ჩასაყლაპი დღესასწაულები

შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით… (სხვათა შორის, ეს სამი აღდგომასთან ერთად დიდი ოთხეულია, როდესაც საფულეები ცარიელდება და მაღაზია-რესტორნების სავაჭრო ბრუნვა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს).

მაგრამ ამათ გარდა ბევრი კარგი და საყვარელი რამის დღე აღინიშნება მსოფლიოში, ჩვენ რომ არ ვიცით და არ აღვნიშნავთ, არადა, ზოგიერთი ისეთია, გამოგვადგებოდა, რომ ვიცოდეთ.

აი, ასეთი სასარგებლო და გამოსადეგი დღეა “ციფრული ორშაბათი” – მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი) შემდეგ პირველ ორშაბათს აღინიშნება. ამერიკულმა ონლაინ-მაღაზიებმა “ციფრული ორშაბათი” პირველად 2005 წელს დააწესეს და მას შემდეგ ის ონლაინ-შოფერთა საერთაშორისო დღედ იქცა. ამ დღეს ონლაინ-მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ… ოღონდ, ისეთ “გრანდიოზულს” კი არა, ჩვენთან რომ იციან, მართლა გრანდიოზულს. 🙂 კლიენტებს ეს ფასდაკლებები ძალიან მოსწონთ და შედეგად – მხოლოდ აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ონლაინ. ჩემი რჩევაა – ეს დღე კალენდარში წითლად შემორკალოთ და აღარ გამოგეპარებათ. 🙂

შოკოლადს ერთბაშად ორი დღე აქვს (არადა, ყოველი დღე შოკოლადისაა :)) – 7 ივლისი – შოკოლადის მსოფლიო დღეა, 13 სექტემბერი კი შოკოლადის საერთაშორისო დღე, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში შოკოლადის ეროვნული დღეებიც არის დაწესებული… ამერიკაში კი შოკოლადის მთელი კვირეულია, რომელიც 28 ოქტომბერს იწყება.

ამას გარდა “ბასქინ რობინსმა” 7 ივნისს შოკოლადის ნაყინის დღე დააწესა. CarvelVariety

არ გიყვართ შოკოლადიანი ნაყინი? ვანილიანი გირჩევნიათ? ან, იქნებ, მარწყვისა? ან, სულაც, კარამელის? კი ბატონო – 1984 წელს საგანგებოდ თქვენთვის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ივლისი ნაყინის ეროვნულ თვედ, ხოლო ივლისის მესამე კვირა ნაყინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

9 თებერვალს პიცის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს იმართება შეჯიბრი ყველაზე გემრიელი, უცნაური, ეკზოტიკური, გიგანტური და რა ვიცი კიდევ როგორი პიცის გამოცხობაში. რეკორდი ჯერ-ჯერობით ფლორიდელ მეპიცეებს ეკუთვნით, რომელთაც 30 მეტრზე მეტი დიამეტრის პიცა დაამზადეს.

ლუდს ბევრი საერთაშორისო დღე აქვს, მაგრამ ყველაზე ცნობილი, ალბათ, მიუნხენური ოქტობერფესტია – ლუდის ფესტივალი, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ოქტომბრის პირველ კვირა დღეს სრულდება. ლუდის დღედ შეიძლება მივიჩნიოთ 17 მარტიც – წმინდა პატრიკის დღე. წმინდა პატრიკი ხომ ირლანდიის მფარველია – ირლანდია და ლუდი კი სინონიმებია. 🙂

კიდევ დაწესებულია ყველის მოყვარულთა საერთაშორისო დღე, ჰამბურგერის დღე, მაგრამ ძალიან უხვად გამოგვივა კალორიები, ამიტომ, სხვა დღეებზე გადავიდეთ.

20 მაისს ჯინსის დღეა. 1873 წლის 20 მაისს აშშ-ის საპატენტო ოფისმა ლევი შტრაუსსა და ჯაქობს დევისზე გასცა ისტორიული პატენტი ნომრით 139121 – ასე დაიბადა Levi’s 501. ჯინსის დღე ბევრგან აღინიშნება, მაგრამ გამორჩეულად, რა თქმა უნდა, აშშ-სა და გერმანიაში (ბავარიაში – საიდანაც იყო ლევი).

18 იანვარს (ა.ა. მილნის დაბადების დღეს) პუჰისტები ვინი პუჰის დღეს აღნიშნავენ, 26 ნოემბერს კი პეპი გრძელი წინდის დღე აღინიშნება.

6 იანვარი სინემატოგრაფის (კინოს) დღეა. სწორედ ამ დღეს, 1896 წელს ძმებმა ლუმიერებმა აჩვენეს თავიანთი “მატარებლის ჩამოდგომა ლა სიოტას სადგურზე”, როგორც იმდროინდელი გაზეთები წერენ, მაყურებლები, თურმე, ფეხზე წამომხტარან იმის შიშით, ემანდ მაგ მატარებელმა არ გადაგვიაროსო.

bubble_wrapიანვრის ბოლო ორშაბათს ბუშტუკებიანი აპკის დღეა დაწესებული (ქალიშვილობის კი არა – ბუშტუკებიანი აპკის დღე :)). ეს სწორედ ის შესაფუთი მასალაა, მსხვრევად რამეებს რომ ახვევენ შიგ და რომ განვფუთავთ, მივვარდებით და ვხეთქავთ ხოლმე. 🙂 ბუშტუკებიანი აპკი 1957 წელს გამოიგონა შვეიცარელმა მარკ შავანმა. რატომ აღინიშნება მისი დღე მაინცადამაინც იანვრის ბოლო ორშაბათს? ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს ყველაზე დეპრესიული დღეა წელიწადში – ჰოდა, გირჩევთ, ბუშტუკებიანი აპკები ამ დღისთვის შემოინახოთ და დახეთქოთ ყველა ერთბაშად – მშვენიერი ანტი-დეპრესანტი ყოფილა.
Creative Commons License

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

58 thoughts on “ჩასაყლაპი დღესასწაულები

  1. პეპის დღეს დავიმახსოვრებ. გამომადგება.

    ვალენტინობას ჩემი ბლოგი გულებით არ გადაპენტილა, ლორდ. არც შენი, როგორც მახსოვს. 14-ში მე რუშდის შავ ვალენტინკებზე ვწერდი 🙂

    Like

  2. ნაყინის ეროვნული თვე კარგია!
    მე ნაყინი ისე მიყვარს, რომ ჩემთვის ყველა თვე ნაყინისაა. ისეთ ამინდშიც კი როგორცი დღეს გვაქვს. 🙂

    Like

  3. “შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით…” მე საერთოდ არ ვცვლი ხოლმე. :პ

    “მაყურებლები, თურმე, ფეხზე წამომხტარან იმის შიშით, ემანდ მაგ მატარებელმა არ გადაგვიაროსო.” 1896 წელს 3დ გაიჩითა??? :დდდდ

    ბუშტუკებიანი აპკი რომ ეწოდება, არ ვიცოდი, მაგრამ ისე მიყვარს მაგის ხეთქვა. ძალიან, ძალიან.

    Like

  4. ჰო… რამდენად დღესაწაული არ ვიცი, მაგრამ თავისუფალი სიტყვის დღეცაა და სხვა ეგეთებიც…
    მაგრამ მე ლაით დღესასწაულებს ვეძებდი.

    ისე უსაფრთხო ინტერნეტის დღეცაა და ბლოგერების დღეც. 🙂

    Like

    • ეგ აქცია იყო კარგა ხნის წინ როცა ჯერ კიდევ ფორუმზე ვიყავი.
      სულ ბოლო მე ვარ მანდ.

      უბრალოდ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რისთვისაც ფორუმზე გვიწოდეს ხელისუფლების მიერ მართულები და თუთბერიძისტები და ა.შ.
      ახლა შეიძლება კანონად იქცეს. 🙂

      Like

    • ფბ-ზე პარალელურად ზუსტად მაგას ვარჩევდით ახლა – რა უნდა ვქნათ თუ ვიღაც იყენებს სიძულვილის ენას და ეგეთ მასალებს ტვირთავს… უნდა დავარეპორტოთ თუ გავატაროთ… ნაცისტური სიმბოლიკაც ჩემთვის ამ კონტექსტშია.

      Like

      • არ უნდა გაატარო.ვითომ დიდი არაფერია ერთი უვიცის დახატული ერთი სიმბოლო, ვითომ ამინდს არ ჰქმნის, მაგრამ ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და უკვე ტენდენციაა… და საკუთარი ჰომო და ქსენოფობიური პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს, ახლა ნაციზმის რეინკარნაცია რომ არ დავიწყოთ.

        Like

    • რატომღაც ისე გავიგე, რომ ლორდის პოზიცია ჩემი და მოლის შეხედულებებთან უფრო ახლოსაა 🙂 მომეჩვენა? 🙂 ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა კი ძალიან იაფფასიანი და ხელოვნური ეპატაჟი მგონია…

      Like

  5. მერკელის წინ შრედერი იყო.

    ისტორიკოსი არ ვარ, ჯერ მხოლოდ ვსწავლობ, მაგრამ რაღაც ასე მახსოვს და თუ ვცდები, მომიტევეთ. ერჰარდი გვარია და არა სახელი.

    Like

    • რა ყველა ისტორიკოსები ხართ 🙂
      აბა იურისტი რატომ მგონიხარ? 🙂

      ლუდვიგ ერჰარდი იყო პრემიერი გერმანიის ომის შემდეგ.
      ლიბერალ-ეკონომიკური რეფორმების ავტორი და მართლა გერმანული სასწაულის შემოქმედი.

      Like

      • არა, ლორდ, იურისტი ვარ. უბრალოდ, ქევანამ მირჩია, ისტორია ისწავლეო, ჰოდა მეც ვსწავლობ, მაგრამ ერჰარდი როდის იყო და ვინ იყო, უკვე ვიცი.

        Like

      • მადლობა ღმერთს… მე მეგონა კიდევ ერთი ჩემი მოწაფე გამეჩითა-თქო 🙂
        რავიცი იქნებ რა გამოგაყოლე ატესტატში 🙂

        Like

      • ერჰარდი და გერჰარდი 🙂

        მარა შოკოლადიდან ნაცისტებამდე როგორ მივედით?
        შოკოლადი ნაცისტებსაც უყვარდათ, მაგრამ ვისაც შოკოლადი უყვარს, ყველა ნაცისტი არაა.

        Like

  6. ისტორიკოსობა არასოდეს დამიჩემებია 🙂 უბრალოდ, რაღაცეები ვიცი და როცა არ ვიცი, სხვებისთვის ჭკუის სწავლების ნაცვლად, გუგლში ვნახულობ ხოლმე 🙂 (ოღონდ ვიქტორინის თამაშისას არ ვიქცევი ასე 🙂 )

    Like

  7. შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით…

    chemi blogi ar ipenteba xolme “D

    momcons es hederi – sada da minimalituria

    Like

  8. 18 იანვარს (ა.ა. მილნის დაბადების დღეს) პუჰისტები ვინი პუჰის დღეს აღნიშნავენ, 26 ნოემბერს კი პეპი გრძელი წინდის დღე აღინიშნება.

    es ukve metismetia
    magram visi ra mikvirs, bavshvobashi ise mikvarda tom kruzi – ertxel dabadebis dge gadavuxade 😀 😀 😀

    Like

  9. “ციფრული ორშაბათი”, ბუშტუკებიანი აპკის და ნაყინის დღე მომეწონა 🙂 თურმე ანტიდეპრესანტიც ყოფილა, მათი დახეთქვა მომწონს, მაგრამ თან თუ მშველოდა ხასიათის გამოკეთებაში, ამაზე არ მიფიქრია :))

    ისე ჩვენთან ამ მხრივ რა არაკრეატიულები ვართ, მაგრამ ჩვენში ალბათ ხინკლის, ხაჭაპურის, საცივის და ა.შ. დღეებს დააწესებდნენ და მაგას სჯობია, სულ არ იყოს, ისედაც არ აკლია “აღნიშვნა” 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s