება გსურს, ამ ამბავს უნდა თავი ანებო.
იცი, რა არის ოქსიტოცინი? ჰორმონი, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა. ოქსიტოცინს სულ არ ენაღვლება, ვისთან ჟიმაობ – რძის ფურგონის მძღოლთან, გაზის ხელოსანთან, წყლის ჭის შემკეთებელთან… ოქსიტოცინს არ ენაღვლება, მაგრამ არც შენ რომ გენაღვლება, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
4. მატყუარა ხარ.
გაიცანი მამაკაცი, რომელიც მოგეწონა, ის კი სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არაა. შენ ფიქრობ – ახლა თუ ვეტყვი, რომ მე გათხოვება მსურს, ის ყურმილს გამითიშავს, ი-მეილზე აღარ მიპასუხებს და ფეისბუქში მეგობრებიდან ამომშლის, მოდი, მოვატყუებ… დადიხართ კაფეში, კინოში, მერე სექსი, მერე ოქსიტოცინი (ჰო, ისევ ის ოქსიტოცინი!) და კიდევ გინდა და მერე კიდევ და ვეღარ ჩერდები… და გგონია, რომ აი – ერთხელაც და ის მიხვდება, რომ შენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია… ვერ მიხვდება! იცის, რომ შენს გარეშე მშვენივრად არის და შენც მის გარეშე მშვენივრად ხარ – თავად არ მოატყუე? ხომ არ დაგავიწყდა? ჰოდა, რომ მოატყუე, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
5. ეგოისტი ხარ.
ძალიან ბევრს ფიქრობ შენს თავზე – ტანსაცმელზე, სახის ნაოჭებზე, კარიერაზე… რა ვიცი, კიდევ რაზე, მაგრამ თუ ბევრს ფიქრობ საკუთარ თავზე, სხვებისთვის დრო აღარ გრჩება… კიდევ, ხანგამოშვებით, მდიდარ კაცებზე ფიქრობ, რომ აი, შეხვდები სადმე და…
კარგი ცოლი კი მთელ დღეს საკუთარ თავზე ფიქრში არ ატარებს. ეს ქმარიო, ეს ოჯახიო… ბავშვები… ოჰ, ეს ბავშვები! როდესაც ქალი სხვებზე იწყებს ფიქრს, მამაკაცებიც ჩნდებიან. სწორედ ის მამაკაცები, მისი ცოლად მოყვანა რომ სურთ. ბავშვები რომ სურთ. არასდროს გიფიქრია ამაზე? მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
6. არ ვარგიხარ.
მე არ გეუბნები ამას – შენ თავად ფიქრობ ასე და შენზე უკეთეს ქმარს ეძებ. უფრო ლამაზს. უფრო ჭკვიანს. უკეთესი ოჯახიდან… მორჩი! გეყოფა! ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი არ იცის, ცოლადაც არ ივარგებს. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს – ქმარს როგორღა შეიყვარებ? მამაკაცებმა ეს კარგად იციან.
და მოეშვი ოცნებებს. ქორწინება უფრო უკეთესს და ბედნიერს გაგხდის? ნუ მაცინებ! მხოლოდ სამრეცხაოში წასაღები თეთრეული მოგემატება. ქორწინება დისნეილენდი არაა. უნდა გასცე, რომ მიიღო. რომ ვერ ახერხებ, გადაიქცე პიროვნებად, რომელიც კეთილია, არ არის ზედაპირული, მოწესრიგებულია, ალალია, გაიღებს მაქსიმუმს და ჯეროვნად აფასებს საკუთარ თავს, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
თუ ფიქრობთ, რომ ამ პოსტის სათაური არა(პოლიტგენდერბლოგერ)კორექტულია, მაშინ ამ ტუტორიალს გადახედეთ.
ქართველები უნდა გავაცნოთ ამას 🙂 ახალ თეზისებს მოიფიქრებს, სრულიად საპირისპიროს :):)
LikeLike
რა არაპოლიტკორექტული …. საუკუნის პრობლემაზე დაგიწერია 🙂
LikeLike
lol, sasacilo statiaa:)
LikeLike
და მამაკაცები არ ვარგიან-ო ეგეთი ვარიანტი არაა? 🙂
LikeLike
არის.
სულ პირველი.
