იმ Girl-Band-ებს, რომელთა წევრებიც სმენა-ხმის არქონას გრძელი ფეხებითა და მოკლე კაბებით აბალანსებენ, “მომღერალ ტრუსებს” უწოდებენ ხოლმე, ამის მსგავსად, ქალთა ქოროს, რომელიც ქალის თეთრეულის კანადურმა მწარმოებელმა La Senza-მ შექმნა, “მომღერალი ლიფები”, შეგვიძლია, ვუწოდოთ.
სარეკლამო კლიპში საშობაო სიმღერას 7 მოდელი ასრულებს, განსხვავებული მკერდის ზომითა და ხმის ტემბრით… იოლი შესამჩნევია, რომ აღებული ბგერა და მკერდის ზომა ურთიერთკავშირშია. 🙂 (საინტერესოა მამაკაცის ხმის ტემბრი რის ზომასთანაა პროპორციული?)
კლიპის იდეის ავტორები არიან თომ უდინგთონი (Tom Woodington) და რობინ თემფლი (Robin Temple) სააგენტოდან Karmarama.
(ვიდეოს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, თუ არ აჩვენებს, მაშინ იუთუბზე უნდა გადახვიდეთ და დაადასტუროთ ასაკი 18+ :))
სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო, დახმარებოდა მამაკაცებს უფრო იოლად გარკვეულიყვნენ ქალის თეთრეულის ზომებში და მათი საყვარელი ქალბატონებისთვის საჩუქრის არჩევაში არ შემცდარიყვნენ (გემახსოვრებათ, ფილმში “სახელმწიფოს მტერი” ძალიან სასაცილო ეპიზოდია, თუ როგორ არჩევს უილ სმითი ცოლისთვის თეთრეულს…). “რა თქმა უნდა, ჩვენი აქცია მამაკაცების მოსაზიდადაა განკუთვნილი, მაგრამ, იმედი გვაქვს, ქალებისთვისაც სახალისო იქნება,” – განაცხადა სარა ჰოუქინსმა (Sarah Hawkins), კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა.
ეს მშვენიერი ქორო ინტერაქტიულია – თავადაც შეგიძლიათ, გოგონები აამღეროთ, მათი სიმღერა ჩაწეროთ და მსოფლიოს გაუზიაროთ. 🙂 მიბრძანდით და შექმენით თქვენი საკუთარი მელოდია “მომღერალი ლიფებისთვის” – Cup Size Choir.
La Senza-ს სახე (თუ ძუძუ?) თავის დროზე იყო ულამაზესი ჩეხი მოდელი დანიელა პესტოვა, ასევე ჰოლანდიელი რებეკა რომეინი, შემდეგ მათ ჩაენაცვლნენ ბრაზილიელი იზაბელი ფონტანა და ირინა შაიკი. La Senza-ს მფლობელია Limited Brands, ქალის თეთრეულის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც, სხვათა გვერდით, Victoria’s Secret-ის ბრენდსაც ფლობს. La Senza-ს თეთრეული თბილისშიც იყიდება, თუმცა, მღერიან თუ არა აქაური მოდელები და რა მკერდის ზომა/ხმის ტემბრი აქვთ აქაურ გამყიდვლებს, ვერაფერს გეტყვით.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
პოსტმა დაიგვიანა საშობაოდ ვამზადებდი, მაგრამ ვერ მოვასწარი და დარჩა დრაფტებში. 😦 მაგრამ ახლა წინა კუბო-კრული პოსტი მინდა გავამზიანო. 🙂
მაგარი რეკლამაა. 🙂
ძალაინ პოპულარული კლიპი იყო მილიონნახევარმა ნახა იუთუბზე.
LikeLike
ჰო ვიცი. 🙂
ბევრ საიტზეც დევს.
მაგრამ ეგეთ რამეს რომ გადავაწყდები ხოლმე, ისიც მაინტერესებს, კამპანიის უკან რა დგას – ავტორი, სააგენტო, იდეა… მაგის გარეშე იუთუბიც სავსეა სარეკლამო კლიპებით. 🙂
როგორც იტყოდნენ: Aвтора! Автора!
🙂
LikeLike
ლასენზას თეთრეული ძალიან ლამაზია, მაგრამ უკეთესი ქალები ვერ ნახეს?
LikeLike
შენ არ გეცალა, ალბათ და…
LikeLike
სად ვიქტორიას რეკლამები და სად ლასენცა. აზრზე არ არიან რა :)) ვიქტორიას იდეები ჩემთვის მიმზიდველია და ამათ რა უნდათ ჩემგან ვერ მესმის, მართლა კაცებისთვის ხო არ კერავენ თეთრეულს :)))
LikeLike
ქალებისთვის კერავენ, მაგრამ ყიდულობენ მამაკაცები საჩუქრად. 🙂
დასავლეთში თეთრეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია ქალისთვის და რომ გაერკვიონ მამაკაცები – ეხმარებიან. 🙂
LikeLike
ვააა. ზოგი მომეწონა :დ
კარგი მიგნებაა, მომწონს მე ეს რეკლამა :დ
LikeLike
მაგარია 🙂
კუბოებს ეს არ ჯობია?
LikeLike
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. 🙂
LikeLike
ძალიან ნარნარები არიან ❤ ❤ ❤ 😀
LikeLike
მე E, F და G მომეწონა, ვაფასებ H-ს.
LikeLike
😀 კარგად მოფიქრებული რეკლამაა 😀
LikeLike
მოაგენი? 🙂
LikeLike
კი 😀 😀
LikeLike
კარგ თეთრეულს ზოგადად და კარგ ლიპს განსაკუთრებით
არაფერი სჯობს დედამიწაზე 🙂
LikeLike
yeah nice
LikeLike