არ ვიცი, ქართველ ბლოგერთა საშუალო ასაკი რამდენია (ჰა-ჰა 23 იყოს – ჩვენი ბლოგოსფერო ხომ ჯერ მაინც ძალიან ნორჩია) აი, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი კი ცნობილია – ესაა ბრაზილიელი ბერნარდო ლაპალო (Bernando LaPallo), რომელიც (ყურადღება!) 1901 წლის 17 აგვისტოს დაიბადა და, სხვა სურვილებზე რა მოგახსენოთ და, პოსტვის სურვილი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს… თუმცა, 109 წლის ასაკშიც ის იმდენად მხნედ გამოიყურება (ფოტო 1 წლის წინაა გადაღებული), რომ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც რჩება დრო.
ლაპალოს თავდაპირველი გატაცება კულინარია იყო. 1928 წელს მან პარიზის სორბონის უნივერსიტეტს მიაშურა და კულინარიის ხელოვნებას იქ დაეუფლა. ასაკის მოძალებასთან ერთად, ის ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების კვლევით დაინტერესდა, ნიუ იორქის უნივერსიტეტში პოდიატრია და რეფლექსოლოგია შეისწავლა (73 წლის ასაკში) და საკუთარი კლინიკაც დააფუძნა, სადაც სახსრების დაავადებებს მკურნალობდა.
ამჟამად უკვე პენსიაშია, არიზონაში ცხოვრობს, ლექციებს კითხულობს, წიგნებს წერს და ბლოგერობს.
მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო და ყველა ქართველ ბლოგერს კი – მისი ასაკისა მოიყარენით!
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
http://agelesslivemorestore.com/
P.S.
ისე, მე ბერნარდო ლაპალოს ასაკამდე ჯერ ბევრი მიკლია და ვერც ვერასდროს მივაღწევ, მაგრამ ხანგრძლივი სიცოცხლის რეცეპტი მეც გავთქვი:
სიცოცხლის ელექსირი: როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
რა საყვარელი კაცია! კარგი ქენი რომ გაგვაცანი ;)))
LikeLike
მე ბერნარდო ლაპალოს ასაკამდე ჯერ ბევრი მიკლია და ვერც ვერასდროს მივაღწევ,
vitom ratom?
73 wlis iubileze beilisian yavaze dagpatijeb
da shen gemrieli sigarebi gamoakole xels 😀
LikeLike
ვისი 73? შენი თუ ჩემი? 🙂
LikeLike
wow ყოჩაღ ბაბუ!
LikeLike
cool
LikeLike
საღოოლ , სად შემიძლია მე 109 კი არა ნეტა 70 მიმაღწევინა :დდ
LikeLike