სათვალიანი პოსტი

ერთი სათვალიანი პოსტი უკვე დავწერე ადრე (ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ). ეს პოსტიც სათვალიანი იქნება და ბლოგის სათვალიან მკითხველებს უფრო დააინტერესებს ან იმ მკითხველებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ სათვალიანები. 😉

მეორე სათვალიანი პოსტიც პირველის მსგავსად უნდა დამეწყო –  ახლაც, როგორც მაშინ, ინტერნეტ-მაღაზიაში ვიყიდე “ლაკოსტის” სათვალის ჩარჩო, ახლაც, როგორც მაშინ, ჩამოვატანინე USA2GEO-ს, ახლაც, როგორც მაშინ, წავედი “რონიკოში” და… მსგავსებაც ამით დასრულდა. “რონიკოში” შორს დაიჭირეს – ასეთ ჩარჩოში, –3-ზე მაღალნომრიან ლინზას ვერ ჩავსვამთო. არაფერი გამოვაო…

ჩემი ახალი ჩარჩო ე.წ. rimless/drill-mount ანუ უფერსო ტიპისაა. ლინზა უნდა მოიჭრას, ირგვლივ კიდეები გაპრიალდეს (რომ ყოველი მხრიდან გამჭვირვალე გახდეს), გაიხვრიტოს და საგანგებო პლასტმასის კავებით (საჭერებით) სათვალის “ყურები” და ცხვირის ძგიდე ზედ დამაგრდეს –  შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის ჩარჩო კი არ იჭერს ლინზებს, არამედ ლინზები იჭერს ჩარჩოს… რა თქმა უნდა, ეს ყველა გაწაფულ ხელს, ცოდნასა და შესაფერის დანადგარებს მოითხოვს. იოლი არაა, მაგრამ არც შეუძლებელია.

თავად მწარმოებლის მიერაა მითითებული იმ ლინზის ტიპები, რომლებიც rimless ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს, მაგრამ “რონიკოში” ვერაფერს გავხდი და ხასიათშიც მაგრად <<<>>>. შემდეგ Safilo-ს მივაკითხე. იქაც უარი მივიღე, თუმცა, არ უთქვამთ, “შეუძლებელიაო”, მითხრეს, ჩვენ ასე ლინზას ვერ დავამუშავებთო…

Charmant

  • Charmant Group – იაპონური კორპორაციაა, რომელიც სათვალის ჩარჩოების წარმოებითა და დისტრიბუციითაა დაკავებული. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ის Lacoste, Lanvin, Nina Ricci, Esprit, Trussardi და სხვა ბრენდების 8 მილიონამდე სათვალის ჩარჩოს აწარმოებს და ყიდის.

ამ ორის გარდა ოპტიკის მაღაზიების კიდევ ორი ქსელი ვიცი ჩვენთან – Kenari და Reld. მეორე დღეს სწორედ “კენარს” მივაკითხე. ჭაჭავაძეზე. იქედან ზემელის ოფისში გამაგზავნეს, სადაც მაღაზიასთან ერთად სახელოსნოც აქვთ და აი – შედეგიც (მესამე ფოტო):

Glasses-triad

Charmant Group-ის სარეკომენდაციო სიიდან მაღალი ინდექსის (1.67 High Index) ფრანგული Essilor-ის წარმოების ლინზები ავირჩიე – მშვენივრად მოჭრეს, დაამუშავეს, გააპრიალეს – არც გამსკდარა, არც გამტყდარა, არც სათვალე დაზიანებულა…

ახლა სამი “მოქმედი” სათვალე მაქვს – პირველში ლინზები “რონიკომ” ჩამისვა, მეორეში – “საფილომ”, მესამეში კი – “კენარმა”, მაგრამ, შესრულებული სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, ეს ბოლო ყველაზე დასაფასებელია. ასე რომ, მადლობა კენარს მახალი ხარისხის ოსტატობისა და შესანიშნავი, ღიმილიანი მომსახურებისთვის.

***

მაღალი ინდექსის (High Index) პლასტიკატისგან დღეისათვის ყველაზე თხელი ლინზები მზადდება – რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო მეტადაა შესაძლებელი ამ ლინზის დათხელება დაზიანების გარეშე. ეს ლინზები მყარია, უკეთდება დამცავი დაფარვა და ძნელად იჩხაპნება. Hi-index lenses

პოლიკარბონატი კიდევ ერთი პოპულარული მასალაა rimless ჩარჩოების ლინზების დასამზადებლად. პოლიკარბონატი High Index-ზე მჩატეა, თუმცა, შედარებით ნაკლებად თხელია. მყარია და ძნელად ტყდება, თუმცა High Index-ზე უფრო იოლად იჩხაპნება.

ტრაივექსი ლინზების დასამზადებლად განკუთვნილი ყველაზე მჩატე და ყველაზე მყარი მასალაა, რაც დღესდღეობით არსებობს. ის, პრაქტიკულად, არ იმსხვრევა, არ ტყდება და ძალიან ძნელად ზიანდება, მაგრამ დასახელებულთაგან ყველაზე ნაკლებად თხელია… ტრაივექსის ლინზები საქართველოში ჯერ-ჯერობით არ შემოაქვთ.

ყველა ამ ლინზას ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაც აქვს.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

თემის ირგვლივ:
ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ (Essilor)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

43 thoughts on “სათვალიანი პოსტი”

  1. ფოტოზე შენ ხარ? :ღრმადდაინტერესებულისმაილი:

    მე რეიბანის სათვალეს ვატარებ. ორი თვის წინ, საბოლოოდ რომ მოვსპე თვალები, ვიკადრე და რონიკოში მივედი. იქვე შევარჩიე და ძალიან მომწონს. ლამაზიც არის და ტრანსპორტშიც მშვენივრად ვკითხულობ.

    Like

    1. მე კი პოლისის მზის სათვალეები (ავიატორები) შევიძინე და ორიგინალი შუშების სანაცვლოდ დაფერილი ოპტიკური მინები ჩავასმევინე. მზის და ოპტიკურ სათვალედ ერთდროულად ვხმარობ, ამასთან ძალიან ლამაზია 🙂 განსაკუთრებით მოსახერხსებელია დღის საათებში საჭესთან, როცა ორივე სათვალე ერთდროულად მჭირდებ(ოდ)ა

      Like

    1. მე ვარ აბა ვინ იქნება?
      უბრალოდ კითხვაზე გამეცინა – სხვისი სურათის დადება რომ მომენდომებინა, რამე უფრო ბრედპიტისნაირს ვნახავდი 🙂

      Like

      1. სასიამოვნოა (გაცნობა) 🙂
        მოლის ფოტოღა დაგვრჩა და ჩემი ცნობისმოყვარეობა (პირველ სტადიაზე მაინც) დაკამყოფილდება 🙂

        Like

      2. ნწუ. 😉 მე ფბვოლი გახსნილი მაქვს არ ამარტო მეგობრებისთვის, მტრებისთვისაც კი. 🙂
        სურათებიანა

        Like

  2. კარგი ჩარჩოა ეს ბოლო. ელეგანტურია. ძალიანმოდაშია ეხლა ეგეთები. მაგრამ მე ოთხკუთხა ჩარჩოები არ მიხდება.
    რონიკოდან კენარზე გადახვედი? 🙂

    Like

    1. კაი იდეაა 🙂
      ისე, მწვანე ჯემპრები და სხვანი მსგავსნი სამოსნი ბევრი მაქვს კიდევ. მიყვარს ეგ ფერი. 🙂
      ჩოხაც იმიტომ არ მაქვს, რომ მწვანეს არ მიკერავენ. 🙂

      Like

  3. ინტერნეტით სათვალის შეკვეთა ძნელია. სარკეში თუ არ ჩაიხედე ძნელია ზეპირად ყიდვა. თავ თუ ძვირი სათვალეა – ჩამოვა და არ მოგიხდეს ანდ არ მოგერგოს.
    ეხლა ვნახე – კენარში ფასდაკლება ყოფილა სათვალეებზე ვალენტინობის. 🙂

    Like

    1. ზომები – პრობლემა არაა. ყველა სათვალეს აწერია – უკვეთავ იმ ზომისას, რასაც ატარებ და მორჩა… ნუ 1-2მმ სხვაობაც არაა პრინციპული.

