MPEG-1 აუდიო ფენა 3, უფრო ხშირად ცნობილი როგორც მპ3 (MP3), პოპულარული აუდიო კოდირების ფორმატია. ის იყენებს დანაკარგულ კომპრესირების ალგორითმს, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ დიდად შეამციროს აუდიო ჩანაწერის წარმოდგენისთვის საჭირო მონაცემების რაოდენობა და ამავე დროს ჩვეულებრივი მსმენელისთვის ისევე ჟღერდეს როგორც ორიგინალური, არა შეკუმშური ჩანაწერი. ის გამოგონებულ იქნა ევროპელი ინჟინრების ჯგუფის მიერ ფილიფსში.
ქართული ვიკიპედია. სტატია MP3 ფორმატზე.
ფილიფსს რაც შეეხება – სტატიაში მცირე უზუსტობაა. რა თქმა უნდა, მუსიკისა და კინოს მოყვარულები ნამდვილად ვალში ვართ Phillips-თან CD, DVD და Blu-Ray-სთვის (Sony-სთან ერთად), მაგრამ უშუალო მონაწილეობა MP3 ფორმატის შექმნაში არ მიუღია, თუმცა კი, ერთ-ერთი ავტორია MP2 ფორმატისა.
MP3 აუდიო-ფორმატი კი შექმნა მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფმა სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და კომპანიებიდან, მათ შორის გერმანული ფრაუნჰოფერის საზოგადოებიდან (Fraunhofer-Gesellschaft), რომელიც სხვადასხვა კვლევით დაწესებულებას აერთიანებს, ფრანგული ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციების კვლევითი ცენტრიდან (CCETT), ამერიკული AT&T Bell Laboratories (ამჟამად ფრანგული Alcatel-Lucent-ს ნაწილია) და ფრანგული Thomson-იდან…
გამოდის რომ, ფრანგების წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდია და MP3, ფრანგულ კოცნასა და იმპრესიონიზმთან ერთად, კაცობრიობის განვითარებაში საფრანგეთის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილად უნდა ჩაითვალოს.
ინჟინრების მიზანი იყო, რომ რომ 128 kbit/s MP3-ის ჟღერადობა აუდიო-CD ჩანაწერის ანალოგიური ყოფილიყო.
- სხვათა შორის, ალგორითმზე მუშაობისას, ინჟინრებმა სიუზან ვეგას (Suzanne Nadine Vega) 1981 წელს გამოცემული სიმღერის Tom’s Diner CD ჩანაწერი შეარჩიეს, როგორც სტანდარტი. ასე რომ, სწორედ სიუზან ვეგა არის პოსტის სათაურში ნახსენები MP3-ის დედა. 🙂
Vodpod videos no longer available.
(ნამეტანი ბოვშვებს, ვინც სიუზან ვეგას პოპულარობის ხანას ვერ მოესწრნენ, მინდა ვუთხრა, რომ ზემოთ ვიდეოში სიუზან ვეგა არა გადაღებული. უბრალოდ ერთი გოგოს self-made კლიპია სიუზან ვეგას სიმღერაზე).
1991 წელს ფორმატმა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ISO) და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) სერტიფიკატი მიიღო. 1993 წელს გამოვიდა პირველი კომპიუტერული პროგრამა Fraunhofer L3enc, რომელსაც MP3-ის კოდირება შეეძლო და მუშაობდა დოს-ში და ლინუქსში… 1994 წელს კი გამოვიდა Fraunhofer WinPlay3, ვინდოუსისთვის. 1997 წელს პირველად გამოჩნდა Nullsoft’-ის Winamp. 1999 წელს კი ამას ცნობილი Napster დაემატა და მუქთა MP3-ის მოსმენის მსურველთა და ხმისჩამწერი სტუდიების მესვეურთა შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. ის კვლავ გრძელდება და ჯერ-ჯერობით უპირატესოსობა “ხალიავშიკების” მხარესაა.
CD-ჩანაწერების გაყიდვები კატასტროფულად ეცემა. სთენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონათან ბერგერის კვლევამ დაადასტურა, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპოლარული აუდიო-ფორმატია 192 kbit/s MP3 და, მარკეტინგული თვალსაზრისით, სტანდარტული აუდიო-CD ჩანაწერები და აუდიო-CD პლეერები MP3 ფორმატის მხარდაჭერის გარეშე – განწირულია.
რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი სხვა სტანდარტი, მათ შორის FLAC და APE, რომლებიც ამტკიცებენ, სიუზან ვეგა ჩვენთან უფრო საამურად ჟღერსო… 🙂 ალბათ, ისიც ხშირად გაგიგონიათ, რომ სიმფონიური მუსიკის MP3 ფორმატში მოსმენა შეუძლებელიაო…
თუმცა, უამრავი სხვადასხვა ტესტია ჩატარებული და ხშირ შემთხვევაში აუდიო-CD და MP3 ჟღერადობის გარჩევა ცდის მონაწილეებს გაუჭირდათ (http://ff123.net/links.html).
მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სიმფონიურ მუსიკას ნამდვილად არ ვუსმენ, ჯაზს, ბლიუზს და როკს – კი ბატონო. მათ შორის MP3-ში. ჰოდა, იმ ნატიფ ტონებს, რომლებსაც MP3 შეკუმშვისას აშორებს, ჩემი ძალიან ჩვეულებრივი ორი ყური მაინც ვერ აღიქვამს, ამდენად ძალიანაც მიხარია, რომ MP3-ის მამა (კი არადა მამები) და დედა ერთმანეთს შეხვდნენ და ეს ფორმატი შობეს.
სხვა თუ არაფერი, MP3 საშუალებას მაძლევს, საყვარელი მუსიკა მუდამ თან ვატარო და, ამავე დროს, დავზოგო ფული და ადგილი თაროებზე, ეს რომ არა, სად დავატევდი ჩემს 1’000- მდე აუდიო-ალბომს, ღმერთმა უწყის.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მხოლოდ ფრანგების წვლილი არაა, ისევე როგორც მხოლოდ გერმანებელის.
მპ3 არის წმინდა პროდუქტი იმისა, რასაც ევროპის კავშირი ქვია – ერთობლივი ძალებით გააკეთეს
LikeLike
ჰო მაგრამ კონტექსტში ასე უფრო კარგად ჩაჯდა 🙂
LikeLike
მეც ვერ ვამჩნევ დიდი განსხვავებას, განსაკუთრებით მაღალი ბიტრეიტის მპ3-ში.
ჩვენთვის კარგი ფორმატი გამოვიდა, მაგრამ ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის დიდი ზარალი მოიტანა.
LikeLike
ის გამოგონებულ იქნა ევროპელი ინჟინრების ჯგუფის მიერ ფილიფსში
mevaseba Philips raaaaaaaa
LikeLike
კლასიკას რომ არ უსმენ, იმიტომ ვერ ხვდები განსხვავებას MP3 და FLAC და CD შორის. 🙂
LikeLike
რეებს აღმოაჩენ ხოლმე :)) არასოდეს ვიფიქრებდი მპ3 საიდან გაჩნდა 🙂
სიმფონიური მუსიკის ამ ფორმატში მოსმენა რატოა ნეტა შეუძლებელი. ეგ უფრო დედაჩემის სფეროა, მაგრამ მეც მიმიწვდება ყური, ტაკ ჩტო ბრედ
LikeLike
სიუზანი ვიცი, მოსმენილი მაქვს, რადიოში ატრიალებდნენ, მაგრამ MP3ის დედა თუ იყო, არ ვიცოდი, ჰაჰ 🙂
LikeLike
ეგ შენი დისკებია?
ახლა ვერ დავთვლი, მაგრამ 1000-ზე ნაკლებია აშკარად 🙂
LikeLike
1’000 დისკი კი არა 1’000 ალბომი. 🙂
მპ3 დისკში კი ბევრი-ბევრი ალბომი ეტევა 😉
LikeLike