იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად

social_marketing_logosონლაინ შოფერებმა იცით ალბათ, რომ შაქარბიჭუნამ მოვაჭრენო ყველა ქვეყნისა, პირწიგნაკზე შეიყარენითო – ბრძანა  და ლაიქების დაგროვებას, გირჩევნიათ, ფულის დაგროვება დაიწყოთო…

ფეისბუქი ონლაინ-მოვაჭრეებს სთავაზობს ფეისბუქ-მაღაზიების გახსნას, სადაც პოტენციურ (ფბ-ზე დარეგისტრირებულ) მყიდველებს შეეძლებათ ახალი თუ ძველი კოლექციების დათვალიერება და მათთვის სასურველი საქონელის შეძენა.

ამ შეთავაზებას ევროპელთაგან პირველი ASOS გამოეხმაურა და ვინც ამ მაღაზიით სარგებლობთ (მე – არა) ახლა უკვე შეგიძლიათ ფეისბუქიდან გაუსვლელად გადახედოთ მის მიერ გასაყიდად გამოტანილ 150’000-ზე მეტი დასახელების საქონელს და შეკვეთაც იქვე განათავსოთ (იუთუბ-მაღაზია ASOS-ს უკვე ჰქონდა). Куй железо не отходя от кассы – როგორც ამბობდა ჩვენი შეფი, მიხალ ივანიჩი. JC Penny-მ კიდევ უფრო ადრე გახსნა თავისი FB-მაღაზია.

ახლა ASOS-ს French Connection-იც შეემატა – რა თქმა უნდა, საუბარი ჰეროინით მოვაჭრე ფრანგ მეკავშირეზე კი არა, ბრიტანულ კომპანიაზეა, რომელიც აგერ უკვე 40 წელია კარგი ხარისხისა და არცთუ ძალიან ძვირი ტანსაცმლით ვაჭრობს. სხვათა შორის, French Connection-ს ძალიან საინტერესო სარეკლამო კამპანია ქონდა, რომელსაც დეივ ბოუის ვაჟი, დანქან ჯონსი რეჟისორობდა… მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ – ფეისბუქელებს ფეისბუქიდან გაუსვლელად ახლა უკვე ამ კომპანიის პროდუქციის შეძენაც შეეძლებათ.

ამ ყველაფერთან ერთად, მარკეტოლოგები უკვე საუბრობენ კორპორატიული და ბრენდ-ვებ-გვერდების “კვდომის” თაობაზე. ასეთ გვერდებს სულ უფრო ნაკლები სტუმარი ყავთ (და 2009-2010-წლებში  ვარდნა კატასტროფული, რიგ შემთხვევებში – 80%-იც კი იყო), მაშინ როდესაც იგივე კომპანიების ფეისბუქის გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ მსგავსი რაოდენობით იმატა.

“ნიელსენის” მონაცემებით, კორპორატიულ და ბრენდ-გვერდებზე ადამიანებს ნაკლები ინტერაქტიულობა, სუსტი უკუკავშირი, უყურადღებობა და “სითბოს” ნაკლებობა არ მოსწონთ. სოციალური ქსელი ხელს უწყობს გაყიდვებს და, როგორც მთლიანად კომპანიების, ასევე მათი ცალკეული ბრენდებისა და საქონლის პოპულარობის აქამდე არნახულ ზრდას.

თუმცა, იგივე კვლევები ადასტურებს, რომ სოციალურ მედალს ორი მხარე აქვს – კომპანიის სოციალური გვერდის მართვისას დაშვებული შეცდომები ბევრად უფრო ფატალური შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს, ვინემ ეს ტრადიციული ბრენდ-გვერდის შემთხვევაში ხდებოდა.

