ეძღვნება ლიტერატორს, რომელმაც სატოპკე ამიწია.
🙂
წუხელ მესიზმრა ბლოგერებს კუბოებს გვირიგებდნენ და ვიღაცეებს ძაააან დანავაროტკებული შეხვდათ :დ :დ :დ :დ
ლიტერატორი
დღეს ისეთი დროა, ადამიანი რომ კვდება მღვდელზე ადრე დიზაინერს უძახიან.
მე
წარმოიდგინეთ ეგეთი სიტუაცია:
დილით დგებით, ხელ-პირს იბანთ, ყავას იდუღებთ, ერთ ხელში ფინჯნითა და მეორეში მაუსით კომპიუტერს მიუჯდებით, ამაზონზე შედიხართ, ირჩევთ სექციას “Coffins”, ტკბებით წარმოდგენილი ნიმუშებით, რამდენიმეს მონიშნავთ, კალათში აგდებთ და მერე ჩექ-აუთი… ჰოდა, ასე 2 კვირაში USA2GEO-დან მეილი მოგდით: თქვენი კუბო ჩამოსულია, მოდით და გაიტანეთო… 🙂
ვერ წარმოიდგინეთ? გაგიჭირდათ, ხომ? იმიტომ რომ CofaniFunebri-ს პროდუქცია არ გინახავთ. ეს იტალიური კომპანია წლებია უკვე წარმატებით ვაჭრობს კუბოებით და მათ ლამაზად რეკლამირებაშიც ჭიპი აქვს მოჭრილი. CofaniFunebri-ს თემატური კალენდრები კი ისეთივე სტანდარტია, როგორიც “პირელისა” 🙂 – ანგელოზები, ვამპირები, სიმპათიური მეკუბოვეები, სექსუალური ჭირისუფლები, პატრიოტები (დროშებით) და სადო/მაზო კუბოს კარამდე…
შარშან, CofaniFunebri-ს პოლონელმა კონკურენტმა, Lindner-მა განიზრახა იტალიელების სარეკლამო მიგნება გამოეყენებინა. პოლონური კომპანიის დირექტორს, ბატონ ლინდნერს არც დაუმალავს, რომ კალენდრების იდეას სწორედ იტალიელებს დაესესხა. “ჩვენ ერთსა და იმავე პროდუქციას ვყიდით, მაგრამ პოლონელი გოგონები უფრო ლამაზები არიან, ასე რომ კალენდრებიც უკეთესი გამოგვივაო,” – ბრძანა მან…
სიკვდილი დაგიმშვენდებაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.
ახლა მეტყვით, ჩვენ ინდოეთში არ ვცხოვრობთ და რომ მოკვდებით, ქალს კუბოში არვინ ჩაგვაყოლებსო. 🙂 მითუფრო ეგეთ ქალებს… ნამდვილად ასეა, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად შეგიძლიათ ისეთ კუბოში ჩაწვეთ, თქვენს გულს რომ გაუხარდება.
თან, ზოგი კუბო ისეთია, ჭირისუფალს იუოლებს საქმეს… იქეთ ადამიანს ასვენებენ და აქეთ სეირის მაყურებლებს ვერ აუდიხარ – ვინაა, ქალია, კაცია, რამ მოკლა და რა დაემართაო… ჰოდა, არის ასეთი კუბოები – შეხედავ და კითხვაც აღარ უნდა.
ეგერ სთივ ჯობსს (100 წლის შემდეგ იყოს!) მიასვენებენ. ეს კი ვიღაც დამწვარი გეიმერია.
(Gocha Gabodze-მ განაცხადა, ეფლის ლოგოიანი კუბო თუ არ იქნება, შიგ რა ჩავწვებიო… ტყუილად ეგონა, ეგეთს ვერ ვიშოვიდით. :))
მე რომ ჯეკპოტი მომეგო, ალბათ, გული გამოსკდებოდა და ასეთ კუბოში ჩამდებდნენ… ეს კი ვინმე დამსახურებელი ენოლოგი-ბლოგერია. :)… და ვინც თავის თავზე მიიღო – 1000 წლის შემდეგ იყოს, ბატონო! 🙂
ამ კუბოს ვისთვის ამზადებენ, ძნელი გამოსაცნობი არაა:
დაბოლოს რამდენიმე სასაჩუქრე იდეა.
თუ Kate_AlukaЯD სუნამოს ჩუქნით, ასეთ ფლაკონში უნდა იყოს 🙂
ფინანსური კრიზისია? აჩუქეთ გაკოტრებულ ოლიგარქს ეს კუბო, რომ თავისი უკანასკნელი დოლარები ჩაასვენოს. სიყვარული დაჭკნა? გული ნუ დაგწყდებათ – მიწას მიაბარეთ ეგეც.
დიზაინ-კუბოები თუ კუბო-დიზაინები ძალიან პოპულარულია. საათები, კალმისტრები, ქამრები, ჰალსტუხის ქინძისთავები, ჩანთები და რა ვიცი კიდევ რა… ყველაფერს ერთ პატარა პოსტში ვერ ჩავტევ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
თემის ირგვლივ:
ჩემი დიდი საჰელოუინე ქორწილი
მშვენიერია, მაგრამ მე კემაციის მომხრე ვარ დაფერფლის მიმოფანტვის, სადმე, ხიდებიდან
LikeLike
კრემაციის დროსაც კუბოში დებენ. 🙂
აბა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდ ლურჯ ბრეზენტში გინდა გაგახვიონ და ისე დაგწვან?
LikeLike
დასამარხი კუბოები არაა ესენი? თუ საკრემაციო? ;დ
LikeLike
ორივენიცა. 🙂 თუ ძვალი იწვის იქ რა კუბო გაუძლებს. 🙂
LikeLike
რა შელოცვა მოხვდა ნეტავ ამ ჩემ კლავიატურას ამისთანა, რომ სულ ასოებს ვტოვებ :ს მოკლედ, კრემაცია და ფერფლის მიმოფანტვა..
LikeLike
არ გელოდი, თორემ საშენო კუბოსაც ვიპოვნიდი სადმე. არ იფიქრო, რომ დაგივიწყე. 🙂
LikeLike
მე რომ მაჩუქონ ეგეთი სუნამო, თავზე გადავამტვრევ. 😦 მეშინია ეგეთი რაღაცეების.
LikeLike
Vader- ras ar ipovi xolme raaaaaaaaaaa 🙂 🙂
mec ar minda micashi lpoba, damcvan mirchevnia
Tumca albat rom gardavicvlebi mainc sulerti iqneba
Prosta saqartveloshi sasaplaoebs imdeni adgili etmoba …
LikeLike
ვაჰ ჩემ კუბოს ბიორკს დავახატავდი, ან რამე საყვარელ წიგნს ;დდ
მეც კრემაციის და ფერფლის მომხრე ვარ;)
LikeLike
პეპიგრძელწინდაში 🙂 მაგარი იქნება.
LikeLike
ჰა-ჰა. ის სიმღერა რომ გვაქვს კუბოში ნუ ჩამდებთ, ჩამდეთ ღვინის ტიკშიო. ზუსტ ტექსტს ვერ ვიხსენებ ეხლა. ქეთო და კოტეშია. 🙂
LikeLike
მე მიწაში დალპობის მომხრე ვარ :დ:დ:დ მევასება სასაფლაოები ^^
პ.ს. იდეა მომეწონა :დ:დ:დ
LikeLike
კუბო მინდა სტერეოსისტემით ^_^
LikeLike
ზოგი მართლა რა საყვარელი კუბოა ❤
LikeLike
საყვარელი კია, მარა შიგ ვინც წევს, რომ ვერ ხედავს უსამართლობა არაა? 🙂
LikeLike
აბაა 🙂 ბედის ირონია არა არის, ასეთი კუბო გქონდეს და ვერც კი დაინახო 🙂
P.S. ამ პოსტმა ერთი სხვა, ღიმილისმომგვრელი პოსტი გამახსენა. ვფიქრობ, ლორდს, როგორც წიგნების მოყვარულს, მოეწონება 🙂
http://linguistuss.com/2010/05/14/booklover/
LikeLike
წიგნების თარო ჩემთვის უკვე ნაკლებაქტუალურია 🙂
თუმცა, აი მაგის პასუხი: http://wp.me/pBTza-1f0 წამოწექი-ქაიკითხე.
LikeLike