ქალები, რომლებიც ლინდა ევანჯელისტას სიტყვებით, დღეში 10’000 დოლარზე ნაკლებად საწოლიდანაც არ დგებოდნენ… რას აკეთებენ ისინი პენსიაში გასვლის შემდეგ? გათხოვდნენ? ბავშვები დაყარეს? გასუქდნენ? გალოთდნენ? გაბომჟდნენ? მონასტერს შეაფარეს თავი?
ინგლისელი თვიგი (Twiggy) – ყველაზე არამოდელური პარამეტრების, დაბალი, გამხდარი, უმკერდო და უტრაკო და მაინც ყველაზე ცნობილი ყველა მოდელს შორის, 60-იანების კერპი, ხატი და ლეგენდა, “1966 წლის სახე” და “1967 წლის ქალი ბრიტანეთში”. დღეს ის 61 წლისაა, აწარმოებს ტანსაცმლის ხაზს საკუთარი ლეიბლის ქვეშ და ტელეეკრანზეც ჩნდება, როგორც გადაცემა Twiggy’s People-ის წამყვანი და რეალითი-შოუს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი. თვიგი ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნის ავტორიცაა.
ამერიკელი ქრისთი ბრინქლი (Christie Brinkley) – მოდელი, რომელიც 70-იანებსა და 80-იანებში ცნობილი გახდა Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების ფოტოსესიებით – იყო პირველი, ვინც სამჯერ მოხვდა ამ ჟურნალის გარეკანზე. AskMen.com-ის გამოკითხვით ყველა დროის ყველაზე ცნობილ 10 სუპერმოდელთა შორის დასახელდა. ქრისთი თბილისშიც იყო ჩამოსული, იმჟამინდელ მეუღლესთან, მუსიკოს ბილი ჯოელთან ერთად. ამჟამად 57 წლისაა და უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. (ფოტო 2005 წელსაა გადაღებული, როდესაც 52 (!) წლის ქრისთი ქელვინ ქლაინის წითელი კაბით გავიდა პოდიუმზე).
ავსტრალიელმა ელ მაქფერსონმა (Elle Macpherson) ქრისთი ბრინქლის რეკორდი გააუმჯობესა და ერთბაშად ხუთჯერ მოხვდა Sports Illustrated-ის გარეკანზე. ამჟამად 46 წლის მაქფერსონი თეთრეულის ხაზს, Elle Macpherson Intimates და კანის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს. ასევე ტელეპროდუსინგითაა დაკავებული და Britain’s Next Top Model რეალითი შოუს წამყვანიცაა. რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალშიც მონაწილეობდა. მაქფერსონი ავსტრალიის ტურიზმის კომისიის წევრი და ქვეყნის არაოფიციალური ელჩია.
ამერიკელი სინდი ქროუფორდი (Cindy Crawford) – 80-90-იანების (შესაძლოა) ყველაზე პოპულარული მოდელი, მესამე ნომრად დასახელებული VH1-ის 40 ულამაზს 90-იანელს შორის, ერთ-ერთია ე.წ. მოდელთა სუპერლიგიდან – “დიდი ექვსეულიდან”. მაღალი, ლამაზი, სპორტული გარეგნობის. აერობიკის საკუთარ ტელე-გაკვეთილებსაც უძღვებოდა (ჩვენთანაც აჩვენებდნენ ). ამჟამად 45 წლისაა, დაკავებულია ბიზნესით – “Cindy Crawford Home Collection”-ის (“სინდი ქროუფორდის კოლექცია სახლისთვის”) ბრენდის ქვეშ აწარმოებს ავეჯს, ფარდებსა და გადასაფარებლებს. Ronald McDonald House Charities (რონალდ მაქდონალდსის საქველმოქმედო სახლის) გამგეობის წევრია.
კანადელ ლინდა ევანჯელისთაზე (Linda Evangelista) მთელი პოსტი დავწერე და რაღა უნდა დავამატო. არაჩვეულებრივი, ულამაზესი და ყველაზე ელეგანტური “დიდი ექვსეულიდან”, იმჰო. 45 წლისაა, თუმცა, სამოდელო კარიერას აგრძელებს და ფოტო-სესიებში მონაწილეობს. ლინდა L’Oreal-ის, Prada-სა და Talbot-ის სახეცაა (ლეგენდა, სახელად ლინდა).
დანიელი ჰელენა ქრისთენსენი (Helena Christensen) – Victoria’s Secret-ის ანგელოზი. იდეალური პროპორციები აქვს. ამჟამად 42 წლისაა, ჟურნალ Nylon-ის კრეატიულ დირექტორადაც მუშაობდა, ფოტოგრაფიითაა გატაცებული და მისი ფოტოები ბევრ ცნობილ პრიალა ჟურნალში ქვეყნდება. საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც აქვს. როდესაც ჰკითხეს, რამდენად კომფორტულად იგრძნობდნენ თავს რიგითი (ანუ – არა მისებრ იდეალური სხეულის მქონე) გოგონები ამ ტანსაცმელში, ჰელენამ უპასუხა: “წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ!” კარგა ხანს მეგონა, რომ დანიაში სულ ჰელენ ქრისთენსენისნაირი ქალები ცხოვრობდნენ… როდესაც კოპენჰაგენში მოვხვდი, დავრწმუნდი, რომ ასე ნამდვილად არაა.
ამერიკელი ქრისთი თარლინგთონი (Christy Turlington) – კიდევ ერთი მოდელია “დიდი ექვსეულიდან”. ქელვინ ქლაინის სამოდელო სახლს წარმოადგენდა 1987-2007 წლებში, გადაღებულია CK ჯინსების არაჩვეულებრივად ვნებიან და ეროტიკულ სარეკლამო კლიპებში. ეგზოტიკური და არაშაბლონური გარეგნობის წყალობით, ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ მოდელად ითვლება. მონაწილეობდა უამრავ ცნობილ ფოტოსესიაში – გენიალური ჰერბ რიცის კამერასაც აღუბეჭდავს. 500-მდე ქავერი (ფოტო ჟურნალის გარეკანზე) აქვს. ამჟამად 42 წლისაა. მასთან თანამშრომლობით შეიქმნა Puma-ს საგანგებო ფეშენ კოლექცია. ქრისთი იოგათია გატაცებული და აწარმოებს ტანსაცმელს იოგასთვის. მას შემდეგ, რაც მამამისი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, აქტიურადაა ჩაბმული ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანიაში.
ამერიკელი სთეფანი სეიმური (Stephanie Seymour) – ასევე სუპერმოდელთა “დიდი ექვსეულიდან”, ძალიან ლამაზი ფერის თვალების პატრონი. 1980-1990 წლამდე Sports Illustrated-ის ფოტოსესიებში მონაწილეობდა. 2000 წელს FHM-მა ათასწლეულის ყველაზე სექსუალურ ქალთა 100-ეულში დაასახელა. 42 წლის სეიმური აგრძელებს ნაკლებად აქტიურ სამოდელო კარიერას. ერთ ფილმსა და სერიალშია გადაღებული. დაწერა წიგნი თავის მოვლისა და სილამაზის საიდუმლოებების შესახებ.
ამერიკელი ნაომი ქემფბელი (Naomi Campbell) – “დიდ ექვსეულში” “შავ მარგალიტად” წოდებული “. ერთნაირად ცნობილი როგორც სამოდელო წარმატებებით, ასევე მრავალრიცხოვანი სკანდალებით. სხვადასხვა ჟურნალის მიერ არაერთგზის დასახელდა წლის საუკეთესო მოდელად ბრიტანეთში. 40 წლის ნაომი მოდელის კარიერას აგრძელებს, მონაწილეობს ჩვენებებში, რამდენიმე ფილმშიც მოასწრო გადაღება და აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში, მათ შორის აფრიკის უღარიბესი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ჰოლანდიელი კარენ მიულდერი (Karen Mulder), 80-იანების პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, Victoria’s Secret-ის ანგელოზი. ის პირველი იყო სუპერმოდელთაგან, ვისი თოჯინაც კომპანია Hasbro-მ დაამზადა. სხვათა შორის, მიულდერი განათლებით ეკონომისტია (თუმცა, სწავლა არ დაუმთავრებია). უიღბლო ქორწინებისა და გადაღლილობის გამო მიულდერს დეპრესია განუვითარდა და ფსიქიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, რაც თვითმკვლელობის მცდელობით დასრულდა. ექიმებმა ის გადაარჩინეს. ამჟამად 40 წლისაა. იშვიათად ჩნდება პოდიუმზე.
გერმანელი კლაუდია შიფერი (Claudia Schiffer) – ერთ-ერთი “დიდი ექვსეულიდან” და სუპერმოდელთა სუპერთაობიდან. ლაგერფელდის წყალობით “შანელის” სახე გახდა. ყველა დროის ყველაზე ცნობად 10 მოდელს შორისაა. 40 წლის კლაუდია ამჟამად კინოკარიერითაა დაკავებული. ნაომისთან, ელ მაქფერსონთან და ქრისთი თარლინგთონთან ერთად კაფე-რესტორნების ქსელი Fashion Café დააფუძნა, თუმცა, ბიზნესი გაკოტრდა.
ჩეხი დანიელა პესტოვა (Daniela Peštová) – 80-90-იანების პოპულარული მოდელი, იდეალური პროპორციების წყალობით სამჯერ მოხვდა Sports Illustrated-ის ჟურნალის გარეკანზე და იყო Victoria’s Secret-ის ანგელოზი. იყო L’Oreal-ის სახე. ამჟამად 40 წლისაა. გადაღებულია რამდენიმე ტელესერიალსა და ფილმში, სადაც საკუთარ თავს თამაშობს. იშვიათად მონაწილეობს ფოტო-სესიებში და ძირითადად მოსიყვარულე ცოლისა და დედის მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
თუ შავკანიან მოდელებზეა საუბარი, ნაომის ამერიკელი თაირა ბენქსი (Tyra Banks) მირჩევნია და თუ თეთრეულის კოლექციებზეა საუბარი, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. 1998-2005 წლების Victoria’s Secret-ის ანგელოზი იყო. ამჟამად 37 წლის ბენქსი ტელეპროდუსინგითაა დაკავებული. ის America’s Next Top Model რეალითი შოუსა და რამდენიმე სხვა გადაცემის ავტორია. მიყავს თოქ-შოუ The Tyra Banks Show. აქტიურადაა დაკავებული სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით. 3 წიგნის ავტორია სამოდელო ბიზნესის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ Victoria’s Secret-ს დაემშვიდობა, სამოდელო კარიერას, ნაკლებ აქტიურად, მაგრამ მაინც აგრძელებს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ლინდა ყველას სჯობს :), თუმცა, სინდიც ძააალიან მიყვარდა…
პარამეტრები არ მაინტერესებს, სხვა მხრივ კი ასეთი დასამახსოვრებელი სახეები ძალიან ცოტაა ახალი თაობის მოდელებში, ყველა ერთმანეთს ჰგავს…
მაგრამ ჩემი ლეტიცია (კასტა) ყველას მირჩევნია მაინც 🙂
LikeLike
ლიმა და ამბროზიო?
ამბროზია და ნექტარი. 🙂
LikeLike
ორივე მაგრად მომწონს, მაგრამ ლეტიცია… რიანას te amo-ს ხმაჩაწეულს ვუყურებ მაგის ხათრით 🙂 🙂 ოცდაათს გადაცდა, მაგრამ მაინც ყველაზე, ყველაზე, ყველაზეა ჩემთვის 🙂
LikeLike
leticiaze mec getanxmebi 🙂
LikeLike
აეგრრრრე! 🙂 🙂 🙂
LikeLike
ყველაზე ცნობილი ყველა მოდელს შორის –
ამაზე გეთანხმები – ტვიგი ვინაა, მეც კი ვიცი 🙂
ბილი ჯოელი როდის იყო ჩამოსული თბილისში?
LikeLike
ძაააან დიდი ხნის წინ.
მგონი რაღაც ტური ქონდა და აქაც შემოიჭყიტა…
LikeLike
ტური არ ყოფილა.
ტური მოსკოვში ქონდა მაგას აქ კონცერტი არ ჩაუტარებია, უბრალოდ დასათვალიერებლად ჩამოვიდა.
LikeLike
Heidi Klum gamogrcha?
LikeLike
ეგ აქტიურად მოდელობს და არც პენსიაში გასულა ჯერ. 😉
კლუმი არა და ისე, ევა ჰერციგოვა მართლა გამომრჩა. 🙂
LikeLike
და ადრიანა სკლენარიკოვა-კარამბუც 🙂 … ბევრია კიდევ ეგრე.
LikeLike
ტატიანა პატიციც გამოგრჩა. ჯორჯ მაიკლის კლიპებში როა გადაღებული.
LikeLike
ჰო გამომრჩა. 😦
მართალი ხარ.
LikeLike
ყველა ძალიან მიყვარს, სინდი და ქრისტი განსაკუთრებით.
მე ხუთეულზე ვაპირებდი დაწერას, ისინი რომელიც ჯორჯ მაიქლის კლიპში არიან – Christy Turlington, Linda Evangelista, Naomi Campbell, Tatjana Patitz and Cindy Crawford 🙂 შეგიძლია კლიპი ჩასვა პოსტში 🙂 🙂 🙂 კარგი იქნება
LikeLike
ტატაიანაზე მართლა უნდა დამეწერა, წესით… მაგრამ ახლა ამის ედიტი მეზარება. ჰოდა დაწერე და აქ მივლინკავ 🙂
LikeLike
ტვიგი მართლაც განსაკუთრებული მოდელი იყო.
ძალიან ცოტა ხანი მოდელობდა, მაგრამ მართლა ლეგენდად დარჩა. ალბათ ტვიგი პირველია, ვისაც სუპერმოდელად მიიჩნევენ.
LikeLike
ე.ი. ძირითადად საკუთარ ხაზს ხსნიან და საკუთარ ტანისამოსი და რამე 🙂 ნაომი :*
LikeLike
“ბავშვები დაყარეს” 🙂
გოჭები?! 🙂
მოდელების ეს თაობა რატომღაც მიყვარს. ყველა ნაცნობი სახეა, ყველა გამორჩეული. პოდიუმიდან მათი წასვლის მერე ერთ ხანს თითქოს ყველაფერი ერთფეროვანი გახდა – ასეთი კაშკაშა სახელები აღარ ჩანდნენ…
LikeLike
Big 6 და სხვები 🙂 ძაან მაგარი თაობა იყო.
ძაღლმა და მამაძაღლმა ყველამ იცოდა, ვინ იყვნენ. 🙂
დღეს ეგეთი მარტო მოსია, ყველამ რომ იცის.
LikeLike
ნაომის შავ ავაზას უძახიან და არა მარგალიტს 🙂
LikeLike
ჰაიდი კლუმი 🙂
არ მიყვარს ძველი თაობის მოდელები
LikeLike
სინდი ქროუფორდს თავისზე ლამაზი ბავშვები ჰყავს ❤
თავად კი, მე თუ მკითხავთ ყველას სჯობს ჩამოთვილიდან.
LikeLike
ამ პოსტს “ყველაზე პენსიონერი ნაშები” რატომ არ დაარქვი? 🙂
LikeLike
ლოლ. ერთგული მკითხველი კომენტარში შეიცნობაო – ამაზეა ნათქვამი. :):)
კი ვფიქრობდი მაგ სათაურზე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე.
მაინც ცოტა სხვა სტილის პოსტია, ვიდრე ნაშების ციკლი იყო.
LikeLike
ლინდა ევანჯელისტა ყველაზე ლამაზია ჩემი აზრით. ყველაზე მეტად ის მომწონს. მათ შექმნეს ეპოქა. თუნდაც ჯორჯ მაიკლის კლიპებში.
უმაგრესი გოგოები არიან მართლა. დღესაც.
LikeLike