LikeLike
vaaaa, looord, es ra temaaa.. super super 😀
cota sevdac shemomeria wakitxvisas 😦
LikeLike
არის სიმართლის მარცვალი ამაში…
თვითონ ტრეისი გათხოვილია, ნეტა? :დ
LikeLike
კი 🙂 და არაერთხელ :):)
LikeLike
პირველი ვარ ^^ თუმცა მასეთი საყავრელი და ბუნჩულა ბავშვი ვააააარ :)) უფ საუკუნის მეოთხედი ვარსებობ და უბრალოდ არ ვფიქრობ , თორე 3ჯერ ვიქნებოდი უკვე გათხოვილი 🙂
LikeLike
არ თუ ვერ?
LikeLike
ლოლ, ეს ყველაფერი ქართველ მანდილოსნებს არ გამოადგებათ, აქ პირიქით უნდა დაისვას კითხვა: “რატომ თხოვდები [ასე ადრე?]” ;დდ
LikeLike
“რომელ მამაკაცს მოეწონება, ნეტავ, ნერვიული აფეთქების ზღვარზე მყოფი ქალი? მამაკაცებს ისეთი ქალები უყვართ, მათ რომ უღიმიან და თავს ევლებიან. ჰო, ვიცი, უსამართლოა, მოერგო მამაკაცის წარმოდგენებს, როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლი და მათი ბავშვების დედა[..]”
“ნერვიული აფეთქების ზღვარზე” ყოფნა არც ქალის ინტერესებში უნდა იყოს : p
LikeLike
რა მაგარია! ვეთანხმები მაკმილანს 🙂 ამ თემაზე პოსტი ასე ძალიან ჯერ არ მომწონებია 🙂 🙂 სუპერ!
LikeLike
30% მაინც ჩემი დამსახურებაა.
40%-იც კი. 🙂
LikeLike
აქ იყო ნინა :დ
პუნქტი 7. მერე რომ სარკეში თავს არ ვკითხო, „ჯანდაბა, რატომ ვარ გათხოვილი?“
🙂
LikeLike
გავერთე და მივხვდი ჭეშმარიტებას : მე ვერასოდეს გავთხოვდები : )
ნუ ი ჩუდნა : ) ბევრი ფული რომ მექნება სულ მალე ვყიდი პატარა მოპსიკა ძაღლს და უღმერთოდ ”მოვიხმარ” ახალგაზრდა ”მუშებს” : )))))
LikeLike
მეოთხე ერთმნიშვნელოვნად :დ
LikeLike
ვერცერთი პუნქტი ვერ ხსნის რატომ არ ვთხოვდები :დ :პ
LikeLike
კარგი ჩამონათვალია… თუმცა, “რატომ ვერ თხოვდები” უფრო მოუხდებოდა 🙂 “არ თხოვდები” ცოტა სხვა რამ მგონია 🙂
LikeLike
მე ჯერ პატარა ვარ ^_^ მაგრამ არც გავთხოვდები ^_^
LikeLike
hglejs 😀
LikeLike
jer iko ratom ar txovdebi
mere bashvs ar elodebiiiiiiiiiii
axla meores rodis ickeb? 😀 😀 😀
davitanje 🙂
kidev kargi ignorirebis kargi gamocdileba maqvs 🙂
LikeLike
ოქსიტოცინს სულ არ ენაღვლება, ვისთან ჟიმაობ – რძის ფურგონის მძღოლთან, გაზის ხელოსანთან, წყლის ჭის შემკეთებელთან… ოქსიტოცინს არ ენაღვლება, მაგრამ არც შენ რომ გენაღვლება, მაგიტომაც ხარ გაუთხოვარი.
vaime es dzaan piki iko :d
LikeLike
ძალიან ბევრს ფიქრობ შენს თავზე – ტანსაცმელზე, სახის ნაოჭებზე, კარიერაზე… რა ვიცი, კიდევ რაზე, მაგრამ თუ ბევრს ფიქრობ საკუთარ თავზე,
uff, egeti mec var da gatxovebamdec vikavi magram ar davrchenilvar gautxovari
LikeLike
ქორწინება უფრო უკეთესს და ბედნიერს გაგხდის? ნუ მაცინებ! მხოლოდ სამრეცხაოში წასაღები თეთრეული მოგემატება. ქორწინება დისნეილენდი არაა.
martalia
sruli bednierebisatvis qorcineba piriqit – xelisshemshlelic kia 🙂
LikeLike
მეზარება და იმიტომ არ ვთხოვდები:) ეგ ქალი თვითონ გაუთხოვარი იქნება:) ხო ქალია?
LikeLike
როგორც ზემოთაც ვთქვი – არაერთხელ. 🙂
LikeLike
საინტერესოა = ))
თუმცა ყველაფერსი არ ეთანხმება სინამდვილეს
LikeLike
კარგი სტატიაა,მაგრამ რამოდენიმე პუნქტის დამატებას მოითხოვს ჩვცენი რეალობიდან გამომდინარე.
LikeLike
ვიმხიარულე და ერთი კითხვა გამიჩნდა: ერთდროულად ძუკნაც თუ ვარ, ზედაპირულიც, ბოზიც, მატყუარაც და ეგოისტიც, მაშ როგორ აღარ ვვარგივარ? 🙂 🙂 🙂
LikeLike
ყველაფერი თანაბრად?
რაღაც სჭარბობს ალბათ. ის იქნება მთავარი მიზეზი 🙂
LikeLike
ვახ და ყველაფერი ეგ თუ ვარ უკვე, იქნებ ზუსტად მაგითი ვივარგე, ჰა? ვერა და ვერა? 🙂 ))))
LikeLike
თუ გათხოვდი – ესე იგი ივარგე ან დააბოლე. 🙂
და მაზოხისტიც ბევრია – სტერვა ქალები რომ ევასებათ. 🙂
მაგ სტატიის ავტორი თავად მრავალჯერაა გათხოვილი და ყველანაირი კაცი ეყოლება გასინჯული და ყველა გასაღები იცის უკვე. 🙂
LikeLike
გათხოვებისა და ტრაკების დიდო ექსპერტო :), ჩემი გათხოვება რახანია აქტუალური აღარაა, რამეთუ უკვე „ტრაკებზე“ გადავერთე, იქნებ რამე მეშველოს 🙂 🙂 🙂
LikeLike
საქართველოში საპირისპიროდაა.. ვერ თხოვდებიან იმიტომ რომ რიცხვობრივი უმეტესობა მამაკაცებია, მაგრამ თითქმი ს ქალების უმრავლესობა (რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს არ მიეკუთვნებიან) თხოვდება ადრეულ ასაკშივე და მერე იძენენ ზემოთ ჩამოთვლილ ხასიათებს.. 🙂 არა??
LikeLike
საერთოდ ქორწინების მოწმობა ადამიანს ხასიათში გადასდის. 🙂
LikeLike
მართლ 🙂
LikeLike
აშკარად არ გამოდგება საქართველოში და ზოგადადაც – პუნქტები აკლია. მე მაგალითად მე-7 პუნქტს ვეკუთვნი:)
LikeLike
რა სასაცილოა 🙂 ისე ბოზები და ძუკნებიც მშვენივრად თხოვდებიან. ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ცოტათი ბოზიც იყო, მატყუარაც, ძუკნაც და ეგოისტიც გათხოვდა და თან ძალიან მაგარ ტიპზე ყველანაირი პარამეტით 🙂 ასე რომ ქალებო მთავარია მონდომება, არ დაუჯეროთ მაქმილანს, მაგას ბოღმა და კომპლექსები ალაპარაკებს, არც ვეიდერის 40% დაიჯეროთ 🙂 ეგ ხომ კაცია 🙂 ჰა ჰა
LikeLike
პუნქტები კი არ დამიმატებია 🙂
ეგ 40% დამსახურება კარგ გადმოქართულებას ეხება. 🙂
LikeLike
ეს აქამდე რატო არ ვიცოდი o.O
LikeLike
შენ ხო უნდა გასაცოდავდე ამ კითხვაზე და ეგ არაფერი, ხშირად ოჯახის წევრის/ახლობლის მაგივრადაც უნდა “იმართლო თავი” იმაზე, “რატომ არაფერს აპირებს”.
ბრიჯიტ ჯონსის პირველ ფილმში ვახშამზე რომ მიდის (დანარჩენი სტუმრები სულ წყვილებია) და ნამდვილ სკრუტინუმს რომ მოუწყობენ :))))))) ყოჩაღად კი იგერიებს მათ კითხვებს.
LikeLike