      შერჩევაზე რა გითხრა აბა… უნდა გონება დაძაბო და წარმოიდგინო. 😉
      აქ Lacoste არ შემოაქვთ, ამიტომაც შევუკვეთე და კმაყოფილი ვარ.

      Like

  4. აზრზე არ ვარ, როგორი შუშა აქვს ჩემს სათვალეს )) ვიცი, რომ ფრანგულია, არ იხაზება და კომპის გამოსხივებისგან დაცვა შეუძლია (ეგ რომ არა ლინზებს ვარჩევდი)
    მე მეორე ფოტო მომეწონა )

    Like

      1. არა ძაან მაგრობაა :))

        კომპთან სათვალე ჯობია. ბლიკები თუ ჯანდაბა ლინზებს არ აქვს და თვალს გადაღლისგან არ იცავს ;/

        Like

  5. ფბ–ზე ვიხილე შენი სათვალეები და ძალიან მომეწონა.
    მე ჯერ არ მჭირდება ;დ
    არც მზის სათვალეებს ვხმარობ, მარა ისეთი როგორც მინდა ალბათ არ შემხვედრია ან ძვირია. აი, ტერმინატორში, რო არნოლს აქვს, ძერზკი ;დ მგონი, არც მომიხდება ;დ

    Like

    1. ეგ მგონი რეი ბანებია…

      ძვირი არი კი… მაგრამ არ იცვითება, რეცხვის დროს არ ჯდება და არ გეშინია, რომ გასუქდები და აღარ მოგერგება. 🙂
      ასე რომ პრაქტიკულად მუდმივია რა… ამ გადათვლით არ გამოდის ძვირი. 🙂

      Like

    1. და ოპტიკური სათვალის უპირატესობა ისაა, რომ რამდენიმე შეგიძლია გქონდეს და ხასიათის მიხედვით და სიტუაციიდან გამომდინარე გაიკეთო.

      Like

  6. განსხვავებული ჩარჩოებია.
    მესამეს უფრო ბიზნეს-ვიდი აქვს და საროჩკა მოუხდება და პიჯაკი. პირველი უფრო უნივერსალურია. შუა კიდევ ლურჯი ფერის და განსხვავებული ფორმისაა და ფერად რამეებზე წავა და უიკენდებზე. 🙂
    აჰა. ხომ კარგად ჩამოვწერე. 😉

    Like

  7. მესამე ყველაზე გარგია. მე პარასკევს ვიყავი და როგორც დიდი ხანია (5 წელი) ვეჭვობდი – ახლომხედველი აღმოვჩნდი. სათვალე ყოველთვის მინდოდა და ახლა უკვე მაქვს. ❤ ჯერ ვეგუებით ერთმანეთს…

    Like

      1. ახლა მოდაშია სათვალე – ზოგს არ ჭირდება და 0-ოვანი შუშებით დადის. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გაგიმართლა კიდეც. 🙂

        მე მახსოვს ეგ მომენტი, როგორ გამიფუჭდა მხედველობა. უცებ ერთ წამში. 🙂

        Like

      1. ააა… ეტყობა დეფოლტად დგას. გავასწორებ.
        მე ხომ ძირითადად დაშბორდიდან ვპასუხობ და ამიტომ არც შემიმჩნევია 🙂

        Like

      2. ნწუ. ვსინჯე და ძველებურად ჯობია.
        ზედა კომენტარს აჭერ Reply და მაინც პასუხი გამოგდის – შენი კომენტარი იქვე ჯდება იმავე სვეტში,მაგრამ ერთ ხაზეე. ასე უფრო სიმეტრიულია და წასაკითხადაა ბევრად იოლი.
        თუ შეზღუდვა არა მე-3 კომენტარის მერე ძაან ზანოსი აქვს მარჯვნივ 🙂

        Like

  8. რა კარგი სურათებია.
    განსაკუთრებით შუაში ხართ ძალიან სასაცილო.
    ზოგადად კარგი პოსტია, მომეწონა.
    ბლოგიც მომწონს. ))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: