ბატონი ბინგლი (Mr. Bingle) თოვლის კაცია, სანტა კლაუსის ერთ-ერთი დამხმარე, საშობაო დღესასწაულების პოპულარული პერსონაჟი.
ის 1948 წელს დახატა დიზაინერმა ემილ ელაინმა (Emile Alline) და ლუიზიანის უნივერსამ Maison Blanche-ს შესთავაზა მათ ემბლემად და სარეკლამო სახედ. მაღაზიის მფლობელები თოვლის კაცით დაინტერესდნენ, სახელად მას Mr. Bingle შეურჩიეს (რაც უნივერსამის სახელწოდების ინიციალებს იმეორებდა) და ფრანგი ანიმატორი და მეთოჯინე ოსკარ ისენტრიუ (Edwin Harmon “Oscar” Isentrout) მოიყვანეს, რათა ბატონი ბინგლი “გაეცოცხლებინა” და გაეხმოვანებინა.
აქედან მოყოლებული შობამდე ორიოდ კვირით ადრე უამრავი ბავშვი იკრიბებოდა Maison Blanche-ის ფანჯარასთან Mr. Bingle-ისა და მისი მეგობრების თავგადასავლების სანახავად. მთელს ნიუ ორლეანის შტატში (და არა მხოლოდ) პოპულარული 15 წუთიანი სპექტაკლი ყოველ დღე თამაშდებოდა, ვიდრე შობამდე. ეს ტრადიცია 1985 წლამდე გრძელდებოდა – მანამ, სანამ ოსკარ ისენტრიუ იყო ცოცხალი. მეთოჯინის გარდაცვალების შემდეგ უნივერსამის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ ბატონი ბინგლის თოჯინის სხვა ადამიანის მიერ გახმოვანება შეუძლებელი იქნებოდა და წარმოდგენა შეწყვიტეს.
მაგრამ თოვლის კაცი Mr. Bingle კვლავ მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს საშობაო დღესასწაულებში. სწორედ ის ხვდება ნიუ ორლეანში ჩამობრძანებულ სანტა კლაუსს და მის საპატივცემულო აღლუმსაც ხელმძღვანელობს (ოსტაპ ბენდერისა არ იყოს). საშობაოს გარდა, Mardi Gras-ის (დიდი სამშაბათის) აღლუმის დროსაც ჩნდება ხოლმე.
ის მუდამ მედიის ყურადღების ცენტრშია და, ეგ კი არა, წლების განმავლობაში თავისი რადიო და ტელე-გადაცემაც ჰქონდა.
Maison Blanche-მა და, შესაბამისად, ბატონმა ბინგლმაც რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ბოლოს ის Mercantile Stores Company, Inc.-მა შეიძინა, რომელიც, თავის მხრივ, Dillard’s Inc.-ის ნაწილი გახდა.
- Dillard’s 1938 წელს არქანზასის შტატის დედაქალაქ ლითლ როქში დაფუძნდა და დღეს აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსამების ქსელს წარმოადგენს – 300-ზე მეტი მაღაზიას ფლობს და 29 შტატში მუშაობს. რა თქმა უნდა, ინტერნეტ-მაღაზიაც აქვს… მაგრამ, სამწუხაროდ, არა-ამერიკულ ბარათებს არ იღებს. ქსელის სავაჭრო ბრუნვა 7 მილიარდი დოლარია.
იმისთვის რომ მთელი ამ რეორგანიზაცია, გაყიდვა-გადაყიდვების დროს თოვლის კაცი ბატონი ბინგლი არ დაკარგულიყო, ნიუ ორლეანის მცხოვრებლებმა მთელი კამპანია წარმართეს, რომელშიც შტატის ხელმძღვანელებიც კი მონაწილეობდნენ. ამაზე მოგვითხრობს შონ ფათრიქ დოულის (Sean Patrick Doles) წიგნი “ბატონი ბინგლის გადარჩენა” (Saving Mr. Bingle).
Mercantile Stores-მა ბატონი ბინგლი ნიუ ორლენის შტატის გარეთ განლაგებულ თავის სხვადასხვა მაღაზიაშიც წარადგინა. მსგავს მარკეტინგულ პოლიტიკას განაგრძობს Dillard’s-იც, რამაც Mr. Bingle-ის პოპულარობის ზრდა განაპირობა და ის ერთი შტატის ფარგლებს გაცდა. ამჟამად თოვლის კაცი ერთდროულად ჩნდება ქსელის სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ 20-30 უნივერსამში და, სადღესასწაულო გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს.
Dillard’s-ს მისი სახელობის საგანგებო საქველმოქმედო პროგრამაც აქვს The Spirit of Mr. Bingle Tree Program, რომლის მიზანიც გაჭირვებული ბავშვებისთვის სათამაშოების შეძენა და შეგროვებაა.
ბატონ ბინგლს აშშ-ის მთავარ ნაძვის ხესთან თეთრ სახლში გამართულ წვეულებაში მონაწილეობის პატივიც ერგო.
ის, აგრეთვე, საშობაო ნაძვის ხის პოპულარული სათამაშო, სადღესასწაულო ღია ბარათების პერსონაჟი, სხვადასხვა კომიქსისა და საბავშვო ზღაპრის გმირია.
When Santa left his shop one day,
he found a snowman near his sleigh.
“You’ll be my helper now” he said,
and tapped the little fellow’s head.The snowman found that he could talk;
“look Santa, I can even walk!
And then he gave a little sigh…
“Oh, how I wish I could fly!”So Santa gave him holly wings;
then looking through his Christmas things,
found ornaments the very size
to make a pair of shining eyes.Then Santa said, “You need a hat;
an ice cream cone’s just right for that.
And keep this candy cane with you;
you’ll see what magic it can do!”The snowman laughed and sang a jingle,
so Santa named him “Mr. Bingle”
That’s how it happened.
Now he’s here for us to enjoy throughout the year
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
http://www.dillards.com/MrBingleAssets/index.shtml
ასევე:
როგორ გახდა ერთი პატარა ემბლემა მსოფლიო მასშტაბის თოვლის კაცი. 😀
საინტერესო იყო
LikeLike
ამერიკელები მაგ ამბავში შეუდარებლები არიან.
ერთი ფეხბურთის თამაში ვერ ისწავლეს ჯერ-ჯერობით. 🙂
LikeLike
auu dzalian mominda exla santastan ertad vijde buxrian otaxshi,irgvliv saaxalwlo nadzvisxeebi,satamashoebi,ganwyoba,ketili elfebi,Mr. Bingle….mdaaaa…ar vityodi uars…mitumetes rom tovlis babuis,agar mjera bavshobidan (mshoblebs wavuswari, sachuqris dadebis dros 😀 )
LikeLike
მისტერ ბინგლი – კიდევ ერთი წარმატებული ამერიკული ზღაპარი.
მიყვარს ეს ბლოგი და რა ვქნა, რას არ წააწყდები, იუმიი საინტერესოა 🙂
LikeLike
გალიანოზე გქონდა ძაან კარგი პოსტი.
ისე მაგაზე უარესი გიჟი ჟან ფოლ გალთიეა და მაგაზე რა აზრის ხარ?
LikeLike
მადლობა ლორდ.
ჟანზეც მაქვს პოსტი დაწერილი http://brandkitchen.blogspot.com/2009/11/blog-post_16.html
LikeLike
თურმე დაგიწერია… 🙂
აი რას ნიშნავს blogger.com და არა wordpress.com.
მადონას შოუზე მაგრად იმუშავა ძაან.
და ის სუნამოს ფლაკონი ხომ საერთოდ შედევრი იყო.
LikeLike
და ის სუნამოს ფლაკონი ხომ საერთოდ შედევრი იყო.
+ 10000000000
LikeLike