გასული საუკუნის დასაწყისში რუსი დიდვაჭრები ოჯახებითურთ ვენეციაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე დასასვენებლადა და სავაჭროდ (ისე, არც დღეს იკლებენ) და მათ მოლოდინში ადგილობრივი მოვაჭრენი ფასებს მაღლა წევდნენ – ამას “რუსულ” ან “სულელურ ფასებს” უწოდებდნენ ხოლმე. რუსი დიდვაჭრები საფასარს ზედ არ უყურებდნენ და, ევროპელთაგან განსხვავებით, ფულს დასტა-დასტა ხელუკუღმა ყრიდნენ.
ბევრი თბილისური ბუტიკიც, ალბათ, ასეთი კლიენტების მოლოდინშია – ლომის მადა აქვთ და რა ქნან.
ამერიკაში კი კლიენტებს არ ელიან. ამერიკაში კლიენტებს დაეძებენ. ამიტომაა ამერიკა შოფინგის სამოთხე, ამიტომაა იქ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე დიდი ფასდაკლებები.
მაგრამ ამერიკელ სავაჭრო სახლთა შორისაც არიან ფასდაკლების ჩემპიონები და ერთ-ერთი უპირველესი JoS. A. Bank-ია.
ლიტველმა ემიგრანტმა ჩარლი ბენქმა (Charles Bank) მერილენდის შტატის ქალაქ ბალთიმორში 1866 წელს პატარა საოჯახო სამკერვალო გახსნა, სადაც 30-იოდ წლის შემდეგ ჯოზეფ ეი ბენქმა (Joseph A. Bank) – ჩარლი ბენქის 11 წლის შვილიშვილმაც დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად – როგორც გამყიდვლის დამხმარემ, მოგვიანებით – გამყიდველად, გაყიდვების ხელმძღვანელად, კომპანიის რეგიონალურ წარმომადგენელად სამხრეთის შტატებში, განვითარების სტრატეგიის მენეჯერად, მფლობელად და აღმასრულებელ დირექტორად.
დღეს არსებული JoS. A. Bank Clothiers, Inc. არის ჩარლი ბენქის არტელისა და 1905 წელს დაფუძნებული ტანსაცმლის მწარმოებელი მოზეს ჰერცის (Moses Hartz) კომპანიის მემკვიდრე. კონკურენტებმა – ჯოზეფ ბენქმა, რომელიც საკუთარი ბაბუის კომპანიის სამოსს ყიდდა და ანა ჰერცმა, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული, ოღონდ მამამისის კომპანიისთვის, ერთმანეთი გაიცნეს და… ქიშპი და კლიენტების ერთმანეთისთვის ახევა ვიღას ახსოვდა – სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადიო, ტყუილად ხომ არ უთქვამთ… მე-20 საუკუნის მონტეკი და კაპულეტი დამოყვრდნენ და 1922 წელს კომპანია L. Hartz and Bank დააფუძნეს (L=ლენა ჰერცს, ანას დედასა და ჯოზეფის სიდედრს). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯოზეფმა და მისმა ვაჟმა, ჰოუარდმა კომპანიას სახელი შეუცვალეს და აქედან მოყოლებული ის JoS. A. Bank-ის სახელს ატარებს.
კომპანია აწარმოებს მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს… იყო დრო, JoS. A. Bank-ს საშუალო კლასის Brooks Brothers-აც უწოდებდნენ, თუმცა, მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო – დღეს “ძმებმა ბრუქსებმაც” გააფართოვეს არჩევანი და ფასების ქვედა ზღვარიც საგრძნობლად დაწიეს და “ჯოს ეი ბენქმაც” მნიშვნელოვნად აწია თავისი პროდუქციის ზედა საფასო ზღვარი – ასე რომ, რაღაც სეგმენტში ამერიკული ტანსაცმლის ინდუსტრიის ეს ორი ტრადიციული, ძველი მოთამაშე უკვე პირდაპირ კონკურირებს. BB-ის გარდა, “ბენქის” მთავარი კონკურენტებია Polo Ralph Lauren და PVH (რომელიც Calvin Klein, Tommy Hilfiger, Arrow, Kenneth Cole, Michael Kors-ის მამაკაცის პერანგებს აწარმოებს).
JoS. A. Bank გაურბის ექსპერიმენტებსა და რევოლუციურ სიახლეებს და მუდამ-მოდური-კლასიკის მიმდევარია. იყენებს მაღალი ხარისხის ბამბას, შალს, ტილოს… საუკეთესოა კერვის ხარისხიც. ასეთი ტანსაცმლის ადგილი გარდერობში ყოველთვის მოიძებნება – ამაზეა გათვლილი კომპანიის სტრატეგიაც და ეს სტრატეგია წარმატებულია.
- უნდა ითქვას, რომ 80-იანებში იმიჯის განახლების მცდელობამა და სხვადასხვა ცვლილებებმა, რომლის გატარებასაც კომპანიის მენეჯმენტი ცდილობდა, სრული ფიასკო განიცადა – JoS. A. Bank-მა დაკარგა ტრადიციული კლიენტები და ბანკროტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. კომპანია იხსნა თიმოთი ფინლიმ (Timothy Finley), რომელიც 1990 წელს მიიწვიეს კომპანიის აღმასრულებლად და რომელმაც კომპანია მის ფესვებსა და ტრადიციებს დაუბრუნა (დღეს ფინლი ფეხსაცმლის ცნობილი მწარმოებლის, Bakers Footwear Group, Inc.–ის გენერალური მენეჯერია).
“ბიზნეს უიქის”ამერიკის ყველაზე სწრაფად მზრდ კომპანიათა 100-ეულის, “ფორბსის” ტოპ-500-ეულის, “ინტერნეტ რითეილერ მეგეზინის” საუკეთესო ვებ-მაღაზიათა 25-ეულის წევრ JoS. A. Bank-ს 470 მაღაზია აქვს ამერიკაში და ონლაინშიც ვაჭრობს. როგორც ზემოთაც ვთქვი, JoS. A. Bank ერთ-ერთი საუკეთესო მყიდველზე ორიენტირებული კომპანიაა: სიამოვნებით იღებს არა-ამერიკულ ბარათებს, სწრაფად პასუხობს შეკითხვებს, კლიენტებს სთავაზობს დიდ ფასდაკლებებს, უფასო შიფინგს, სასაჩუქრო ვაუჩერებს და მრავალ სიურპრიზს.
600-დოლარიანი ტყავის ქურთუკი 127 დოლარად? ეს JoS. A. Bank-ია!
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ეგ ტყავის კურტკა მომეწონა… მაგრამ ასე კომპიუტერიდან როგორ ვიყიდო. ზომის ამბავში მეშინია. თან თუ ხელი არ მოვკიდე ეგეც ძნელია. ზოგი უხეში ტყავია და ეგ არ ვიცი როგორია. მე რბილი ტყავის კურტკები მომწონს. 😦
საგონებელში ჩამაგდე რა. 🙂
LikeLike
არასდროს გიყიდია ონლაინ?
მაშინ აქ მიდი http://www.zere.ge 🙂
სხვა კი – უკვე კარგი გამოცდილება მაქვს 2,5 წლის და პრაქტიკულად ზომის პრობლემა არ მქონია. თუ ზუსტად იცი შენი ზომა – პრობლემა არაა. კურტაკებზე ხომ მით უფრო – M ყველგან M და L ყველგან L-ია. კონვერტორიც არ გინდა ამერიკულ-ევროპულ ზომებს შორის.
რაც შეეხება ტიპს – Soft lambskin – ნიშნავს რომ რბილი დამუსავების იქნება 100%. ეს ძალიან კარგი ფირმაა და რასაც წერენ ისაა ზუსტად. მეორეს lambskin უწერია უბრალოდ და ის სავარაუდოდ საშუალოდ რბილი იქნება.
თუ აწერია hard/structured skin – მაშინ მაგარი რომაა ისეთია. მე მაქვს ეგეთი Wrangler კურტკა და 127 ბეეევრად ძვირი მივეცი ჯინსების სამყაროში. 🙂 ასე რომ თუ ყიდვა გინდა – რავი ნაღდად გირჩევ რა მაგ ფასად Jos A Bank-ს.
ახლა მაგ ფირმის სეილსმენეჯერი რომ არ ვარ (სამწუხაროდ) იმედია, გჯერა. 🙂 ასე რომ, სუფთა სინდისით გირჩევ. 😉
LikeLike
ჰო ნუ მაგას კიდევ სეილს ტაქს შეიძლება დაემატოს (გააჩნია გადამზიდავი რა შტატშია) და ტრანსპორტირება დაემატება აშშ შიგნით 7-10 დოლარი (გადამზიდავამდე) და მერე თბილისამდე. თბილისამდე შეიძლება კაი 30-40 ლარიც კი დაემატოს თუ არ გადაფუთავ. ეგ ალბათ გაშლილი სახით – დაკეცვის გარეშე გამოიგზავნება და ზომით დაანგარიშდება… მეც ვიყიდე ადრე ტყავის ჯექეთი და მაქვს გამოცდილება 🙂 იმხელა ყუთით ჩამოვიდა, პალტო მეგონა 🙂 მაგრამ გადაფუთვას ამ შემთხვევაში მაინც არ გირჩევ.
LikeLike
ჰო, ჩვენთან ვაჭრობა არ იციან 🙂 ელოდებიან და ალბათ უმართლებთ კიდეც, თორემ შეცვლიდნენ სტრატეგიას.
მშვენიერი ფასებია.
LikeLike
მადლობა. 🙂
გადავხედავ მაგეებს და თუ რამე კითხვა მექნა, შეგეკითხები კიდევ?
LikeLike
ოკ.
ისე, ეგ ფასდკლება მორჩა. ახლა სხვა დაიწყო – ყოველი მეორე შენაძენი 1 დოლარად. 😉
ჩემი რჩევა – დარეგისტრირდი მაგათთან და მონიშნე რომ სეილსდეპის წერილები მოგივიდეს – სულ არის რაღაც კარგი აქცია და ასე არ გამოგეპარება.
LikeLike
300 დოლარიო ის კურტკა 😦
რა იყო ეს ერთსაათაინი ფასდაკლება????
LikeLike
არა 🙂 ორშაბათს დამთავრდა უბრალოდ.
დარეგისტრირდი და კიდევ რომ იქნება მეილს გამოგიგზავნიან და დროზე გაიგებ. 🙂
LikeLike
აბა გოგოებს კი არ გაგვანებივრბენ ეგრე
რა მაგარი პალტოები აქვთ ❤
LikeLike
იქნება რამე ეგეთი.
ქალის ბრენდებში კარგად დაძებნა უნდა. 🙂
ეგ შენი სფერო უფროა და თაა-სი.
ჰო…
მე BB უფრო მიყვარს, მაგრამ ზოგადად კარგი ფირმაა ძაან და ამხელა ფასდაკლებები მე სხვასთან არ მინახავს.
LikeLike
600 დოლარიანი ტყავის კურტკა ძვირია. 127 კარგი ფასია.
LikeLike
100 დოლარი – თავისი ფასი.
200 დოლარი – რადგან მაღალი ხარისხის ავსტრალიული ან ახალზელანდიური ცხვრის ტყავია.
100 დოლარი რადგან კარგი შეკერილია, მაღალი ხარისხის ძაფით, არ მოირღვევა და ფორმას შეინარჩუნებს დიდხანს.
100 დოლარი რახან მაღალი ხარისხის საღებავითაა დამუშავებული, არ გადავა, არ გახუნდება და თავდაპირველ ფერს შეინარჩუნებს დიდხანს.
200 დოლარი რახან კარგი და ცნობილი ფირმისაა.
სულ: 700 დოლარი.
100 დოლარს ფირმა ფასდაკლებას გიკეთებს და 600 დოლარად ყიდის.
🙂
LikeLike
აი ბიზნესი მესმის… ეგეთი მარკეტოლოგი ჩვენთანაც რომ იყოს კარგი იქნება : )
LikeLike