წერილები თოვლის ბაბუას

საყვარელო თოვლის ბაბუ,

წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.

მიყვარხარ ნიკა

ჩემო ნიკა,

რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.

წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.

შენი თოვლის ბაბუა

***

საყვარელო თოვლის ბაბუა,

გთხოვ, მთელს დედამიწაზე მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს. სხვა არაფერი მინდა.

შენი ნინო

ნინო,

ერთი შენს მშობლებს კითხე, რას ეწეოდნენ ეგეთს, შენ რომ დაიბადე?

აუცილებლად მომწერე.

შენი თოვლის ბაბუა

***

თოვლის ბაბუ,

უკვე მეოთხედ გწერ, რომ საჩუქრად სახანძრო მანქანა მინდა. წითელი. საყვირით და გრძელი კიბით. წელს მაინც ამისრულე! ძალიან მჭირდება!

გიო

ჩემო გიო,

შენი წერილი მივიღე.

წელს შენს სხვენში კოხტა კოცონს გავაჩაღებ.

გპირდები, ერთბაშად იმდენი სახანძრო მანქანა მოგადგება საყვირითა და კიბით, რომ წინა წლების დანაკლისსაც აგინაზღაურებ.

მარად შენი თოვლის ბაბუა

***

საყვარელო თოვლის ბაბუ,

მინდა, რომ მამა და დედა შერიგდნენ და გაისად ნუღარ იჩხუბებენ.

ძალიან გთხოვ!

მაიკო

ჩემო კარგო მაიკო,

ვწუხვარ, მაგრამ, თუ მამაშენი თქვენს მეზობელთან ჟიმაობას თავს არ დაანებებს, ვერაფერს დაგპირდები.

ისე კი, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, სჯობს, დედას ურჩიო, კიბიდან დააგოროს.

შენ კი საჩუქრად ბარბის თოჯინას მოგიტან.

თოვლის ბაბუა

***

თოვლის პაპა,

ბუხართან დოქი რძე და კალათით პეჩენია მოგიმზადე. შენი ირმებისთვის კი სტაფილო.

ნელიკო

ნელიკო,

რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შენი რძე და ნამცხვარი მასუქებს, ირმებს კი სტაფილოსგან გაზები აწუხებთ.

ნუთუ ასე ძნელია, გაიგო, რომ მამაშენის განჯინიდან ერთი ბოთლი Johnnie Walker და შოკოლად Toblerone-ის ორი ფილა დამიტოვო?

შენი მისამართი ამოვშალე. წელს ნუღარ მელი.

თოვლის ბაბუა

***

თოვლის ბაბუ,

რა კარგი ხარ. მთელი წელი ჩვენთვის სათამაშოებს ამზადებ, რომ სურვილები აგვისრულო.

ძალიან მიყვარხარ!

რომ გავიზრდები, აუცილებლად გეწვევი ჩრდილოეთ პოლუსზე და სამზადისში მოგეხმარები.

იკა

ჩემო იკა,

შენი დახმარება არ მჭირდება.

დროა, იცოდე, რომ კარგა ხანია, ყველა სათამაშოს ჩინეთში ამზადებენ.

მე კი მთელს წელს ლას ვეგასში ვატარებ. კოქტეილებს ვსვამ, ოფიციანტებს ვჟიმავ და ბლექ ჯექს ვთამაშობ.

სიმართლე თუ გინდა, ესაა.

შენი თოვლის ბაბუა

***

თოვლის პაპა,

ჩვენს სახლს ბუხარი რომ არ აქვს, როგორ მომიტან საჩუქრებს?

დათუჩა

დათო,

ჯერ ერთი, დედაშენს უთხარი, დათუჩას ნუ გეძახის, ამიტომაა რომ სკოლაში ყველა შენ დაგცინის და გიტყაპუნებს.

მეორეც, ბუხარი არ მჭირდება და რომც მჭირდებოდეს, წელს შენთან მოსვლას მაინც არ ვაპირებ. შენმა მშობლებმა არაფერი გიყიდეს და მოსატანიც არაფერი მაქვს.

მაგრამ დილით რომ გაიღვიძებ, ბალიშის ქვეშ ბებიაშენის მოქსოვილი წინდები დაგხვდება. წელს მაგით დაკმაყოფილდი.

თოვლის ბაბუა

***

ბიჭებო და გოგონებო, დაიხსომეთ, სულ უსაჩუქროდ არვინ დარჩება. ყველაზე დიდი ონავარიც კი!

santa-poo
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Jokes2Go.com

66 thoughts on “წერილები თოვლის ბაბუას

    • თოვლის ბაბუ გამარჯობა მე ვარ ქრისტი მე მინდა მომიტანო სამსუნგი 3 და კატა ან ძაღლი რომელსაც ინებებ თუ ამას მომიტან აღარ მოგთხოვ მომავალ წელს არაფერა მართლა გეუბნები ქრისტი თედორაძე

      Like

  1. საყვარელო თოვლისბაბუ მსურსმმიტანო აიონი და ჩემს დას მოუტანო ელზას თოჯინა გვიყვარხართ ოჯახს

    Like

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: QRISTI კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.