რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ

ამბოხის თეორია

ჯონი ოქროს ბიჭუნა იყო. პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა, უიქ-ენდებზე გოლფს თამაშობდა, მამის იურიდიულ ფირმაში მუშაობის დასაწყებად ემზადებოდა და კოლეჯის გამოსაშვები საღამოს დედოფალზე აპირებდა დაქორწინებას… მანამ კი დეიდა ესთერის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო.
დეიდა ესთერს განსვენებულმა მეუღლემ სამი ქარხანა, ორი იახტა და პატარა კუნძული დაუტოვა სადღაც წყნარ ოკეანეში. დეიდა ესთერს შვილები არ ჰყავდა და სურდა, თავის მემკვიდრედ ჯონი გამოეცხადებინა.

Lacosteჯონი წვერის გასაპარსად მოემზადა, მაგრამ გადაიფიქრა – თეთრი პერანგი მოიცვა, ჰალსტუხი გაიკეთა, წინდაწინ მომზადებულ, კლასიკურ შავ კოსტიუმში გამოეწყო… შემდეგ უჯრიდან “ლაკოსტის” საყვარელი პოლო გამოიღო, ზედ პიჯაკზე გადაიცვა და ასე გამოწყობილი წავიდა დეიდა ესთერის წვეულებაზე.

ასე დაიწყო ფრეფი-რევოლუცია – სნობების ამბოხი სნობების წინააღმდეგ. 🙂

ფრეფი (Preppy, მიახლოებითი თარგმანია – ელეგანტური) – ესაა პრესტიჟული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მოსწავლე-სტუდენტთა კრებითი სახელი, რომლიც დღეს ამ ფენის გემოვნების, ჩაცმის სტილის, სუბ-კულტურის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა. ფრეფი-ბრენდები ესაა “ლაკოსტ”, “პოლო”- რალფ ლორენ, “ბრუქს ბრაზერს”, “ლილი ფულიცერ” (Lilly Pulitzer), “ვინიარდ ვაინს” (Vineyard Vines) და კიდევ სხვა…

მამებს – სმოკინგები, შვილებს – ბლეიზერები.

მამებს – კოსტიუმები, შვილებს – სპორტული პიჯაკები.

მამებს პიჯაკები, შვილებს – ფერადი პოლოები და ბოუთ-შუზები წინდების გარეშე.

მამებს – ბაფთები, შვილებს – ფერად-ფერადი ჰალსტუხები.

მამებს – ფლანელი, შვილებს – ხაკი.

ყველაზე დიდ სისულელეებს ადამიანები ბრძნული იერით სჩადიან ხოლმე, გაიღიმეთ, მეგობრებო, გაიღიმეთ! – ასე ამბობს ბარონი მიუნჰაუზენი  ცნობილ ფილმში.VV-Fans

და ფირმებიც, იქნებ – ქვეცნობიერად, მაგრამ არაშემთხვევით შეირჩა: უმრავლეს ფრეფი-ფირმას არაჩვეულებრივად ხალისიანი და ღიმილიანი ლოგო აქვთ – მწვანე ნიანგი (“ლაკოსტ”), ვარდისფერი ვეშაპი (“ვინიარდ ვაინსი”), მწვანე პალმა (“ლილი ფულიცერი”)…

  • სხვათა შორის, ეს არამხოლოდ “არასერიოზული” ლოგოებია, ეს პირველი ლოგოებია, რომლებიც სამოსს არა შიგნიდან, არამედ გამოსაჩენ ადგილას ამშვენებს (ამათგან პირველი პერანგის ზედაპირზე “ლაკოსტის” ნიანგი გამოძვრა).

ეს ფრეფი-რევოლუციაა. ფრეფი ისეთივე ამბოხია, როგორიც, ვთქვათ, ჰიპი, მაგრამ – განსხვავებული. რა თქმა უნდა, ფრეფი-ბრენდები იაფი არაა, მაგრამ ვინ თქვა, რომ თუ გონებაგახსნილი და თავისუფალი ხარ, ბრენდებს უნდა გაურბოდე? ტანს თვეში ერთხელ (ან ეგეც არა) იბანდე, დეოდორანტებს არ ხმარობდე და ნესტოებიდან ბეწვები გიჩანდეს? 🙂 ვინ თქვა, რომ თუ ლიბერალი ხარ, გემოვნება არ უნდა გქონდეს? 🙂

უდავოა, რომ ფრეფი ბაზისურ ფასეულობებს ეფუძნება, მაგრამ მათ ახლებურ გააზრებას გვთავაზობს.

ფერადი, ხალისიანი, თავისუფალი და სადა – ესაა ფრეფი. ესაა, რაც მე მიყვარს ფრეფიში.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

თემის ირგვლივ:
ჰენრი ფორდი და ქართველები
ჩამოლაბორანტებული ბიზნეს-სტილი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ”

  1. დეიდა ესთერს განსვენებულმა მეუღლემ სამი ქარხანა, ორი იახტა და პატარა კუნძული დაუტოვა სადღაც წყნარ ოკეანეში.

    I’m in Love with Deida Ester 😦 😦 😦
    ehh rogor umartlebt vigac deidebs

    Like

    1. ლაკოსტი.
      ფრანგულად ეგ გვარი არის ლაკოსტ. ქართულში სახელობით ბრუნვაში ვსვამთ და გამოდის ლაკოსტ-ი. შესაბამისად ლაკოსტ-ს, ლაკოსტ-ის და etc. 🙂

      ჰო… ლაკოსტა უფრო მაგრად ჟღერს, მაგრამ ასეთია ჭეშმარიტება. 🙂

      Like

  2. მიყვარს ჩემი ლაკოსტები და პოლოები 🙂 იმიტომ, რომ
    ამ ყველაფრის – “ფერადი, ხალისიანი, თავისუფალი და სადა” ფონზე სისადავეს ინარჩუნებს.

    პ.ს. რამოდენიმე კვირაა ვტკბები ლაკოსტას ახალი ფეხსაცმლით 🙂

    Like

  3. თბილისშიც იყო ლაკოსტა და დახურეს. შენ გეცოდინება, ლორდ, ორიგინალ პროდუქტს ყიდდნენ? მძიმე ფასები კი ჰქონდათ და…

    Like

    1. კი.
      და ეგ მაღაზია რომ დაიკეტა, მერე ვდურთე მე ონლაინ-შოფინგში თავი 🙂

      კი ორიგინალი იყო. ლეგალური ფრანჩიზა იყო.
      ფასებიც… ნუ ის ფასები ქონდათ რაც არის ზოგადად. იმ სარეკომენდაციო ფასნამატით, რაც არის კომპანიისგან.
      ამერიკისა ყველაზე იაფია, სადრაც 25% უფრო იაფია ევროპულზე. ჩვენებს ის ფასები ქონდათ, რაც ზოგადადაა ევროპაში.
      იგივე თურქეთშიც ძვირია…
      მაგრამ ძალიან კარგია :):)

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: