პოსტი ეძღვნებათ ნინკასა და ნინოს,
რომელთაც უყვართ “ბითლზი” და ზამშის ჩექმები.
ახლახანს იყო “ები როუდზე” რომ დავწერე – ფოტოზე, ამ ალბომის გარეკანს რომ ამშვენებს.
ჯორჯი, ფოლი, რინგო და ჯონი, რომლებიც ქუჩაზე გადადიან. მშვიდად, გადასასვლელზე და შუქნიშნის მწვანე შუქზე, როგორც ეს კანონმორჩილ მოქალაქეებს ეკადრებათ.
ეს ფოტო უამრავი მითითა და ლეგენდით შეიმოსა, ბიტლომანები მეტადრე ფეხშიშველი ფოლის ნახვამ დააფიქრა – იმასაც კი ამბობდნენ, მაქართნი მკვდარია და სწორედ ამიტომაა, რომ ფეხშიშველა დაიარებაო… მაგრამ ჭეშმარიტება ბევრად ბანალურია – როგორც ცნობილია, ფოლი ერთი დიდი ფეთხუმი იყო (ალბათ, ახლაც ასეთია) და როდესაც ფოტოგრაფმა იან მაქმილანმა ლივერპულელი ოთხეული ფოტოგადაღებაზე იხმო, მაქართნიმ აღმოაჩინა, რომ გარდერობში ერთი რიგიანი, კოხტად გაწმენდილი ფეხსაცმელიც არა ჰქონდა, ჰოდა მოუწია ფეხშიშველას გავლა. აი, ჯორჯი კი აკურატული და მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ, ამიტომაცაა, რომ მისი “ქლარქსის” ფირმის ზამშის “უდაბნოს წაღები”, რომელსაც უკვე 4 წელი ატარებდა, ფოტოზე ახალივით გამოიყურება.
არადა, სულაც არაა ძნელი.
საგანგებოდ ნინკასა და ნინოსთვის ზამშის ფეხსაცმლის მოვლის რეცეპტი თვით ჯორჯ ჰარისონისგან. 🙂
თქვენ დაგჭირდებათ:
ზამშის დამცავი და გასაწმენდი სფრეი.
დამცავი სფრეი უნდა მოასხათ ზამშის ფეხსაცმელის ზედაპირს შინიდან გასვლის წინ. იცავს გარემოს ზემოქმედებისგან, პირველ ყოვლისა, ზამშის მთავარი მტრისგან – ნესტისგან – წვიმა იქნება ეს, თოვლი თუ გუბე. 🙂 ისევე როგორც – მტვრისგანაც.
თუკი ფეხსაცმლის ზედაპირზე მაინც გაჩნდა ლაქები ან ჭუჭყი, მშრალი ჯაგრისით რომ არ იწმინდება, ისეთი, დაგჭირდებათ შამპუნი ან გასაწმენდი სფრეი. მიასხურებთ – ზამშა თრთვილით დაიფარება – აცდით გაშრობას და ჯაგრისით გადაწმენდთ.
ზამშის საწმენდი ჯაგრისი
ნებისმიერ ნორმალურ ფეხსაცმლის მაღაზიაში იყიდება. კომბინირებული ზადაპირი აქვს. რეზინით ზამშის ზედაპირზე გაჩენილი ლაქები ან ზოლები იწმინდება. უხეში ჯაგარი კი “დასავარცხნადაა” – რომ ზამშის ბუსუსები “აფუვდეს”.
ასეთ ჯაგრისს აქვს ორმაგი – ჩვეულებრივი, რბილი და უხეში ჯაგარი. იოლად წმენდს მტვერს და გამოდგება “დასავარცხნადაც”.
აი, ესაა სულ მთელი ფილოსოფია.
ცოტა ხარჯიანია (სფრეები 15-25 ლარი ღირს, მაგრამ 2-3 თვე მაინც გეყოფათ, გააჩნია რა სიხშირით დააბოტებთ ზამშაში), მაგრამ ისეთი გაუსაძლისიც არაფერი… ბოლო-ბოლო ჰარისონი თუ ახერხებდა, თქვენც მოახერხებთ. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
ბიტლების ფეხსაცმელი
აჰა, ეს ის შეკვეთილი პოსტია, კომენტარებში რომ დაპირდი, მოვლის ტექნოლოგიაზე დავწერო…
:ნაის:
LikeLike
იეს 🙂
ბლოგინგის მეორე კანონი: ბლოგერმა უნდა გაითვალისწინოს მკითხველის სურვილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
LikeLike
კი, ბითლზებიც მიყვარს და ზამშის ჩექმებიც 🙂
მაგეებს მეც ვხმარობ. ოღონდ შამპუნი მაქვს, სპრეი არ მიხმარია.
ვითომ ჯობია სპრეი რამით?
ეგ გითხარი მეც რომ მეტი წვალება უნდა და თან დამცავი სპრეიც არაა გარანტია. შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ნაკლები მტვერია კი და ჩვენთან ორმაგი ძალისხმევა გჭირდება.
და მერე თოვლს რომ მარილს აყრიან – ეს საერთოდ საშინელებაა. ყველა ფეხსაცმელს სპობს მარტო ზამშას კი არა. არანაერი დამცავი სპრეი არ უშველის სულ რომ მთელი ბანკა დაასხა.
LikeLike
სფრეი უფრო იოლია და უფრო ძვირი. 🙂
წვალებაო რომ ამბობ მაგ პონტში სფრეი გირჩევნია.
ადამიანო, თოვლი სად ნახე ერთი ეგ მითხარი? 🙂
LikeLike
ჰო რა არ მოსულა ჯერ. 😉
თან თბილისში თუ არ თოვს ბათუმში ზღვაც გაიყინა უკვე. 🙂
LikeLike
გოგო, რა სიჩქარით წერ… საქმე არ გაქვს? 🙂 ვერ ვასწრებ პასუხს.
მე თბილისში ვარ და ბათუმში რა ხდება სულ ალიდანინოზე მკიდია… და იმაზე კიდე ეხლა რომ დგამენ სვეტს. 🙂
LikeLike
ალი და ნინოს რას ერჩი? მე ძალიან მომწონს.
რა სვეტს? დედაენის რაღაცა როა?
LikeLike
არც არაფერს.
ალი და ნინო ძალიანაც მომწონს. 🙂
აჰა: http://wp.me/pXQxp-v6
LikeLike
გასაწმენდი ბატასი რომელიცაა ეგ არის ხო?
დამცავიც ბატასი მაქვს მე.
და აქ კითხულობენ დაინტერესებული ხალხი – როდის მოიცლის ეგ ასეთი და ისეთი არ გაკადრებ იმ სიტყვებს, როდის წავიდეთო?
🙂
LikeLike
ეკოსი ჯობია ისე…
მაღაზიაც ეკო ჯობს. ყოველთვის ყველაფერი აქვთ და ბატაში ხან არი ხან არ არი.
დაინტერესებულებმა ტელეფონზე დამირეკონ. 🙂
არ მცალია ახლა სტუმრები მყავს.
შაბათს გავუშვებ და კვირას მეცლება.
LikeLike
მარჯვენა კუთხეში რომ ზამშის საწმენდია ისეთი მაქვს 😀 😀 😀 steve maden–ში მიბოძეს 😀
LikeLike
მერე გამოგადგა? 🙂
LikeLike
კი ძალიან კარგი რამეა, ორმხრივი, მომწონს 🙂 ისე სტივს ერთი პოსტი ეკუთვნის ჩემგან და მე მისგან ფეხსაცმელები უფასოდ 😀 😀
LikeLike
ეგეთი პოსტი შენი ბლოგის სტილისტიკიდან იქნება ამოვარდნილი. 🙂
თუმცა, შეგიძლია, ქუცნას მიწერო. 🙂
და ისა, ხვალ ივენთზე ჩაიცვი ჩიხაზე ეგ ფეხსაცმელი 🙂
LikeLike
რატო მოდას ხომ მივუძღვენი ორი კუნწულა პოსტი 😀 😀 😀 არა ხვალ შავ-თეთრ კაბაში ვიქნები გადაწყვეტილი 😀 😀 მოდიხარ?
LikeLike
ეეე… ჩოხით უნდა მოხვიდე და წიგნით ხელში გადაგიღონ…
ხომ მოხვდი მაგ რჩეულში? 🙂
მე არც კრებულში ვარ და არც მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ რატომღაც დამპატიჟეს 🙂 და ვაპირებ მოსვლას.
თან ისედაც მანდ ვარ ხვალ საღამოს. კალაში. და გადმოვალ მაქეთაც.
LikeLike
ხო მოვხვდი კი 🙂 🙂 კი დაპატიჟეს ისინიც ვინც არ მოხვდნენ კრებულში 🙂
ვააჰ ე.ი. გაგიცნობ cool
LikeLike
დიდი ვერაფერი სიამოვნება გელის. 🙂
LikeLike
რატო ? 😀 😀 ახლა მომივიდა თავში აზრი 😀 შემდეგი პოსტი მიუძღვენი ბლოგერების მოდურ ტენდენციებს 😀
LikeLike
2-3 თვე მაინც გეყოფათ
ეს კი ტყულია. 🙂
ერთ თვეში მთავრდება. თვენახევარი მაქსიმუმ. 🙂
LikeLike
მანდ მერე წერია – გააჩნი რა სიხშირით გაცვია-ოოოო 🙂
LikeLike
თუ სულ არ ჩაიცვი, კიდევ მეტი ხანი გეყოფა 🙂
LikeLike
გოჭს რომ ყიდულობენ გურიაში იცი? საახალწლო სუფრისთვის. და გამყიდველს ეკითხებიან:
– ძამია, აი გოჭი ორმოცდაათ კაცს ჩამოუარს?
– თუ ცოცხალს ოუშვებ – ორასსაც ჩამოუარს.
LikeLike
ჰოდა შენ ამ პოსტზე დაკომენტების ლიმიტი ამოწურული გაქვს 🙂
LikeLike
ფოლი არა ოღონდ :დდდ
LikeLike
LikeLike
ვერ ვიტან ზამშს ფეხსაცმელს 😐 სწორედ იმიტომ, რომ ვერ ვუვლი 😀
LikeLike
მადლობა მოძღვნისთვის. 🙂
მეც შამპუნი მაქვს და ჯაგრისიც მოყვა ფეხსაცმელს რომ ვიყიდე.
მაგრამ მარილზე მართალია. ქუჩა და ტროტუარი უნდა გაიწმინდოს თოვლისგან მარილი კიდე საშინელებაა. მანქანისთვისაც, ფეხსაცმლისთვისაც და ძაღლები ვისაც ყავს – ძალიან მავნებელია ძაღლებისთვისაც, თათები უზიანდებათ.
LikeLike
გაამოს. 🙂
ჰო. 100% მართალი ხარ. 😦
LikeLike
მორჩი ბიტლზების ტყუილ-უბრალოდ მოხსენიებას სათაურებში 🙂
ნუ ახსენებ ფუჭად უფლის სახელს! 🙂
LikeLike
რა კარგად აგებული პოსწია! 🙂
LikeLike
კაია თუ ასეა.
არ მინდოდა, მოსაწყენი ყოფილიყო. არც ის მინდოდა, არა-ინფორმატული და პუსტა-პუსტა ყოფილიყო.
LikeLike
ფეთხუმი პოლი კარგი იყო :დ
LikeLike