6 დეკემბერი, გრეგორიანული კალენდრით (ჩვენ რომ ახალ სტილს ვეძახით) – ნიკოლოზობა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შობის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა.
ტრადიციის მიხედვით, 5-დან 6-ისკენ გვიან ღამით ბავშვებს წმინდა ნიკოლოზი ესტუმრება ხოლმე და პატარ-პატარა საჩუქრები მიაქვს… მართალია, ეს ის საჩუქრები არაა, მთელი წელი რომ ოცნებობენ და საშობაოდ თხოვენ სანტას, მაგრამ ბავშვები კარის ზღურბლზე, ფანჯარასან, ბუხართან ან, უბრალოდ, სასთუმალთან მაინც გამოაწყობენ ხოლმე ჩექმებს ან წინდებს ჩამოკიდებენ, რათა წმინდა ნიკოლოზმა იქ კამფეტები ჩაყაროს.
ეს ტრადიცია სათავეს მე-10 საუკუნის გერმანიიდან იღებს, სადაც 6 დეკემბერს კელნის ტაძარში სამრევლო სკოლის მოწაფეებს და წირვაზე მისულ ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.
მოგვიანებით კელნის ტაძრის მსახურთ გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ეკლესიებშიც მიბაძეს. დღეს კი ეს ტრადიცია, როგორც შობის შემთხვევაშიც მოხდა, წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს გაცდა.
ნიკოლოზობის ღამეს ტკბილეულს კარგი და დამჯერი ბავშვები იღებენ, ურჩ და უზრდელ ბავშვებს კი წინდებში დილით მხოლოდ ხის ტოტები ან ნახშირი ხვდებათ. ეს საფეხბურთო ყვითელი ბარათის მსგავსია 🙂 – ამით წმინდა ნიკოლოზი ონავრებს ეუბნება: “კარგად ვიცი, რომ მთელი წელი ცუდად იქცეოდი, ვერაფერს გამომაპარებო…” მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ძალიან კეთილია – თუ ბავშვი ამ გაფრთხილებას ყურად იღებს და შობამდე დარჩენილ დღეებში კარგად მოიქცევა, სანტა მას უსაჩუქროდ მაინც არ დატოვებს.
გადმოცემა, მეტ-ნაკლებად, ყველგან ამის მსგავსია, თუმცა, მცირე განსხვავებებიც არის. მაგალითად, ჩეხეთში წმინდა ნიკოლოზს თან ანგელოზი და ეშმაკი დაყვებიან. ანგელოზი მას ბავშვის კეთილ და კარგ საქციელზე უყვება, ეშმაკი კი, რაც რამ წლის განმავლობაში დაუშავებია პატარას – ყველაფერს წვრილად ჩაუკაკლავს ხოლმე.
წმინდა ნიკოლოზთან ერთად ავსტრიაშიც ეშმაკი დადის, რომელსაც ტკბილეულის ნაცვლად ხურჯინი ნახშირით აქვს გავსებული.
იმავე ავსტრიაში, ბავარიაში, ხორვატიაში, სლოვენიაში, უნგრეთში წმინდა ნიკოლოზს თან დემონი კრამპუსი (Krampen ძველ გერმანულად “კლანჭს” ნიშნავს) დაყვება და, ხშირად, შოლტიც დააქვს თან, რომლითაც ურჩ ბავშვებს უმასპინძლდება.
საფრანგეთში შოლტით პერ ფუტარდი (père – ქართულად მამაა fouettard კი – მათრახი) დადის და ხურჯინი მასაც ნახშირით აქვს სავსე.
ბენელუქსის ქვეყნებში კი წმინდა ნიკოლოზთან ერთად მისი მსახური, შავი პიტერი დაბრძანდება.
გერმანიის ზოგიერთ მხარეში წმინდა ნიკოლოზს (სანტა კლაუსს) უკვე შობის ღამეს პელზნიკელი დაყვება. ის ბეწვის ქურქში გამოწყობილი მამაკაცია, რომელსაც დამჯერთათვის – საჩუქრები და ონავართათვის ნახშირი დააქვს.
მე-17 საუკუნეში გერმანიაში შობის ღამეს არა წმინდა ნიკოლოზი, არამედ მონა (მსახური) რუპრეხტი დადიოდა, რომელსაც ერთ ხურჯინში საჩუქრები ეწყო, მეორეში კი ნახშირი. ხშირად მიიჩნევენ, რომ ეს იგივე წმინდა რუპრეხტია (წმინდა რუპერტი) და ტრადიცია რეფორმაციის შემდეგ ჩამოყალიბდა, ხოლო მესამე რაიხის დროს ეს სახე წინ წამოწიეს, როგორც წმინდა ნიკოლოზის “კათოლიკური ტრადიციის” არიული ალტერნატივა, მგრამ წმინდა ნიკოლოზის პოპულარობას მან ვერ აჯობა და დღეს რუპრეხტიც სანტას ერთ-ერთ მსახურად, დამხმარედ გვევლინება.
მსგავსი პერსონაჟები ჩვენთანაც კი იყო, მარა მმკ-მ თქვა – დაივიწყეთო.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მმკ-მ თუ თქვა, უნდა დავივიწყოთ აბა.
ჭავჭავაძეზე ისეთი მაგარია განათება რო საუკეთესო განწყობაზე დავდექი. აი, რუსთაველზე არგაგონილი ამბავია, ოპერის უსასრულო ჰოლს გავს, თან პარანოია დამჩემდა, მეგონა წუთი-წუთზე ჩამოვარდებოდა.
ბაიზევეი, შავი პიტერი მაგარი კაცია :)))
LikeLike
კი ძაან სკაიფოა.
ყველგან დეკემბრის დასაწყისიდან უკვე იქმნება ხოლმე სადღესასწაულო განწყობა. ჩვენ ვიყავით მაჩანჩალები.
კაია, რომ წელს ამაში მაინც დავეწიეთ 😉
LikeLike
nikolozoba 19 dekembersaa!
tumca tkven amas samcuxarod verasodes gaigebt.
LikeLike
auuuuuuuuuuuuuuuuuuuuu
sxvale 6 dekemberia damavickda shkoladis figurebis kidvaaaaaaaaaaaaaaa
😦
LikeLike
უი როგორი ფიფქები დარბიან 🙂
LikeLike
gagixardat misham nazvis xe rom 6 dekembers aanto?
tkveni neba rom ikos shobasac gadmoitandit.
LikeLike
და შენ ფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატური ხარ???
LikeLike
ნეტა საშობაო საჩუქრების რეპეტიციაც არსებობდეს : )))
აღარ დარეფრეშდი ჩემს ბლოგ ლისტში
LikeLike
იმიტომ რომ ძველი პოსტია. 🙂
დეკემბერში ძველი სადღესასწაულო პოსტები ამოიწევა. მათ შორის სკანდინავიელ ელფებზე . 🙂
LikeLike
ნიკოლოზობის ღამეს ტკბილეულს კარგი და დამჯერი ბავშვები იღებენ, ურჩ და უზრდელ ბავშვებს კი წინდებში დილით მხოლოდ ხის ტოტები ან ნახშირი ხვდებათ
კარგი პროფილაქტიკაა. 🙂 მომეწონა.
LikeLike
საახალწლო დიზანი და საახალწლო პოსტები…
LikeLike