ამავე დროს, საკონსულტაციო კომპანია LBi აფრთხილებს კლიენტებს, რომ ვებ-გვერდების მიმართ ყურადღება არ მოადუნონ. კარგად მართული კორპორატიული გვერდი პოტენციური თუ არსებული მომხმარებლის თვალში კომპანიის სოლიდურობის ნიშანია. ასეთი ვებ-გვერდების მიმართ ყურადღების შესუსტებამ, მითუმეტეს მათმა გაქრობამ, ბრენდის მიმართ ლოიალური კლიენტების დაკარგვაც შეიძლება გამოიწვიოს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინტერაქციას ორი მხარე აქვს – სოციალური გვერდი კომპანიის მიმართ არაკეთილგანწყობილ კლიენტებსაც იზიდავს, ისევე როგორც საშუალებას აძლევს აგრესიულ კონკურენტებს სხვათა მიმართ აკრძალული ილეთები გამოიყენონ. კომპანია დილემის წინაშე დგება – რა უყოს კრიტიკულ კომენტარებს? (სხვათა შორის, სხვა არ ვიცი და ქართული კომპანიები თუ მეწარმეები შემჩნეულნი არიან ასეთი კომენტარების წაშლაში. :))… ამდენად, მარკეტოლოგები გვირჩევენ, სანამ საციალურ ქსელში გვერდს გავხსნით, მისი მართვის სრატეგია კარგად შევიმუშავოთ და სიურპრიზებისთვისაც ვიყოთ მზად.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
P.S.

ბარემ, აქვე შეგახსენებთ, რომ e-მარკეტინგის ერთ-ერთი გურუს, სეს გოდინის წიგნის, “Poke the Box” ფასს “ამაზონზე” ჩვენ, წიგნის შეძენის მსურველები განვსაზღვრავთ. შესაძლოა მისი ფასი სულ რაღაც 1 დოლარიც იყოს.

Godin

Advertisements

17 thoughts on “იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად

  1. კომპანიების რა გითხრა და ერთი დიიიდი, სოლიდური და გემოვნებიან მკითხველზე ორიენტირებული მედია-რესურსი პანტაპუნტით შლის კრიტიკულ კომენტარებს. ალბათ, უგემოვნოდ დაწერილია და იმიტომ.

    Like

  2. ეჰ მე შაქარბიჭუნას საიტიც მიყვარს და ონლაინ–მაღაზიებისიც. მაგრამ ერთს მეორესთან ვერ ვაკავშირებ. ორივეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცალ–ცალკე.

    Like

    • ჰოდა ფბ-იდან გაუსვლელად თუ იშოფინგებ = დრო დაგეზოგება მინიმუმ აქეთ-იქეთ ბოდიალში.

      და ფბ საშუალებით ინტერაქტივი კომპანიებთან ასევე კარგია.
      მით უფრო თუ კარგად იმართება ეს გვერდი და იქ კომპეტენტური და ყურადღებიანი ხალხია. კი არ შლიან კომენტარებს, არამედ გპასუხობენ. 😉

      Like

      • აააა, ახლა გავიგე.

        მაგრამ აი ამაზონზე და იბეიზე ბოდიალს რამე სჯობს??? :ლავ:

        Like

  3. “ნიელსენის” მონაცემებით, კორპორატიულ და ბრენდ-გვერდებზე ადამიანებს ნაკლები ინტერაქტიულობა, სუსტი უკუკავშირი, უყურადღებობა და “სითბოს” ნაკლებობა არ მოსწონთ.

    ***************
    ამიტომაც დავამატე ბლოგი ახალი ნატების საიტზე 🙂
    სითბოს და უკუკავშირსაც გავცემთ უსასყიდლოდ 🙂

    Like

    • ონლაინ-კონსულტანტიც არის? 🙂 აი ასქ ქუეშჩენ უი არე ონლაინ-ო რომ წერია ხოლმე…

      რა ძველი პროფილით აკომენტებ? ვორდპრესდები ისევ?

      Like

    • უფრო ინტერაქტიულია და საიტიდან საიტზე ძრომიალი არ გჭირდება.

      ისე, ეს პოსტი უფრო კლიენტებსა და კომპანიებს შორის ახალ, უფრო დინამიურ, ცოცხალ და ინტერაქტიულ ურთიერთობებზე იყო… მაღაზია უბრალოდ სიტყვამ მოიტანა, მაგრამ რატომღაც ყველა მაგით უფრო დაინტერესდა.
      ეტყობა, მე ვერ დავსვი აქცნტები 🙂

      თუმცა, აი, თაა მიხვდა მთავარს.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s