წერილები თოვლის ბაბუას

საყვარელო თოვლის ბაბუ,

წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.

მიყვარხარ ნიკა

ჩემო ნიკა,

რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.

წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.

შენი თოვლის ბაბუა

***

საყვარელო თოვლის ბაბუა,

გთხოვ, მთელს დედამიწაზე მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს. სხვა არაფერი მინდა.

შენი ნინო

ნინო,

ერთი შენს მშობლებს კითხე, რას ეწეოდნენ ეგეთს, შენ რომ დაიბადე?

აუცილებლად მომწერე.

შენი თოვლის ბაბუა

***

თოვლის ბაბუ,

უკვე მეოთხედ გწერ, რომ საჩუქრად სახანძრო მანქანა მინდა. წითელი. საყვირით და გრძელი კიბით. წელს მაინც ამისრულე! ძალიან მჭირდება!

გიო

ჩემო გიო,

შენი წერილი მივიღე.

წელს შენს სხვენში კოხტა კოცონს გავაჩაღებ.

გპირდები, ერთბაშად იმდენი სახანძრო მანქანა მოგადგება საყვირითა და კიბით, რომ წინა წლების დანაკლისსაც აგინაზღაურებ.

მარად შენი თოვლის ბაბუა

***

საყვარელო თოვლის ბაბუ,

მინდა, რომ მამა და დედა შერიგდნენ და გაისად ნუღარ იჩხუბებენ.

ძალიან გთხოვ!

მაიკო

ჩემო კარგო მაიკო,

ვწუხვარ, მაგრამ, თუ მამაშენი თქვენს მეზობელთან ჟიმაობას თავს არ დაანებებს, ვერაფერს დაგპირდები.

ისე კი, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, სჯობს, დედას ურჩიო, კიბიდან დააგოროს.

შენ კი საჩუქრად ბარბის თოჯინას მოგიტან.

თოვლის ბაბუა

***

თოვლის პაპა,

ბუხართან დოქი რძე და კალათით პეჩენია მოგიმზადე. შენი ირმებისთვის კი სტაფილო.

ნელიკო

ნელიკო,

რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შენი რძე და ნამცხვარი მასუქებს, ირმებს კი სტაფილოსგან გაზები აწუხებთ.

ნუთუ ასე ძნელია, გაიგო, რომ მამაშენის განჯინიდან ერთი ბოთლი Johnnie Walker და შოკოლად Toblerone-ის ორი ფილა დამიტოვო?

შენი მისამართი ამოვშალე. წელს ნუღარ მელი.

თოვლის ბაბუა

***

თოვლის ბაბუ,

რა კარგი ხარ. მთელი წელი ჩვენთვის სათამაშოებს ამზადებ, რომ სურვილები აგვისრულო.

ძალიან მიყვარხარ!

რომ გავიზრდები, აუცილებლად გეწვევი ჩრდილოეთ პოლუსზე და სამზადისში მოგეხმარები.

იკა

ჩემო იკა,

შენი დახმარება არ მჭირდება.

დროა, იცოდე, რომ კარგა ხანია, ყველა სათამაშოს ჩინეთში ამზადებენ.

მე კი მთელს წელს ლას ვეგასში ვატარებ. კოქტეილებს ვსვამ, ოფიციანტებს ვჟიმავ და ბლექ ჯექს ვთამაშობ.

სიმართლე თუ გინდა, ესაა.

შენი თოვლის ბაბუა

***

თოვლის პაპა,

ჩვენს სახლს ბუხარი რომ არ აქვს, როგორ მომიტან საჩუქრებს?

დათუჩა

დათო,

ჯერ ერთი, დედაშენს უთხარი, დათუჩას ნუ გეძახის, ამიტომაა რომ სკოლაში ყველა შენ დაგცინის და გიტყაპუნებს.

მეორეც, ბუხარი არ მჭირდება და რომც მჭირდებოდეს, წელს შენთან მოსვლას მაინც არ ვაპირებ. შენმა მშობლებმა არაფერი გიყიდეს და მოსატანიც არაფერი მაქვს.

მაგრამ დილით რომ გაიღვიძებ, ბალიშის ქვეშ ბებიაშენის მოქსოვილი წინდები დაგხვდება. წელს მაგით დაკმაყოფილდი.

თოვლის ბაბუა

***

ბიჭებო და გოგონებო, დაიხსომეთ, სულ უსაჩუქროდ არვინ დარჩება. ყველაზე დიდი ონავარიც კი!

santa-poo
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Jokes2Go.com

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

83 thoughts on “წერილები თოვლის ბაბუას”

    1. გამარჯობა თოვლის პაპა.მინდა მქონდეს დიდი კომპიუტერი და მიყვარს ტკბილეულობები განსაკუთრებით ტორტი, მადლობააა და გელოდებით მთელი გულით.

      Like

    1. თოვლის ბაბუ გამარჯობა მე ვარ ქრისტი მე მინდა მომიტანო სამსუნგი 3 და კატა ან ძაღლი რომელსაც ინებებ თუ ამას მომიტან აღარ მოგთხოვ მომავალ წელს არაფერა მართლა გეუბნები ქრისტი თედორაძე

      Like

  1. საყვარელო თოვლისბაბუ მსურსმმიტანო აიონი და ჩემს დას მოუტანო ელზას თოჯინა გვიყვარხართ ოჯახს

    Like

  2. გამარჯობა საყვარელო თოვლი ბაბუ მე ძალიან მიყვარხარ და მე ძალინ ველოდები ახალ წელს, რომ მე მაჩუქონ საჩუქრები და ერთი სურვილი მაქვს! აიფონ 11 პრო მაქს 3 ცალი დედაჩემსაც ძალიან უნდა და მამაჩემსაც მეც ძალინ მინა აიფონ 11 და მინდა მათაც სურპრიზი გავუკეთო და თუ შეგიძლია მაჩუქოთ ძალიან მიყვარხართ ❤️ და გელი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️😃😃

    Like

  3. გამარჯობა თოვლის ბაბუ მე დემეტრე ვარ და ძალიან გთხოვ ტელეფონს
    REDMI NOTE 8 pro უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა ძალიან გთხოვ

    Like

  4. გამარჯობა,თოვლის ბაბუ,მე ძალიან მინდა iphone 12 ამას უკვე დიდი ხანია გთხოვ, ძალიან გთხოვ, იმედი მაქვს ეხლა მაინც ამისრულებ. და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, მე კიდევ ძალიან მინდა პატარა ლეკვი ჭიქებში რომ ეტევა.ძალიან გთხოვ ამისრულე.

    Like

  5. გამარჯობა საყვარელო თოვლის ბაბუა სამწუხაროა რომ მე ცუდად ვიქცეოდი მინდა შემდეგ ახალ წელს საჩუქარი აიფონ 12 – მაგრამ არ ვიცი რა ვქნა

    Like

  6. გამარჯობა საყვარელო თოვლი ბაბუ მე და ჩემი ძმა ანდრია ცუდათ ვიქცეოდით მაგრა მომავალ წელს კარგად მოვიქცევით ამიტომ გთხოვ გაითვალისწინო და მომიტანოთ წიგნი რომელიც გოგოების შესახებ არის და ყელსაბამი და სამაჯური ჩემს ძმას უნდა ფლეისთეიშენი და წიგნი და თუ არ არი მაშინ წიგნი მაინც /.

    Like

  7. ძვირფასო თოვლის ბაბუ გილოცავ ახალწელს ძალიან მიყვარხარ მე დაგვიანებით გეუბნები ჩემს სურვილს რადგან კორონა ვირუსი გვაქვს მე და ჩემს ოჯახს ახალი წელი ​სასტუმროში გავატარე არც ნაზვის ხე მქონდა და არც ბუხარი რომ მოსულიყავი ეხლაც იქ ვარ დედამ მითხრა რომ აქაც შემეძლო წერილის მოწერა ამიტომ ეხლა გთხოვ მინდა სამზარეულოს ნაკრები და საბავშვო მიკროფონი და წიგნები მე ნინო გოხიძე 7 წლის და მყავს პატარა ძმა 4 წლისაა მათე ჯერ ასოები არ იცის და ვერ წერს ამიტომ მის სურვილს მე გეტყვი მათეს პატარა მანქანების ნაკრები უნდა და რობოტები ეხლა სასტუმრო სასტუმროში ვარ ბათუმში
    მე მჯერა შენი თუ ძვირია არ მიდა. მიყვარხარ სანტა

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: