წითელცხვირა რუდოლფი

Santa sleigh წინა პოსტში ვწერდი, იმისთვის რომ ყველა ბავშვთან მიასწროს მისვლა, სანტა კლაუსის საჩუქრებით დატვირთული მარხილის სიჩქარე 1’700 კმ/წამს უნდა აღწევდეს, რაშიც მას წითელცხვირა რუდოლფი ეხმარება.

წითელცხვირა რუდოლფი (Rudolph the Red-Nosed Reindeer) კორიბუს ჯიშის ჩრდილოეთის ირემია. ქლემენთ ქლარქ მურის (Clement Clarke Moore) 1823 წელს გამოცემულ პოემაში “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” (A Visit From Saint Nicholas) ნათქვამია, რომ სანტას მარხილში სულ 8 ირემია შებმული.

when, what to my wondering eyes should appear,
but a minature sleigh, and eight tiny rein-deer,
with a little old driver, so lively and quick,
I knew in a moment it must be St. Nick.
More rapid than eagles his coursers they came,
And he whistled, and shouted, and call’d them by name:
“Now, Dasher! Now, Dancer! Now, Prancer, and Vixen!
“On, Comet! On, Cupid! On, Donder and Blitzen!
“To the top of the porch! to the top of the wall!
“Now dash away! dash away! dash away all!”

მათი სახელებია: Dasher და Dancer, Prancer და Vixen, Comet და Cupid, Donder (Donner) და Blixem (Blitzen)… ამდენად, Rudolph the Red-Nosed Reindeer თავდაპირველად მათ შორის არ იყო, ის პირველად რობერთ მეის (Robert L. May) 1939 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების წიგნში გამოჩნდა.

რობერთ მეი უნივერსამ Montgomery Ward-ში მუშაობდა. ის 34 წლისა იყო, როდესაც მისი დამქირავებლების შეკვეთით შეთხზა საშობაო პოემა-ზღაპარი რუდოლფზე.

  • უნივერსამების ქსელი Montgomery Ward 1872 წელს დაფუძნდა ილინოისის შტატის ქალაქ შიქაგოში (ჩიკაგო). ის კატალოგებით (საფოსტო) ვაჭრობის პიონერი იყო. რუდოლფი გაჩნდა როგორც სარეკლამო პერსონაჟი მაღაზიის 1939 წლის საშობაო ვაჭრობის წახალისების მიზნით (ამდენად, ამ ირმის ისტორია ძალიან გავს თოვლის კაც ბატონი ბინგლის ამბავს).

პერსონაჟის საარაკო პოპულარობამ (5 წელიწადში წიგნის 6 მილიონ ეკზემპლიარზე მეტი გაიყიდა) ის მოიტანა, რომ რუდოლფი სანტას 8 ირემს დაემატა… დაემატა კი არა და ცოტა გვერდითაც ჩააჩოჩა ისინი – ამჟამად წითელცხვირა რუდოლფი სანტა კლაუსის ყველაზე ცნობილი და მთავარი ირემია.

პოემის თანახმად, მისი წითელი ცხვირი სანტას გზას უნათებს და ერთგვარი სასიგნალო ნათურის ფუნქციასაც ასრულებს.Rudolph the Red-Nosed Reindeer

You know Dasher and Dancer and Prancer and Vixen,
Comet and Cupid and Donder and Blitzen,
But do you recall
The most famous reindeer of all?

Rudolph, the red-nosed reindeer
had a very shiny nose.
And if you ever saw him,
you would even say it glows.

All of the other reindeer
used to laugh and call him names.
They never let poor Rudolph
play in any reindeer games.

Then one foggy Christmas eve
Santa came to say:
“Rudolph with your nose so bright,
won’t you guide my sleigh tonight?”

Then all the reindeer loved him
as they shouted out with glee,
“Rudolph the red-nosed reindeer,
you’ll go down in history!”

რუდოლფი უამრავი ანიმაციური ფილმის, ტელე-შოუს, სხვადასხვა სახის პერფორმანსის გმირია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ამერიკელი კომპოზიტორის ჯონი მარქსის (Johnny Marks) რობერთ მეის ლექსზე დაწერილი სიმღერაა. რობერთ მეი მისი სიძე იყო, ამდენად, ეს ერთგვარი “საოჯახო ბიზნესი” გამოვიდა.

8f8014b3eb79e116ab6b2fa5d7391773 Rudolph the Red-Nosed Reindeer, რომელიც პირველმა 1949 წელს ჩაწერა სახელგანთქმულმა ჯინ ოთრიმ (Gene Autry), დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერაა და სხვადასხვა დროს უამრავ უდიდეს მუსიკოსს აქვს შესრულებული ყველა შესაძლებელ ჟანრში – ელა ფიცჯერალდს, ფოლ მაქართნის, რინგო სთარს, ბინგ ქროსბის, დინ მართინს, რეი ჩარლზს, უილი ნელსონს…

  • მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯონი მარქსი ებრაელი იყო, ის სხვა არაერთი პოპულარული საშობაო სიმღერის ავტორიცაა, მათ შორისაა Rockin’ Around the Christmas Tree, The Night Before Christmas, I Heard the Bells on Christmas Day, Run, Rudolph, Run. სულ ახლახანს გენიალურმა მუსიკოსმა და მორწმუნე იუდეველმა ბობ დილანმაც ჩაწერა საშობაო სიმღერების ალბომი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შობა ნამდვილად გაცდა მხოლოდ ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულის საზღვრებს და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულების ადამიანს აახლოებს.

წითელცხვირა ირმის პერსონაჟზე საავტორო უფლებები The Rudolph Company, L.P.-ს ეკუთვნის.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

გაიცანით, ბატონი ბინგლი

სანტა ლაფლანდიიდან

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “წითელცხვირა რუდოლფი”

  1. საახალწლო განწყობის პოსტია, მაგარია 🙂

    პ.ს სნეგუროჩკაზე რამე არ იქნება? 🙂 ნუ ტუნდაც სანტა ქალებზე 🙂 რამე მასეთ სტილში 🙂

    Like

  2. წითელცხვირა რუდოლფი

    უსაყვარლესია, ყოველთვის როცა მსგავსი შინაარსის ფილმებს ან მულტფილმებს ვუყურებდი ვნატრობდი ხოლმე მის ყოლას
    მაშინ არ ვიცოდი რომ რუდოლფი ერქვა
    ეხლაც მომინდა რომ მყავდეს და წითელ ცხვირზე ვაკოცო ხოლმე და ვიკიკო გავასეირნო ხოლმე

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: