ელფები საშობაო მითოლოგიის უძველესი პერსონაჟები არიან, ბევრად ძველიც კი, ვიდრე – თავად სანტაა.
ცნობილია სკანდინავიური თქმულება ფუძის ანგელოზის შესახებ – შვედი ტომტე (Tomte), იგივე ნორვეგიელი და დანიელი ნისსე (Nisse), იგივე ფინელი ტონტუ (Tonttu) პატარა ტანის მოხუცი კაცია, რომელიც ოჯახის და, განსაკუთრებით კი, ბავშვების მფარველია (თუმცა, მისი გარეგნობის გათვალისწინებით, სიტყვა “ანგელოზი” ცოტა უადგილოა :)).
ამასთან, ტომტე მკაცრი და წესრიგის მოყვარულია. უზრდელი და ბოროტი ბავშვები მას არ უყვარს. სელმა ლაგერლოფის შესანიშნავ წიგნში “ნილს ჰოლგერსონის არაჩვეულებრივი მოგზაურობა შვედეთში” ნილსს სწორედ ტომტე გადააქცევს ჯუჯად.
ფუძის მფარველობის ერთგვარ საფასურად ოჯახის წევრებს წლის ბოლოს შობაზე ტომტესთვის საჩუქრები მიჰქონდათ… ასე რომ, უძველესი ტომტე ანტი-სანტაც კი გამოდის. 🙂 მიუხედავად ამისა, თანდათანობით მან სახე იცვალა და სწორედ ის გახდა პირველი სანტა კლაუსი… ნუ თუ მთლად სანტა არა – ვიღაც მისი ჯურისა. სკანდინავიელების რწმენით, ტომტეს ფერმერებისთვის სიუხვის მოტანა შეეძლო. კარგი მოსავალი, შინაური პირუტყვის ნამატი – ეს ყველაფერი ტომტეს წყალობაა… ჰოდა, თანდათანობით, საშობაოდ სკანდინავიელი ბავშვებისთვის მირთმეული სკანდინავიური საჩუქრებიც სკანდინავიელმა მშობლებმა სკანდინავიელ ტომტეს დააბრალეს. მე-19 საუკუნეში ტომტე უკვე საყოველთაოდ აღიარებული შობის ბერიკაცი გახდა.
1881 წელს ჟურნალმა Ny Illustrerad Tidning შვედი მწერლის ვიკტორ რიდბერგის (Abraham Viktor Rydberg) პოემა “ტომტე” (Tomten) დაბეჭდა მხატვარ იენი ნისტრიომის (Jenny Eugenia Nyström) დასურათებით. აქ ეს ზღაპრული პერსონაჟი უკვე თეთრწვერაა და წითელი სანტაკლაუსური ქუდითაც იწონებს თავს.
(თბილისურ “დანიურ სახლშიც” იყიდება სათამაშო, რომელსაც ზოგი სანტა კლაუსს უწოდებს და ზოგი კი – გნომს. სინამდვილეში ის არც სანტაა და არც გნომი – ის იულე ნისეა Yule Nisse).
- Yule/Yule-tide – გერმანული ტომების ტრადიციული ზამთრის დღესასწაული იყო. ის რომაულ სატურნალიებს უკავშირდება. სატურნალიები ჩვენებურად 17 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე აღინიშნებოდა. Yule-tide დაახლოებით ამ ვადებშია მოქცეული – ნორვეგიაში მას 13-24 დეკემბერს ზეიმობენ. ფუძის ანგელოზი ნისე ამ ზამთრის დღესასწაულის პოპულარული მონაწილეა. ჰოდა, ვისაც სკანდინავიის ნახვა სურს – ამაზე უკეთეს დროს, ალბათ, ვერ შეარჩევს – ზამთრის დღესასწაული, აღლუმი, ბევრი თოვლი, 20 გრადუსი ყინვა, ელი, აკვავიტი და უამრავი ულამაზესი სკანდინავიელი სანტა-გოგონა… ყველაზე მაგარი სანტა-გოგონები მსოფლიოში ხომ სწორედ სკანდინავიელები არიან… თუმცა, სანტა-გოგონებზე – სხვა პოსტში. 🙂
ამერიკელი მკვლევარ-ბიბლიოლოგი ქლემენთ ქლარქ მური 1823 წელს გამოცემულ პოემაში “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” (რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენე, მაგრამ რა ვქნა – ეგაა პირველწყარო :)) წმინდა ნიკოლოზს “მხიარულ ელფს” ადარებს.
თანდათანობით სხვადასხვა გადმოცემა ერთმანეთს შეერწყა, გადასხვაფერდა, გადმოსხვაფერდა და დღევანდელი სახე მიიღო – ჩრდილოეთის პოლუსზე სანტა კლაუსს მთელი არტელი აქვს, სადაც ელფები მუშაობენ, სათამაშოებს ამზადებენ, ლამაზად ფუთავენ, ხურჯინებში ალაგებენ და ხურჯინებით კი მარხილს ტვირთავენ. შობის წინა დღეს მარხილს ირმებს ჩააბავენ და – სანტაც გასამგზავრებლად მზადაა. ელფი მიწყივ მუშაკობდესო, დიდ შოთას უთქვამს.
მსოფლიოს ყველაზე გენიალურმა სტუდიამ Walt Disney Pictures 1931 წელს გადაიღო პატარა ტელე-ფილმი “სანტას სახელოსნო” (Santa’s Workshop), სადაც სანტა კლაუსისა და ელფების სადღესასწაულო მზადებაა ნაჩვენები. უნდა ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ეს კლასიკური ნამუშევარი საბჭოთა “ბედის ირონიის” მსგავსია – მას თითქმის ყოველ წელს, 24 დეკემბერს აჩვენებენ. 🙂
დიზნის კვალად, ეს თემა სხვა სტუდიებმაც აიტაცეს და დღეს ელფები არაერთ საშობაო ფილმში ჩნდებიან, როგორც სანტას მთავარი დამხმარენი.
“საშობაო ელფები” უფრო სკანდინავიურ ტრადიციას აგრძელებენ და გარეგნულად არაფრით გვანან ელფების პრინცესა არვენს “ბეჭდების მბრძანებლიდან”… მხოლოდ წაწვეტებული ყურებით. ისინი პატარა ტანისანი არიან (ამ მხრივ, უფრო გნომებს ჩამოგგავენ), დიდი ცხვირები აქვთ და მწვანე-წითელი სამოსი აცვიათ. სანტას დამხმარე ელფები ხელმარჯვე ოსტატები არიან, შრომის მოყვარენი და, ამავე დროს, პატარ-პატარა ჯადოქრობებიც იციან – ამის გარეშე ამდენ საქმეს აბა როგორ მოასწრებენ.
სხვათა შორის, არის ესეთი ამერიკული Keebler Company (Kellogg’s-ის შვილობილი კომპანიაა), რომელიც ელფებს საკუთარ სარეკლამო სტრატეგიაში იყნებდა დიდი წარმატებით – მათი სარეკლამო კამპანია ამტკიცებდა, რომ Keebler-ის შოკოლადის ნამცხვრებს სწორედ ელფები ამზადებდნენ.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
გსურთ, თავად გახდეთ ელფი? მაშინ აქ მიბრძანდით: http://www.elfyourself.com/ (თუ რამე კარგი გამოგივიდათ, ატვირთეთ სადმე და ლინკი დადეთ – ჩვენც შევხედოთ :))
http://www.terella.no/2009/12/16/christmas-myths-like-santa-or-yule-nisse-from-norway
ასევე:
Sorry I don’t read you’re language, but I’m glad you found the story about the Norwegian Nisse useful. Thanks for plugging me 🙂
LikeLike
That’s Georgian. 🙂 I mean language. 🙂
Godt Nytt År!
LikeLike
ვააააააააააა, რა კაცია ნახეეეეეეეე 🙂
როგორ გამოგეხმაურა
LikeLike
ზრდილობა აქვს და ოჯახშია გაზრდილი. 🙂
საერთოდ, ნორვეგიელები ძაან თავაზიანი და კარგი ხალხია.
LikeLike
ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს. და შენმა საახალწლო პოსტებმა ბავშვობაში დამაბრუნა თოვლის პაპის რომ მჯეროდა 🙂
მადლობა! :kiss:
და ახალ წელს გილოცავ!
LikeLike
ბავშვობიდან მიყვარდა ელფები და ტროლები… კარგი პოსტი იყო, კარგ ხასიათზე დამაყენა… პრინციპში, ისედაც არ ვიყავი ცუდ ხასიათზე.
HAPPY HOLIDAYS!!!
LikeLike
საყვარელი ელფები (inlove) 🙂
LikeLike
ვაა ეს ტომტე არ ვიცოდი 🙂
რა დამთხვევაა, სანტაზე ვწერ ეხლა და შენც რომ დამთაგე :)))
ისე ელფები ასგარდის ღმერთებმა შექმნეს უძველეს წარმართულ ხანაში და უცნაურია, რომ ქრისტესშობის დღესასწაულის გმირები გახდნენ. ოდინის გამყიდველები ეგენი :დ
LikeLike
არ დამითაგიხარ. უბრალოდ დაგილინკე. 🙂
სანტაზეც მაქვს. ნუ მაგას 25-ში ამოვწევ.
LikeLike
მინდა რომ საქართველოშიც არსებობდეს ეგეთი სადღესასწაულო განწყობა
ბავშვთა საახალწლო ცენტრები სადაც შეუშვებ და გამოდის მოჯადოვებული და ბედნიერი
აქ ვერაფრით გაართობ ბავშვს თუ დაბადების დღე არ აქვს ვინმეს 😦
LikeLike
ჩემს ბავშვობაში თოვლის ბაბუებს არ მოქონდათ საჩუქრები, არც მშობლებს მაინცდამაინც 😦
მაშინ არ იყო ტრადიციად საახალწლო საჩუქრები და არც ეცალათ ჩვენთვის, პურის რიგებში იდგნენ
ვიკიკო კი უკვე ნაძვის ხეს ელოდება რომელიც თობლის ბაბუმ უნდა მოუტანოს, კიდე საჩუქრებს და ახალ წელს
LikeLike
ზოგჯერ მინდა რომ ელფები არსებობდნენ და ერთი მაინც ცოცხლად ვნახო…. : (
LikeLike
ამ საახალწლო პოსტებს მოგვიანებით წავიკითხავ, ჯერ არ მაქვს შესაბამისი განწყობა. 😦
LikeLike