დაივიწყეთ ფობიები და იცხოვრეთ მშვიდად

9-glassesიცით თუ არა, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დღეში 9 ჭიქა წყალი დალიოთ? აშშ სურსათისა და კვების საბჭომ ასეთი რჩევით ამერიკელებს1945 წელს მიმართა.

დაივიწყეთ! მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჩვენი სიცოცხლისთვის მართლაც აუცილებელია, დღის განმავლობაში არაექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ისედაც საკმარისი რაოდენობით იღებს მას (ჩაის, ყავის, წვენების, გაზიანი სასმელების და, რა თქმა უნდა, წყლის სახით) და დამატებით ჭიქების თვლა საჭირო არაა.

იცით თუ არა, რომ სტრესი თმებს ათეთრებს?

დაივიწყეთ! როგორც NBC სამედიცინო პროგრამების რედაქტორი, დოქტორი ნენსი სნეიდერმანი ამბობს, მუდმივი სტრესული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ორგანიზმს “ჭამს”, მაგრამ ვერანაირად დასტურდება, რომ სტრესი თმების შევერცხლვას იწვევს.reading-light

იცით თუ არა, რომ სუსტ სინათლეზე კითხვა მხედველობას აზიანებს?

დაივიწყეთ! დოქტორი სნეიდერმანი განმარტავს, რომ სუსტ შუქზე კითხვა თვალებს ღლის, თვალები შრება და შეიძლება, წვაც იგრძნოთ, ასევე, შესაძლოა, დაძაბულობისგან თავის ტკივილიც დაგეწყოთ, მაგრამ კარგი ძილი ყველა ამ სიმპტომს გააქრობს და დილით თქვენი თვალები კვლავ მშვენიერ ხასიათზე იქნებიან. არანაირი ზიანი მათ არ მიადგებათ.

იცით თუ არა, რომ ყავა მავნებელია?

დაივიწყეთ! დოქტორი სთეისი ბისონი, ბოისის სამედიცინო ცენტრიდან ამბობს, რომ, მიუხედავად გავრცელებული მითებისა, კოფეინი არ ვნებს გულს და არანაირად უწყობს ხელს გულის დაავადებებს. მეტიც, ყავა საუკეთესო ანტიოქსიდანტია და ენერგიას გმატებთ.

იცით თუ არა, რომ საგანგებო კვების რეჟიმი ხელს უწყობს გაციებისა და გრიპის დამარცხებას?

დაივიწყეთ! დოქტორი რეიჩელ ვრიმანი, ინდიანის უნივერსიტეტის ბავშვთა დაავადებათა კვლევის ცენტრიდან, ამბობს, რომ გრიპი საშუალოდ 7-10 დღე გრძელდება, მიუხედავად იმისა რა დიეტას იცავთ და რითი იკვებებით.

იცით თუ არა, რომ გაყინული ხილი და ბოსტნეული ნაკლებ სასარგებლოა?

დაივიწყეთ! დოქტორი სთეისი ბისონმა განგვიმარტა, რომ ხილი და ბოსტნეული მარგებელი თვისებების ნაწილს ისედაც კარგავს გარემოს ზემოქმედების გამო, თუკი, რა თქმა უნდა, მათ მოწყვეტის დღესვე, უშუალოდ ფერმერისგან არ შეიძენთ და იქვე არ მიირთმევთ. ვინაიდან ხილსა და ბოსტნეულს მოწყვეტის დღესვე ყინავენ, მაღალი ტექნოლოგიები სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების შენახვას ხელს უწყობს, ამიტომ გაყინული ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა.

lipstickიცით თუ არა, რომ ტუჩის საცხი (პომადა) მავნებელია?

2007 წელს ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა 33 სხვადასხვა ფირმის ტუჩის საცხის ტესტირების შედეგები გამოამზეურეს, მათი მტკიცებით, ამათგან 1/3 დასაშვებ ნორმაზე მეტ ტყვიას შემიცავდა.

დაივიწყეთ! სინამდვილეში, ტყვიას პრაქტიკულად ყველაფერი შეიცავს ჩვენს ირგვლივ, – განმარტავს დოქტორი მაიქლ თანი ამერიკის კიბოს საზოგადოების ეპიდემიოლოგოური კვლევების ხელმძღვანელი, – მაგრამ ტუჩის საცხში შემცველი ტყვიის ზეგავლენა ორგანიზმზე მინიმალურია. ყველაზე მომწამვლელ გავლენას ჩვენზე წყლის მილებსა და საღებავებში შემცველი რკინა ახდენს.

იცით თუ არა, რომ კვერცხი მაღალი ქოლესტერინის გამო გულის დაავადებებს იწვევს?

დაივიწყეთ! 70-იან წლებში სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გულის შეტევების მასტიმულირებელ ფაქტორად მიიჩნიეს, კვერცხი კი მდიდარია ამ ნივთიერებით, მაგრამ, თუ ქოლესტერინს საკვები რაციონიდან გამოვრიცხავთ, ეს გულის დაავადებებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. “ამერიკის გულის ასოციაციის” რეკომენდაციის თანახმად, ადამიანმა 300 მილიგრამ ქოლესტერინზე მეტი არ უნდა მიიღოს დღეში, კვერცხი კი 213 მილიგრამს შეიცავს. ამავე დროს, კვერცხი შეიცავს პროტეინს, A და D ვიტამინს, ამიტომ ერთი კვერცხი საუზმეზე სასარგებლო და ორგანიზმისთვის საჭიროა, – ამბობს დოქტორი ბისონი.

იცით თუ არა, რომ თუ შეგცივდათ, აუცილებლად გაცივდებით?

ამას დედები გვეუბნებოდნენ ბავშვობისას, მაგრამ დაივიწყეთ! დედები ცდებიან, – ამტკიცებს დოქტორი ვრიმანი, – თუკი ისე უღმერთოდ არ გაითოშეთ, რომ ორგანიზმი გაიყინა და მისი დაცვითი სტრუქტურა დაიმსხვა (ასეთი რამ კი მხოლოდ ჰიპოთერმიის დროს ხდება), არაფერი გემუქრებათ. გაციებას იწვევს არა დაბალი ტემპერატურა, არამედ ვირუსი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზამთარში უფრო იოლად ვცივდებით, ცხოვრების წესია – ზამთარში მეტ დროს ვატარებთ დახშულ სივრცეში და ცოტას ვმოძრაობთ სუფთა ჰაერზე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
http://health.msn.com

ასევე თემის ირგვლივ:
ფრანგული დიეტა

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

20 thoughts on “დაივიწყეთ ფობიები და იცხოვრეთ მშვიდად”

  1. აი, ვიცოდი რომ ეგ უმეტესობა გამოგონებული და სისულელე იყო! მადლობა ვადერ, რომ ამაში დამარწმუნე 😉

    Like

  2. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზამთარში უფრო იოლად ვცივდებით, ცხოვრების წესია – ზამთარში მეტ დროს ვატარებთ დახშულ სივრცეში და ცოტას ვმოძრაობთ სუფთა ჰაერზე.

    აი ეს ინფორმაცია ვერნაირად ვერ შევიტანე დედაჩემის ცნობიერებაში, ვიკიკოს გარეთ გაშვებაზე სულ ჩხუბი გვაქვს
    რა თქმა უნდა მე ვიმარჯვებ, მაგრამ ეს კინკლაობაც კი ნერვებს მიშლის ხოლმე 🙂

    Like

  3. წყალზე არ წერია სწორი. ზოგიერთი სითხე, მაგალითად ყავა, პირიქით ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს

    და კიდევ, მხედველობაზე. სუსტ შუქზე თვალებს ძაბავ, რის გამოც ახლომხედველობა პროგრესირდება და ძილი მერე უკვე გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველის :/

    Like

  4. “იცით თუ არა, რომ თუ შეგცივდათ, აუცილებლად გაცივდებით?”

    ” გაციებას იწვევს არა დაბალი ტემპერატურა, არამედ ვირუსი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზამთარში უფრო იოლად ვცივდებით, ცხოვრების წესია – ზამთარში მეტ დროს ვატარებთ დახშულ სივრცეში და ცოტას ვმოძრაობთ სუფთა ჰაერზე.”

    აი ეს უნდა ავაფარო დედაჩემს სახეში.. ! : დ ვაახ
    “ჩაიცვი ჩაიცვი გაცივდები”
    ამოვიდა ყელში!

    კარგი კი არა ძალიან სასარგებლო პ+ოსტი იყო! :ბრავო:

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: