ალესანდრო ჩელაი (Alessandro Cellai) ტოსკანიელია. უყვარს ფერარი, ჯანფრანკო ფერეს კოსტიუმები, ბრაჩოლე (ძროხის ხორცის კერძია), ფეხბურთი, უმბერტო ეკო… მაგრამ ყველაფერს მაინც ღვინო და ქალები ურჩევნია.
ღვინო და ქალები. ქალები და ღვინო.
ყოველგვარი დუდუკის გარეშე. 🙂
ამიტომ, ჩელაის ღვინოების 2011 წლის კალენდრის გამოშვება რომ გადაწყვიტა, თემატიკაზე დიდხანს არ უმტვრევია თავი.
როგორც ხედავთ, ღვინოების სახელწოდებათა გვერდით იტალიელი დიზაინერების სახელები სჭარბობს. ეს არაა შემთხვევითი – ეტიკეტების დიზაინზე სწორედ მათ იზრუნეს. დიზაინერთა და მოდის სახლთა დასახელებებს უჩემოდაც კარგად ხედავთ, თუმცა, ჯანფრანკო ფერეს, დონატელა ვერსაჩეს, ანა მოლინარის, ალბერტა ფერეტის გვერდით ახალგაზრდა იტალიელი დიზაინერის კაროლინა მარენგოს სახელიც არ გამოგრჩეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ის 2008 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა კოლექციით ბრენდისთვის Kisa, ხოლო Kisa-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, მაია თარხან მოურავია.
ჩელაი ძირძველ მეღვინეთა კასტას არ განეკუთვნება – ის ახლა წერს ჩელაის ღვინოების ისტორიას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბიძამისი ვაზის ნაჟურის დიდი მცოდნე და დამფასებელი ყოფილა. ეკლესიის მოძღვარს ეჭვი არასდროს შეპარვია, რომ ღვინო ჭეშმარიტად ღვთიური სასმელია და, თუკი სხვა იტალიელი მშობლები პატარებს ჩიპოლინოსა და ჯელსომინოს თავგადასავლებს უკითხავდნენ, ჩელაი-უფროსი ძმიშვილს ამათუიმ ღვინის შექმნის ლეგენდებს უყვებოდა.
ალესანდრო ჩელაიმ ბიძის გატაცება თავის პროფესიად აქცია და ერთობ წარმატებულადაც – ამჟამად ის იტალიური კომპანიის Castellare di Castellina-ს მთავარი ენოლოგი და მისი შვილობილი კომპანიის Rocca di Frassinello-ს გენერალური მენეჯერია.
იტალიელებისთვის ღვინო მართლაც მეტია, ვიდრე სასმელი (ცხადია, ფრანგებისთვისაც ასეა და ქართველებისთვისაც ასეა… ალბათ… მინდა ვიფიქრო, რომ ასეა). როგორც ლამაზ ქალს უხდება კარგი სამოსი, ასევე უხდება კარგ ღვინოს ლამაზი მარანი. ფულის მოჟოშკვასა და ლილოს ბაზრობაზე საუბარიც კი სირცხვილია 🙂 – იტალიურ ღვინოს არა მხოლოდ TOP-კლასის დიზაინერების შექმნილი ეტიკეტები უნდა ამშვენებს, არამედ ის TOP-კლასის არქიტექტორების მიერ შექმნილ და TOP-კლასის ინტერიერის დიზაინერების მიერ მოწყობილ საცავში უნდა ინახებოდეს.
ტყუილად როდია, რომ Rocca di Frassinello-ს ღვინის ქარხანა საგამოფენო დარბაზითა და მარნით თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტორის, რენცო პიანოს პროექტითაა აშენებული.
ჩელაის საყვარელი ღვინოები შავი პინო და მისი მშობლიური, ტუსკანური კიანტია, მისი საყვარელი დიზაინერი ჯანფრანკო ფერეა, ხოლო საყვარელი ქალი რომელია არ ვიცი… არჩევანი დიდია. მოდით, ჩავთვალოთ, რომ ესაა ფრანჩესკა ლოდო.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ინტერვიუ ალესანდრო ჩელაისთან
http://www.vinicom.ru
P.S.
მხატვრებისა და დიზაინერების მიერ ეტიკეტების შექმნა, არ ახალია. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიკო ფიროსმანიც იყო “რეკლამშიკი”.
uyure shen !!!!
mshvenieri kalendari gauketebia, verafers itkvi 🙂
LikeLike
ჩვენც მივბაძოთ.
Bichola Tsinandali
LikeLike
ar vici rogori gvinoa, magram martlac magari qalebi arian! 🙂
LikeLike
ჯანფრანკო ფერეს ღვინო სუნამოდ არ გამოდგება ნეტა? D
LikeLike
კი. მე ეგ მასხია ხოლმე.
LikeLike
მეც არ ვიფიქრე ღვინოზე წერა რამ მოანდომა მეთქი 😀
უცნაურ სინქრონს აქვს ადგილი, მეც ღვინოსა და მხატვრობაზე დავიწყე გუშინ წერა )) ახლახანს კიდევ სანტა იყო )))
LikeLike
You are, what you read!
LikeLike
აუ რა მაგარი ქალები არიან 🙂 🙂
LikeLike
ღვინით არვინ დაინტერესდა 😦
LikeLike
აიტ.. დუდუკები რა ჭირად უნდა? :დ
LikeLike
რატომ ფრანჩესკა ლოდო?
მონიკა ბელუჩი უეჭველად! 🙂
LikeLike
ბელუჩი უფრო კონიაკია – რომელსაც ასაკი (ნუ ჯერჯერობით :)) არ ვნებს და უფრო აკეთილშობილებს.
LikeLike