ესაა “ბითლზის” ალბომებს შორის ყველაზე ცნობილი ყდა. Abbey Road. ფოტოს ბიტლომანთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – რატომ არის მაქართნი ფეხშიშველი? მამულის შეგრძნობა სურს, თუ მკვდარია და მის ნაცვლად ჯგუფში ორეული უკრავს? ამ ყველაფერზე მინდოდა, დამეწერა, მაგრამ რა აზრი აქვს? მოლი ბლუმზე უკეთესად მაინც ვერ დავწერ (მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1969. Abbey Road).
ამიტომ, ეს ურბანული ლეგენდები იქეთ იყოს – სჯობს, ჯორჯ ჰარისონს დააკვირდეთ – მას აცვია ფეხსაცმელი, არანაკლებ საკულტო და ლეგენდარული, ვიდრე თვით “ბითლზი” – Clarks Desert Boots (“ქლარქსის უდაბნოს წაღა”).
Desert Boots პირველად 1949 წელს შეკერა ინგლისელმა მეწარმემ ნათან ქლარქმა (Nathan Clark). ნიმუშად მან მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკის უდაბნოში მებრძოლი ბრიტანული კორპუსის სამხედრო ფეხსაცმელი აიღო – კოჭს ოდნავ აცდენილი ყელით (სილა რომ არ ჩასულიყო შიგ იოლად), საგანგებოდ დამუშავებული მკვრივი კრეპის ძირით (იოლად რომ არ გაცვეთილიყო) და ორად-ორი თვალით თასმებისთვის (ჯარისკაცებს საველე პირობებში მათ შესაკვანძად დიდი დრო რომ არ დაკარგოდათ). ნათან ქლარქის წაღებმა უმალ მუშათა კლასის ყურადღება მიიპყრო, სწორედ მათ დააფასეს გამძლე და იოლად სახმარი ფეხსაცმელი და ასე გრძელდებოდა ათიოდ წელი, სანამ 1967 წელს ლორდთა პალატის ლიდერი, ბარონი ედვარდ შექლეთონი პარლამენტის სხდომაზე “ქლარქსის უდაბნოს წაღებში” გამოწყობილი არ მიბრძანდა და, როგორც ამბობენ, კინაღამ სხდომა ჩაშალა – ლორდის კოლეგები და ბრიტენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები პოლიტიკური დებატების ნაცვლად მოდაზე დისკუსიებში ჩაებნენ და რამდენიმე მათგანმა ედვარდ შექლეთონს მიბაძა და “უდაბნოს წაღები” შეუკვეთა… ეს ყველაფერი, რაღაცით, ლევი სთრაუსის ჯინსის ისტორიას ჰგავს – ოქროს მაძიებელთათვის შეკერილმა შარვალმა მსოფლიოს პოდიუმები, ოფისები, სასწავლებლები დაიპყრო. იგივე დაემართა ნათან ქლარქის ნახელავსაც – დღეს “ქლარქსის უდაბნოს წაღა” მამაკაცის გარდერობის ერთ-ერთი Must Have არის. ის გასაოცრად უნივერსალურია – მკაცრად ცერემონიალურ ღონისძიებებს თუ გამოვრიცხავთ, არ არის შემთხვევა, სადაც Desert Boots-ს ვერ მოიხდენთ და ის უადგილოდ გამოჩნდება.
ამ ფეხსაცმლის პოპულარობა ისეთია, რომ, “ქსეროქსის” მსგავსად, კომპანიის დასახელება განზოგადდა და მრავალ ქვეყანაში “ქლარქს”-ს უწოდებენ “უდაბნოს” თარგზე მოჭრილ ნებისმიერ ფეხსაცმელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მწარმოებელი.
დღეს “ქლარქსი” “უდაბნოს წაღას” უკვე ქალებისთვისაც კერავს, ეს მოდელები განსხვავებული ფერთა გამით გამოირჩევა.
***
კომპანია C. and J. Clark International Ltd.-ს (იგივე Clarks) ისტორია 1825 წელს იწყება, როდესაც საირუს ქლარქმა (Cyrus Clark) ცხვრის ტყავის დამუშავება და ვაჭრობა დაიწყო. 5 წლის შემდეგ მას ძმა ჯეიმსიც (James Clark) შეუერთდა და სწორედ ჯეიმს ქლარქს მოუვიდა პირველად თავში იდეა, ტყავის ნარჩენები გადაყრის ნაცვლად ფოსტლების შესაკერად გამოეყენებინათ. მოგვიანებით ქლარქებმა შეიძინეს საკერავი მანქანა “ზინგერი” და თავიანთი მანუფაქტურაც გააფართოვეს. მეოცე საუკუნეში ბევრი რამ მოხდა – მექანიზაცია, შრომის დანაწილება, კონვეიერები, ომები (რამაც სამხედრო შეკვეთები მოიტანა)… შემდეგ იყო ახალი ასორტიმენტი, ახალი მოდელები, ქალების ფეხსაცმლის წარმოების დაწყება, ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, უკვე ნახსენები ნათან ქლარქის “უდაბნოს წაღა” და ლანს ქლარქის მოკასინები (კიდევ ერთი კლასიკა), ახალი საწარმოები ბრიტანეთს გარეთ: აშშ-ში, ევროპის სხვა ქვეყნებში, იაპონიაში…
ოფიციალური საიტის მტკიცებით, დღეს Clarks მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხსაცმლის მწარმოებელია.
კომპანიის აქციები დღემდე სირიუს და ჯეიმს ქლარქების მრავალრიცხოვან შთამომავალთა მფლობელობაშია.
საქართველოში “ქლარქსის” ფეხსაცმლის დისტრიბუტორია “ბემონი” – მაღაზია მდებარეობს აღმაშენებელზე (თუმცა, მე ჩემები ინტერნეტით ვიყიდე. თბილისის მაღაზიაში ძირითადად შავი და ყავისფერი სჭარბობს, მე კი ლურჯი ფერისა შევიძინე, ზამშის).
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
თემის ირგვლივ:
უქნარა, მეუდაბნოე, ზღვაოსანი და სხვები
“ბიტლების კედები 🙂
abbey road-ზე რა არ წამიკითხავს, მაგრამ ჰარისონის ფეხსაცმელზე ვინმეს ყურადღება გაემახვილებინოს,არ მინახავს.
ლორდ ვეიდერის ოქროს სტანდარტით დაწერილი პოსტია – ორიგინალური, ინფორმატიული და საინტერესო.
LikeLike
მადლობა კომპლემენტისთვის.
ჰო, ყველა ფეხშიშველ მაქართნიზე წერს, მე კი ფეხსაცმლიან ჰარისონზე დავწერე. 😉
LikeLike
პირიქით – კომპლიმენტისთვის მადლობა შენ 🙂
ლორდის ოქროს სტანდარტი სწორედ ეს არის – იმაზე წერ, რაც სხვამ ვერ შეამჩნია.ან,უბრალოდ, არ იცოდა. შენთან ყოველთვის ასეა.
LikeLiked by 1 person
სნობური და საყვარელი პოსტი გამოგივიდა, ლორდ 🙂
LikeLike
მე ყველა პოსტი სნობური მაქვს – ეს ჩემი სავაჭრო ნიშანია. :):)
LikeLiked by 1 person
ძნელი შესაჩნევი არ არის 🙂 🙂 🙂
LikeLike
მაგაზე პოსტიც კი მქონდა – სნობებზე სნობების წინააღმდეგ :):)
LikeLike
აი, მაგ პოსტის ლინკი მჭირდება.
LikeLike
ჰა… არა კონტექსტი სხვაა.
თუმცა, ლინკი აგერაა – http://wp.me/pBTza-1hk
LikeLike
ნამდვილი სნობის რეაბილიტაციის და ჰეროიზაციის კამპანია უნდა წამოვიწყო.. აშკარად უსამართლოდ აქვს ამ სიტყვას ნეგატიური ელფერი.
LikeLike
ზამშაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ ძნელი და ძვირი მოსავლელია. 😦
LikeLike
არა, ნინკუშ, ძნელი სულაც არაა. ხარჯიანი კი, მაგრამ დიდი არაფერი ძნელიც არაა.
LikeLike
ძალიან ადვილად ისვრება და ძალიან ძნელად იწმინდება. მარტო მშრალად იწმინდება, დასველება არ უხდება…
დიდი ხათაბალაა მოკლედ.
თან თბილისურ თოვლჭყაპში.
LikeLike
ძნელი როგორ არაა. წვიმა არ უნდა მიაკარო, თოვლი, მტვერი და ქარი.
პატარა ბავშვივით ვუფრთხილდები. 🙂
LikeLike
არ დამესიენ სეხნიები 🙂
იწმინდება მშვენივრად. სპეციალური შამპუნია ან სფრეი – მოასხამ, გააშრობ და გადაწმენდავ. ძალიან მარტივად იწმინდება.
თან დამცავი სფრეი უნდა იხმარო და ნაკლებად დაისვრება.
ინსტრუქცია მოყვა 🙂
შემიძლია ბლოგზეც ავტვირთო თუ ძაან გაინტერესებთ.
LikeLike
თუ ახალი იცი რამე, დაწერე. ყურარებით წავიკითხავ. 🙂
LikeLike
ახალია თუ ძველი არ ვიცი…
ოკ. დავწერ. ჩათვალე, რომ შეკვეთა მიღებულია. 🙂
LikeLike
ეგ ჰარისონი არ იყო ერკიკ კლაპტონს ცოლი რო აახია?
🙂 დიდი ოხერი ვინმე იყო ეგეც.
LikeLike
ვაი შენ… მაგრად ჩაიჭერი ახლა.
ბიჭო, ჰარისონმა კი არ აახია ქლეფთონს ცოლი, პირიქით – ერიქამ აახია ჰარისონს.
აქ მაქვს ეგ ამბავი და გადაიკითხე და გაიხსენე.
http://wp.me/pBTza-au
LikeLike
ფუ… შემეშალა.
წაშალე ჩემი კომენტარი. 🙂 და ლუდზე დაგპატიჟებ. :):)
LikeLike
ჰა-ჰა… 🙂 არ ვიყიდები.
თან ლუდისთვის ცივა ახლა.
ცოტა დათბეს და წავშლი. :):)
LikeLiked by 1 person
shen isic gecodineba lenons da ringos ra fexsacmeli acviat, 🙂
LikeLike
მაგაზე დავწერ სხვა დროს 🙂
LikeLike
მაგარი ფეხსაცმელი აცვია ჰარისონს 🙂
და საერთოდ, ხარისხიანი და გამძლე, კომფორტული ფეხსაცმელები მიყვარს მე 🙂
LikeLike
ხო, მაკარტნის ფეხშიშველობა მართლა შესამჩნევია.
ჰარისონი განსაკუთრებულად მიყვარს, თუმცა მისი ფეხსაცმელები არ მომწონს. რინგოსი მომწონს.
LikeLike
რატომ არის ფეხშიშველი და ჰარისონი კი ფეხსაცმლიანი, მაგაზეც დავწერ მალე. 🙂
LikeLike
ველოდები. :დ
LikeLike
Clarks Desert Boots
სიმპოებია, ყოველთვის მომწონდა ბიჭებზე ეს სტილი – მაგრამ ასე თუ ერქვა და ისტორია წარმოშობის ნამდვილად არასოდეს არ ვიცოდი
სანამ 1967 წელს ლორდთა პალატის ლიდერი, ბარონი ედვარდ შექლეთონი პარლამენტის სხდომაზე “ქლარქსის უდაბნოს წაღებში” გამოწყობილი არ მიბრძანდა
მიყვარს ასეთი გაბედული ხალხი
მომინდა მეც ვიყო რარაცის მომგონებელი – და მომავალში ბლოგებმა წერონ ჩემზე 🙂
ამბიციური ვარ? თუ მეოცნებე :დ
LikeLike
კარგი იყო!
LikeLike