Letter to him by ნინა

Letterამასწინათ ლორდი ვნახე. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ეცვა და ბედნიერი ჩანდა. მინდოდა მისთვის ცოტათი ხასიათი გამეფუჭებინა და ხახვის ფრანგულ სუპზე დავუწყე საუბარი. მისთვის განწყობის გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა, ამიტომ მაშინვე ცხვირი არ ჩამოუშვია და მოხერხებულად გადაიტანა საუბრის თემა პრაღაზე. ხახვის სუპი სრულიად დამავიწყდა (მითუმეტეს, რომ არც მე მიყვარს და თანაც ჩემი კულინარიული ფიასკოების სიას უდგას სათავეში), ამიტომ სიამოვნებით დავიწყე იმის მოსმენა, რომ პრაღა პარიზის შემდეგ ყველაზე ლამაზი ქალაქია, როცა ჩახვალ, აუცილებლად უნდა გასინჯო კნედლიკები და როგორ აღმოაჩინეს ჩეხებმა მეთერთმეტე საუკუნის თავიანთი ხელნაწერი, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ მონასტერში დაამზადეს ლუდი, როგორ გასინჯეს და როგორ მოეწონათ. ამაზე ბევრი ვიცინეთ, შემდეგ ლორდს ლუდის დალევა მოუნდა და სადღაც წასვლა შემომთავაზა, სადაც კარგ ლუდს ჰყიდიდნენ. მე გავჯიუტდი, საუბრები ჩეხეთზე ერთი საქმეა და მე ლორენზანზე ამერიკანოს მიყოლება მირჩევნია-მეთქი და ანტრეში ძალით წაყვანა დავუპირე. ამის გამო ლორდი წყენისგან გაფითრდა, თმა დაუხუჭუჭდა და Rag&Bone-ის ბიჭუნას დაემსგავსა. მე აღარ დაველოდე, როდის დაემსგავსებოდა მარტინ კონს და გავიღვიძე.

R&B2011 წლის გაზაფხულის კაცზე, ანუ როგორსაც მომავალ სეზონზე გვთავაზობენ დიზაინერები, არაერთგვაროვანი შეხედულება გამაჩნია. რალფ ლორენის კონსერვატორი კაცის დანახვაზე მთქნარება მიტყდება, იგივე მემართება ბარბერის ბაიკერზე, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სტილი უკვე მოსაწყენი ხდება, აქნეს განიერტოტებიან ჯინსში გამოწყობილ მამრზე ნერვიულობისგან თვალების ხამხამს ვიწყებ, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ემოციას მაშინ განვიცდი, როდესაც კაცის ტანზე იმ ფერებს და ფორმებს ვხედავ, რომლებიც ჩემთვისაც ზედმეტად ნაზად მიმაჩნია. საქმე კონსერვატიზმში არ არის, უბრალოდ игры в переодевание მაშინ მომწონს, როდესაც მე შემიძლია კაცის თეთრ პერანგთან ექსპერიმენტები ვატარო ან მისი პიჯაკი მოვიცვა იმ შემთხვევაში, თუ რემპლინგის დომინანტურ სტილში გადავწყვიტე გართობა. წლევანდელ მოდას ანდროგენულიც აღარ ჰქვია, ალბათ ამიტომ იყო, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა მამრს სიზმარში ომი გამოუცხადა და ეს მამრი ჩვენი ლორდი აღმოჩნდა. თუმცა სანამ მე და ჩემი სქესის სხვა წარმომადგენლები საკუთარი ტერიტორიის (თუ გარდერობის) დაცვაზე ვფიქრობთ, კაცებსაც არ აწყენთ იმაზე ფიქრი, რისი აღება იქნება რეზონს მოკლებული ჩვენი ნივთებიდან. ჩემი მასპინძლის საყვარელ ესქუაიერში ახლახანს ვნახე სტატია What Women Really Want You to Wear… and Then Steal It და ის ამ პოსტის შთაგონების წყარო გახდა. რამდენად გაიზიარებთ ჩემს აზრს ამ თემაზე, თქვენი საქმეა, ეს უბრალოდ აზრია და არა ინსტრუქცია:

This-is-Ninas

  • ნუ ახლებთ ხელს ჩემს ყვავილებით მოჩითულ პერანგებს. მე ისინი ძალიან მიხდება, რადგან მათში უფრო ნაზი, უფრო ჰაეროვანი ვხდები, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენს ტანზე აღმოჩნდება, ზომაშიც გადიდდება და მე ვეღარ მოვიხდენ. (და ნუ გახდებით ისეთი დისტროფიულები, რომ ჩემი ყვავილიან-პრინტიანი მაისურები ჩაგეტიოთ).
  • ჩემი სქესის წარმომადგენლებისთვის სასიამოვნო იქნება ისიც, თუ თქვენი თმა არ იქნება იმაზე გრძელი და რაც მთავარია, უფრო მოვლილი, ვიდრე საშუალო მონაცემებით, ჩვენი თმაა. გაიზარდეთ, მაგრამ ნუ ჩამოისწორებთ სტილისტთან, ნუ შეუშინდებით bad hair day-ს, რადგან თქვენი სქესისთვის დამახასიათებელი დაუდევრობა ჩვენთვის მიმზიდველია.
  • ჰილფიგერმა და ფორდმა კაცებს წინდები გახადეს და კლასიკური სტილის ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე ჩააცვეს. ეს თქვენთვის არამომგებიანია, რადგან ძალიან დაღლილსაც კი აღარ გექნებათ შემდეგი ფრაზის თქმის საბაბი: „წინდა გამხადე, ქალო!“
  • მიუხედავად ქართული, ეროვნული ფასეულობებისა, ნუ შეუშინდებით ჩაიცვათ მხიარულ ფერებში – ეს არ ნიშნავს არამამაკაცურობას. წლევანდელი სეზონის მოდა ალბათ ყველაზე ნათელი და თამამია ამ მხრივ, თუმცა თქვენს ადგილზე მაინც დავფიქრდებოდი, სანამ მბზინავ ფოსფორისფერ ფეხსაცმელს ან კაშკაშა ჟოლოსფერ ჩანთას შევიძენდე. Be light, but not that freakingly bright! თუმცა სიმუქის მოყვარულებისთვისაც კარგი ამბავი მაქვს – სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო, დიორის კოლექციაში, ძირითადად, შავი ფერი დომინირებდა.
  • გაანეიტრალეთ უზრუნველი, დედიკოს ბიჭის ლუქი მკვეთრად მამაკაცური არომატებით, მაგალითად, ისეთებით, როგორიცაა: YSL – La nuit de l’Homme, Issey Miyake – Noir Absolu L’eau d’Issey pour homme, Narciso Rodriguez – For Him Musk.
  • შანელის სახლმა კაცებს კიდევ ერთი რამ უკარნახა გასპარ ულიელის პირით – იყავით სპონტანურები და არაპროგნოზირებადი. I am not going to be the person I am expected to be anymore – ეს ფრაზა, ალბათ, ამ წელსაც გაჰყვება, სუნამოზე კი (Bleu de Chanel) ისეთს ვერაფერს გეტყვით, ერთ-ერთ მორიგ სასიამოვნო არომატად მომეჩვენა ხასიათის გარეშე. ვიცი, რომ იცით ნინა გორეცკის არომამანიაზე, ამიტომ სუნამოებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ერთი სასიამოვნო ამბით დავასრულებ ჩემს ვიზიტს მის აღმატებულებასთან: 2011 წელს წერტილი G-ის ძებნა აღარც მოდურია და აღარც აქტუალური, რადგან, როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ის, უბრალოდ, არ არსებობს. ახალ ტენდენციას ისევ ესქუაიერში გავეცანი. მინიშნება: Cul-de-sac. შემდეგი გაჩერება: Google.

Creative Commons License© Nina Freya Gorecki for Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___

კომენტარი ბლოგის ავტორის პრივილეგიით:

თქვენ ახლახანს წაიკითხეთ მეორე გესთ-პოსტი ჩემს ბლოგზე, რომელიც ჩემსა და პოსტის ავტორს, ნინას შორის დაძაბული 3 თვიანი (სადღესაწაულო დღეების გამოკლებით) მოლაპარაკებების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილფინგერი პიჟონი მგონია (დიზაინერი, რომლის გვარსაც Vogue-ც კი შეცდომით წერს :)) და ისე მიაკე ისე რა მიყვარს, შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა. იმდენად კარგი, რომ ვკითხულობდი მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, დამბურძგლა… მინდოდა თავზე თმებიც დამხუჭუჭებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა (ვინც მიცნობს, იცის, რატომაც :)).

LV

Advertisements

23 thoughts on “Letter to him by ნინა

  1. კონსტრუქციული კრიტიკა – რის გამოც მიყვარხარ

    მაგრამ ეს სამთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები რა იყო? :დ იტყუება ხალხო, ერთი თვის წინ მითხრა, შვებულებაში სანამ გავიდოდა :მესიჯი არ დამასქრინშოთებინო: :))))

    Like

  2. lord, Tmebi gaqvs? :))
    nina arc minaxavs avtori stilze mivxvdi vin werda.მიუხედევაად იმისა რომ ძირითადად მკიდია მოდური ტრენდები მაინც სიამოვნებით გკითხულობთ

    Like

    • ოლღა ბებიას პასუხი იცი? 🙂

      მიუხედევაად იმისა რომ ძირითადად მკიდია მოდური ტრენდები მაინც სიამოვნებით გკითხულობთ

      თუ მაგ თ-ში მეც გავდივარ, კატეგორიულად არ ვწერ მოდურ ტრენდებზე. 🙂 მე ვწერ უკვდავ და მარადიულ ურბანულ ლეგენდებზე.

      რა ლათინურ-ქართულადა წერ. მაუსი მართავს Alt-Shift-ს? 🙂

      Like

  3. ვაუ სტილზე მცნობენ :)))

    მადლობა კარგი შეფასებებისთვის 🙂

    ლორდ, მას ვისაც მოდური ტრენდები კიდია, ლეგენდები და ისტორიები ხო სულ კიდია და კიდია :D:D

    Like

  4. სპონტანურ და არაპროგნოზირებად კაცს რა ჯობია 2011 წლის გაზაფხულზეც და მთელი წელიც 🙂
    აქ ხშირად წერენ ქალებზე კაცების თვალით და ეს განსხვავებული და კარგი პოსტი იყო. 🙂

    Like

  5. კარგი წამოწყებაა. შესავალი მომეწონა – ამის გამო ლორდი წყენისგან გაფითრდა, თმა დაუხუჭუჭდა და Rag&Bone-ის ბიჭუნას დაემსგავსა :)))

    პ.ს.მალე ჩემთანაც იხილავთ გესტ პოსტებს :))

    Like

  6. მეორე ბლოგზე კომენტარს რატომ ვერ ვწერ? კომენტარების ფანჯარა გაქრა და ბლოგზე რეგისტრაციას მთხოვს.
    აი, რუსთავი ორზე რომ პოსტი გაქვს, იმაზე გეკითხები.

    Like

  7. აუ ძალიან გემრიელი პოსტია, დახვეწილი. 🙂 + იუმორი 🙂 პუნქტებში ვეთანხმები სრულიად, ოღონდ მე ძაან მომწონს შიშველ ფეხზე ფეხსაცმელი, კაცზეც და ქალზეც. ნუ რამდენად ჰიგიენურია და ნასკის გახდის მოთხოვნის შესაძლებლობაზე მორგებული ახლა ეგ სხვა საკითხია, მარა ვიზუალურად სუპერ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s