რაკი “ბითლზების” ფეხსაცმელზე დავწერე, მოდი, ახლა “ბითლზების” დიზაინერზეც დავწერ – ბიტლომანია ხომ მარტო მუსიკალური გემოვნება არაა, ბიტლომანიამ შეცვალა 60-70-იანების ჩაცმის კულტურაც და, თუ დასავლეთში ეს უბრალოდ მოდა იყო, სსრკ-ში ბიტლების მუსიკის, ჩაცმულობისა თუ ვარცხნილობისთვის ხალხს 15-15 დღით იჭერდნენ წვრილმანი ხულგნობის მუხლით.
დიზაინერი, ვისთანაც “ბითლზები” იცვამდნენ იყო მათივე თანაქალაქელი, ლივერფულელი ოსი ქლარქი (Raymond "Ossie" Clark). ოსი თავადაც გახლდათ მუსიკით გატაცებული და ბავშვობაში საეკლესიო ქოროშიც მღეროდა, მაგრამ მოგვიანებით დიზაინის სიყვარულმა გადაძლია და მანჩესთერისა და ლონდონის სამხატვრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, 1965 წელს თავისი პირველი კოლექციაც წარადგინა RCA ცემტრში. ის შთაგონებული იყო პოპ-მუსიკით, ჰოლივუდის ფილმებითა და 60-იანების ახალგაზრდული მემაბოხე სულით.
სადებიუტო ჩვენებაზე ოსისთან ერთად მუშაობდა მისი მეგობარი და მომავალი მეუღლე და ბიზნეს-პარტნიორი, დიზაინერი სილია ბერთუელი (Celia Birtwell). ჩვენება ძალიან წარმატებული გამოდგა, ოსი ქლარქი მოხვდა Vogue-ში და ხელშეკრულება გააფორმა პრესტიჟულ მაღაზია Quorum-თან, სადაც ამ დღიდან მოყოლებული იყიდებოდა ოსი ქლარქის ტანსაცმელი, ვიდრე დიზაინერის გაკოტრებამდე 80-იანებში.
ეს პერიოდი აშშ-ში ცნობილია, როგორც “ბრიტანული შეჭრა” – აქ ბრიტანული მუსიკა იგულისხმება – “ბითლზი”, როლინგები… მაგრამ ბრიტანულ მუსიკას აშშ-ში დიზაინერი ოსი ქლარქიც შეყვა, Quorum-ის პარალელურად ქლარქთან ნიუ იორქულმა Henri Bendel-მაც (ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ძვირფასი ბრენდების მაღაზია) გააფორმა ხელშეკრულება და ოსი ქლარქი პირველი ბრიტანელი დიზაინერი გახდა, რომელსაც ოკეანგადაღმა ასეთი ყურადღება ხვდა წილად.
მაღალი ქუსლები, ჩექმები, შორტები, კრეპი, მეტალის აქსესუარები, სტილიზებული გველის ტყავის ნაწარმი, ვარდისფერი სათვალეები – ეს ყველაფერი ოსი ქლარქია. ჯერსი, შიფონი, სატინი – ეს ოსი ქლარქია. ღია ფერები, აბსტრაქტული ფიგურები, განსხვავებული მასალის ჰარმონიული შეხამება – ეს ოსი ქლარქია. მისი დამსახურებაა ჰიპების ტანსაცმლის პოდიუმზე გამოტანა. მიქ ჯაგერის ცნობილი სასცენო ტრიკოც მისი შექმნილია.
მუსიკის დიდი მოყვარული ოსი ქლარქი ერთ-ერთი უმდიდრესი მუსიკალური კოლექციის პატრონი იყო. ის მეგობრობდა ჯონ ლენონთან და მიქ ჯაგერთან. ის უკერავდა ტანსაცმელს დანარჩენ “ბითლზებსაც”, ისევე როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მოდელებს, მთელ ბომონდს – შერონ თეითს, ლაიზა მინელის, თვიგის… ოსი ქლარქისთვის ქმნიდა ფეხსაცმლის კოლექციას ესპანელი მანოლო ბლანიქი, სანამ დამოუკიდებელ ბიზნესს დაიწყებდა.
80-იანებში შეიცვალა მუსიკაცა და მოდაც. ბიტნიკებს როკერები ჩაენაცვლნენ, ჰიპებს კი – პანკები. ოსი ქლარქის მზემ ჩასვენება დაიწყო (ჰო, ვიცი, ბანალური და გაცვეთილი ფრაზაა. :)). ვივიენ ვესთვუდის კოლექციამ ფურორი მოახდინა. მეფე მოკვდა. გაუმარჯოს დედოფალს.
1981 წელს ოსი ქლარქმა Ossie Clark Ltd.-ის ბანკროტის პროცედურა დაიწყო და 83-ში კომპანიმ არსებობა შეწყვიტა.
ამის შემდეგ ოსი ქლარქი ხელოვნების სამეფო კოლეჯში ასწავლიდა. როგორც დიზაინერმა თეთრეულისა და ქუდების კოლექციებში სცადა ბედი, თუმცა, განსაკუთრებული წარმატების გრეშე.
1996 წელს ის ყოფილმა შეყვარებულმა, დიეგო კოგოლატომ მოკლა.
ჭირი – იქა. ლხინი – აქა.
ოსი – იქა. ბიჭოლა – აქა.
http://www.vam.ac.uk/vastatic/microsites/1250_ossieclark
ოსი ქლარქი, სილია ბერთუელ-ქლარქი და მათი კატა ფერსი.
მხატვარი – ოსი ქლარქის მეგობარი დეივიდ ჰოქნი
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ერთი სურათი დაგედო ბიტლზების. რა ჩააცვა, რა დაახურა :დდდ
კარგი პოსტია.
LikeLike
ბიტლების სურათების მეტი რაა 🙂
LikeLike
აქ სადაა??
LikeLike
აქ ბიტლების ხსენება სათაურში პატარა სატყუარაა 🙂
LikeLike
matyueb 😀
LikeLike
არ მეგონა ჯაგერს და ლენონს თუ ერთი დიზაინერი ყავდათ.
🙂
LikeLike
ვაუ… სიბრძნის დედოფალო! 🙂 რა ხანია არ გამოჩენილხარ.
LikeLike
არ მეცალა და ინტერნეტიც არ მქონდა თავისუფლად 🙂
ისე, სკაიპში რამდენჯერმე ვცადე დაკავშირება, მაგრამ არ იყავი.
LikeLike
სკაიპში იშიათად ვარ ონლაინ. 🙂
მაშინაც კი არ ვარ, როცა ვარ. :):)
LikeLike
“ოსი – აქა, ბიჭოლა – იქა” არ სჯობია?? ნუუ, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა… ასეთი ბოროტიც არ ვარ 🙂
LikeLike
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მოცარტი. მის ნაცვლად თუ ჩაწვებით საფლავშიო.
რომელიღაც კომპოზიტორს უთხრეს. 🙂
LikeLike
რა ნაღვლიანი დასასრულია… სანტიმენტალობა შემოგეპარა, ლორდ…
LikeLike
ნაღვლიანი ბედის კაცი იყო 🙂
LikeLike
რა ბიტლომანია შეგეყარა? 🙂
ეგეც ვირუსია?
LikeLike
უი თათუშკაში იწერება კომენტარი 🙂 🙂
ნოსტალგია ვიგრძენი
რთული გზა იყო თათუშკობიდან თაა.ჯი–ობამდე :დ :დ :დ
LikeLike
მაღალი ქუსლები, ჩექმები, შორტები, კრეპი, მეტალის აქსესუარები, სტილიზებული გველის ტყავის ნაწარმი, ვარდისფერი სათვალეები – ეს ყველაფერი ოსი ქლარქია
რა რომანტიკააა
LikeLike
ვაიმე ქალი იყოოოოოოო?
ისე წავიკითხე კაცი მეგონა
არა მოიცა, კაცი იყო
აბა დიეგო რატომ იყო შეყვარებული?
ვააა სანტა ბარბარაა რააააააააა
LikeLike
შეშლილი 60-იანები.
bi-sex, drags and rock’n’roll 🙂
LikeLike
ოსი ქლარქი არც გამიგია.
ვივიენ ვესტვუდი ნამდვილი გიჟქალააა. 🙂
LikeLike
ვვივიენი მაგარი ტიპშაა…
მაგაზე მინდოდა დამეწერა და მერე ოსი ქლარქზე დავწერე.
მაგრამ ვესთვუდზეც დავწერ… ალბათ… მომავალში.
LikeLike
დიეგო ქალია თუ კაცი?
ცოლი ყავდა და საყვარელი კაცი იყო?
LikeLike
ვერ მოსვლია კარგი ამბავი 🙂 მაგრამ რაც მთავარია თავისი კვალი დატოვა და თან საკმაოდ მნიშვნელოვანი!
პ.ს. ვესტვუდზე როცა დაწერ არ დაგავიწყდეს სარა ჯესიკა პარკერის საქორწინო კაბა Sex and the Cıty-ში ვესტვუდის კაბაა ❤
LikeLike
ეგ ქალი არ მევასება 🙂
ვივიენი კი არა – ფარქერი.
თუმცა, სექსენდზისითის მოდაზე ადრე რომ მქონდა პოსტი. ვესთვუდიც ვახსენე იქ.
LikeLike
რომელი პოსტი?
LikeLike
აი ეს: http://wp.me/pBTza-QC
LikeLike
სანამ სათაურში ბითლზის ნაცვლად “Massive“-ის სატყუარად გამოყენებას არ დაიწყებ, აქ ფეხის დამდგმელი აღარ ვარ :((
LikeLike
Massive რა ჯანდაბაა?
Massive Attack?
ეგ ერმონიასთან, ფლს.
LikeLike
მუსიკა ვჭამო? :დდ
LikeLike
დიეტაზე რომ ხარ – არ დაგავიწყდეს.
(რავი, შეგახსენე მაინც).
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტია.ოსი კლარკი–მართლაც დიდი მოვლენა იყო.
60-იანები არეული დრო იყო,თვითონ ოსიც სექსზე და ფულის ფლანგვაზე იყო გადასული.
LikeLike